ავტორიზაცია

გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, ზარიბეგ ბერიაშვილი

გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, ზარიბეგ ბერიაშვილი
თარიღი 23 აპრ 2020, 14:33
გუშინ საღამოს, 22 აპრილს, ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, ზარიბეგ ბერიაშვილი გარდაიცვალა.

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ბერიაშვილი 80 წლის ასაკში, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

1939 წლის 10 სექტემბერს დაბადებულმა, თავისუფალი სტილით მოჭიდავე სპორტსმენმა, პროფესიონალურ კარიერაში უამრავ წარმატებას მიაღწია, კერძოდ:

სსრკ ხალხთა III სპარტაკიადის ჩემპიონი (1963) და IV სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1967). 1964 წლის ტოკიოსა და 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიადების მონაწილე. სსრკ-ის მრავალგზის (1962, 1963, 1964, 1965,1966, 1969), ევროპის ოთხგზია (1965, 1966, 1967, 1970) და მსოფლიოს (1969) ჩემპიონი. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლით.

მრავალი წლის მანძილზე, თბილისში მის საპატივცემლოდ თავისუფალ ჭიდაობაში „ზარბეგ ბერიაშვილის სახელობის თასიც“ ტარდებოდა.

გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, ზარიბეგ ბერიაშვილი