» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

უფეხბურთობა...ანუ რა გვასწავლა გასულმა ერთმა თვემ?


უფეხბურთობა...ანუ რა გვასწავლა გასულმა ერთმა თვემ?

დაახლოებით ერთ თვე გავიდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გამო, ყველა სპორტის სახეობა, მათ შორის საფეხბურთო ტურნირები გაჩერდა, თუმცა ადამიანის ჯანმრთელობა უპირველესია და როცა საქმე ჯანმრთელობასთან გვაქვს, ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება.

გაჩერდა ყველაფერი და მთელი მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის. სამწუხაროა, მაგრამ პანდემია ქვეყნებს ძალიან დააზარალებს, ეს ლოგიკურია, ისედაც ვიცით და ამაზე დეტალურად ყველგან დაიწერება, ჩვენ კი საფეხბურთო თემას მივხედოთ.

რა გვასწავლა ამ უფეხბურთო ერთმა თვემ? - პირველ რიგში, ეს სპორტის სახეობა კიდევ უფრო შევიყვარეთ, რადგან რეალურად, ახლა ვნახეთ, თუ რა გრძნობაა, როცა დედამიწაზე ფეხბურთი არ არსებობს. ვეღარ ეკამათები მეგობრებს და აღარ ხდება, როცა შენი გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდება და მეორე დღეს, სკოლის გზაზე ის გაქვს წარმოსახული, როგორ აგიგდებენ საცინლად ამაზე თანაკლასელები.

უფეხბურთობა...ანუ რა გვასწავლა გასულმა ერთმა თვემ?

საფეხბურთო სეზონის შუაში გაჩერება იმას ჰგავს, აბაზანაში საპნიანი რომ ხარ, უცებ წყალი დაწყდება და დინების განახლებას გულდაწყვეტილი, მოუთმენლად ელოდები. ხოდა, ახლა ვსხედვართ სახლებში "საპნიანები" და ველოდებით საფეხბურთო მატჩების განახლებას. იმ სეზონის, რომელიც უკვე გადამწყვეტ ფაზაში იყო შესული და ყველაზე საინტერესო ახლა უნდა მომხდარიყო.

კორონავირუსმა ყველაფერი კატასტროფულად შეცვალა - ესპანური ტელევიზიები, გაზეთები და სხვა გამოცემები ლეო მესის მიერ გატანილ ულამაზეს ჯარიმაზე უნდა საუბრობდნენ და კორონავირუსით ინფიცირებულებზე საუბრობენ. კრიშტიანუ რონალდუ რეკორდებს უნდა ამყარებდეს და მთელი იტალია პორტუგალიელის გოლებს უნდა ითვლიდეს, თუმცა იმას ითვლიან, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით, ბოლო 24 საათში.

ისიც არ ვიცით, როდის განახლდება რომელიმე ქვეყნის ჩემპიონატი, რადგან ვითარება უარესდება. უმრავლესობა, ძველი თამაშების ყურებით "იკლავს მუღამს", ისტორიულად კი არაერთი ისეთი თამაში ყოფილა, რომელსაც შეგვიძლია 10-ჯერ და 100-ჯერ ვუყუროთ. შეიძლება, ამ ძველი მატჩის ანგარიში იცოდე, ყველა პერიპეტია ზეპირად გახსოვდეს და მაინც მომავალ მატჩზე კარგი საყურებელი თამაში იყოს.

უფეხბურთობა...ანუ რა გვასწავლა გასულმა ერთმა თვემ?

"კორონავირუსის შემდეგ, ფეხბურთი სხვანაირი გახდება" - ასეთი ორაზროვანი განცხადება გააკეთა ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ. რა იგულისხმა ამაში ინფანტინომ? - დადებით კონტექსტში თქვა, თუ უარყოფითში?

