» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

რონალდუ და მესი შეიძლებოდა ერთ გუნდში გვეხილა - ყველაფერი ფლორენტინო პერესმა ჩაშალა


რონალდუ და მესი შეიძლებოდა ერთ გუნდში გვეხილა - ყველაფერი ფლორენტინო პერესმა ჩაშალა

„რეალის“ საპრეზიდენტო რბოლის ინტრიგები გუნდს თითქმის კრიშტიანუ რონალდუს დაკარგვის ფასად დაუჯდა.

ჟურნალისტი გილემ ბალაგე აღწერს, როგორ შეეძლო პორტუგალიელს „ბარსელონაში“ გადასვლა.

2009 წლის 16 იანვარს, რამონ კალდერონი „რეალის“ პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა. მისი საქმე ეჭვებით, ინსინუაციებითა და ბრალდებებით გადაიფარა, ის კი სულ შეთქმულებებზე საუბრობდა და თავისი რეპუტაციის გარეცხვას ცდილობდა, მაგრამ ვერ გაუძლო.

კალდერონის გადადგომამდე რამდენიმე ხნით ადრე, მოხდა პირველი კრიტიკული სიტუაცია კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერთან დაკავშირებით. რადიოპროგრამა El Larguero-ს წამყვანმა, პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ აქვს შეთანხმება, რომელიც მას სეზონის, „ადეკვატურ ფასად“ სხვა გუნდში გადასვლის საშუალებას აძლევს. ინფორმაცია კონფიდენციალური უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორღაც მოხვდა ჟურნალისტის ხელში. ალექს ფერგიუსონი განრისხდა - ჟორჟე მენდეშს და რამონ კალდერონს მისი დამშვიდება მოუწიათ.

მეორე კრიტიკული სიტუაცია უკვე ვისენტე ბოლუდას პრეზიდენტობისას მოხდა, რომელიც გუნდს სათავეში კალდერონის წასვლის შემდეგ ჩაუდგა და პასუხისმგებელი იყო იმაზე, რომ ზაფხულში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები გამართულიყო. 18 მარტს, ჯგუფ Etica Madridista-ს მეთაურმა, ფერნანდეს დე ბლასმა, „რეალის“ ხელმძღვანელობა რონალდუს მომავალი ტრანსფერის გამო ღიად გააკრიტიკა. ფერნანდო დე ბლასი დამოუკიდებელი იყო, მაგრამ მისი განცხადებები უცნაურად შეესაბამებოდა ფლორენტინო პერესის წინასაარჩევნო კამპანიის ინტერესებს (მოგვიანებით ის პერესის ვიცე-პრეზიდენტი გახდა).

რონალდუ და მესი შეიძლებოდა ერთ გუნდში გვეხილა - ყველაფერი ფლორენტინო პერესმა ჩაშალა

„ლივერპულში“ უფრო მეტი ესპანელია, ვიდრე „რეალში“. კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ზედმეტად დიდ თანხებს ითხოვს. ამ ფულად, ესპანეთის ნაკრების ორი მოთამაშის დამატებას შევძლებდით. ასეთი ინვესტიციები კარგად უნდა იქნეს განხილული და გუნდი არ უნდა დააზარალოს. შესაძლოა, ამ 100 მილიონის დახარჯვა ორ ფეხბურთელზე სჯობდეს, უმჯობესია ესპანელებზე.“ - აღნიშნა დე ბლასმა.

ვისენტე ბოლუდა ძალიან შეშინდა - მას არ სურდა თავისი სახის გასვრა და არც ის უნდოდა, რომ მას საკლუბო რესურსების ხარჯვა დასდებოდა ბრალად. სინამდვილეში, რონალდუს ტრანსფერი „რეალს“ თითქმის ვერაფრით დააზიანებდა: გუნდის ბიუჯეტში იყო დამატებითი 140 მილიონი ევრო, ტრანსფერი კი მინიმალურ რისკებთან იყო დაკავშირებული. ფერნანდეს დე ბლასმა წარმოადგინა დამახინჯებული ვერსია, მაგრამ ამან გუნდის მოქმედ პრეზიდენტზე ძალიან იმოქმედა. ბოლუდამ გადაწყვიტა ყველაფერი გაესაჯაროვებინა, რათა ბრალდება აეცილებინა თავიდან.

