» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

შევჩენკო, კალაძე და კიდევ ერთი პოსტ-საბჭოელი მილანში - ბელარუსი, რომელმაც ჭოხონელიძის დოსიე გააფუჭა


შევჩენკო, კალაძე და კიდევ ერთი პოსტ-საბჭოელი მილანში - ბელარუსი, რომელმაც ჭოხონელიძის დოსიე გააფუჭა

რევაზ ჭოხონელიძის შესახებ ჩვენს ვებ-გვერდზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ქართველი სელექციონერის მიერ განვლილი გზა რამდენიმე ბლოგშია აღწერილი და საჭიროება მოითხოვს, რომ "მილანის" ყოფილი სკაუტის კარიერის შესახებ ამ სტატიაშიც ვისაუბროთ. მოკლედ, კიდევ ერთხელ: ვინ არის ჭოხონელიძე?

თბილისის "დინამოს" ექც-მცველი, რომელმაც ქართული ფეხბურთის ფლანგმანში დამკვიდრება ვერ შეძლო. რევაზმა კარიერის საუკეთესო წლები გაატარა ქუთაისის "ტორპედოში", შემდეგ კი ის ლენინგრადის "დინამოში" აღმოჩნდა. მოკლედ, "მილანის" მომავალი სკაუტი იყო კარგი მოთამაშე, მაგრამ არა ლეგენდარული.

შევჩენკო, კალაძე და კიდევ ერთი პოსტ-საბჭოელი მილანში - ბელარუსი, რომელმაც ჭოხონელიძის დოსიე გააფუჭა

სიმართლე უნდა ითქვას, ჩვენს თანამემამულეს ამოძრავებდა სულ სხვა სწრაფვა - მთავარი მწვრთნელობა და გუნდის მართვის შესაძლებლობა. ჭოხონელიძე მიზანს მიუახლოვდა სანქტ-პეტერბურგში თამაშის პერიოდში, როდესაც მან იტალიიდან ჩამოსული სერია ბ-ს კლუბების სელექციონერები გაიცნო.

აპენინელებმა ქართველს კალჩოს საფეხბურთო სკოლები ურჩიეს და დახმარებაც შესთავაზეს. ერთი სიტყვით, ახალი მეგობრების შუამდგომლობის საფუძველზე, რევაზი მილანის "ინტერის" მოსამზადებელ აკადემიაში ჩაირიცხა. პრაქტიკის წარმატებით გავლის შემდეგ, "ნერაძურიმ" თავისი სკაუტი შვეიცარიაში გაუშვა.

შევჩენკო, კალაძე და კიდევ ერთი პოსტ-საბჭოელი მილანში - ბელარუსი, რომელმაც ჭოხონელიძის დოსიე გააფუჭა

ჩვენმა თანამემამულემ მესაათეების ქვეყანაში გამოიცვალა სამი კლუბი - "გრასჰოპერი", "ლოზანა" და "სერვეტი". ცნობისთვის, იმავე პერიოდში, ჭოხონელიძე პირველად მიუახლოვდა თავისი კარიერის მთავარ გამოწვევას: "მილანს". ქართველმა "როსონერის" მოაშორა ჯოვანი ელბერი, რომელიც ვერ ახერხებდა გუნდში დამკვიდრებას.

რევაზსა და "შავ-წითლების" ხელმძღვანელობას შორის ჩამოყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. ამის გარდა, "ეშმაკები" გეგმავდნენ აღმოსავლეთ ევროპის, კერძოდ კი პოსტ-საბჭოთა სივრცის სატრანსფერო ბაზრის ათვისებას და საამისოდ მათ კომპეტენტური პიროვნება სჭირდებოდათ.