ბევრი ამ განცხადებას ისე აღიქვამს, რომ ინფანტინომ თქვა, თითქოს ფეხბურთი უფრო ცუდი საყურებელი გახდებაო. არადა, პირიქით მგონია. ახლა უფეხბურთობას ყველაზე მეტად სწორედ ფეხბურთელები განიცდიან, სხედან სახლში, ტუალეტის ქაღალდებს კენწლავენ და ელოდებიან სიტუაციის გამოსწორებას. სეზონის განახლების შემდეგ კი ისინი თამაშმოწყურებულები გამოვლენ, ათმაგი მოტივაციით ითამაშებენ და ფეხბურთი უფრო საინტერესო გახდება. ტრიბუნას გულშემატკივარიც არ მოაკლდება.

უფეხბურთობა...ანუ რა გვასწავლა გასულმა ერთმა თვემ?

კორონავირუსმა ქართულ ფეხბურთსაც ავნო. დღეს, საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას უნდა ვზეიმობდეთ, მაგრამ ეს ზეიმი ცოტა ხნით გადაიდო... ერთი თვის წინ, ვფიქრობდით, რომ ქართული სტადიონი დიდი საფეხბურთო ზეიმის მიზეზით აუცილებლად გაივსებოდა და ბელარუსს ერთად დავამარცხებდით, ერთი თვის თავზე კი სტადიონი აღდგომის წირვის ჩასატარებლად ემზადება.

ბელარუსი ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ჩემპიონატი მიმდინარეობს. ფეხბურთელებს ურჩევნიათ, უსაფრთხოების მიზნით სეზონი გაჩერდეს, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტი სხვა აზრზეა. არადა, კორონავირუსი იქაც გავრცელებულია. ეს, ერთის მხრივ, საინტერესოცაა, რადგან ბელარუსში, რამდენიმე თვის შემდეგ შექმნილი მდგომარეობა იქნება იმის მიახლოებითი საზომი, თუ რა მოხდებოდა, ფეხბურთი ჩვენთანაც რომ არ შეჩერებულიყო.

უფეხბურთობა...ანუ რა გვასწავლა გასულმა ერთმა თვემ?

ერთსაც დავამატებთ - წლებია, სტერეოტიპად ჩამოყალიბდა თქმულება, რომლის თანახმადაც ქართველი ფეხბურთელები და სხვა სპორტსმენები ზარმაცები არიან, არ ვარჯიშობენ და გაუნათლებლები არიან. კარანტინმა კი ეს სტერეოტიპი საბოლოოდ ჩაცხრილა. გვაქვს საშუალება, სოციალური ქსელებით ჩვენი ქვეყნის ფეხბურთელების ყოველდღიურ, იზოლირებულ ცხოვრებას მივადევნოთ თვალი. მიუხედავად იმისა, რომ სეზონი გაჩერებულია და თამაშები არაა, ისინი მაინც აქტიური ვარჯიშითა და წიგნების კითხვით არიან დაკავებულნი და მათაც ერთი სული აქვთ, როდის შეაბიჯებენ ფეხს მწვანე ბალახზე. კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ახლა ყველაფერი უმნიშვნელოა და მთავარია, მსოფლიოში არსებული ცუდი ვითარება მალე შეიცვალოს. უფეხბურთობასაც ავიტანთ... #დარჩისახლში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სჯობს გვიან, ვიდრე რეალივით! ბარსელონამ კორნელიას ეტაპი ექსტრა-ტაიმში დაძლია [VIDEO]

„ბარსელონამ“ კოპა დელ რეის 1/16-ფინალში „კორნელია“ გაჭირვებით, დამატებით დროში, 2:0 დაამარცხა.

დღეს, 02:30

მეკარის მიერ გატანილმა პენალტმა ეიბარი მარცხისგან ვერ იხსნა - სუარესის დუბლი! [VIDEO]

ლა ლიგის მე-19 ტურში „ატლეტიკომ“ სტუმრად „ეიბარს“ 2:1 მოუგო.

