ავტორიზაცია

სტრამაჩიონი: კასანოსთან არ მიჩხუბია, მაგრამ იგი განაცხადს მიღმა დარჩება

სტრამაჩიონი: კასანოსთან არ მიჩხუბია, მაგრამ იგი განაცხადს მიღმა დარჩება
თარიღი 02 მარ 2013, 17:15
"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა დააკომენტარა გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მან ანტონიო კასანოსთან იჩხუბა. შეგახსენებთ, ერთდროულად რამოდენიმე იტალიურმა გაზეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ინტერის" გუშინდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ გუნდის მთავარ მწვრთნელსა და თავდამსხმელს შორის კონფლიქტი მოხდა. "რა მოხდა კასანოსთან? ხვალ იგი არ ითამაშებს, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა". "არ გვიჩხუბია, პრესა ყოველთვის ინტრიგას ქმნის. ჩვენს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა, ასეთი რამ ნებისმიერ გუნდში ხდება. ანტონიო კარგი ფეხბურთელია, მე მის გამოყენებას მომავალშიც ვაპირებ". "არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი იმაზე, რომ იგი "კატანიასთან" არ ითამაშებს, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა, ასე უფრო უკეთესი იქნება "ინტერისთვის", - განაცხადა ანდრეა სტრამაჩიონიმ. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ უესლი სნეიდერთან კონფლიქტის შემდეგ, ყოველთვის, როდესაც ჰოლანდიელი გუნდის სამატჩო განაცხადებში ვერ ხვდებოდა სტრამაჩიონი სიტუაციას "ჩემი გადაწყვეტილებით" ხსნიდა. წყარო: La Gazzetta dello sport