შევჩენკო, კალაძე და კიდევ ერთი პოსტ-საბჭოელი მილანში - ბელარუსი, რომელმაც ჭოხონელიძის დოსიე გააფუჭა

სილვიო ბერლუსკონი და ადრიანო გალიანი ასეთად სწორედ შვეიცარიაში მომუშავე სელექციონერს განიხილავდნენ. ჩვენმა თანამემამულემ ლომბარდიაში ჩაიბარა აღმოსავლეთ ევროპა, შემდეგ კი სამხრეთ ამერიკა და აფრიკაც. ჭოხონელიძის პირველი და მთავარი სამიზნე, ანდრეი შევჩენკო იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველი უკრაინელს ორი წლის განმავლობაში აკვირდებოდა. კიევის "დინამოს" თავდამსხმელის სრულფასოვნად შესწავლის შემდეგ, 1999 წლის ზაფხულში, 25 მილიონ დოლარად ის სწორედ "სან-სიროზე" აღმოჩნდა. რევაზი სლავის ტრანსფერს ასე იხსენებს:

"შევჩენკოს მართლაც ორი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდი. იმასაც განვიხილავდი, რომ შეიძლება რომელიმე სხვა კლუბს დაესწრო ჩვენთვის, მაგრამ მე უბრალოდ შეცდომის დაშვების უფლება არ მქონდა. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და კონტრაქტის გაფორმების დროსაც სირთულეებს ადგილი არ ჰქონია,"

შევჩენკო, კალაძე და კიდევ ერთი პოსტ-საბჭოელი მილანში - ბელარუსი, რომელმაც ჭოხონელიძის დოსიე გააფუჭა

ალბათ არ ღირს იმის შეხსენება, თუ რას მიაღწია უკრაინელმა "მილანში". ანდრეის გაფორმების შემდეგ, "როსონერის" სელექციონერს მადა გაეხსნა და ის კახა კალაძის ტრანსფერზეც ამუშავდა. ჭოხონელიძემ დაიწყო თანამემამულის შესწავლა და 1.5 წლის შემდეგ, რეზიუმე მზად იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიუნხენის "ბაიერნის" სახით, "შავ-წითლებს" უკრაინელთა მცველის მიმართებაში სერიოზული კონკურენტი ჰყავდათ. ლეგენდის თანახმად, ქართველმა სკაუტმა სულ რაღაც 30 წუთით დაასწრო კარლ-ჰაინც რუმენიგეს, რომელმაც "ეშმაკების" ინტერესის შესახებ არაფერი იცოდა.

შევჩენკო, კალაძე და კიდევ ერთი პოსტ-საბჭოელი მილანში - ბელარუსი, რომელმაც ჭოხონელიძის დოსიე გააფუჭა

"არავის უნდა სცოდნოდა კალაძის ტრანსფერის შესახებ, შევჩენკოსაც კი. ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ მისი ხელში ჩაგდება სურდა ბაიერნსაც, ამიტომ, გადავწყვიტე მაქსიმალურად ჩუმად და ფრთხილად მემუშავა. ჩავფრინდი კიევში და ყველაფერი მოვაგვარე, ნახევარი საათის შემდეგ კი რუმენიგეც ჩამოვიდა.

მან ტყვილად დახარჯა დრო, რადგან კახა უკვე მილანის ფეხბურთელი იყო. გერმანელი რომ დაშვებულიყო 30 წუთით ადრე, დინამოს მცველის გამო სერიოზული ბრძოლა მომიწევდა. შევა სიხარულისგან ჩავარდა შოკში, მას ეგონა, კალაძე საშოპინგოდ იყო ჩამოსული".

შევჩენკო, კალაძე და კიდევ ერთი პოსტ-საბჭოელი მილანში - ბელარუსი, რომელმაც ჭოხონელიძის დოსიე გააფუჭა

უკრაინელის მსგავსად, "როსონერიში" თავი არც ქართველმა შეირცხვინა. ბევრმა არ იცის, რომ 00-იანების დასაწყისში, რევაზმა "შავ-წითლებში" მოიყვანა კიდევ ერთი პოსტ-საბჭოელი, მაგრამ მის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. საუბარი ვიტალი კუტუზოვზეა, რომელმაც "ეშმაკებში" დამკვიდრება ვერ შეძლო.