რონალდუსთან შეთანხმების დარღვევა მადრიდულ გრანდს 30 მილიონ ევროდ დაუჯდებოდა, მაგრამ იყო მეორე ვერსიაც - თუ მხარეები შეთანხმებას ორმხრივად გაწყვეტდნენ - გადასახდელი აღარაფერი იქნებოდა. ბოლუდამ ჟორჟე მენდეშს დაურეკა და შესთავაზა, რომ ყველაფერი გაუქმებულიყო: „რეალი“ 94 მილიონ ევროდ „ჰაერში“ არ გაისვრიდა, რონალდუს კი ნებისმიერ სხვა გუნდში შეეძლო გადასვლა. ძალიან სარისკი სვლა იყო, მაგრამ ბოლუდა ვა-ბანკზე წავიდა.

მენდეშის პასუხი არანაკლებ უცნაური იყო - მან ორმხრივ გაწყვეტაზე თანხმობა განაცხადა და უმალვე გაუშვა მადრიდში პირადი იურისტი. აგენტს რონალდუს თაობაზე კიდევ ორი შემოთავაზება ჰქონდა. თანაც, უფრო ძვირადღირებული. „მანჩესტერ სიტი“ თითქოსდა იხდიდა 150 მილიონ ევროს, „ბარსელონა“ კი - 105. ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ შეიძლებოდა ერთ გუნდში, ხოსეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით ყოფილიყვნენ.

რონალდუ და მესი შეიძლებოდა ერთ გუნდში გვეხილა - ყველაფერი ფლორენტინო პერესმა ჩაშალა

როდესაც ბოლუდამ სიტუაცია თავის გარემოცვას მოუყვა, „რეალის“ დირექტორთა საბჭომ თავზე ხელი მოიკიდა: „თუ მას „ბარსა“ დაიმატებს, ტიტულს კიდევ 10 წელი ვერ მოვიგებთ.“ - აღნიშნა მმართველობის ერთ-ერთმა წევრმა. ბოლუდას სთხოვდნენ, რონალდუზე უარი არ ეთქვა, მაგრამ პრეზიდენტი თავის ვერსიას ბოლომდე იცავდა და არ უნდოდა, ისტორიაში „სულელად“ შესულიყო, რომელიც გუნდს ფინანსურად აზარალებდა. დაძაბულობამ პიკს მიაღწია.

ყველაფერი ძალიან მარტივად გადაწყდა. ბოლუდას დაარწმუნეს, დაერეკა ფლორენტინო პერესთან. ერთი შეხედვით, უცნაური გადაწყვეტილებაა, რადგან იმ დროს პერესი არავინ იყო და საკუთარი კანდიდატურა ჯერ საპრეზიდენტო არჩევნებზეც კი არ ჰქონდა წარმოდგენილი. მაგრამ, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ მას ფერნანდო დე ბლასის სკანდალურ განცხადებებზე მიუწვდებოდა ხელი.

საღამოს 11 საათი, ბოლუდა პარტნიორებთან ერთად კრეფს ფლორენტინო პერესის ნომერს და საუბრის ხმას ბოლომდე წევს. საუბარი ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა. ბოლუდამ აუხსნა პერესს, რომ მას დე ბლასის გამოხტომები კრიშტიანუს ტრანსფერის ალოგიკურობასთან დაკავშირებით მობეზრდა, ის შიშობს, რომ კლუბს ფინანსურ ზიანს მიაყენებს და საერთოდ, ტრანსფერის ჩაშლას აპირებს. პერესის პასუხი კი შემდეგი იყო: „დე ბლასი ამაზე ხმასაც კი აღარ ამოიღებს.“

რონალდუ და მესი შეიძლებოდა ერთ გუნდში გვეხილა - ყველაფერი ფლორენტინო პერესმა ჩაშალა

