» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

პორტუგალიელი ლეგიონერი თავისი ქვეყნის მდგომარეობასა და საქართველოში ცხოვრებაზე


პორტუგალიელი ლეგიონერი თავისი ქვეყნის მდგომარეობასა და საქართველოში ცხოვრებაზე

ცნობილმა გავლენიანმა გამოცემამ "ZeroZero" "სამტრედიას" პორტუგალიელ ფეხბურთელთან რიკარდო ფერეირასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

რით ხარ დაკავებული კარანტინის დროს?

საქართველოში უკვე ერთ თვეზე მეტია ვიმყოფები. ვცდილობ, კარანტინის დროს ფორმა შევინარჩუნო. დილით ვდგები, ვვარჯიშობ და სერიალებს ვუყურებ. შუადღეზე კვლავ ვვარჯიშობ, რის შემდეგაც ვსაუზმობ და ვიდეო-ზარით ოჯახის წევრებს ვესაუბრები. საღამოს ფილმებს ვუყურებ და ველოდები, როდის მოვა ძილის დრო.

რა მითითებები მოგცა კლუბმა?

საქართველოს ჩემპიონატი მარტში დაიწყო და ორი ტურის ჩატარება მოვასწარით. თავიდან, ჩემპიონატი რამდენიმე კვირით გადაიდო, შემდეგ კი გადაწყვეტილება შეიცვალა და ჯერჯერობით, განახლების დრო უცნობია. კლუბმა მოგვცა სავარჯიშო გეგმა, რომელსაც ბოლომდე მივყვები.

დიდი ხნით სახლში ყოფნა რთულია?

ძალან რთულია. არ მახსენდება, ასეთი რთული პერიოდი როდის მქონდა. წარმოიდგინეთ, 18 საათს ჯდომაში ან წოლაში ვატარებთ.

რით ერთობი? (წიგნები, ფილმები, სერიალები)

ვტკბები ვარჯიშით და ვუყურებ "ნეთფლიქსს"

სხვა ფეხბურთელებთან გაქვს კონტაქტი?

დიახ, საერთო ჯგუფი გვაქვს, სადაც ხშირად განვიხილავთ საქართველოში არსებულ ვითარებას და ვსაუბრობთ ჩემპიონატის შესაძლო განახლებაზე.

პორტუგალიაში მიმდინარე მოვლენებს ადევნებ თვალს?

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი რთულია, რადგან ახალგაზრდა ვარ, საზღვარგარეთ პირველად მიწევს ცხოვრება და მარტო ვარ, თუმცა ჩემი გული პორტუგალიაშია. ვხედავ, რომ იქ ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს, რაზეც ვწუხვარ. ვერაფერს ვიზამ, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნო.

როგორი სიტუაციაა საქართველოში?

2 კვირის წინ, საქართველოში მკაცრი ზომები მიიღეს. საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათია. ბევრ ადამიანთან კონტაქტი არ შეგვიძლია - მაქსიმუმ 3. თითქმის ყველა მაღაზია დაკეტილია. სასურსათო მაღაზიაში შესვლისას კი ხელთათმანს გაძლევენ და სადეზინფექციო ხსნარს გასხამენ. საქართველოში არსებული ვითარება არაფერია იმასთან შედარებით, რაც პორტუგალიაში ხდება.

ადვილია თუ არა ფორმის შენარჩუნება?

მიზნის გარეშე, მოტივაციის პოვნა რთულია. ვვარჯიშობთ, თუმცა არ ვიცით, როდის განახლდება სეზონი. შესაძლოა, ეს ერთ თვეში, ან ორ თვეში მოხდეს - არ ვიცი. თუმცა პროფესიონალები ვართ და ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ - ვივარჯიშოთ, ვიყოთ ფორმაში და დავიცვათ რეჟიმი და დიეტა.

როცა ეს ყველაფერი დასრულდება, რას გააკეთებ პირველად?

შანსი რომ მქონდეს, პორტუგალიაში ოჯახთან წავიდოდი, მათთან ვისადილებდი, გარეთ გავიდოდი და ამბებს მოვუყვებოდი. ჩემი თავის გათავისუფლება მსურს, სახლში ყოფნა ძალიან რთულია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

VIDEO: ივან რაკიტიჩის შედევრი ვალენსიას კარში

ივან რაკიტიჩმა კოპა დელ რეიზე „ვალენსიას“ ულამაზესი გოლი გაუტანა.

დღეს, 23:49

ტუხელის პირველივე მატჩში, ჩელსიმ საკლუბო რეკორდი დაამყარა

ლონდონში, „სტემფორდ ბრიჯზე“, „ჩელსი“ პრემიერ ლიგის მე-20 ტურში „ვულვზს“ მასპინძლობს.

დღეს, 23:47

არანაკლებად რთული სიტუაცია! ბარსას მსგავსად, რეალის ვალიც მილიარდს უახლოვდება

კორონავირუსით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა, ბევრ სპორტულ ორგანიზაციაზე იქონია გავლენა, მათ შორის - „რეალსა“ და „ბარსელონაზეც“.

დღეს, 23:44

პოგბა: "ზლატანს ზედმეტად ვუყვარვარ და რასისტი ვერ იქნება"

როგორც იცით, გუშინ, დერბი დელა მადონინაში რომელუ ლუკაკუსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს შორის კონფლიქტი მოხდა.

დღეს, 23:35

ბოლო ათწლეულის სიმბოლური თერთმეტეული დასახელდა - მასში ვან დეიკი მოხვდა

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ბოლო ათწლეულის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა.

