» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

სადღაც, პარალელურ სამყაროში - როგორ განვითარდებოდა სეზონი, კორონავირუსი რომ არა?


სადღაც, პარალელურ სამყაროში - როგორ განვითარდებოდა სეზონი, კორონავირუსი რომ არა?

სულ რაღაც ერთი თვის წინ, ვერავინ წარმოიდგენდა, იმას რომ სეზონის დასკვნით ფაზაში, ფეხბურთის გარეშე დავრჩებოდით. ცხადია, პირველ ადგილზე დგას ჯანმრთელობა და უკვე შემდეგ, სხვა ყველაფერი დანარჩენი. აქედან გამომდინარე, კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდებში საპროტესტო არაფერია.

წარმოვიდგინოთ, როგორ განვითარდებოდა 2019-2020 წლის სეზონი, COVID-19 რომ არა. განვიხილოთ ორი სცენარი - პრაგმატული, ლოგიკური და არაორდინალური, გიჟურიც კი. მიმოვიხილოთ ტოპ-5 ლიგა და ევროსარბიელი, რომელმაც ისედაც ძალიან ბევრი კითხვა დაგვიტოვა.

სადღაც, პარალელურ სამყაროში - როგორ განვითარდებოდა სეზონი, კორონავირუსი რომ არა?

ჩემპიონთა ლიგა

პრაგმატული სცენარი - შევეხოთ მხოლოდ გადადებულ შეხვედრებს, პირობით "ლივერპული" - მადრიდის "ატლეტიკოს" წყვილზე მკითხაობას აზრი აღარ აქვს. "მანჩესტერ სიტი" მადრიდის "რეალთან" მოპოვებულ უპირატესობას არ გაფლანგავდა და 1/4 ფინალში მარტივად გავიდოდა.

"ბარსელონა", ლიონელ მესის ჯადოქრობისა და შინაური კედლების ეფექტის დახმარებით, "ნაპოლის" გაუმკლავდებოდა. მიუნხენის "ბაიერნი" - ლონდონის "ჩელსის" წყვილში ისედაც ყველაფერი გადაწყვეტილია, ტურინის "იუვენტუსი" და კრიშტიანუ რონალდუ კი ლიონის "ოლიმპიკთან" ქამბექს მოახდენდნენ.

სადღაც, პარალელურ სამყაროში - როგორ განვითარდებოდა სეზონი, კორონავირუსი რომ არა?

ოცნების კენჭისყრა - კატალონიელები "ბებერი ქალბატონის" წინააღმდეგ, გასაგებია, თუ რომელი ორი ფეხბურთელი იქნება წინა პლანზე. "ქალაქელები" - "პარი სენ-ჟერმენი", ე.წ. ფულის დერბი, "რეკორდმაისტერი" - "ინდიელები", გერმანული მანქანა ავტობუსის წინააღმდეგ და ბერგამოს "ატალანტა" - "ლაიპციგი", კიდევ ერთი შანსი ანდერდოგებს. ვინ გავიდოდა 1/2 ფინალში? სიუჟეტის გაგრძელება უკვე თქვენთვის მოგვინდია.

არაორდინალური სცენარი - "სამეფო კლუბი" ლეგენდარულ პორტუგალიელთან გატარებულ ოქროს პერიოდს იხსენებს და "ლურჯების" წინააღმდეგ წარმოუდგენელ ქამბექს ადნობს. "აძური" სტუმრად სისხლს უშრობს "ბლაუგრანას", "ლომები" კი "ბიანკონერის", "ბავარიასა" და "პენსიონერების" შემთხვევაში აღნიშნული პრინციპი არ მოქმედებს.

სადღაც, პარალელურ სამყაროში - როგორ განვითარდებოდა სეზონი, კორონავირუსი რომ არა?

ლა ლიგა

პრაგმატული სცენარი - "ლურჯ-ბროწეულისფრები" და "ბლანკოსი" ჩემპიონის ვინაობას ბოლო ტურამდე ვერ არკვევენ. ისინი კოჭლობენ და კარგავენ ქულებს, გამარჯვებული ხდება ის, ვინც შედარებით მაინც ნაკლებად არასტაბილურია. სტატისტიკას რომ გადავხედოთ, სულ მინიმალური უპირატესობა მაინც "კამპ ნოუელთა" მხარეს არის.

კიკე სეტიენის გუნდსა და "თეთრებთან" ერთად, ესპანეთის ჩემპიონატის ოთხეულს შეკრავს "როხიბლანკო" და ჩემპიონთა ლიგას მონატრებული "სევილია". "რეალ სოსიედადსა" და "ხეტაფესთვის" სხვა ვარიანტი გვაქვს შემონახული. "ვალენსიასთან" ბოდიში, პრაგმატულ სიუჟეტშიც კი.

