» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

აიაქსში დამკვიდრებული ტრადიცია, რომელიც არველაძემ, იბრამ და სუარესმა კულტად აქციეს


აიაქსში დამკვიდრებული ტრადიცია, რომელიც არველაძემ, იბრამ და სუარესმა კულტად აქციეს

ამსტერდამის "აიაქსი" - კლუბი, რომელიც დღემდე გამორჩეულია თავისი ახალგაზრდული აკადემიითა და ადგილობრივი რესურსის აქტიური გამოყენებით. ნიდერლანდთა ეროვნული ნაკრები წარმოუდგენელია "მეომრების" გარეშე, განსაკუთრებით ეს შეტევის ხაზზე ითქმის. თავად განსაჯეთ:

"ღმერთის შვილებმა" სხვადასხვა დროს "ნარინჯისფერებს" აჩუქეს იოჰან კრუიფი, მარკო ვან ბასტენი, დენის ბერგკამპი, პატრიკ კლუივერტი და ბევრი სხვა. მოკლედ, "ებრაელები" რომ არა, ჰოლანდია ასეთი მრისხანე არ იქნებოდა. ცნობისთვის, "აიაქსის" წინახაზში ვაწყდებით ერთგვარ მეორე მხარესაც.

აიაქსში დამკვიდრებული ტრადიცია, რომელიც არველაძემ, იბრამ და სუარესმა კულტად აქციეს

როგორი ნაციონალურიც არ უნდა იყოს ამსტერდამელთა კონცეფცია, უცხოელ თავდამსხმელს კლუბში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. შეიძლება ითქვას, რომ "მეომრებში" არსებობს ლეგიონერი გოლეადორის კულტი, რომელიც მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება და დღემდე გრძელდება.

პირველი ასეთი იყო ინგე დანიელსონი, რომელიც "ღმერთის შვილებში" "ჰელსინგბორგიდან" მოხვდა. შვედმა "ებრაელებში" გაატარა სულ რაღაც ერთი სეზონი, მაგრამ ეს პერიოდი საკმარისი აღმოჩნდა 33 მატჩში 21 გოლის გასატანად, ერედივიზიაში ტრიუმფისა და ჩემპიონთა თასის ფინალში გასვლისთვის.

აიაქსში დამკვიდრებული ტრადიცია, რომელიც არველაძემ, იბრამ და სუარესმა კულტად აქციეს

რინუს მიხელსის გუნდი ევროპული ფეხბურთის მთავარ შეხვედრაში "მილანთან" განადგურდა (1:4) და რაც შეეხება სკანდინავიელს, ტურნირის მსვლელობისას ის 4 გოლით გამოირჩა. აღსანიშნავია ისიც, რომ "აიაქსის" ფორვარდის ყველა ბურთი ლისაბონის "ბენფიკას" კარში გავიდა.

ამსტერდამელებმა "არწივებთან" საერთო ჯამში სამი შეხვედრა ჩაატარეს და დანიელსონი რომ არა, "როსონერის" ფინალში სხვა მოწინააღმდეგე ეყოლებოდა. "მეომრებთან" ხანმოკლე თავგადასავლის შემდეგ, შვედი დაბრუნდა მშობლიურ "ლურჯ-წითლებში", "ღმერთის შვილები" კი შემდეგ ლეგიონერ-გოლეადორს 10 წელი ელოდნენ.

აიაქსში დამკვიდრებული ტრადიცია, რომელიც არველაძემ, იბრამ და სუარესმა კულტად აქციეს

ინგეს საქმე გააგრძელა რეი კლარკმა - ინგლისელმა, რომელმაც კარიერის საუკეთესო პერიოდი ერედივიზიაში გაატარა. სკანდინავიელის მსგავსად, ბრიტანელი "ებრაელებში" მხოლოდ ერთი სეზონით დარჩა. კორ ბრომის გუნდის ფორვარდმა მოასწრო 43 მატჩში 38 გოლის გატანა, ერედივიზიაში ტრიუმფი და ნიდერლანდთა თასის მოგება.

80-იანების დასკვნითი პერიოდი და ახალი შვედი ვარსკვლავი "აიაქსში" - სტეფან პეტერსონი. "ვიკინგის" შესახებ შეიძლება იმის თქმა, რომ ის იყო პირველი სრულფასოვანი ლეგიონერი-გოლეადორი ამსტერდამელებში, რადგან ის კლუბში დარჩა არა ერთი წლით, არამედ 6 სეზონით.

