» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ფეხბურთის ნომერ პირველი კანონდამრღვევი - რონალდინიოსა და პოლიციელების "მეგობრობის" ისტორია


ფეხბურთის ნომერ პირველი კანონდამრღვევი - რონალდინიოსა და პოლიციელების

ბრაზილიელი "ჯადოქარი", რომელმაც მოზარდობაში მთელი სამხრეთ ამერიკა დაიპყრო და 18-წლის ასაკში ევროპისკენ გაეშურა. საუბარი რონალდინიო დე ასის მორეირაზეა, რომლის რჩეული გუნდი ძველ კონტინენტზე "პარი სენ-ჟერმენი" აღმოჩნდა. ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ აზანზარებდა გაუჩო 00-იანების საფეხბურთო ევროპას.

ლეგენდარული ათიანი უმარტივესად სცდებოდა მოწინააღმდეგეებს, თუმცა სამწუხაროდ, სამართალდამცავ ორგანოებთან აღნიშნული ხრიკები ვერ გავიდა. რონალდინიომ თავისი მე-40 დაბადების დღე პარაგვაის ერთ-ერთ ციხეში აღნიშნა. გავარკვიოთ დეტალურად, თუ რატომ აღმოჩნდა ბრაზილიელი გისოსებს მიღმა.

ფეხბურთის ნომერ პირველი კანონდამრღვევი - რონალდინიოსა და პოლიციელების "მეგობრობის" ისტორია

გაუჩო იყო ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის საპატიო სტუმარი, რომელიც გაჭირვებულ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების დაცვას ემსახურება. "ბარსელონას" ლეგენდას თან ახლდა ძმა და აგენტი, რობერტ დე ასის მორეირა, რომელიც სამხრეთ ამერიკელ მოთამაშეს მთელი ცხოვრების მანძილზე გვერდიდან არ მოშორებია.

ლეგენდარულმა ათიანმა და მისმა ძმამ პარაგვაის საზღვარი გადმოკვეთეს ყალბი პასპორტებით, რომელიც მათ აჩუქა ადგილობრივმა ბიზნესვუმენმა, დალია ლოპესმა. ძმებს დე ასის მორეირებს შეუფარდეს 6-თვიანი წინასწარი პატიმრობა, ისევე როგორც პარაგვაელ ქალბატონს. ცნობისთვის, 40-წლის ექს-მოთამაშე გისოსებს მიღმაც კი ოპტიმისტურად არის.

ფეხბურთის ნომერ პირველი კანონდამრღვევი - რონალდინიოსა და პოლიციელების "მეგობრობის" ისტორია

"ჯადოქარმა" უკვე მოასწრო ციხეში ფუტსალის ტურნირის მოგება, სადაც პრიზის სახით, რონალდინიოსა და მის თანაგუნდელებს 16-კილოგრამიანი გოჭი გადაეცათ. ბრაზილიელის გუნდმა ფინალში იმარჯვა ანგარიშით 11:2, ასეთი იყო მისი მონაგარი: 5 გოლი, 6 ასისტი. ისევე როგორც ფეხბურთელობაში, გაუჩო ახლაც საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობს.

ლამაზი ქალბატონები, წვეულებები, კარნავალი, ალკოჰოლი და რა თქმა უნდა, ფეხბურთი - ეს არის "ბარსელონას" ლეგენდის ცხოვრების არსი. ლოგიკურია, რომ ეს ყველაფერი ვერ იარსებებს ფულის სერიოზული ფლანგვის გარეშე და ცნობისთვის, 2018 წელს, სამხრეთ ამერიკელის ანგარიშზე მხოლოდ 6 ევრო იყო დარჩენილი.

