ავტორიზაცია

დე შილიო ლა ლიგაში?

დე შილიო ლა ლიგაში?
თარიღი 23 Apr 2020, 13:45
Calciomercato-ს ცნობით, ტურინის "იუვენტუსის" განაპირა მცველი, მატია დე შილიო შესაძლოა ლა ლიგაში აღმოჩნდეს.

იტალიელი ვინგბექით დაინტერესებულია "ვალენსია", რომელიც თავისი უკანახაზის გაძლიერებას აქტიურად ცდილობს.

არაა გამორიცხული, რომ "ბებერი ქალბატონის" ფლანგელი ფერან ტორესის ტრანსფერის ნაწილი გახდეს. როგორც ვიცით, "ბიანკონერი" ესპანელით ინტერესდება.