» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

უეფას ახალი გადაწყვეტილება საქართველოს ნაკრებების მატჩებთან დაკავშირებით


უეფას ახალი გადაწყვეტილება საქართველოს ნაკრებების მატჩებთან დაკავშირებით

დღეს, უეფას ორგანიზებით და 55-ვე წევრი ასოციაციის გენერალური მდივნების მონაწილეობით მორიგი ვიდეო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის დასრულების შემდეგ კი, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე ვიდეო კონფერენციის დროს განხილული საკითხები გადაწყდა, რომლებიც ეროვნულ ნაკრებს, ასაკობრივ ნაკრებებს, საკლუბო და ქალთა ფეხბურთს შეეხება.

ეროვნული ნაკრები
​უეფას დღევანდელი გადაწყვეტილებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ივნისის სანაკრებო პაუზა გაუქმდა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ყველა მატჩი გადაიდო. შესაბამისად, საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის გასამართი ევრო პირველობის პლეი-ოფის მატჩი კიდევ ერთხელ გადაიდო და სავარაუდოდ ზაფხულის ნაცვლად მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება. მატჩის ჩატარების კონკრეტული თარიღი ამ ეტაპზე უცნობია და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ასაკობრივი ნაკრებები
ეროვნული ნაკრების მსგავსად ზაფხულის სანაკრებო პაუზის პერიოდში მატჩები საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებსაც უნდა გაემართათ, მაგრამ ახალი კორონავირუსის გარშემო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ეს მატჩებიც გადაიდო. დღევანდელი გადაწყვეტილებით, გაუქმდა 2020 წლის 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატი და შესაბამისად ჩვენი 17-წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდში მონაწილეობას ვერ მიიღებს. 19-წლამდე და 21-წლამდე ნაკრებები მატჩები კი, ეროვნულის მსგავსად სავარაუდოდ შემოდგომისთვის გადაიდო.

საკლუბო ფეხბურთი
უეფას გადაწყვეტილებით 2020-2021 წლების სეზონისთვის ევრო ტურნირები ივლისის ნაცვლად სავარაუდოდ აგვისტოდან დაიწყება. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად შეიცვალა ლიცენზირების და განაცხადის წარდგენის ვადები. ამის შესახებ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კრისტალბეთ ეროვნული ლიგის და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების მონაწილეობით პარასკევს ვიდეო კონფრენციას გამართავს.

​ქალთა ფეხბურთი
სხვა ასაკობრივ ტურნირებთან ერთად ასევე გაუქმდა 19-წლამდე გოგონებს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი, რომელიც საქართველოში უნდა გამართულიყო. ამის თაობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკვე მიმართა უეფას და გამოთქვა მზადყოფნა იმის შესახებ, რომ უმასპინძლოს გოგონათა რომელიმე ასაკობრივი ჯგუფის ევროპის ჩემპიონატს.

GFF

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დი მარიას სამი სერიოზული მსურველი ჰყავს

L’Equipe-ის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენის" შემტევს, ანხელ დი მარიას სატრანსფერო ბაზარზე სამი სერიოზული მსურველი

დღეს, 21:58

"მანჩესტერი ფსიქოლოგიურად უფრო ძლიერი გახდა", - პოგბა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ თავისი გუნდის შესახებ საინტერესო განცხადება

დღეს, 21:31

"ლუკაკუ - ინტერის რონალდუა ან საერთოდაც მეტი", - მილანელთა ექს-ფეხბურთელი

"ინტერის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, პაოლო ტრამეცანიმ ერთმანეთს კრიშტიანუ რონალდუ და რომელუ ლუკაკუ შეადარა:

დღეს, 20:49

"25 მილიონი ნაპოლისგან? კარგი ფასია!", - რუბინის დირექტორი კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის შესახებ

ყაზანის "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 20:42

"არ მსურს პოგბას სხვა გუნდში ხილვა", - ბერბატოვი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა, პოლ პოგბას შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება

დღეს, 20:34

მოურინიო: "ბეილმა უფრო მეტად უნდა მოინდომოს"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ისაუბრა თავისი ერთ-ერთი შეგირდის, გარეტ ბეილის შესახებ:

დღეს, 20:24

"არაა გამორიცხული, ნაკრები დროებითმა მწვრთნელმა ჩაიბაროს", - მუჯირი

პირველი არხთან ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის

დღეს, 20:19

ვან დე ბეკის მომავალი გაირკვა - The Athletic

The Athletic-ის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური ნახევარმცველის, დონი ვან დე ბეკის მომავალი გაირკვა.

დღეს, 20:13

რამდენად რეალურია ჰოლანდის ტრანსფერი?

Marca-ს თანახმად, დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის მომავალი 2022 წლის ზაფხულამდე გარკვეულია.

