» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

"ეს იყო საფეხბურთო რევანში რუსეთზე 9 აპრილის გამო", - დინამოს ხმაურიანი დამშვიდობება საბჭოეთთან



1989 წელი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის საფეხბურთო სამყაროში - თბილისის "დინამოს" უკანასკნელი სეზონი სსრკ-ს ჩემპიონატში. "ლურჯ-თეთრების" გარდა, საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში უნდა ეთამაშა მეორე დივიზიონიდან აღზევებულ ლანჩხუთის "გურიასაც", მაგრამ ქართული სპორტი დამოუკიდებელი გზით წავიდა.

სსრკ-ს შემადგენლობიდან გამოსვლამდე, ჩვენმა თანამემამულეებმა სენსაცია მოახდინეს და კარიც ხმაურიანად გაიხურეს. საქმე ისაა, რომ ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის მკვიდრებმა ორჯერ გაამწარეს სოციალისტური რესპუბლიკების ერთ-ერთი მთავარი ფლანგმანი: მოსკოვის "სპარტაკი".

"ეს იყო საფეხბურთო რევანში რუსეთზე 9 აპრილის გამო", - დინამოს ხმაურიანი დამშვიდობება საბჭოეთთან

დავით ყიფიანის გუნდმა ჯერ ქვეყნის თასის 1/4 ფინალს გამოთიშა რუსები, შემდეგ კი ჩემპიონატის მიწურულს მათ ნაადრევი ზეიმიც ჩაუშხამა. "დინამოს" წინაშე "თეთრ-წითლების" მუხლებზე დაცემის შემდეგ, საბჭოურმა პრესამ დაწერა: "ეს იყო რევანში 9 აპრილის გამო".

სსრკ-ს ერთ-ერთი ჟურნალისტი იხსენებს - "შეხედეთ, გაბელია ჩერენკოვს როგორი გამოხედვით უყურებს. ის თითქოს პითონი კა არის. "დინამო", "სპარტაკთან" მატჩზე როგორც ფინალურ ბრძოლაზე, ისე განეწყო. თბილისელებისთვის მოსკოველები ასოცირდებოდნენ კომუნისტურ ხელისუფლებასთან, რომელმაც ქვეყანაში 9 აპრილს მომხდარი მოვლენები დაატრიალა.

"ეს იყო საფეხბურთო რევანში რუსეთზე 9 აპრილის გამო", - დინამოს ხმაურიანი დამშვიდობება საბჭოეთთან

სწორედ ამიტომ უყურებდა ქართველი მეკარე რუს მოწინააღმდეგეს, როგორც მომავალ მსხვერპლს. ის თითქოს ამბობდა - დაგველოდეთ, დღეს გიჩვენებთ სეირს. ასეც მოხდა! რუსებს შორის სუფევდა თავდაჯერებულობა და საჩემპიონო განწყობა, მაგრამ მატჩის ბოლოს, საზეიმოდ აღარავის ეცალა.

"თეთრ-წითლების" მთავარ მწვრთნელს, ოლეგ რომანცევს ფრაზა "პრობლემები ჯერჯერობით არ გვაქვს" - ძვირად დაუჯდა. კახაბერ კაჭარავას დარტყმის მომენტში "სახალხო გუნდი" თუ გადარჩა, მისმა სეხნიამ, კახაბერ გოგიჩაიშვილმა მეტოქე არ დაინდო და ანგარიში გახსნა.

რომანცევის გუნდი ცდილობდა შეხვედრის შემოტრიალებას, თუმცა ქართველები უპირატესობას არ კარგავდნენ. ერთი სიტყვით, "სპარტაკი" "ლურჯ-თეთრების" წინაშე კვლავ დაეცა, ისე როგორც ქვეყნის თასის 1/4 ფინალში, რამდენიმე თვის წინ. ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის მკვიდრებს შურისძიება გამოუვიდათ.

სპარტაკი - დინამო 0:1



ამის გარდა, ყიფიანის გუნდმა შანსი შეუნარჩუნა მოსკოველთა უახლოეს მდევარს - "დნიპროს". რუსებისთვის, "დინამოსთან" მარცხი აცრის მაგვარი რამ აღმოჩნდა", - ბლოგ, Футбол від Санича-ს ავტორი. ცნობისთვის, თბილისელებთან წაგების მიუხედავად, "თეთრ-წითლები" ჩემპიონები მაინც გახდნენ.