აიაქსში დამკვიდრებული ტრადიცია, რომელიც არველაძემ, იბრამ და სუარესმა კულტად აქციეს

"მეომრების" თავდამსხმელმა ერედივიზიონი ორჯერ მოიგო და ამის გარდა, ის დაეუფლა უეფას თასსა და ნიდერლანდთა თასს. სკანდინავიელის მონაგარი "ღმერთის შვილებში" შეადგენდა 195 მატჩსა და 99 გოლს. "ებრაელთა" 9-იანის შემტევი დუეტი ახალგაზრდა ბერგკამპთან ერთად, უკვე ისტორიაა.

ლუი ვან გაალმა პეტერსონის ჩანაცვლება სცადა ნვანკვო კანუთი, თუმცა ნიჭიერი აფრიკელი მალევე მილანის "ინტერმა" წაიყვანა. თავდამსხმელი, რომელმაც სრულფასოვნად ამოავსო შვედის წასვლით გამოწვეული ვაკუუმი, შოთა არველაძე იყო. ქართველის ტრანსფერი "ტრაბზონსპორიდან" 1.6 მილიონი ევრო დაჯდა.

აიაქსში დამკვიდრებული ტრადიცია, რომელიც არველაძემ, იბრამ და სუარესმა კულტად აქციეს

გაამართლა თუ არა აღნიშნულმა გარიგებამ? თავად განსაჯეთ - ოთხი სეზონი, 125 შეხვედრა, 72 გოლი, ერედივიზიონის ჩემპიონობა და ორი ქვეყნის თასი. ნიდერლანდელი ტაქტიკოსისა და მისი შეგირდის "აიაქსში" დაწყებული თანამშრომლობა, მოგვიანებით "ალკმაარშიც" გაგრძელდება.

ამსტერდამელთა თავდამსხმელს სხვადასხვა დროს კონკურენციას უწევდნენ ბენი მაკარტი, ნიკოს მახლასი და გერალდ სიბონი, თუმცა იარი ლიტმანენის მთავარ მეწყვილედ მაინც ჩვენიანი რჩებოდა. 2001 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, არველაძისა და "ღმერთის შვილების" გზები გაიყარა.

აიაქსში დამკვიდრებული ტრადიცია, რომელიც არველაძემ, იბრამ და სუარესმა კულტად აქციეს

ქართველი 4.5 მილიონ ევროდ გადავიდა "გლაზგო რეინჯერსში", თუმცა "ებრაელებს", ზლატან იბრაჰიმოვიჩის სახით, მისი შემცვლელი უკვე ჰყავდათ. "აიაქსის" კიდევ ერთმა შვედმა, საოცარი ტექნიკითა და აკრობატული ილეთებით, ევროპულ ფეხბურთში ნამდვილი ფურორი მოახდინა.

იმ პერიოდში ამსტერდამელები განიცდიდნენ გარდამავალ პერიოდს და ყალიბდებოდნენ იმ კატეგორიის გუნდად, რომელიც ევროპის ტოპ-5 ლიგის წარმომადგენლების ჩრდილში ექცეოდა. ჩემპიონთა ლიგის ფავორიტობა და მოგება, წარსულს ჩაბარდა, "მეომრების" მთავარი საქმე ბობოლებისთვის ვარსკვლავების აღზრდა და მიყიდვა გახდა.

აიაქსში დამკვიდრებული ტრადიცია, რომელიც არველაძემ, იბრამ და სუარესმა კულტად აქციეს

"ღმერთის შვილების" თავდამსხმელი, რომელიც მოგვიანებით გადაბარგდა ტურინის "იუვენტუსში", სწორედ ამ პოლიტიკას შეეწირა. "ებრაელები" ვეღარ უწევდნენ კონკურენციას ტოპ-კლუბებს, როგორც საფეხბურთო მოედანზე, ისე სატრანსფერო ბაზარზეც. სკანდინავიელის შემდეგ, "აიაქსს" ახალი გოლეადორი დიდი ხნის მანძილზე არ ჰყავდა.

სანამ "იბრაკადაბრა" სერია ა-ს იპყრობდა და აჰმედ მიდოს ჩრდილავდა ამჯერად უკვე ჩემპიონატის დონეზე, მისი საქმის გაგრძელებას ამსტერდამში ცდილობდნენ უესლი სონკი, ანგელოს ხარისტეასი, მარკუს როზენბერგი და სხვები. სამწუხაროდ, წარმოშობით ბოსნიელი ფორვარდის მასშტაბებისთვის, არავის მიუღწევია.

აიაქსში დამკვიდრებული ტრადიცია, რომელიც არველაძემ, იბრამ და სუარესმა კულტად აქციეს

"მეომრებს" მხსნელად მოევლინა ლუის სუარესი, რომელმაც ერედივიზიონის ბინადარი ევროპული ფეხბურთის რუკაზე დააბრუნა. ურუგვაელი შიდა ჩემპიონატში არავის ინდობდა და პერიოდულად არც ტოპ-კლუბების დამწუხრებაზე ამბობდა უარს. ასტრონომიული 111 გოლი, 158 მატჩში, ამის კარგი მტკიცებულებაა.