სადღაც, პარალელურ სამყაროში - როგორ განვითარდებოდა სეზონი, კორონავირუსი რომ არა?

არაორდინალური სცენარი - "ბარსელონასა და "გალაქტიკოსების" ბრძოლაში გამარჯვებული ზინედინ ზიდანი გამოდის. ჩემპიონთა ლიგაზე ხოსეპ გვარდიოლას გუნდის წინააღმდეგ შესრულებული ბრწყინვალე ქამბექი, "სანტიაგო ბერნაბეუელებს" მეორე სუნთქვას პრიმერა დივიზიონშიც გაუხსნიდა.

მივადექით სან-სებასტიანელებსა და "გარეუბნელებს". დიახ, ლა ლიგის ოთხეულის ჯაჭვს სწორედ ისინი შეკრავდნენ. ეს ნიშნავს იმას, რომ დიეგო სიმეონეს გუნდი, ანდალუსიელებთან ერთად, ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებდა. ერთსაც და მეორესაც აღნიშნული ტურნირი ძალიან უყვართ.

სადღაც, პარალელურ სამყაროში - როგორ განვითარდებოდა სეზონი, კორონავირუსი რომ არა?

პრემიერ ლიგა

პრაგმატული სცენარი - ჩემპიონი: მერსისაიდი და ეს ფაქტი ეჭვგარეშეა. ინგლისის ჩემპიონატის პირველადგილოსნობაზე მეტად, საინტერესოა ის, თუ ჩემპიონთა ლიგაზე ვინ გავიდოდა. "ლესტერ სიტი", დიახ, "ეტიჰადელებს" აქვთ ბანი, რჩება ორი ვაკანტური ადგილი. კანდიდატები: ფრენკ ლამპარდის გუნდი, "მანჩესტერ იუნაიტედი", "ვულვერჰემპტონი", "შეფილდ იუნაიტედი", "ტოტენჰემი".

"სტემფორდ ბრიჯის" მკვიდრები, ტანჯვით, მაგრამ მაინც, დაკავებულ პოზიციას არ დათმობენ, მეოთხე გუნდი კი "წითელი ეშმაკები" იქნებიან. იმ შემთხვევაში, თუ "სიტის" ბანი მოიხსნება, "ემიუსთვის" მანდ ადგილი აღარ იქნება. "უონდერერსის" მსგავსად, "მანკუნიანელები" ევროპა ლიგას მიაწვებიან.

სადღაც, პარალელურ სამყაროში - როგორ განვითარდებოდა სეზონი, კორონავირუსი რომ არა?

არაორდინალური სცენარი - "წითლების" ჩემპიონობა გასაჩივრებას არც ამ ვითარებაში ექვემდებარება. შემდეგი იქნებოდა მანჩესტერული გუნდი, რომელსაც ბანი მოეხსნებოდა და "მელიები". ერთი შეხედვით სენსაციურად, მაგრამ სრულიად დამსახურებულად, "ჩელსის" 4-ეულიდან გამოდევნიდა "ვულვზი", "მანიუ" კი ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპა ლიგის მოგებით გავიდოდა.

სადღაც, პარალელურ სამყაროში - როგორ განვითარდებოდა სეზონი, კორონავირუსი რომ არა?

სერია ა

პრაგმატული სცენარი - ჩემპიონი: "სინიორა". რატომ "შავ-თეთრები" და არა მილანის "ინტერი" ან თუნდაც რომის "ლაციო"? უკანასკნელმა პერიოდმა აჩვენა, რომ "ნერაძურიში" შეინიშნებოდა დაღმასვლა, "არწივები" კი ობიექტურად, "ზებრების" კონკურენტები არ არიან. იტალიის ჩემპიონატის მე-4 გუნდი "ქალღმერთი" იქნებოდა.

არაორდინალური სცენარი - "იუვენტუსის" ჰეგემონია მაინც ემხობა და სასკუდეტო დუელი "შავ-ლურჯებსა" და "ბიანკოჩელეტეს" შორის მიმდინარეობს. ვინ გამოვა გამარჯვებული? გაგრძელება თქვენთვის მოგვინდია. ჯან პიერო გასპერინის გუნდი კი ამ სიუჯეტითაც არ დარჩებოდა ჩემპიონთა ლიგის გარეშე, დამსახურებულია.

სადღაც, პარალელურ სამყაროში - როგორ განვითარდებოდა სეზონი, კორონავირუსი რომ არა?