ქართველების შემადგენლობა იყო ასეთი - გაბელია, კეტაშვილი, ცხადაძე, ჭედია, ჩიქოვანი, რევიშვილი (დარასელია), სვანაძე, ცვეიბა, ქეცბაია, კაჭარავა, გოგიჩაიშვილი; მთავარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი. სწორედ ამ ბიჭებმა დაამარცხეს "სახალხო გუნდი", თანაც სტუმრად.

"ეს იყო საფეხბურთო რევანში რუსეთზე 9 აპრილის გამო", - დინამოს ხმაურიანი დამშვიდობება საბჭოეთთან

აღნიშნული შეხვედრა გაიმართა 1989 წლის 9 სექტემბერს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის 24-ე ტურის ფარგლებში. როგორც ავღნიშნეთ, სსრკ-დან გამოსვლის წინ, "ლურჯ-თეთრებმა" რომანცევის შეგირდები ქვეყნის თასზეც გაამწარეს. არსებობს მოსაზრება, რომ მატჩი იყო ჩაწყობილი, ამის შესახებ, ვრცლად.

ისევ და ისევ ბლოგ, Футбол від Санича-ს ავტორის სიტყვები - "1989 წლის 17 მაისს, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის მკვიდრებმა ქვეყნის თასის გათამაშებას "სპარტაკი" სენსაციურად გამოთიშეს. ყიფიანის გუნდმა 2:0 იმარჯვა და უნდა ითქვას, დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

"ეს იყო საფეხბურთო რევანში რუსეთზე 9 აპრილის გამო", - დინამოს ხმაურიანი დამშვიდობება საბჭოეთთან

ყველამ ვიცით, ჩემპიონატში იმარჯვებს ის, ვინც მთელი სეზონის განმავლობაშია სტაბილური, თასზე კი იმ კონკრეტულ მომენტში უკეთ მომზადებული გუნდი. მოსკოველები იყვნენ ფავორიტები, მაგრამ "დინამომ" მრისხანე მეტოქეს აჯობა". რაც შეეხება ბრალდებებს:

რუსებს ეჭვის შეტანის საფუძველი მისცა "დნიპროს" ფეხბურთელის, იგორ შკვირინის სიტყვებმა - "ქვეყნის თასის 1/2 ფინალში ჩვენი მოწინააღმდეგე "დინამო" აღმოჩნდა. მათი მხრიდან იყო შეთავაზება: მატჩის ჩაწყობა საკმაოდ სოლიდური თანხის სანაცვლოდ. რა თქმა უნდა, უარი ვთქვით.

"დნიპრო" იგებდა 2:0-ს, როდესაც შეხვედრა მოულოდნელად აირია. კარგად მახსოვს, არბიტრის მიერ თბილისელთა სასარგებლოდ არ დადებული ჯარიმის შემდეგ, როგორ მოუწოდა მასპინძელთა ერთ-ერთმა მოთამაშემ თავის ქომაგებს ბუნტისკენ. ქართველი ფანები თითქოს ამ მომენტს ელოდებოდნენ.

"ეს იყო საფეხბურთო რევანში რუსეთზე 9 აპრილის გამო", - დინამოს ხმაურიანი დამშვიდობება საბჭოეთთან

გულშემატკივრები მოედანზე შეცვივდნენ, შეხვედრა შეჩერდა. ქომაგები არც ბოთლებისა და რკინის საგნების გამოყენებას ერიდებოდნენ. ჩერედნიკი და ლიუტი სერიოზულ დაზიანებებს სასწაულებრივად გადაურჩნენ. საბედნიეროდ, დროულად მოვასწარით შესვლა გასახდელში, სადაც 30 წუთი გავატარეთ.

მეამბოხეების დამშვიდება ყიფიანმა და გუცაევმა მოახერხეს. შეხვედრის განახლების შემდეგ, ჩვენს კარში უცნაური პენალტი დაიდო. არბიტრმა "ლურჯ-თეთრებს" თითქოს დამამშვიდებელი 11-მეტრიანი აჩუქა. მატჩის დასრულების შემდეგ, სტადიონს 2.5 საათის მანძილზე ვერ ვტოვებდით.

აშკარაა, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი აქცია. საერთოდ, ცოცხლებმა როგორ დავაღწიეთ თავი, საკვირველია", - აცხადებდა უკრაინელი მოთამაშე. ცნობისთვის, ჩვენი თანამემამულეების ქრთამის საქმე არასდროს დამტკიცებულა. კვლავ ისმის კითხვა: რა პრეტენზიები ჰქონდათ რუსებს?