დღეს, 02:21

VIDEO: ბარსელონამ სათასო შეხვედრაში ორი თერთმეტმეტრიანი გააფუჭა

სათასო მატჩში „ბარსელონამ" ორი თერთმეტმეტრიანი გააცუდა.

დღეს, 02:12

დიდებული სერიის დასასრული: როდის ჰქონდა ლივერპულს ბოლოს ენფილდზე წაგება?

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ლივერპული" "ბარნლის" დაუპირისპირდა და 0:1 წააგო.

დღეს, 01:54

მორიგი მარცხი: ლივერპულმა ზედიზედ მე-5 მატჩი ვერ მოიგო [VIDEO]

პრემიერ ლიგაში გამართული მატჩი "ლივერპულსა" და "ბარნლის" შორის, სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.

დღეს, 01:52

როდის ჰქონდა ბოლოს ლა ლიგაში მეკარეს გოლი გატანილი?

ესპანეთის ჩემპიონატში "ეიბარი" "ატლეტიკოს" მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ 1:1-ია.

დღეს, 01:30

რუნი: "მანჩესტერს ჰყავს 3 ისეთი ფეხბურთელი, რომელთაც პრემიერ ლიგის მოგება შეუძლიათ"

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი უიენ რუნი ამბობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგის მოგება შეუძლია.

დღეს, 01:25

მანჯუკიჩი: "მზად რომ არ ვიყო, დავჯდებოდი და სახლში ტელევიზორს ვუყურებდი"

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ხორვატი ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი კარიერას "მილანში" გააგრძელებს.

დღეს, 01:19

სანე: "მეგონა, ყურზე გვარდიოლა მეჯდა და მეუბნებოდა, როდის რა გამეკთებინა"

მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერ სიტიში" სანეს დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა, გერმანელი შემტევი გვარდიოლას მაინც აქებს.

დღეს, 01:16

პოგბამ კავანი შეაქო: "მისი დონის არავინ არ არის"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა ამავე გუნდის შემტევს ედინსონ კავანის აქებს.

დღეს, 01:10

უჩვეულო ფაქტი ლა ლიგაში: ატლეტიკოს გოლი მეკარემ გაუტანა [VIDEO]

ლა ლიგაში მიმდინარეობს საინტერესო მატჩი "ეიბარსა" და "ატლეტიკოს" შორის, სადაც მასპინძლები 1:0 იგებენ.

დღეს, 01:03

დავითაშვილის გოლი და არაბიძის დებიუტი ახალ გუნდში [VIDEO]

დღეს გაიმართა ამხანაგური შეხვედრა "როტორსა" და "იაგელონიას" შორის, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.

დღეს, 00:58

ვინ შეცვლის ლამპარდს? - ჩელსიმ ზაფხულისთვის მთავარი კანდიდატი შეარჩია

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა "არისტოკრატთა" ხელმძღვანელობის ნდობა დაკარგა.

გუშინ, 23:32

"შეგეძლო ჩემთვის რამდენიმე გოლი არ გაგეტანა!", - ბუფონმა რონალდუს ხუმრობით მიულოცა

"იუვენტუსის" გოლკიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა კრიშტიანუ რონალდუს ახალი რეკორდი მიულოცა.

გუშინ, 23:25

სენსაციური მარცხის შემდეგ, რეალის ფეხბურთელები ზიდანის საქციელმა გააკვირვა

ესპანეთის თასზე სენსაციური მარცხის შემდეგ, "რეალმა" დღეს დილით პირველი ვარჯიში გამართა.

გუშინ, 23:14

სუპერლიგის ფორმატის დეტალები - ახალ ტურნირში პრემიერ ლიგის 6 კლუბს ვიხილავთ

ევროპის სუპერლიგაში პრემიერ ლიგის 6 კლუბის ჩართვას გეგმავენ, იტყობინება ბრიტანული გამოცემა The Times.

