» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

"საუკეთესო მოთამაშე, მესის შემდეგ", - გვარდიოლა დე ბრუინის შესახებ, შევამოწმოთ



"მანჩესტერ სიტის" შემტევი ნახევარმცველისთვის, კევინ დე ბრუინისთვის გასული სეზონი ურთულესი გამოდგა. ბელგიელი იყო ტრავმებით გატანჯული და შესაბამისად, მეორეხარისხოვანი "ქალაქელთა" მორიგ ტრიუმფში. "ლურჯების" შუახაზელს დაუგროვდა სულ რაღაც 32 მატჩი, რომელშიც მან 6 გოლი გაიტანა.

"წითური უფლისწულის" უარყოფითი პერიოდი დარჩა წარსულში, დღეს ის ხოსეპ გვარდიოლას გუნდის სრულფასოვანი ლიდერია. "ეტიჰადის" მკვიდრების მე-17 ნომერი არის მოთამაშე, რომელიც მართავს თავისი გუნდის თამაშის რიტმს, მშვიდად, ეფექტურად, ელეგანტურად და რაც მთავარია, შედეგიანად.

"საუკეთესო მოთამაშე, მესის შემდეგ", - გვარდიოლა დე ბრუინის შესახებ, შევამოწმოთ

ნახევარდაცვის სამეულის მარჯვენა მხარე - 28-წლის ფლეიმეიქერის იდეალური პოზიცია. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სხვაგან, დე ბრუინი არაკომფორტულად იქნება. ბელგიელი ძალიან მარტივად ცვლის პოზიციას დავიდ სილვასა და ილქაი გუნდოგანთანაც კი. გვარდიოლა კევინს უწოდებს საუკეთესო მოთამაშეს, ლიონელ მესის შემდეგ.

პეპის სიტყვებში უცნაური არაფერია, საქმე ისაა, რომ "მან სიტის" დირიჟორი თავისი მენტორის ტაქტიკურ მოთხოვნებში ჰარმონიულად ჯდება. მანჩესტერული გუნდის მთავარი იარაღი კატალონიელის ხელმძღვანელობით: რიცხვობრივი უპირატესობის ერთ ფლანგზე შექმნა და შემდეგ, ბურთის ოპერატიულად მეორეზე გადატანა.

"საუკეთესო მოთამაშე, მესის შემდეგ", - გვარდიოლა დე ბრუინის შესახებ, შევამოწმოთ

"წითური უფლისწული" არის ერთგვარი შემაკავშირებელი რგოლი "ქალაქელების" ორ ფრთას შორის. "ლურჯების" მე-17 ნომრის იდეოლოგიაში მთავარი არის არა თვითონ პასი, არამედ ის, თუ როგორ კომფორტულად მოირგებს მას პარტნიორი. 28-წლის შუახაზელი სიფრთხილით ირჩევს მორბენალ რაჰიმ სტერლინგსა და გახსნილ რიად მაჰრეზს შორის ერთ-ერთს.

გადაცემები - გვარდიოლას გუნდის განუყოფელი ნაწილია, თუმცა თავად დე ბრუინის ანგარიშზე პასების უსაზღვრო რაოდენობა ნამდვილად არ ფიქსირდება. ბელგიელი ერთ მატჩში საშუალოდ აკეთებს 50 გადაცემას, ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ "ეტიჰადზე" ტოტალურ კონტროლს არიან მიჩვეულები.

"საუკეთესო მოთამაშე, მესის შემდეგ", - გვარდიოლა დე ბრუინის შესახებ, შევამოწმოთ

ერთი სიტყვით, კევინის მიმართებაში მოქმედებს პრინციპი - ხარისხი და არა რაოდენობა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი, გარი ნევილი განთქმულია ოდიოზური განცხადებებით, მაგრამ "სიტის" შუახაზელს მან შეურჩია სწორი დახასიათება: დევიდ ბექჰემისა და სტივენ ჯერარდის იდეალური ნაზავი.