დინამო - დნიპრო 1:2 (არეულობის გამო შეჩერებული მატჩი)



საქმე ისაა, რომ სლავები მიყვებიან ვარაუდს - თუ რუსული კლუბი ქრთამის აღებაზე უარს არ ამბობდა ჩემპიონთა თასზეც კი, ქვეყნის თასზე ხომ მითუმეტეს აიღებდა. დიახ, სწორად გაიგეთ, ჩრდილოელების აზრით, "თეთრ-წითლებმა" ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე შეგნებულად წააგეს.

ამის გარდა, რუსებს მიაჩნიათ, სტანისლავ ჩერჩესოვის მიერ ჯიშკარიანის პენალტის აღების შემდეგ, არბიტრმა მეორე თერთმეტმეტრიანი დადო უსამართლოდ, "სახალხო გუნდის" მეკარემ კი გოლი ისევ და ისევ შეგნებულად გაუშვა. სლავების ბრალდება ოფიციალურად არასდროს დამტკიცებულა.

დინამო - სპარტაკი 2:0 (რუსების აზრით, ჩაწყობილი მატჩი)



რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, ყიფიანმა რომანცევი ერთ კალენდარულ წელიწადში ორჯერ დაამარცხა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიდანაც მისი გუნდი ხმაურიანად გავიდა. ერთი წლის შემდეგ, დაიწყება "ახალი დინამოს" დომინირება, ამჯერად უკვე დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"მალე დავემშვიდობებით" - ბალოტელის კიდევ ერთი გუნდიდან უშვებენ

ცნობილ იტალიელ ფეხბურთელს მარიო ბალოტელის კიდევ ერთ გუნდიდან უშვებენ.

დღეს, 03:43

მისაბაძი ფანები: ასე გულშემატკივრობდნენ პლზენს გუშინდელ მატჩში [ფოტო]

ჩეხეთის ჩემპიონატის გასულ ტურში "სპარტა პრაღა" "პლზენს" დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

დღეს, 03:38

ობამეიანგი 5-ეულს მიღმა - ბუნდესლიგის ბოლო 8 წლის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელები

ერთ-ერთი გავლენიანი სტატისტიკური კომპანია ბუნდესლიგის ბოლო 8 წლის ყველაზე სწრაფ ფეხბურთელებს ასახელებს.

დღეს, 03:35

"ლაუტარო ინტერს მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს", - ინტერში კომენტარს აკეთებენ

ყოველდღიურად, ლაუტარო მარტინესის "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლაზე ბევრი იწერება.

დღეს, 03:21

თუ ნაპოლი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა, ლიდერს დაკარგავს

ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა დოსენა კულიბალიზე საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 03:18

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ასენსიო მოედანს უბრუნდება

თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, მარკო ასენსიო მოედანს უბრუნდება. მან მუხლის მძიმე ტრავმა გადაიტანა.

დღეს, 03:14

დავიდ ლუიზის მომავალზე ახალი დეტალები გაირკვა

ლონდონის "არსენალის" ბრაზილიელი მცველის, დავიდ ლუიზის მომავალზე ახალი დეტალები გაირკვა.

დღეს, 03:11

მოურინიომ ტოტენჰემის სატრანსფერო გეგმები განიხილა

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გუნდის სატრანსფერო გეგმები განიხილა.

დღეს, 03:08

"პიანიჩი ხავისა და ინიესტას მაგონებს", - ბარსელონას ყოფილი დირექტორი

"ბარსელონას" ყოფილი დირექტორი, არიედო ბრაიდა მირალემ პიანიჩის "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა:

დღეს, 00:49

"რონალდო ჩემთვის უფროსი ძმასავით იყო, მე კი იგივეს ლეოსთვის ვცდილობდი", - რონალდინიო

"ბარსელონას" ლეგენდარულმა შემტევმა, რონალდინიო გაუჩომ ლიონელ მესის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 00:38

ნეიმარი მბაპეს წინააღმდეგ - პსჟ ორ ბანაკად დაიყო

Mundo Deportivo-ს თუ დავუჯერებთ, "პარი სენ-ჟერმენში" ფეხბურთელებს შორის სერიოზული განხეთქილება მძვინვარებს.

