ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის სიმბოლური ნაკრები - მხოლოდ სტატისტიკური მონაცემებით მიხედვით

პრემიერ ლიგის სიმბოლური ნაკრები - მხოლოდ სტატისტიკური მონაცემებით მიხედვით
თარიღი 10 Apr 2020, 15:37
ავტორიტეტულმა გამოცემა Sky Sport-მა შეადგინა პრემიერ ლიგის სიმბოლური ნაკრები, მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით.

გამოცემამ ფეხბურთელთა ინდივიდუალური რეიტინგი Power Ranking-ის მიხედვით შეადგინა, 34 სხვადასხვა სტატისტიკური პარამეტრის გათვალისწინებით - დაწყებული გოლებით, საგოლე გადაცემებით და დასრულებული დაბლოკილი დარტყმებითა და ართმევებით. მაგალითად, თითოეული გოლი ან მოგებული მატჩი ფეხბურთელს რეიტინგში ქულას მოუმატებდა, ბურთის დაკარგვა ან პენალტის აცილება კი - დააკლებდა.

ეს მეთოდიკა ყველა პოზიციაზე საუკეთესოს გამოვლენაში ეხმარება.

სიმბოლურ ნაკრებში შემდეგი ფებხურთელები მოხვხდნენ:

მეკარე: კასპერ შმეიხელი („ლესტერი“)

მცველები: ალექსანდრ-არნოლდი („ლივერპული“), ტარკოვსკი („ბარნლი“), ვან დეიკი, რობერტსონი (ორივე - „ლივერპული“)

ნახევარმცველები: ჯეიმს მედისონი („ლესტერი“), დე ბრუინი („მანჩესტერ სიტი“), ჯეკ გრილიში („ასტონ ვილა“)

თავდამსხმელები: სალაჰი („ლივერპული“), ხიმენესი („ვულვზი“), მანე („ლივერპული“).