გუშინ, 23:02

"რეალი ზიდანს სეზონის ბოლომდე არ გაუშვებს", - MARCA-ს ჟურნალისტმა მიზეზები განმარტა

"რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი კლუბში რჩება, მიუხედავად სენსაციური მარცხისა.

გუშინ, 22:51

"ვფიქრობ, მისთვის ეს კარგი ვარიანტია", - რივალდომ მესის კლუბი ურჩია?

"ბარსელონას" ექს-თავდამსხმელმა, რივალდომ ფორვარდ ლიონელ მესის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

გუშინ, 22:41

ედეგორი პრემიერ ლიგის გრანდს უფრო და უფრო უახლოვდება - Sky Sports

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი, მარტინ ოდეგორი პრემიერ ლიგაში გადასვლას უახლოვდება.

გუშინ, 22:27

მოულოდნელი არჩევანი - ვისი ხილვა სურს პერესს ზიდანის შემცვლელად?

არ არის გამორიცხული, "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი დაკავებული პოსტიდან დაითხოვონ.

გუშინ, 22:22

რუნი: "მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერ ლიგას ამ სეზონშივე მოიგებს"

"მანჩესტერის" ექს-თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ გუნდის ჩემპიონობის შანსებზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

გუშინ, 22:15

"ტიტულისგან ჯერ კიდევ შორს ვართ", - პოგბამ ჩემპიონობის შანსები შეაფასა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ გამარჯვების შემდეგ ჩემპიონობის შანსები შეაფასა.

გუშინ, 22:08

"ოფიციალურ მატჩებში ბიცანმა 821 გოლი გაიტანა", - რონალდუს ისტორიულ რეკორდს აპროტესტებენ

ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციამ "იუვენტუსის" ფორვარდის, კრიშტიანუ რონალდუს ახალი მიღწევა გააპროტესტა.

გუშინ, 21:37

როტორში მე-6 ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს

დღეს დადასტურებული ინფორმაციით, რუსულმა "როტორმა" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი დაიმატა.

გუშინ, 21:15

რონალდუ ხავის გაუთანაბრდა - 10 ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი ისტორიაში

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ გუნდს იტალიის სუპერთასის მოგებაში დაეხმარა.

გუშინ, 21:08

ვინ შეცვლის ლამპარდს? - ჩელსიში მუშაობით ორი ტოპ-მწვრთნელია დაინტერესებული

არ არის გამორიცხული, "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ფრენკ ლამპარდი დაკავებული პოსტიდან დაითხოვონ.

გუშინ, 21:02

"შემიძლია გითხრათ, მე რა დამემართა მადრიდში", - სებალოსმა რეალის ფეხბურთელს წასვლა ურჩია

"რეალის" საკუთრებაში მყოფმა "არსენალის" ნახევარმცველმა, დანი სებალოსმა მარტინ ედეგორს რჩევა მისცა.

გუშინ, 20:53

"ამჟამად რთული სიტუაციაა", - რუნი შესაძლო გათავისუფლებას ეხმაურება

"დერბი ქაუნთის" მთავარმა მწვრთნელმა, უეინ რუნიმ კლუბიდან შესაძლო წასვლაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:42

მანჯუკიჩი: "მე და ზლატანი ექსპერტები ვართ, ძალიან ბედნიერი ვარ მილანში ყოფნით"

"მილანის" ფორვარდმა, მარიო მანჯუკიჩმა პრესკონფერენციაზე იტალიურ გრანდში გადასვლაზე ისაუბრა.

გუშინ, 20:34

სერია ა-მ პრემიერ ლიგას ლიდერობა წაართვა - 2020 წლის TOP 10 ლიგა IFHHS-ს ვერსიით

IFFHS-მ 2020 წლის საუკეთესო ჩემპიონატების სია შეადგინა - პირველი ადგილი სერია ა-მ დაიკავა.

გუშინ, 20:22
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10