ბუნდესლიგა

პრაგმატული სცენარი - დორტმუნდის "ბორუსია" და "წითელი ხარები" ვერ ახერხებენ სათანადო კონკურენციის გაწევას გასაგებია ვისთვისაც. მეოთხე ადგილისთვის ბრძოლა მიუნხენგლადბახის "ბორუსიასა" და ლევერკუზენის "ბაიერს" შორის მიმდინარეობს, გამარჯვებული, პირველი გუნდი გამოდის.

არაორდინალური სცენარი - სეზონის სტარტის მსგავსად, კრიზისი "ალიანც არენას" მკვიდრებში ახლაც ისადგურებს და ისინი იწყებენ ქულების ფლანგვას. ამით ეფექტურად სარგებლობენ "შავ-ყვითლები" და "რედ ბულსი", ისმის კითხვა: ვინ გახდება ჩემპიონი? "ფუტკრებმა" ისედაც კარგად იციან, თუ რას ნიშნავს წარმატება, ამიტომ, ხმა, ახალგაზრდა საქსონელებს.

სადღაც, პარალელურ სამყაროში - როგორ განვითარდებოდა სეზონი, კორონავირუსი რომ არა?

ლიგა 1

პრაგმატული სცენარი/არაორდინალური სცენარი - "პსჟ"-ს ჩემპიონობა ნებისმიერ პარალელურ სამყაროში ლოგიკური მოვლენაა, ამიტომ, აქ საინტერესო არაფერია. იგივე ეხება მარსელის "ოლიმპიკის", "ლილისა" და "რენის" ევროსარბიელის საგზურისთვის ბრძოლას. მოკლედ, დავტოვოთ საფრანგეთის ჩემპიონატში ყველაფერი ისე, როგორც არის.

სადღაც, პარალელურ სამყაროში - როგორ განვითარდებოდა სეზონი, კორონავირუსი რომ არა?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ჰაკიმის პრემიერ ლიგიდან სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Sky Sports ავრცელებს.

დღეს, 21:26

მანჩესტერი პოგბას პოტენციურ შემცვლელში კოლოსალურ თანხას იხდის

დიდი ალბათობით, პოლ პოგბა ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებს დატოვებს.

დღეს, 20:41

მოლაპარაკებები დაწყებულია: ლევან კორღალიძე კვლავ ეროვნული ლიგის გუნდს გაწვრთნის?

გუშინ, "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ლევან კორღალიძემ ოფიციალურად დატოვა.

დღეს, 20:32

რონალდუ და მესი შეიძლებოდა ერთ გუნდში გვეხილა - ყველაფერი ფლორენტინო პერესმა ჩაშალა

„რეალის“ საპრეზიდენტო რბოლის ინტრიგები გუნდს თითქმის კრიშტიანუ რონალდუს დაკარგვის ფასად დაუჯდა.

დღეს, 18:27

კორონავირუსის გამო, ფეხბურთელთა ფასები დაეცემა - პოგბა "კაპიკები" ეღირება?

კორონავირუსის პანდემია და მისი შედეგები საფეხბურთო ბიზნესზე ძალიან ისახება.

დღეს, 18:11

სანამ მსოფლიოში კარანტინია, რონალდინიო ციხეში მშვენივრად ერთობა [VIDEO]

სოციალურ ქსელში გაჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ერთობა ბრაზილიელი რონალდინიო პარაგვაის ციხეში.

დღეს, 18:05

მაქსი ლოპესმა სოციალურ ქსელში იკარდი და ვანდა ნარა მიწასთან გაასწორა

„პსჟ-ს“ ფორვარდმა, მაურო იკარდიმ და მისმა მეუღლემ, ვანდა ნარამ, კორონავირუსის დროს პარიზის დატოვება და მილანში გამგზავრება გადაწყვიტეს.

დღეს, 18:00

ხაბიბი: "კორონავირუსი არის ღვთის სასჯელი - მას სთხოვეთ პატიება"

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე ისაუბრა.

დღეს, 17:47

ფერგიუსონი - ხაბიბს: "18 აპრილი ახლოსაა, შენ კი რუსეთში მიიმალე"

UFC-ს მსუბუქი წონის მებრძოლმა, ტონი ფერგიუსონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვს მიმართა.

დღეს, 17:44

ლაუტაროს ტრანსფერი ბარსელონაში პრაქტიკულად ჩაიშალა

„ინტერის“ ფორვარდის, ლაუტარო მარტინესის ტრანსფერი „ბარსელონაში“ შესაძლოა არც შედგეს.

დღეს, 17:39

ზიდანმა ობამეიანგს დაურეკა - ტრანსფერი ახლოვდება?

