ავტორიზაცია

სონ ჰინ მინმა ჯარი წარჩინებით დაამთავრა [ფოტოები]

სონ ჰინ მინმა ჯარი წარჩინებით დაამთავრა [ფოტოები]
თარიღი 08 May 2020, 20:22
ფეხბურთელი სულ მალე ლონდონში დაბრუნდება.

„ტოტენჰემის“ შემტევმა, სონ ჰინ მინმა, სამშობლოში, სამხრეთ კორეაში ჯარის სავალდებულო შეკრება მოითავა.

Sky Sports-ის ინფორმაციით, სონი 157 მსახურთა შორის, ხუთ საუკეთესოთა შორის მოხვდა. ყველაზე მაღალი შეფასება ფეხბურთელმა სროლის დისციპლინაში მიიღო.

ამჟამინდელი სამკვირიანი შეკრება, სონისთვის სავალდებულო იყო. 2023 წლამდე, ფეხბურთელი ვალდებული იქნება, გარკვეული საზოგადოებრივი სამუშაოც შეასრულოს.

სონ ჰინ მინმა ჯარი წარჩინებით დაამთავრა
სონ ჰინ მინმა ჯარი წარჩინებით დაამთავრა