სინამდვილეში, "წითური უფლისწული" ინგლისელ ლეგენდებზე ბევრად მრავალფეროვანი ფეხბურთელია. "წითელი ეშმაკების" ყოფილი ვარსკვლავის მსგავსად, სტანდარტები და კროსები უყვარს მანჩესტერელთა 17-ნომერსაც, მაგრამ მის გუნდში ტანმაღალი მოთამაშეების დეფიციტია, აქედან გამომდინარე, მას დაბალი პასების გაკეთებაც უწევს.

"საუკეთესო მოთამაშე, მესის შემდეგ", - გვარდიოლა დე ბრუინის შესახებ, შევამოწმოთ

რაც შეეხება მერსისაიდული გუნდის ყოფილ კაპიტანთან ანალოგიას, "მანიუს" ექს-მარჯვენა მცველი გულისხმობდა მატჩის მიმდინარეობის ტემპის კარნახს. 28-წლის შუახაზელი ამას ბრიტანელის სტილში აკეთებს. ალბათ გვახსოვს, ლეგენდარული 8-იანი "წითლებს" ქოქავდა ცენტრალური ხაზის ნებისმიერი ზონიდან, ისე როგორც დე ბრუინი ახლა, "ქალაქელებში".

დიახ, ბელგიელი არ ფლობს ისეთ ყუმბარისებულ დარტყმას, როგორიც გააჩნდა ალბიონელს, სამაგიეროდ, ზუსტი გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარით, კევინი ჯერარდს ჩრდილავს. "ლურჯების" შუახაზელის კიდევ ერთი გამორჩეული თვისება: შავი სამუშაოს შესრულება.

"საუკეთესო მოთამაშე, მესის შემდეგ", - გვარდიოლა დე ბრუინის შესახებ, შევამოწმოთ

"წითური უფლისწულის" უსაზღვრო შეტევითი პოტენციალის გათვალისწინებით, დაცვაში მას არაფერი ესაქმება, თუმცა გვარდიოლა თავისი შეგირდებისგან უკანახაზში შრომასაც ითხოვს. გვახსოვს, თუ როგორ აკრიტიკებდა პეპი სერხიო აგუეროს, როდესაც ის შავი სამუშაოს შესრულებას თავს არიდებდა.

კატალონიელს თავისი გუნდის მე-17 ნომერთან მსგავსი პრობლემა არ ჰქონია. სტატისტიკურად, საშუალოდ ერთ შეხვედრაში, 28-წლის ფლეიმეიქერი 1.5 ართმევას ახორციელებს. გავითვალისწინოთ, "ეტიჰადზე" გადმოსვლამდე, დე ბრუინი "ვოლფსბურგში" თამაშობდა 10-იანს, ვინგერსა და ყალბ 9-იანსაც კი.

"საუკეთესო მოთამაშე, მესის შემდეგ", - გვარდიოლა დე ბრუინის შესახებ, შევამოწმოთ

აღსანიშნავია ისიც, რომ დროთა განმავლობაში, ბელგიელი გახდა უფრო ცენტრალური, ვიდრე ფლანგის ნახევარმცველი. მაქსიმუმ 20-მეტრიანი დაშორება მეტოქის საჯარიმოდან, კევინის კიდევ ერთი იდეალური წერტილი, მაგრამ როდესაც "სიტის" წინააღმდეგ აყენებენ ე.წ. ავტობუსს, მისი მოქმედების არეალი ფართოვდება.

ყველა საუბრობს "სკაუზერების" ტრიუმფალური სეზონის შესახებ, თუმცა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის მთავარი მოვლენა - მანჩესტერული გუნდის შუახაზელია. იურგენ კლოპი ინგლისის ჩემპიონი ადრე თუ გვიან მაინც გახდებოდა. მძიმე ტრავმის შემდეგ, "წითური პრინცის" ასეთ მასშტაბურ აღზევებას კი არავინ ელოდა.