დღეს, 19:56

"იუვენტუსამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია", - კონტე

"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ "იუვენტუსის" წინააღმდეგ მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვება შეაფასა:

დღეს, 19:49

"არსენალი ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება", - ოზილი

"ფენერბაჰჩეს" ახალწვეულმა შემტევმა ნახევარმცველმა, მესუთ ოზილმა ისაუბრა თავისი ყოფილი კლუბის, ლონდონის "არსენალის"

დღეს, 19:41

ლინგარდი ახალ გუნდს უახლოვდება

Goal.com-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევისთვის, ჯესი ლინგარდისთვის ბრძოლაში ფავორიტი არის არა "ტოტენჰემი

დღეს, 19:34

ბრუნო: "ვან დე ბეკი მანჩესტერის მომავალი ლიდერია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა ისაუბრა თავისი თანაგუნდელის, დონი ვან დე ბეკის შესახებ:

დღეს, 19:26

"ვცდილობ მანჩესტერის ლიდერი ვიყო", - დე ხეა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარემ, დავიდ დე ხეამ თავისი გუნდის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 19:18

"სუარესი ახლა სიცილისგან კვდება", - ბერბატოვმა ბარსელონა გააკრიტიკა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა "ატლეტიკოს" ფორვარდი, ლუის სუარესი შეაქო.

დღეს, 19:11

იბრაჰიმოვიჩის პირველი კომენტარი ლუკაკუსთან შეტაკების შემდეგ

"მილანის" ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანურ დერბიში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

დღეს, 19:01

ჭორი აღმოჩნდა - მესის ოჯახთან ერთად ფრანგული ენის სწავლა არ დაუწყია

"ბარსელონას" ფორვარდს, ლიონელ მესის ოჯახთან ერთად ფრანგული ენის სწავლა არ დაუწყია.

დღეს, 18:54

"ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა", - კლოპი ლამპარდის გათავისუფლებას გამოეხმაურა

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ფრენკ ლამპარდის გათავისუფლებაზე ისაუბრა.

დღეს, 18:36

შეთანხმება მიღწეულია, მოდრიჩის მომავალი გაირკვა - ფაბრიციო რომანო

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის, ლუკა მოდრიჩის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

დღეს, 18:28

ისტორიული რეკორდის მოლოდინში - ბუფონი კარიერის დასრულებას არ აპირებს?

"იუვენტუსის" გოლკიპერი, ჯანლუიჯი ბუფონი კონტრაქტს გაახანგრძლივებს, წერს იტალიელი ჟურნალისტი.

დღეს, 18:23

"გარსია სეზონის ბოლომდე შეიძლება ხელფასის გარეშე დარჩეს", - ბარსას პრეზიდენტობის კანდიდატი

"ბარსელონას" პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ვიქტორ ფონტმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 18:17

პიოლი: "ზლატანმა ბოდიში მოიხადა, ეს დიდებული ჩემპიონის საქციელია"

"მილანის" მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ ზლატან იბრაჰიმოვიჩის და რომელუ ლუკაკუს შეტაკებაზე ისაუბრა.

დღეს, 18:12

კონფლიქტი მიუნხენში - ფლიკი სეზონის დასრულების შემდეგ ბაიერნს დატოვებს?

"ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ჰანს-დიტერ ფლიკი სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს.

დღეს, 18:02

კუმანი ბარსელონას რთულ ფინანსურ მდგომარეობას გამოეხმაურა

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა კატალონიური გრანდის ვალის შესახებ ისაუბრა.

დღეს, 17:51

ევროპა თუ სამშობლო? - ჰალკისთვის 4 კლუბი იბრძვის

ყველასათვის კარგად ნაცნობი თავდამსხმელი, ჰალკი შეიძლება ბრაზილიის ჩემპიონატში დაბრუნდეს.

დღეს, 17:38

"ძალიან ბედნიერი ვარ", - მილიკი ახალ გუნდში გადასვლის შესახებ

"ნაპოლის" საკუთრებაში მყოფმა თავდამსხმელმა, არკადიუშ მილიკმა ახალ გუნდში გადასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 17:30

"გთხოვთ, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა!", - ვან პერსიმ ჰოლანდიელებს მიმართა

ჰოლანდიის ნაკრების ექს-შემტევმა, რობინ ვან პერსიმ ქვეყნის მოსახლეობას პოგრომის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

დღეს, 17:22

წმენდა გრძელდება - არსენალი კიდევ ერთ ფეხბურთელს იშორებს

"არსენალმა" კონტრაქტი ორ ფეხბურთელს უკვე გაუწყვიტა - მესუთ ოზილსა და სოკრატის პაპასტატოპულოსს.

დღეს, 17:12

"აბრამოვიჩმა ლამპარდს პანღური ამოარტყა", - ჩელსის ექს-ფეხბურთელი

"ჩელსის" ექს-თავდამსხმელი, კრის სატონი ფრენკ ლამპარდის გათავისუფლებას ნეგატიურად გამოეხმაურა.

დღეს, 17:01

კვლავ ერთად? - მოურინიოს თავის გუნდში დი მარიას ხილვა სურს

"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ანხელ დი მარიას დამატებითაა დაინტერესებული.

დღეს, 16:51
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10