მიუხედავად იმისა, რომ პერესი კალდერონის მტრად მოიაზრებოდა, მას რონალდუს ტრანსფერის ჩაშლის უფლება არ ჰქონდა. ჩაუდგე სათავეში „რეალს“, როცა „ბარსელონას“ შემადგენლობაში ერთდროულად თამაშობენ კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი - კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა. ამიტომ, ფლორენტინომ ყველაფერი მოაგვარა. იმავე საღამოს დაურეკეს მენდეშს, რომელმაც თავისი იურისტი უკან გაიწვია. რამდენიმე დღეში ფლორენტინო პერესმა დაადასტურა, რომ „რეალის“ საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ვერნერმა თავისი პირადი რეკორდი გააუმჯობესა

როგორც მოგეხსენებათ, "მაინცთან" შეხვედრაში "ლაიპციგის" თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა ჰეტ-ტრიკი გაიფორმა.

დღეს, 00:50

"ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, რადგან კლატენბურგი ხელს ვეღარ შეგვიშლის", - მადრიდის მერი

მადრიდის მერმა და "ატლეტიკოს" მხურვალე გულშემატკივარმა, ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდამ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 00:37

რა თანხას მიიღებენ რეალის მოთამაშეები ჯილდოს სახით ორი ტიტულის მოგების შემთხვევაში?

Marca-ს თანახმად, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგების შემთხვევაში სასიამოვნო ბონუსი ელოდებათ.

გუშინ, 23:59

"ფირმინოს ის ვერ ამოაგდებს", - ჰარგრივზი ლივერპულის პოტენციური ახალწვეულის შესახებ

ყოფილმა ინგლისელმა საყრდენმა ნახევარმცველმა, ოუენ ჰარგრივზმა ისაუბრა "ლივერპულის" პოტენციური შენაძენის,

გუშინ, 23:46

ლივერპული-ატლეტიკოს საპასუხო მატჩმა 41 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

Sunday Times-მა გამოიკვლია, თუ რა გავლენა მოახდინა "ლივერპულისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შეხვედრამ კორონავირუსის გავრცელებაზე.

გუშინ, 23:32

ბეკენბაუერი: "ბუნდესლიგა აღარ უნდა შეწყდეს"

მიუნხენის "ბაიერნის" ცოცხალმა ლეგენდამ, ფრანც ბეკენბაუერმა ბუნდესლიგის განახლების შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:15

"ის ბოლომდე ჩემი ერთადერთი შვილის დედად დარჩება" - ბასილაშვილი პირველ განცხადებას აკეთებს

დღევანდელ სკანდალთან დაკავშირებით, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს.

გუშინ, 22:56

"ჩელსის გასახდელში მე და აზარმა რეალში თამაშზე ვისაუბრეთ", - კურტუა

მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა, ტიბო კურტუამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:45

"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბარსელონაში გადადის", - ლაუტაროს ექს-კლუბის პრეზიდენტი

არგენტინული "რასინგის" პრეზიდენტის აზრით, ლაუტარო მარტინესი "ბარსელონაში" გადავა.

გუშინ, 22:36

"ფული ყოველთვის პირველ ადგილზე არ არის", - ინტერის ექს-დირექტორი მესის არშემდგარ ტრანსფერზე

"ინტერის" ყოფილმა ტექნიკურმა დირექტორმა, მარკო ბრანკამ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

გუშინ, 21:45

ბარსელონას ფეხბურთელი, რომლის ლაუტაროს ტრანსფერში ჩართვაზეც ინტერი თანახმაა

მოგეხსენებათ, "ბარსელონას" "ინტერის" თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის დამატება უნდა.

გუშინ, 21:35

მოურინიო: "მხოლოდ მოგების შემდეგ ვტირი, პირველად ეს 2009 წელს მოხდა"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:30

ლაუტარომ ინტერი უარით გაისტუმრა, ბარსელონაში ტრანსფერი ახლოვდება

"ინტერის" თავდამსხმელი, ლაუტარო მარტინესი მილანური კლუბიდან წასვლასთან ახლოსაა.

გუშინ, 20:49

იუვენტუსი მზადაა იგუაინი გაყიდოს და ფასიც დაადო

"იუვენტუსი" მზადაა ზაფხულში თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი გაყიდოს, წერენ იტალიურ პრესაში.