ლომბარდიელების სელექციონერის ინიციატივით, კლუბმა ბელარუსელში 3.5 მილიონი ევრო გადაიხადა. საინტერესო ფაქტი - თუ ანდრეისა და კახას ჭოხონელიძე აკვირდებოდა ორი წელი, ბორისოვის "ბატეს" ფორვარდის მიმართებაში მან სულ რაღაც 45 წუთი დახარჯა.

შევჩენკო, კალაძე და კიდევ ერთი პოსტ-საბჭოელი მილანში - ბელარუსი, რომელმაც ჭოხონელიძის დოსიე გააფუჭა

"შევჩენკო და კალაძე გვერდში მედგნენ, თუმცა ვცდილობდი, რომ ისინი არ შემეწუხებინა", - ასე იხსენებს სლავი თავის იმდროინდელ თანაგუნდელებს. კუტუზოვის ფიასკო კარლო ანჩელოტის გუნდში დაიწყო პოზიციის შეცვლით, მაგრამ ამას თავისი მიზეზი ჰქონდა.

საქმე ისაა, რომ "სან-სიროზე" იმ დროს თავდამსხმაში მეფობდნენ ზემოთხსენებული უკრაინელი და ფილიპო ინძაგი, რომლებიც უბრალოდ უკონკურენტოები იყვნენ. იტალიელმა ტაქტიკოსმა ბელარუსელი გაამწესა ვინგერის პოზიციაზე, მაგრამ ამას კარგი არაფერი მოჰყოლია.

შევჩენკო, კალაძე და კიდევ ერთი პოსტ-საბჭოელი მილანში - ბელარუსი, რომელმაც ჭოხონელიძის დოსიე გააფუჭა

პრაქტიკამ აჩვენა, მხოლოდ სისწრაფე ვიტალისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ძირითად შემადგენლობაში ჩატარებული ოთხი შეხვედრის შემდეგ, "მილანის" ახალწვეული იჯარით სხვადასხვა გუნდებში გაეშურა. სლავი ძირითადად იტალიაში ტრიალებდა, მაგრამ 2002-2003 წლის სეზონში ის ლისაბონის "სპორტინგშიც" ირიცხებოდა.

"როსონერის" მსგავსად, კუტუზოვმა ვერც "ლომებში" გაიბრწყინა. ბელარუსელის მთავარ "მიღწევად" შეგვიძლია ჩავთვალოთ ის, რომ აღნიშნულ სეზონში მისი ოთახის მეზობელი კრიშტიანუ რონალდუ იყო. ვიტალი პორტუგალიელს საკმაოდ საინტერესოდ იხსენებს:

"რონალდუ მილანის შესახებ ბევრს მეკითხებოდა. მას აინტერესებდა, თუ როგორ ვარჯიშობდნენ მალდინი, შევჩენკო და სხვა დიდი ფეხბურთელები. პორტუგალიელს ყველაზე მეტად ფიზიკური სიძლიერე და პროგრესი აინტერესებდა". სხვა, განსაკუთრებული, "თეთრ-მწვანეებში" არაფერი მომხდარა.

შევჩენკო, კალაძე და კიდევ ერთი პოსტ-საბჭოელი მილანში - ბელარუსი, რომელმაც ჭოხონელიძის დოსიე გააფუჭა

"შავ-წითლების" ყოფილმა თავდამსხმელმა მოიარა რამდენიმე კლუბი, 32-წლის ასაკში კი კარიერა დაასრულა. ჩვენს თანამემამულეს ძალიან უნდოდა, რომ "ეშმაკებში" ყოფილიყო მის მიერ მოყვანილი პოსტ-საბჭოთა 3-ეული, ორმა გაამართლა, რასაც ვერ ვიტყვით მესამეზე.

ანდრეისა და ქართველი მცველის წარმატებული ტრანსფერების შემდეგ, ჭოხონელიძე ლომბარდიაში იქცა სელექციონერად, რომელიც შეცდომებს სატრანსფერო ბაზარზე არ უშვებდა. მხოლოდ კუტუზოვმა გაუფუჭა ქართველ სკაუტს ბრწყინვალე დოსიე, მაგრამ ამით, არაფერი დანგრეულა.

