ავტორიზაცია

ეროვნული ლიგა ვირტუალურ ჩემპიონატს იწყებს

ეროვნული ლიგა ვირტუალურ ჩემპიონატს იწყებს
თარიღი 10 აპრ 2020, 20:10
სანამ კორონავირუსის გამო ყველაფერი გაჩერებულია, ეროვნული ლიგა ვირტუალურ ჩემპიონატს იწყებს.

"რამდენიმე დღეში სტარტს აიღებს ვირტუალური საფეხბურთო გათამაშება Crystalbet E ლიგა, სადაც ფიფა 2020-ში საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მოსაპოვებლად კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ფეხბურთელები იბრძოლებენ !

უგულშემატკივრე შენს გუნდს და საყვარელ ფეხბურთელს სახლიდან გაუსვლელად !", - წერია განცხადებაში.

ჩემპიონატში მხოლოდ ეროვნული ლიგის გუნდების ფეხბურთელები ითამაშებენ და მათი ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.