გუშინ, 20:42

ბოატენგი: "რონალდუ კერძო თვითმფრინავებს გვაჩვენებს და ქველმოქმედებაზე მილიონებს ხარჯავს"

"ბაიერნის" მცველმა, ჯერომ ბოატენგმა ბევრი პროფესიონალი ფეხბურთელის მდიდრულ ცხოვრებაზე ისაუბრა.

გუშინ, 20:29

ბალაკი: "ვან დეიკს გაუმართლა, რომ პრემიერ ლიგაში ეს ფორვარდები აღარ თამაშობენ"

"ჩელსის" ექს-ნახევარმცველმა, მიხაელ ბალაკმა "ლივერპულის" მცველ ვირჯილ ვან დეიკზე ისაუბრა.

გუშინ, 20:12

"სუპერმწვრთნელი იყო", - ვან პერსიმ კარიერაში საუკეთესო სპეციალისტი დაასახელა

"მანჩესტერის" და "არსენალის" თავდამსხმელმა, რობინ ვან პერსიმ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:01

იგუაინს პრემიერ ლიგიდან მოულოდნელი მსურველები გამოუჩნდა

არ არის გამორიცხული, "იუვენტუსის" ფორვარდმა, გონსალო იგუაინმა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

გუშინ, 19:42

ჯიბრილ სისეს კარიერის განახლება უნდა და საკუთარი თავი ორ კლუბს შესთავაზა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ექს-თავდამსხმელს, ჯიბრილ სისეს კარიერის განახლება უნდა.

გუშინ, 19:36

"ბაიერნის ახალ დონეზე აყვანა შეუძლია", - ბოატენგი სანეს შესაძლო ტრანსფერზე

"ბაიერნის" მცველმა, ჯერომ ბოატენგმა "მანჩესტერ სიტის" გარემარბ ლეროი სანეზე გააკეთა კომენტარი.

გუშინ, 19:30

ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს.

გუშინ, 19:30

"ჟოაო ფელიქსს ოქროს ბურთის მოგება შეუძლია", - ბარსელონას ექს-ფეხბურთელი

"ბარსელონას" ექს-ნახევარმცველმა, სიმაო საბროზამ თანამემამულე ჟოაო ფელიქსზე ისაუბრა.

გუშინ, 19:22

17 წლის ფრანგი ფეხბურთელი ფეხბურთს 12 წლით ჩამოაშორეს

საფრანგეთის რეგიონალურმა ლიგამ "ვაინტის" ფეხბურთელი 12-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

გუშინ, 19:15

"ჩემპიონთა ლიგის მოგება თუ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაცვა?", - მენდი

"მანჩესტერ სიტისა" და საფრანგეთის ნაკრების მცველი, ბენჟამენ მენდი საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 19:10

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

გუშინ, 18:55

ბასილაშვილზე მთელი მსოფლიო საუბრობს - Marca, Mundo Deportivo და სხვები...

ქართველ ჩოგბურთელს ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალს ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში სდებენ.

გუშინ, 18:43

პრემიერ ლიგის გუნდმა საკუთარი ფეხბურთელის კორონავირუსით დაინფიცირება დაადასტურა

„ბორნმუთმა“ დაადასტურა, რომ განმეორებითი ტესტირების შედეგად, გუნდის ერთ-ერთ ფეხბურთლს კორონავირუსი დაუდგინდა.

გუშინ, 17:20

"მას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს", - ჯესი ლინგარდმა იბრაჰიმოვიჩი მაიკლ ჯორდანს შეადარა

„მან.იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, ჯესი ლინგარდმა, მაიკლ ჯორდანისთვის მიძღვნილი სერიალი, „უკანასკნელი ცეკვა“ შეაფასა.

გუშინ, 17:18

ბარსელონამ ნეიმარის საკითხი ივლისამდე გადადო

„ბარსელონას“ ნეიმარის დაბრუნების იმედი საბოლოოდ ჯერაც არ დაუკარგავს.

გუშინ, 17:18

ვენგერი: "მენატრება თუ არა მწვრთნელობა? ამჟამად 211 ფედერაცია მაბარია. კი პასუხს თავს ვარიდებ"

„არსენალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთის მონატრებაზე ისაუბრა.

გუშინ, 16:20
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10