რევაზმა გააგრძელა "სან-სიროზე" მუშაობა, რამდენიმე წლის შემდეგ კი ის გენერალური დირექტორიც გახდა, თუმცა არა "მილანში", არამედ უკვე "დინამო კიევში". ცნობისთვის, "როსონერის" ექს-სკაუტი აღნიშნულ თანამდებობას დღემდე ინარჩუნებს.

შევჩენკო, კალაძე და კიდევ ერთი პოსტ-საბჭოელი მილანში - ბელარუსი, რომელმაც ჭოხონელიძის დოსიე გააფუჭა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ბერნარდესკით ორი გუნდი ინტერესდება

Corriere dello Sport-ის თანახმად, ტურინის "იუვენტუსის" შემტევს, ფედერიკო ბერნარდესკის ორი საინტერესო მსურველი

დღეს, 13:46

"ლივერპული ვეინალდუმის მიმართებაში შეცდომას უშვებს", - ჰესკი

"ლივერპულის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ემილ ჰესკიმ, ჯორჯინიო ვეინალდუმის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 13:39

ნეიმარის გარშემო არსებულ სატრანსფერო ჭორებს მალე ბოლო მოეღება - Sky Sports

Sky Sports-ის თანახმად, ნეიმარ ჟუნიორსა და "პარი სენ-ჟერმენს" შორის სუფევს იდილია, რისი ნიშანიც თანამშრომლობის გაგრძელება

დღეს, 13:27

რეინიერი დორტმუნდს ტოვებს?

Marca-ს ცნობით, დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევი, რეინიერ ჟეზუსი თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით უკმაყოფილოა.

დღეს, 13:13

როდის დაბრუნდება გარსია ბარსელონაში? - გვარდიოლას კომენტარი

ფაბრიციო რომანოს ცნობით, "ბარსელონამ" ერიკ გარსიას ტრანსფერის თაობაზე საბოლოო შეთანხმებას უკვე მიაღწია.

დღეს, 13:06

ზინჩენკოსთვის სამი გუნდი იბრძვის

The Telegraph-ის ცნობით, "მანჩესტერ სიტის" მარცხენა მცველს, ალექსანდრ ზინჩენკოს ამ დროისთვის სამი მსურველი ჰყავს.

დღეს, 12:58

"იუვენტუსზე ძლიერები არ ვართ", - კონტე

"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ "იუვენტუსის" წინააღმდეგ მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვება შეაფასა:

დღეს, 12:51

ფრედი: "ზეწოლას სატრანსფერო ფასის გამო განვიცდი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" საყრდენმა ნახევარმცველმა, ფრედ სანტოსმა თავისი ტრანსფერის შესახებ საინტერესო განცხადება

დღეს, 12:47

ვან დეიკის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპულის" ლიდერმა, ვირჯილ ვან დეიკმა ზუსტად სამი თვის წინ, ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.

დღეს, 12:32

"ლივერპულისა და მანჩესტერს ვერავინ შეედრება", - კარაგერი

"ლივერპულის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა მორიგი საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:26

გვარდიოლა: "ასტონ ვილას სახით, ტოპ კლუბი დავამარცხეთ"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ბირმინგემის "ასტონ ვილასთან" განვილი შეხვედრა შეაფასა:

დღეს, 12:19

პირველი ტიტული სამწვრთნელო კარიერაში - როგორია პირლოს სტატისტიკა ამ დროისთვის?

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსმა" დაამარცხა "ნაპოლი", ანგარიშით 2:0 და იტალიის სუპერთასს დაეუფლა.