დღეს, 00:14

პოგბა ხელფასის შემცირებაზე თანახმაა, ტრანსფერი ახლოვდება

Corriere dello Sport-ს თუ დავუჯერებთ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა,

დღეს, 00:03

მანჩესტერი იუვენტუსის 3 ფეხბურთელით დაინტერესდა

Corriere dello Sport-ის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედი" ტურინის "იუვენტუსის" ერთბაშად სამი ფეხბურთელით დაინტერესდა.

გუშინ, 23:41

"იგუაინი ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანია", - კიელინი

ტურინის "იუვენტუსის" კაპიტანმა, ჯორჯი კიელინიმ გონსალო იგუაინის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:29

ბარსელონამ დორტმუნდს ფატის თაობაზე პასუხი შეუთვალა

Mundo Deportivo-ს თანახმად,"ბარსელონას" თავდამსხმელი, ანსუმანე ფატი დორტმუნდის "ბორუსიას" ინტერესების სფეროში მოექცა.

გუშინ, 23:15

დემბელე იჯარით სერია ა-ში?

Mundo Deportivo-ს თანახმად, "ბარსელონას" შემტევს, ოსმან დემბელეს სერია ა-ში საკმაოდ სერიოზული მსურველი ჰყავს.

გუშინ, 23:05

ოფიციალურად: გერმანიის თასის განახლების თარიღი ცნობილია

გერმანიის თასის ოფიციალურმა ტვიტერმა ტურნირის განახლების თარიღი დაასახელა. შეგახსენებთ,

გუშინ, 22:50

მესი: "გული დამწყდა, რომ ეს ტურნირი გადაიდო"

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ერთ-ერთი გადადებული ტურნირის შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:39

კოუტინიო ყოფილ კლუბში?

La Gazzetta dello Sport-ის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი,

გუშინ, 22:26

ინტერმა ბარსელონას თავისი პირობები გააცნო

La Gazzetta dello Sport-ის თანახმად, მილანის "ინტერმა" "ბარსელონას" ლაუტარო მარტინესის ტრანსფერთან დაკავშირებით პირობებით მიმართა.

გუშინ, 22:19

7 ფეხბურთელი, რომელიც იუვენტუსს არ სჭირდება

Tuttosport-მა დაასახელა ის შვიდი ფეხბურთელი, რომელიც ტურინის "იუვენტუსის" სატრანსფერო შავ სიაში ფიგურირებს.

გუშინ, 20:53

"მინდა რომ იუვეში ქაოსმა დაისადგუროს", - ლიონის სამწვრთნელო შტაბის წევრის წყევლა

ლიონის "ოლიმპიკის" სამწვრთნელო შტაბის წევრმა, პაოლო რონგონიმ ტურინის "იუვენტუსის" შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 20:34

მანჩესტერს სესხი დაუმტკიცეს - ტრანსფერები ახლოვდება

Daily Mail-ის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედს" სესხი დაუმტკიცეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ზაფხულში ტრანსფერებს უნდა ველოდოთ.

გუშინ, 20:21

სოციალური ქსელების მომხმარებლებმა წლის ყველაზე პოპულარული კლუბი გამოავლინეს

Sports & Finance-მა სოციალური ქსელების მომხმარებლებს შორის 2020 წლის ყველაზე პოპულარული კლუბი გამოავლინა.

გუშინ, 19:52

"მესის ჯორდანთან ბევრი საერთო აქვს", - ბილია

არგენტინის ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა, ლუკას ბილიამ ლიონელ მესის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 19:17

ჰენდერსონი: "სეზონის უცნაური დასასრული გველის"

"ლივერპულის" კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის განახლების შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 19:03

კოვაჩი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

Bild-ის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ნიკო კოვაჩს საკმაოდ საინტერესო მსურველი გამოუჩნდა.

გუშინ, 18:43

არტურმა ბარსელონასა და იუვენტუსს საბოლოო პასუხი შეუთვალა

Mundo Deportivo-ს თანახმად, "ბარსელონას" ცენტრალურმა ნახევარმცველმა,

გუშინ, 18:27

"სანჩო დიდი ტალანტია და უდიდეს პოტენციალს ფლობს", - ბაიერნის მწვრთნელი

"ბაიერნის" მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა "დორტმუნდის" გარემარბ ჯეიდონ სანჩოზე ისაუბრა.

გუშინ, 16:35

რამოსის მეუღლის სექსუალური ფოტო: ის ქმარზე 8 წლით უფროსია

პილარ რუბიომ, "რეალის" მცველის, სერხიო რამოსის მეუღლემ, სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა.

გუშინ, 15:46
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10