"ბარსელონას" ამჟამინდელმა თავდამსხმელმა "ღმერთის შვილების" შემადგენლობაში მოიგო ერედივიზიონი, ნიდერლანდების თასი და უამრავი ინდივიდუალური ჯილდო. აშკარა იყო, "ებრაელები" ვერ დააკავებდნენ დიდი ხნით სამხრეთ ამერიკელს, შედეგად: 26.5 მილიონ ევროდ, 9-იანი "ლივერპულში" გაიყიდა.

აიაქსში დამკვიდრებული ტრადიცია, რომელიც არველაძემ, იბრამ და სუარესმა კულტად აქციეს

"აიაქსის" თანამედროვე ისტორიაში იბრაჰიმოვიჩის, "პისტოლიეროს" ან თუნდაც შოთას სტილის გოლეადორი ჯერჯერობით არ შეინიშნება. დიახ, შეგვიძლია გავიხსენოთ არკადიუშ მილიკი, კასპერ დოლბერგი და მოთამაშე-სიურპრიზი: დუშან ტადიჩი, მაგრამ აქ გვხვდება ერთი უზუსტობა:

პოლონელსა და დანიელს მნიშვნელოვანი კვალი არ დაუტოვებიათ ამსტერდამში, სერბის შესახებ კი ტრანსფერის მომენტში ყველამ ყველაფერი იცოდა. იგივე შვედი, "მსროლელი" და ჩვენიანი, საფეხბურთო ევროპამ მასშტაბურად სწორედ "მეომრებიდან" გაიცნო. მოკლედ, ველოდებით ახალ ლეგიონერ-გოლეადორს "ღმერთის შვილების" რიგებში.

აიაქსში დამკვიდრებული ტრადიცია, რომელიც არველაძემ, იბრამ და სუარესმა კულტად აქციეს

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

განახლებადი: ჩემპიონთა ლიგა, დღე 2! - ყველაფერი დღევანდელ მატჩებზე

ყველაფერი, რაც დღევანდელი მატჩების შესახებ უნდა იცოდე, აქ გელოდება!

დღეს, 10:54

ლეო მესის ანტიკორონავირუსულ მატრასზე სძინავს

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ იპოვნა გზა, თუ როგორ უნდა დაიცვას თავი კორონავირუსისგან.

დღეს, 18:38

იუვენტუსმა შეთავაზება გააკეთა, ზიდანის პასუხმა არ დააყოვნა

"იუვენტუსი" გუნდში "რეალის" მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის მიწვევას ცდილობს.

დღეს, 18:18

ვინ შეცვლის სარის? - იუვენტუსში მორიგი კანდიდატი შეარჩიეს

მოგეხსენებათ, დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ "იუვენტუსმა" მაურისიო სარი გაათავისუფლა.

დღეს, 17:55

სარის შემდეგ, იუვენტუსმა შესაძლოა სპორტული დირექტორიც გაუშვას

"იუვენტუსის" სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი შესაძლოა გაათავისუფლონ, წერს Sky Sport Italia.

დღეს, 17:51

შეთავაზება გაკეთდა, იუვენტუსმა სარის შემცვლელს უკვე მიაგნო?!

მოგეხსენებათ, "იუვენტუსის" ხელმძღვანელობამ მაურისიო სარის გათავისუფლება ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 17:44

მესი: "ცვლილებებია საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაპოლის ვერ დავამარცხებთ"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისთან" გასამართ მატჩზე ისაუბრა.

დღეს, 17:36

"ძალიან იმედგაცრუებულები ვართ", - მატეის დე ლიგტი

"იუვენტუსის" მცველმა ჩემპიონთა ლიგაზე "ლიონთან" მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

დღეს, 17:24

დეპაიმ ჩემპიონთა ლიგაზე ვან ნისტელროის რეკორდი გაიმეორა

"ლიონის" თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალურ მატჩში "იუვენტუსის" (1:2) კარის აღება მოახერხა.

დღეს, 17:18

ოფიციალურად: იუვენტუსმა მაურისიო სარი გაათავისუფლა

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ დაკავებული თანამდებობა დატოვა.

დღეს, 17:10

"ვიცოდით, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვეძლო", - ლიონის გოლკიპერი

"ლიონის" გოლკიპერმა, ანტონი ლოპეშმა ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

დღეს, 16:51

GOAL.COM: იუვენტუსმა მაურისიო სარი გაუშვა

"იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, მაურისიო სარი ძალიან მალე დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.