"საუკეთესო მოთამაშე, მესის შემდეგ", - გვარდიოლა დე ბრუინის შესახებ, შევამოწმოთ

ცალკე გამოსარჩევია ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრა მადრიდის "რეალთან", რომელშიც "ქალაქელების" მე-17 ნომერი უბრალოდ მეფობდა. 28-წლის შუახაზელი რომ არა, "სამეფო კლუბი" "ლურჯებთან" საპასუხო მატჩს უფრო ოპტიმისტურ ნოტაზე დაელოდებოდა. ვნახოთ, სადამდე მიიყვანს დე ბრუინის ჯადოქრობა გვარდიოლას.

"საუკეთესო მოთამაშე, მესის შემდეგ", - გვარდიოლა დე ბრუინის შესახებ, შევამოწმოთ

დე ბრუინი ამჟამად პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშეა?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რონალდუ და მესი შეიძლებოდა ერთ გუნდში გვეხილა - ყველაფერი ფლორენტინო პერესმა ჩაშალა

„რეალის“ საპრეზიდენტო რბოლის ინტრიგები გუნდს თითქმის კრიშტიანუ რონალდუს დაკარგვის ფასად დაუჯდა.

დღეს, 18:27

კორონავირუსის გამო, ფეხბურთელთა ფასები დაეცემა - პოგბა "კაპიკები" ეღირება?

კორონავირუსის პანდემია და მისი შედეგები საფეხბურთო ბიზნესზე ძალიან ისახება.

დღეს, 18:11

სანამ მსოფლიოში კარანტინია, რონალდინიო ციხეში მშვენივრად ერთობა [VIDEO]

სოციალურ ქსელში გაჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ერთობა ბრაზილიელი რონალდინიო პარაგვაის ციხეში.

დღეს, 18:05

მაქსი ლოპესმა სოციალურ ქსელში იკარდი და ვანდა ნარა მიწასთან გაასწორა

„პსჟ-ს“ ფორვარდმა, მაურო იკარდიმ და მისმა მეუღლემ, ვანდა ნარამ, კორონავირუსის დროს პარიზის დატოვება და მილანში გამგზავრება გადაწყვიტეს.

დღეს, 18:00

ხაბიბი: "კორონავირუსი არის ღვთის სასჯელი - მას სთხოვეთ პატიება"

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე ისაუბრა.

დღეს, 17:47

ფერგიუსონი - ხაბიბს: "18 აპრილი ახლოსაა, შენ კი რუსეთში მიიმალე"

UFC-ს მსუბუქი წონის მებრძოლმა, ტონი ფერგიუსონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვს მიმართა.

დღეს, 17:44

ლაუტაროს ტრანსფერი ბარსელონაში პრაქტიკულად ჩაიშალა

„ინტერის“ ფორვარდის, ლაუტარო მარტინესის ტრანსფერი „ბარსელონაში“ შესაძლოა არც შედგეს.

დღეს, 17:39

ზიდანმა ობამეიანგს დაურეკა - ტრანსფერი ახლოვდება?

„არსენალის“ თავდამსხმელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ზაფხულში შესაძლოა მადრიდის „რეალში“ გადაბარგდეს.

დღეს, 17:24

ჯანფრანკო ძოლამ საუკეთესო პარტნიორი და ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ფანჯრანკო ძოლამ, საუკეთესოები დაასახელა.

დღეს, 17:21

უკრაინელმა ფეხბურთელმა დაასახელა ერთადერთი ცნობილი მწვრთნელი, რომელსაც ვალერი ლობანოვსკი პატივს სცემდა

კიევის „დინამოს“ ყოფილმა მცველმა, ალექსანდრ გოლოვკომ, ლეგენდარულ მწვრთნელ ვალერი ლობანოვსკიზე ისაუბრა.

დღეს, 17:14

მანჩესტერ სიტის გვარდიოლას პოტენციური შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს

„მანჩესტერ სიტი“ განაგრძობს ხოსეპ გვარდიოლას შესაძლო წასვლისთვის მზადებას.

დღეს, 17:05

"მინდა, მომავალში შვიდნომრიანი მაისური მოვირგო", - გრიზმანი ბარსადან წასვლას არ აპირებს

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ანტუან გრიზმანმა, გულშემატკივართა რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.