დღეს, 23:31

ტორპედო 14-მა ფეხბურთელმა დატოვა

კლუბის ოფიციალური გვერდის ცნობით, ქუთაისის "ტორპედო" ერთბაშად 14-მა ფეხბურთელმა დატოვა.

დღეს, 23:28

ეროვნული ლიგა ერთ თვეში იწყება - კალენდარი ცნობილია

ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი 27 თებერვალს განახლდება.

დღეს, 23:18

უნგრული ტრანსფერი ჩაიშალა: ლოკომოტივმა კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა

რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, რომ გაგი მარგველაშვილი უნგრულ "მეზოკოვეშდში" გადავიდა.

დღეს, 23:13

ბარსელონამ ჩელსის მცველს დაუმიზნა

Mundo Deportivo-ს თანახმად, "ბარსელონა" ეძებს მარცხენა მცველს, რომელიც იქნება ხორდი ალბას პოტენციური დუბლიორი.

დღეს, 23:06

მოურინიო: "ვინ შეცვლის ლივერპულისთვის ვან დეიკს?"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ვირჯილ ვან დეიკის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 22:59

დი მარიას სამი სერიოზული მსურველი ჰყავს

L’Equipe-ის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენის" შემტევს, ანხელ დი მარიას სატრანსფერო ბაზარზე სამი სერიოზული მსურველი

დღეს, 21:58

"მანჩესტერი ფსიქოლოგიურად უფრო ძლიერი გახდა", - პოგბა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ თავისი გუნდის შესახებ საინტერესო განცხადება

დღეს, 21:31

"ლუკაკუ - ინტერის რონალდუა ან საერთოდაც მეტი", - მილანელთა ექს-ფეხბურთელი

"ინტერის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, პაოლო ტრამეცანიმ ერთმანეთს კრიშტიანუ რონალდუ და რომელუ ლუკაკუ შეადარა:

დღეს, 20:49

"25 მილიონი ნაპოლისგან? კარგი ფასია!", - რუბინის დირექტორი კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის შესახებ

ყაზანის "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 20:42

"არ მსურს პოგბას სხვა გუნდში ხილვა", - ბერბატოვი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა, პოლ პოგბას შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება

დღეს, 20:34

მოურინიო: "ბეილმა უფრო მეტად უნდა მოინდომოს"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ისაუბრა თავისი ერთ-ერთი შეგირდის, გარეტ ბეილის შესახებ:

დღეს, 20:24

"არაა გამორიცხული, ნაკრები დროებითმა მწვრთნელმა ჩაიბაროს", - მუჯირი

პირველი არხთან ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის

დღეს, 20:19

ვან დე ბეკის მომავალი გაირკვა - The Athletic

The Athletic-ის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური ნახევარმცველის, დონი ვან დე ბეკის მომავალი გაირკვა.

დღეს, 20:13

რამდენად რეალურია ჰოლანდის ტრანსფერი?

Marca-ს თანახმად, დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის მომავალი 2022 წლის ზაფხულამდე გარკვეულია.

დღეს, 19:56

"იუვენტუსამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია", - კონტე

"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ "იუვენტუსის" წინააღმდეგ მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვება შეაფასა:

დღეს, 19:49

"არსენალი ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება", - ოზილი

"ფენერბაჰჩეს" ახალწვეულმა შემტევმა ნახევარმცველმა, მესუთ ოზილმა ისაუბრა თავისი ყოფილი კლუბის, ლონდონის "არსენალის"

დღეს, 19:41

ლინგარდი ახალ გუნდს უახლოვდება

Goal.com-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევისთვის, ჯესი ლინგარდისთვის ბრძოლაში ფავორიტი არის არა "ტოტენჰემი

დღეს, 19:34

ბრუნო: "ვან დე ბეკი მანჩესტერის მომავალი ლიდერია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა ისაუბრა თავისი თანაგუნდელის, დონი ვან დე ბეკის შესახებ:

დღეს, 19:26

"ვცდილობ მანჩესტერის ლიდერი ვიყო", - დე ხეა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარემ, დავიდ დე ხეამ თავისი გუნდის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 19:18

"სუარესი ახლა სიცილისგან კვდება", - ბერბატოვმა ბარსელონა გააკრიტიკა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა "ატლეტიკოს" ფორვარდი, ლუის სუარესი შეაქო.

დღეს, 19:11

იბრაჰიმოვიჩის პირველი კომენტარი ლუკაკუსთან შეტაკების შემდეგ

"მილანის" ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანურ დერბიში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

დღეს, 19:01

ჭორი აღმოჩნდა - მესის ოჯახთან ერთად ფრანგული ენის სწავლა არ დაუწყია

"ბარსელონას" ფორვარდს, ლიონელ მესის ოჯახთან ერთად ფრანგული ენის სწავლა არ დაუწყია.

დღეს, 18:54

"ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა", - კლოპი ლამპარდის გათავისუფლებას გამოეხმაურა

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ფრენკ ლამპარდის გათავისუფლებაზე ისაუბრა.

დღეს, 18:36

შეთანხმება მიღწეულია, მოდრიჩის მომავალი გაირკვა - ფაბრიციო რომანო

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის, ლუკა მოდრიჩის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

დღეს, 18:28

ისტორიული რეკორდის მოლოდინში - ბუფონი კარიერის დასრულებას არ აპირებს?

"იუვენტუსის" გოლკიპერი, ჯანლუიჯი ბუფონი კონტრაქტს გაახანგრძლივებს, წერს იტალიელი ჟურნალისტი.

დღეს, 18:23
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10