ფეხბურთის ნომერ პირველი კანონდამრღვევი - რონალდინიოსა და პოლიციელების "მეგობრობის" ისტორია

დიახ, ლეგენდარულმა ათიანმა არ იცის ფულის ფასი, თუმცა რთულ მდგომარეობაში ის პირველ რიგში რობერტმა ჩააგდო. ბრაზილიელი აგენტი ძმის ფულით არც მაქინაციების ორგანიზებისგან იკავებდა თავს და 2012 წელს ის 5 წლით ციხეშიც კი გამოკეტეს. საქმე ისაა, რომ დე ასის მორეირა გადასახადების გადახდას თავს არიდებდა.

"ჯადოქრის" ძმამ საერთო ჯამში ჩაიჯიბა 850 ათასი დოლარი, თუმცა მისი გადარჩენა შეძლო ვინ, თუ არა ძმამ. სწორედ რონალდინიომ დაფარა რობერტთან დაკავშირებული ყველანაირი ხარჯი. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ბრაზილიელმა კვლავ ვერ მოისვენა და გაუჩო ახალ შარში გახვია.

ფეხბურთის ნომერ პირველი კანონდამრღვევი - რონალდინიოსა და პოლიციელების "მეგობრობის" ისტორია

"ბარსელონას" ლეგენდა მშობლიურ პორტუ-ალეგრეში საბავშვო აკადემიის ასაშენებლად მიწას ეძებდა და ეს საქმე მან სწორედ თავის ძმას მიანდო. დე ასის მორეირამ ქალაქის გარეუბანში უკანონოდ გაჩეხა ტყე, რის გამოც სამხრეთ ამერიკელ მოთამაშეს 500 000-დოლარის ოდენობის ჯარიმა დააწესეს.

ლეგენდარულმა ათიანმა არ მოისურვა გადახდა, მთავრობამ კი საპასუხოდ მოახდინა სამი ძვირადღირებული ავტომობილისა და ანდრე ბერარდოს სურათის კონფისკაცია. 40-წლის ყოფილმა მოთამაშემ შეცდომები ბევრ რამეში თავადაც დაუშვა. საკმარისია გავიხსენოთ "ჯადოქრის" პრეს-კონფერენცია Pepsi-ს ორი ქილით ხელში.

ფეხბურთის ნომერ პირველი კანონდამრღვევი - რონალდინიოსა და პოლიციელების "მეგობრობის" ისტორია

ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როდესაც რონალდინიოს აკავშირებდა 750 ათასიანი კონტრაქტი Coca-Cola-სთან. გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ თანამშრომლობა მომენტალურად შეწყდა. ამის გარდა, ბრაზილიელს ჩაუვარდა რამდენიმე ბიზნეს პროექტი, მაგალითად, საფეხბურთო კრიპტოვალიუტის, Soccer Coin-ის წარმოება.

2014 წელს გაუჩოსა და მის ძმას კვლავ შეექმნათ კანონთან დაკავშირებული პრობლემები. საქმე ისაა, რომ "ბარსელონას" ლეგენდა აკრძალულ ტერიტორიაზე სათევზაო კომპლექსსა და ქარხანას აშენებდა. სამხრეთ ამერიკელი პოლიციელებს კიდევ ერთხელ დაუახლოვდა. ლეგენდარულ 10-იანს დააკისრეს 200 000-იანი ჯარიმა, რომელიც მოგვიანებით 1.5 მილიონ დოლარში გადაიზარდა.

ფეხბურთის ნომერ პირველი კანონდამრღვევი - რონალდინიოსა და პოლიციელების "მეგობრობის" ისტორია

მიზეზი ბანალურია - ძმებს დე ასის მორეირებს გადახდა არ სურდათ. "ჯადოქარსა" და რობერტს წაართვეს საზღვარგარეთის პასპორტები, აუკრძალეს ქვეყნიდან გასვლა, ყადაღა დაადეს მათი უძრავი ქონების 52 ობიექტს. რონალდინიომ ჯარიმა მხოლოდ 2019 წლის შემოდგომაზე გადაიხადა.

