მსოფლიოს არქიტექტურული სიმბოლო: როგორი იქნება განახლებული სანტიაგო ბერნაბეუ [ფოტოები]
![მსოფლიოს არქიტექტურული სიმბოლო: როგორი იქნება განახლებული სანტიაგო ბერნაბეუ [ფოტოები]](http://storage.goal.ge/uploads/posts/2020-04/1588263267_3.jpg)
რეკონსტრუქციის შემდეგ, „რეალის“ საშინაო არენა სრულიად სხვა სახეს მიიღებს.
მისი ვიზუალი იმდენად ცნობადი უნდა გახდეს, რომ ის მსოფლიოს არქიტექტურულ სიმბოლოდ მოგვევლინება. როგორც მინიმუმ, საფეხბურთო მსოფლიოს მაინც.
სწორედ ასეთი იყო ფლორენტინო პერესის იდეა, როცა მან პროექტი სამშენებლო კომპანია FCC-ს დაავალა. გამოცემა AS-მა კი, პროექტის საკვანძო იდეები წარმოგვიდგინა.
სრული სახეცვლილება
როცა „რეალმა“ სტადიონის რეკონსტუქციაზე კონკურნსი გამოაცხადა, მას აშკარა და მკვეთრი მოთხოვნა ჰქონდა: არენა სრულიად უნდა შეიცვალოს. სტადიონი არქიტექტურის შედევრად უნდა იქცეს, „სანტიაგო ბერნაბეუს“ ძველი ვიზუალი კი, მხოლოდ გულშემატკივართა მოგონებებში ან სურათებში უნდა დარჩეს. კლუბს სურს, რომ სტადიონი იმდენად ცნობადი გახდეს, როგორც „ბიგ ბენია“ ლონდონშ ან „ოპერის სახლი“ სიდნეიში.
რგოლების მნიშვნელობა
ზედა რგოლს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ სტადიონის გამოყენება, მშენებლობის პროცესშიც იქნეს შესაძლებელი. სამუშაოები ორ სეზონში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, კორონავირუსით გამოწვეული სიტუაციის გამო, არაა გამორიცხული, რეკონსტრუქცია უფრო სწრაფად მოხერხდეს („რეალმა“ მადრიდის ხელისუფლებასთან მოიპოვა უფლება, რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, სამშენებლო პროცესი გაგრძელებულიყო).
გამომდინარე იქიდან, რომ სეზონის განახლების შემთხვევაში, მატჩები უმაყურებლოდ გაიმართება, მადრიდელებმა მარტივი გადაწყვეტილება მიიღეს - დარჩენილ შეხვედრებს გუნდი „კასტილიას“ ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე გამართავს, რათა „სანტიაგო ბერნაბეუს“ სამშენებლო პროცესი საგრძნობლად აჩქარდეს.
ქვედა სურათში წარმოდგენილია პირველი კომპრესიული რგოლი, რომელიც მთლიან სტადიონს მოიცავს. მისი მთავარი ამოცანაა - შიდა რგოლების შენარჩუნება კაბელების დახმარებით. შესაბამისად, სტადიონის გამოყენება, სამუშაოების დროსაც სრულიად უსაფრთხოა. ეს ყველაფერი მომდევნო სეზონში იქნება გაცილებით გამოსადეგარი.

სახურავი, რომელიც 15 წუთში იხურება
არქიტექტორების ჩანაფიქრით, სახურავი გაიხსნება და დაიხურება ზუსტად 15 წუთში. მისი ზედაპირი ძალიან ძლიერი პლასტიკისგან იქნება შემდგარი. თანაც, კარგად იყო გათვლილი მისი წყლისგან გათავისუფლება, რათა განსაკუთრებით წვიმიან ამინდში, თავიდან მისი ჩამომსხვრევა იქნეს არიდებული. მთავარ, ყველაზე დიდ რგოლზე, 360-გრადუსიანი, ციფრული ტაბლო იქნება მიმაგრებული.