დღეს, 12:11

"სკუდეტოს მოგებისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით", - ვიდალი

"ინტერის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა "იუვენტუსის" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შესახებ

დღეს, 12:04

რონალდუ: "სერია ა-ში ორი კონკურენტი გვყავს"

ტურინის "იუვენტუსის" ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ სერია ა-ს მიმდინარე სეზონის საჩემპიონო რბოლა შეაფასა:

დღეს, 11:58

სოლსკიაერი: "საუკეთესო პოგბა გვიბრუნდება"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა შეაქო თავისი შეგირდი, პოლ პოგბა, რომელმაც

დღეს, 11:47

5 შემთხვევა, როცა რეალი კოპა დელ რეიდან მე-3 დივიზიონის ბინადარმა გამოაგდო

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" კოპა დელ რეის გათამაშების 1/32 ფინალის ფარგლებში "დეპორტივო ალკოიანოსთან"

დღეს, 11:35

ზიდანი კოპა დელ რეიდან გამოვარდნის შემდეგ: "სასირცხვილო არაფერი მომხდარა"

ადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა თავისი გუნდის კოპა დელ რეიდან გამოვარდნის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 11:11

"მე უფრო ვენატრები ლივერპულს, ვიდრე პირიქით, კლოპმა ეს იცის", - ლოვრენი

სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" ცენტრალურმა მცველმა, დეიან ლოვრენმა ისაუბრა თავისი ყოფილი გუნდის, "ლივერპულის"

დღეს, 10:56

"იმედი მაქვს, პოგბას სატრანსფერო საგა მალე დასრულდება", - ბერბატოვი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა, პოლ პოგბას შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება

დღეს, 10:49

პირლო: "გული მწყდება, რომ გატუზო ტიტულის გარეშე დარჩა"

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ "ნაპოლისთან" მოგების შემდეგ, საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 10:40

კლოპი: "ტიაგოს თამაშის შესაფასებლად საკმარისი დრო ჯერ არ გასულა"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ისაუბრა თავისი ერთ-ერთი შეგირდის, ტიაგო ალკანტარას შესახებ:

დღეს, 10:35

კლოპი: "ვეღარც ვიხსენებ, უკვე მერამდენე მატჩში გადაგვარჩინა ალისონმა"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა შეაქო თავისი გუნდის მეკარე, ალისონ ბეკერი, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედთან"

დღეს, 10:26

[VIDEO] გუნდი, რომელმაც გამოაგდო რეალი, საბურთალოსთან და ლოკომოტივთან დამარცხებულა

როგორც მოგეხსენებათ, კოპა დელ რეის 1/32 ფინალში მადრიდის "რეალი" სენსაციურად დამარცხდა მესამე დივიზიონის ბინადართან,

დღეს, 10:17

ვერონი: "დიბალას იუვენტუსის დატოვებას ვურჩევ"

"ინტერის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ხუან სებასტიან ვერონმა, პაულო დიბალას საინტერესო რჩევა მისცა:

დღეს, 10:07

დიდი სენსაცია: რეალი თასიდან მესამე ლიგის გუნდმა გამოაგდო

ესპანეთის თასის 1/16 ფინალში ერთმანეთს მადრიდის 'რეალი" და "ალკოიანო" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 02:30

მორიგი გამარჯვება: იუნაიტედმა სიტის ლიდერობა არ შეარგო [VIDEO]

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ფულჰემს" დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა.

დღეს, 02:02

რონალდუს და მორატას გოლებით იუვენტუსმა იტალიის სუპერთასი მოიგო [VIDEO]

იტალიის სუპერთასზე ერთმანეთს ტურინის "იუვენტუსი" და "ნაპოლი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 01:56

VIDEO: პოგბუუუუუუუუმ! ფრანგის ულამაზესი გასროლა ფულჰემის კარში

ფრანგმა „ფულჰემს" ულამაზესი შორეული დარტყმით გაუტანა.

დღეს, 01:50

ყველაზე მეტი გოლი ფეხბურთის ისტორიაში! - რონალდუს ახალი რეკორდი

იტალიის სუპერთასზე ტურინის "იუვენტუსი" "ნაპოლის" უპირისპირდება და 1:0 ამარცხებს.

დღეს, 01:31

ბაიერნმა კვლავ ლევანდოვსკის გოლით მოიგო [VIDEO]

გერმანიის ბუნდესლიგის მე-17 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" "აუგსბურგს" დაუპირისპირდა და 0:1 დაამარცხა.

დღეს, 01:29
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10