ბრაზილიელს საამისოდ რამდენიმე ბინის გაყიდვა მოუწია. გაუჩოსა და მისი ძმის პარაგვაიში დაპატიმრება არის კიდევ ერთი მტკიცებულობა იმისა, თუ როგორი უპასუხისმგებლოები არიან ძმები. ვერავინ წარმოიდგენდა, თუ "ბარსას" საკულტო მოთამაშე თავის 40-წლის იუბილეს ციხეში გაატარებდა.

ფეხბურთის ნომერ პირველი კანონდამრღვევი - რონალდინიოსა და პოლიციელების "მეგობრობის" ისტორია

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რონალდუ და მესი შეიძლებოდა ერთ გუნდში გვეხილა - ყველაფერი ფლორენტინო პერესმა ჩაშალა

„რეალის“ საპრეზიდენტო რბოლის ინტრიგები გუნდს თითქმის კრიშტიანუ რონალდუს დაკარგვის ფასად დაუჯდა.

დღეს, 18:27

კორონავირუსის გამო, ფეხბურთელთა ფასები დაეცემა - პოგბა "კაპიკები" ეღირება?

კორონავირუსის პანდემია და მისი შედეგები საფეხბურთო ბიზნესზე ძალიან ისახება.

დღეს, 18:11

სანამ მსოფლიოში კარანტინია, რონალდინიო ციხეში მშვენივრად ერთობა [VIDEO]

სოციალურ ქსელში გაჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ერთობა ბრაზილიელი რონალდინიო პარაგვაის ციხეში.

დღეს, 18:05

მაქსი ლოპესმა სოციალურ ქსელში იკარდი და ვანდა ნარა მიწასთან გაასწორა

„პსჟ-ს“ ფორვარდმა, მაურო იკარდიმ და მისმა მეუღლემ, ვანდა ნარამ, კორონავირუსის დროს პარიზის დატოვება და მილანში გამგზავრება გადაწყვიტეს.

დღეს, 18:00

ხაბიბი: "კორონავირუსი არის ღვთის სასჯელი - მას სთხოვეთ პატიება"

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე ისაუბრა.

დღეს, 17:47

ფერგიუსონი - ხაბიბს: "18 აპრილი ახლოსაა, შენ კი რუსეთში მიიმალე"

UFC-ს მსუბუქი წონის მებრძოლმა, ტონი ფერგიუსონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვს მიმართა.

დღეს, 17:44

ლაუტაროს ტრანსფერი ბარსელონაში პრაქტიკულად ჩაიშალა

„ინტერის“ ფორვარდის, ლაუტარო მარტინესის ტრანსფერი „ბარსელონაში“ შესაძლოა არც შედგეს.

დღეს, 17:39

ზიდანმა ობამეიანგს დაურეკა - ტრანსფერი ახლოვდება?

„არსენალის“ თავდამსხმელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ზაფხულში შესაძლოა მადრიდის „რეალში“ გადაბარგდეს.

დღეს, 17:24

ჯანფრანკო ძოლამ საუკეთესო პარტნიორი და ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ფანჯრანკო ძოლამ, საუკეთესოები დაასახელა.

დღეს, 17:21

უკრაინელმა ფეხბურთელმა დაასახელა ერთადერთი ცნობილი მწვრთნელი, რომელსაც ვალერი ლობანოვსკი პატივს სცემდა

კიევის „დინამოს“ ყოფილმა მცველმა, ალექსანდრ გოლოვკომ, ლეგენდარულ მწვრთნელ ვალერი ლობანოვსკიზე ისაუბრა.

დღეს, 17:14

მანჩესტერ სიტის გვარდიოლას პოტენციური შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს

„მანჩესტერ სიტი“ განაგრძობს ხოსეპ გვარდიოლას შესაძლო წასვლისთვის მზადებას.

დღეს, 17:05

"მინდა, მომავალში შვიდნომრიანი მაისური მოვირგო", - გრიზმანი ბარსადან წასვლას არ აპირებს

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ანტუან გრიზმანმა, გულშემატკივართა რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.