ცვლილებები გარედან
„სანტიაგო ბერნაბეუს“ ამჟამინდელი ტრიბუნები იგივენაირი დარჩება. ერთადერთი, შეიძლება ერთი მხრიდან ცოტა მაღალი გახდეს. დანარჩენი, ყველა ცვლილება სტადიონის გარე ნაწილს უნდა შეეხოს.
უჟანგავი ფოლადის საფარველი
მთელი სტადიონი უჟანგავი ფოლადით იქნება შემორტყნული, რათა შიდა პირობების ერთ დონეზე შენარჩუნება იქნეს შესაძლებელი. ფოლადი იმდენად იქნება დამუშავებული, რომ ანარეკლი მინიმუმამდე იქნეს დაშვებული. თვითონ არქიტექტორები ამბობენ, რომ ეს იქნება „ტაფის მსგავსი, რომლის პოვნაც, ყველა სამზარეულოშია შესაძლებელი“. ყველაფერს ტიტანიუმის სახე ექნება მიცემული. არქიტექტორებმა ლონდონში მდებარე უოკი-ტოკის ცათამბჯენის სამწუხარო გამოცდილება გაითვალისწინეს, რომელიც იმხელა ანარეკლს ქმნიდა, რომ ცელსიუსით 117-გრადუსიან სითბურ ლაქებს ქმნიდა და ავტომობილებს ადნობდა.

განსაკუთრებული ფასადი
სტუდიას, რომელიც განახლებული „სანტიაგო ბერნაბეუს“ პროექტზე მუშაობდა, ოთხ ტრადიციულ ფასადსა და ზოგადად სიმეტრიაზე უარის თქმა უნდოდა. ამიტომ, ფასადი ასიმეტრიულია და მისი ვიზუალი იცვლება იქიდან გამომდინარე, თუ საიდან უყურებთ სტადიონს.
გასეირნება პერიმეტრზე
სტადიონზე იქნება ზონა, რომლის დახმარებითაც მთელი სტადიონის პერიმეტრის გავლა იქნება შესაძლებელი. ამ ტერასადან, ყველა გულშემატკივარს, მადრიდის ხედებით ტკბობა შეეძლება.
მთავარი შესასვლელი
ამჟამად, „სანტიაგო ბერნაბეუს“ 57 შესასვლელი აქვს, მაგრამ არც ერთი მათგანი მთავარი არ არის. ახალ სტადიონზე, ის გათვალისწინებული იქნება. დასავლეთ მხარეზე უდიდესი ლობი გაკეთდება.

შესაძლებელია, ლუქს-სასტუმროც
თავდაპირველად იგეგმებოდა „ლუქს“ კლასის სასტუმროსა და სავაჭრო ცენტრის აშენებაც. ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ სტადიონზე მაინც აშენდება პატარა ლუქსის კლასის სასტუმრო, რომლის ფანჯრებიც უშუალოდ მინდორზე გავა. თუმცა, ამის შესრულება ადვილი არ იქნება.

მუზეუმის გაფართოება
მუზეუმი „რეალისთვის“ ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროა. ის მოდერნიზირებული იქნება იმ დონეზე, რომ გამოფენებისთვის გაცილებით მეტი ადგილი იქნეს გამოყოფილი. წლიდან წლამდე, დაახლოებით ოთხი მილიონი ადამიანი ყიდულოს „სანტიაგო ბერნაბეუს“ ტურს და ეს ესპანეთის დედაქალაქში, პრადოს და დედოფალი სოფიას მუზეუმების შემდეგ, ყველაზე პოპულარული მუზეუმია.
რეკონსტრუქციის შემდეგ, ფასი 20 ევრომდე გაიზრდება. გარდა ამისა, ეს სივრცე სხვადასხვა გასართობი ღონისძიებების ჩატარებისთვის იქნება გამოყოფილი, რაც კლუბისთვის დამატებითი შემოსავალი იქნება.