დღეს, 16:28

ლამპარდი ჩელსიდან ვილიანის შესაძლო წასვლას გამოეხმაურა

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა გუნდიდან თავდამსხმელ ვილიანის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 16:15

შეთანხმება მიღწეულია, დავიდ სილვა ახალ კლუბს უახლოვდება

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა, დავიდ სილვამ კარიერა შეიძლება იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს.

დღეს, 15:17

კოუტინიო არსენალის სავარჯიშო ბაზაზე შეამჩნიეს

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო "არსენალის" სავარჯიშო ბაზას ეწვია.

დღეს, 15:07

ლიგაზე გატანილი გოლებით, რონალდუ ატლეტიკოს გაუთანაბრდა

პორტუგალიელის შედეგიანობა ჩემპიონთა ლიგაზე უბრალოდ შთამბეჭდავია.

დღეს, 13:03

ამ სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე, ვარანზე დაბალი შეფასება მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა მიიღო

ფრანგმა მცველმა „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის შედეგად, ძალიან დაბალი შეფასება მიიღო.

დღეს, 13:00

"გააზიარეთ, თუ დახმარება შეგიძლიათ", - სტერლინგი რეალის დამარცხებას ხუმრობით გამოეხმაურა

„მანჩესტერ სიტის" შემტევი, რაჰიმ სტერლინგი, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლას იუმორით გამოეხმაურა.

დღეს, 12:56

უეფამ გუშინდელი მატჩების საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა

უეფამ მერვედფინალების პირველი დღის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.

დღეს, 12:53

გატუზო: "მოსაგებად, ნაპოლის ევერესტის დალაშქვრა მოუწევს"

„ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, „ბარსელონასთან" მოახლოვებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

დღეს, 12:36

გვარდიოლაზე ხშირად, 21-ე საუკუნეში რეალი არავის დაუმარცხებია

ესპანელ სპეციალისტზე ხშირად, „რეალს" 21-ე საუკუნეში ვერავინ ამარცხებს.

დღეს, 12:19

გვარდიოლას ჰკითხეს, თუ რაზე ისაუბრეს მატჩის შემდეგ მან და ზიდანმა

როგორც გითხარით, გუშინდელი მატჩის შემდეგ, ზიდანი და გვარდიოლა სტადიონზე დარჩნენ და ერთმანეთს გაესაუბრნენ.

დღეს, 12:14

ლამპარდი: "ქამბექის რომ არ გვჯეროდეს, აქ არ ვიქნებოდით"

„ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა, „ბაიერნთან" მოახლოვებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

დღეს, 11:42

"თუ ლიგა ვერ მოვიგეთ, ხელმძღვანელობამ უნდა იმოქმედოს", - ვიდალი სეტიენის გაშვებაზე საუბრობს

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა, კიკე სეტიენის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 11:36

ბონუჩი: "ჩვენი მთავარი მიზანი სკუდეტო იყო და მისი მოგება მოვახერხეთ"

„იუვენტუსის" მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ, ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნაზე ისაუბრა.

დღეს, 11:27

"ყოველდღე ვმუშაობ, რომ დავემსგავსო", - გაბრიელ ჟესუსმა მისი მისაბაძი მაგალითი დაასახელა

„მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, გაბრიელ ჟესუსმა, „რეალთან" საპასუხო დაპირისპირებაზე ისაუბრა (2:1).

დღეს, 11:12

პიანიჩი: "ზედიზედ ცხრა ჩემპიონობა კარგია, მაგრამ იუვენტუსი უფრო მეტისკენ უნდა ისწრაფოდეს"

„იუვენტუსის" ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა, ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნაზე ისაუბრა.

დღეს, 11:07

სარი: "იუვენტუსი დაწყევლილია"

„იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, „ლიონთან" გამოვარდნაზე ისაუბრა.

დღეს, 11:03

სეზონის პირველივე მატჩში - გიორგი აბურჯანიამ ტვენტეს მაისურით გაიტანა [VIDEO]

"ტვენტემ" ჰოლანდიის ჩემპიონატის ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და პირველი ამხანაგური მატჩი გამართა.

დღეს, 03:38

სად ითამაშებს რონალდუ შემდეგ სეზონში? - იუვენტუსში ოფიციალური განცხადება გააკეთეს

ტურინის "იუვენტუსის" პრეზიდენტმა ანდრეა ანელიმ კრიშტიანუ რონალდუს მომავალზე ოფიციალური კომენტარი გააკეთა.

დღეს, 03:05
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10