დღეს, 16:41

პრემიერ ლიგის დარჩენილი მატჩები შესაძლოა გუნდების სავარჯიშო ბაზაზე ჩატარდეს

უმაღლეს ინგლისურ დივიზიონში 92 მატჩის ჩატარება დარჩა.

დღეს, 16:23

"იმედია, ტრანსფერი მალე შედგება", - კავანის ახალი გუნდი უკვე ცნობილია?

„პარი სენ-ჯერმენის“ ფეხბურთელი, ედინსონ კავანი, დიდი ალბათობით გუნდს ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

დღეს, 16:19

პარი სენ-ჟერმენი შესაძლოა კოლოსალური თანხის გარეშე დარჩეს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება, თუ სეზონი 30 ივლისამდე ან უფრო გვიანობამდე გაგრძელდება.

დღეს, 16:16

შევჩენკო, კალაძე და კიდევ ერთი პოსტ-საბჭოელი მილანში - ვინ გააფუჭა ჭოხონელიძის დოსიე?

რევაზ ჭოხონელიძის შესახებ ჩვენს ვებ-გვერდზე ბევრი ითქვა და დაიწერა.

დღეს, 16:14

მესი: "გვაიძულებდნენ გაგვეკეთებინა ის, რასაც ისედაც ვაპირებდით"

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ, „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 16:07

ოფიციალურად: ლოკომოტივს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ განახლებული სეზონიდან თბილისის "ლოკომოტივს" სოსო ფრუიძე ჩაიბარებს.

დღეს, 16:04

მანჩესტერ სიტი არსენალს მის წინააღმდეგ აჯანყებაში ადანაშაულებს

„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობამ პირადი გამოძიება ჩაატარა.

დღეს, 15:31

"კლოპის ლივერპული დიდი გუნდი არ არის", - მერსისაიდელთა ვეტერანი

"ლივერპულის" ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ ინსმა, იურგენ კლოპის ამჟამინდელი გუნდის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 14:28

იუვენტუსი პსჟ-ს გაცვლას სთავაზობს

CalcioMercato-ს თანახმად, ტურინის "იუვენტუსი" "პარი სენ-ჟერმენს" საკმაოდ საინტერესო გაცვლას სთავაზობს.

დღეს, 14:15

ხაბიბი: "ფერგიუსონს სხვა მეტოქე ეყოლება? არ ვარ წინააღმდეგი"

UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონით კატეგორიაში, ხაბიბ ნურმაგომედოვმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 14:05

რასთან დაკავშირებით ვერ თანხმდება ბაიერნი ნოიერთან?

Bild-ის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნსა" და მანუელ ნოიერს შორის კვლავ გაურკვევლობა სუფევს.

დღეს, 13:56

ფინანსური კრახი - რა თანხას კარგავს პსჟ პანდემიის პერიოდში?

Paris Fans-ის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენი" სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს განიცდის.

დღეს, 13:37

პოგბამ მანჩესტერული კარიერის ყველაზე სასიხარულო მომენტი დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში ყველაზე ბედნიერი მომენტი დაასახელა:

დღეს, 11:29

"რონალდუსთვის იდეალური გუნდი აღმოჩნდა", - მენდეში

კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა თავისი კლიენტის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:23

"ევროპის ჩემპიონატის გადადება, საფრანგეთს წაადგება", - გრიზმანი

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:16

ინტერმა სიტის შკრინიარის ფასი შეუთვალა

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტი" ინტერესდება მილანის "ინტერის" ცენტრალური მცველით, მილან შკრინიარით.

დღეს, 11:08

"კოუტინიო ცალი ფეხით ამ გუნდში იყო", - ბრაზილიელის აგენტი

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველის, ფელიპე კოუტინიოს აგენტმა, კია ჯურაბჩიანმა თავისი კლიენტის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:54

ფლიკი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს

Goal.com-ის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ჰანს-დიტერ ფლიკი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

დღეს, 10:47

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10