„არსენალის“ თავდამსხმელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ზაფხულში შესაძლოა მადრიდის „რეალში“ გადაბარგდეს.

დღეს, 17:24

ჯანფრანკო ძოლამ საუკეთესო პარტნიორი და ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ფანჯრანკო ძოლამ, საუკეთესოები დაასახელა.

დღეს, 17:21

უკრაინელმა ფეხბურთელმა დაასახელა ერთადერთი ცნობილი მწვრთნელი, რომელსაც ვალერი ლობანოვსკი პატივს სცემდა

კიევის „დინამოს“ ყოფილმა მცველმა, ალექსანდრ გოლოვკომ, ლეგენდარულ მწვრთნელ ვალერი ლობანოვსკიზე ისაუბრა.

დღეს, 17:14

მანჩესტერ სიტის გვარდიოლას პოტენციური შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს

„მანჩესტერ სიტი“ განაგრძობს ხოსეპ გვარდიოლას შესაძლო წასვლისთვის მზადებას.

დღეს, 17:05

"მინდა, მომავალში შვიდნომრიანი მაისური მოვირგო", - გრიზმანი ბარსადან წასვლას არ აპირებს

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ანტუან გრიზმანმა, გულშემატკივართა რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.

დღეს, 16:41

პრემიერ ლიგის დარჩენილი მატჩები შესაძლოა გუნდების სავარჯიშო ბაზაზე ჩატარდეს

უმაღლეს ინგლისურ დივიზიონში 92 მატჩის ჩატარება დარჩა.

დღეს, 16:23

"იმედია, ტრანსფერი მალე შედგება", - კავანის ახალი გუნდი უკვე ცნობილია?

„პარი სენ-ჯერმენის“ ფეხბურთელი, ედინსონ კავანი, დიდი ალბათობით გუნდს ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

დღეს, 16:19

პარი სენ-ჟერმენი შესაძლოა კოლოსალური თანხის გარეშე დარჩეს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება, თუ სეზონი 30 ივლისამდე ან უფრო გვიანობამდე გაგრძელდება.

დღეს, 16:16

შევჩენკო, კალაძე და კიდევ ერთი პოსტ-საბჭოელი მილანში - ვინ გააფუჭა ჭოხონელიძის დოსიე?

რევაზ ჭოხონელიძის შესახებ ჩვენს ვებ-გვერდზე ბევრი ითქვა და დაიწერა.

დღეს, 16:14

მესი: "გვაიძულებდნენ გაგვეკეთებინა ის, რასაც ისედაც ვაპირებდით"

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ, „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 16:07

ოფიციალურად: ლოკომოტივს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ განახლებული სეზონიდან თბილისის "ლოკომოტივს" სოსო ფრუიძე ჩაიბარებს.

დღეს, 16:04

მანჩესტერ სიტი არსენალს მის წინააღმდეგ აჯანყებაში ადანაშაულებს

„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობამ პირადი გამოძიება ჩაატარა.

დღეს, 15:31

"კლოპის ლივერპული დიდი გუნდი არ არის", - მერსისაიდელთა ვეტერანი

"ლივერპულის" ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ ინსმა, იურგენ კლოპის ამჟამინდელი გუნდის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 14:28

იუვენტუსი პსჟ-ს გაცვლას სთავაზობს

CalcioMercato-ს თანახმად, ტურინის "იუვენტუსი" "პარი სენ-ჟერმენს" საკმაოდ საინტერესო გაცვლას სთავაზობს.

დღეს, 14:15

ხაბიბი: "ფერგიუსონს სხვა მეტოქე ეყოლება? არ ვარ წინააღმდეგი"

UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონით კატეგორიაში, ხაბიბ ნურმაგომედოვმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 14:05

რასთან დაკავშირებით ვერ თანხმდება ბაიერნი ნოიერთან?

Bild-ის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნსა" და მანუელ ნოიერს შორის კვლავ გაურკვევლობა სუფევს.

დღეს, 13:56

ფინანსური კრახი - რა თანხას კარგავს პსჟ პანდემიის პერიოდში?

Paris Fans-ის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენი" სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს განიცდის.

დღეს, 13:37

პოგბამ მანჩესტერული კარიერის ყველაზე სასიხარულო მომენტი დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში ყველაზე ბედნიერი მომენტი დაასახელა:

დღეს, 11:29

"რონალდუსთვის იდეალური გუნდი აღმოჩნდა", - მენდეში

კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა თავისი კლიენტის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:23

"ევროპის ჩემპიონატის გადადება, საფრანგეთს წაადგება", - გრიზმანი

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:16

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10