დღეს, 16:41

პრემიერ ლიგის დარჩენილი მატჩები შესაძლოა გუნდების სავარჯიშო ბაზაზე ჩატარდეს

უმაღლეს ინგლისურ დივიზიონში 92 მატჩის ჩატარება დარჩა.

დღეს, 16:23

"იმედია, ტრანსფერი მალე შედგება", - კავანის ახალი გუნდი უკვე ცნობილია?

„პარი სენ-ჯერმენის“ ფეხბურთელი, ედინსონ კავანი, დიდი ალბათობით გუნდს ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

დღეს, 16:19

პარი სენ-ჟერმენი შესაძლოა კოლოსალური თანხის გარეშე დარჩეს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება, თუ სეზონი 30 ივლისამდე ან უფრო გვიანობამდე გაგრძელდება.

დღეს, 16:16

შევჩენკო, კალაძე და კიდევ ერთი პოსტ-საბჭოელი მილანში - ვინ გააფუჭა ჭოხონელიძის დოსიე?

რევაზ ჭოხონელიძის შესახებ ჩვენს ვებ-გვერდზე ბევრი ითქვა და დაიწერა.

დღეს, 16:14

მესი: "გვაიძულებდნენ გაგვეკეთებინა ის, რასაც ისედაც ვაპირებდით"

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ, „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 16:07

ოფიციალურად: ლოკომოტივს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ განახლებული სეზონიდან თბილისის "ლოკომოტივს" სოსო ფრუიძე ჩაიბარებს.

დღეს, 16:04

მანჩესტერ სიტი არსენალს მის წინააღმდეგ აჯანყებაში ადანაშაულებს

„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობამ პირადი გამოძიება ჩაატარა.

დღეს, 15:31

"კლოპის ლივერპული დიდი გუნდი არ არის", - მერსისაიდელთა ვეტერანი

"ლივერპულის" ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ ინსმა, იურგენ კლოპის ამჟამინდელი გუნდის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 14:28

იუვენტუსი პსჟ-ს გაცვლას სთავაზობს

CalcioMercato-ს თანახმად, ტურინის "იუვენტუსი" "პარი სენ-ჟერმენს" საკმაოდ საინტერესო გაცვლას სთავაზობს.

დღეს, 14:15

ხაბიბი: "ფერგიუსონს სხვა მეტოქე ეყოლება? არ ვარ წინააღმდეგი"

UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონით კატეგორიაში, ხაბიბ ნურმაგომედოვმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 14:05

რასთან დაკავშირებით ვერ თანხმდება ბაიერნი ნოიერთან?

Bild-ის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნსა" და მანუელ ნოიერს შორის კვლავ გაურკვევლობა სუფევს.

დღეს, 13:56

ფინანსური კრახი - რა თანხას კარგავს პსჟ პანდემიის პერიოდში?

Paris Fans-ის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენი" სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს განიცდის.

დღეს, 13:37

პოგბამ მანჩესტერული კარიერის ყველაზე სასიხარულო მომენტი დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში ყველაზე ბედნიერი მომენტი დაასახელა:

დღეს, 11:29

"რონალდუსთვის იდეალური გუნდი აღმოჩნდა", - მენდეში

კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა თავისი კლიენტის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:23

"ევროპის ჩემპიონატის გადადება, საფრანგეთს წაადგება", - გრიზმანი

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:16

ინტერმა სიტის შკრინიარის ფასი შეუთვალა

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტი" ინტერესდება მილანის "ინტერის" ცენტრალური მცველით, მილან შკრინიარით.

დღეს, 11:08

"კოუტინიო ცალი ფეხით ამ გუნდში იყო", - ბრაზილიელის აგენტი

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველის, ფელიპე კოუტინიოს აგენტმა, კია ჯურაბჩიანმა თავისი კლიენტის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:54

ფლიკი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს

Goal.com-ის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ჰანს-დიტერ ფლიკი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

დღეს, 10:47

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10