» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

იტალიური ლივერპული - რომა ჩაშლილ პროექტს ჩაკვეტაძის ტრანსფერით უბრუნდება?


იტალიური ლივერპული - რომა ჩაშლილ პროექტს ჩაკვეტაძის ტრანსფერით უბრუნდება?

ყველას გვახსოვს 2017-2018 წლის სეზონის "რომა" - ეპოქალური ქამბექი "ბარსელონასთან" და 13-გოლიანი თრილერი "ლივერპულთან". ბევრს ეგონა, რომ კატალონიელებთან 3:0 იყო უბრალოდ შემთხვევითობა, მაგრამ მერსისაიდელებთან 4:2-ით, "მგლებმა" სკეპტიკოსები დაადუმეს.

"ჯალოროსის" "წითლების" კარში ერთი ბურთიც რომ გაეტანა, შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდოდა, იქ კი მხოლოდ ღმერთმა იცის, თუ რა მოხდებოდა. მოკლედ, საკმაოდ დიდი იყო იმის ალბათობა, რომ მადრიდის "რეალის" მეტოქეები ფინალში ყოფილიყვნენ "წითელ-ყვითლები" და არა "სკაუზერები".

იტალიური ლივერპული - რომა ჩაშლილ პროექტს ჩაკვეტაძის ტრანსფერით უბრუნდება?

ბევრს ავიწყდება კიდევ ერთი ფაქტი - "გლადიატორები" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდნენ, ეს კი იმის გათვალისწინებით, რომ ჯგუფში მათი კონკურენტები იყვნენ მადრიდის "ატლეტიკო" და ლონდონის "ჩელსი". დიახ, მარადიული ქალაქის მკვიდრებმა "ინდიელები" ევროპა ლიგაზე გაუშვეს.

ერთი სიტყვით, "სტადიო ოლიმპიკომ" 2017-2018 წლის ჩემპიონთა ლიგას არაერთი სენსაცია აჩუქა. ისტორიულ შედეგს მიაღწია თავად ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმაც, რომელმაც პირველად 1984 წლის შემდეგ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 1/2 ფინალს მიაღწია.

იტალიური ლივერპული - რომა ჩაშლილ პროექტს ჩაკვეტაძის ტრანსფერით უბრუნდება?

ბევრს ეგონა, "რომა" ტრიუმფალურ სვლას მომავალ სეზონშიც გააგრძელებდა და "ტოტენჰემივით" ან თუნდაც ამსტერდამის "აიაქსივით" იხმაურებდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. "მგლები" 1/8 ფინალში გამოვარდნენ "პორტოსთან", მართალია მსაჯის უდიდესი ძალისხმევით, თუმცა მაინც ხომ გამოვარდნენ.

გუნდი, რომელიც ამარცხებს "ბლაუგრანასა" და იურგენ კლოპის ბანდას, "დრაკონებს" მარტივად უნდა უსწორდებოდეს. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, "ჯალოროსი" ჩემპიონთა ლიგაზე საერთოდ არ არის, რადგან სერია ა-ში დაკავებული მე-6 ადგილი, მხოლოდ ევროპა ლიგის საგზურს იძლევა.

იტალიური ლივერპული - რომა ჩაშლილ პროექტს ჩაკვეტაძის ტრანსფერით უბრუნდება?

სამწუხაროდ, "წითელ-ყვითლები" დაუბრუნდნენ ძველ ამპლუას - არასტაბილური, ევროთასების მხოლოდ საგზურის მაძიებელი გუნდი, რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია წაგება. ისმის კითხვა: რამ განაპირობა "გლადიატორების" ასეთი სწრაფი დაღმასვლა?

მარადიული ქალაქი, რომელსაც უწოდებდნენ იტალიურ "ენფილდს", დაინგრა 2018 წლის ზაფხულის კოშმარული სატრანსფერო კამპანიის შემდეგ. "ოლიმპიკოზე" საერთო ჯამში გამოიმუშავეს 150 მილიონ ევრომდე, თანაც ისეთი მოთამაშეების გაყიდვით, რომელთა ჩანაცვლება მარტივად შეიძლებოდა.

იტალიური ლივერპული - რომა ჩაშლილ პროექტს ჩაკვეტაძის ტრანსფერით უბრუნდება?

თავად განსაჯეთ - ალისონ ბეკერის ტრანსფერი "ლივერპულს" დაუჯდა 72.5 მილიონი. ალბათ დაგვეთანხმებით, მეკარის სანაცვლოდ ამხელა თანხის მიღება, ნამდვილი მისწრებაა, რადგან აღნიშნულ პოზიციაზე კარგი მოთამაშის პოვნა არც ისე რთულია, იგივე შუახაზსა და შეტევასთან შედარებით.

ამის გარდა, დი ფრანჩესკოს გუნდმა რაჯა ნაინგოლანისა და კევინ სტროტმანის სანაცვლოდ თითქმის 70 მილიონი მიიღო. დიახ, ბელგიელი და ჰოლანდიელი "რომას" საკულტო მოთამაშეები იყვნენ, მაგრამ ტრავმატულები და თანაც უკვე არც ისე ახალგაზრდები.

იტალიური ლივერპული - რომა ჩაშლილ პროექტს ჩაკვეტაძის ტრანსფერით უბრუნდება?

ერთი სიტყვით, "ჯალოროსიმ" ისინი იდეალურ დროს გაასხვისა და ამასთან ერთად, "ნინძას" სანაცვლოდ ნიკოლო ძანიოლოც მიიღო. ისმის კიდევ ერთი კითხვა: სად არის აღნიშნული 3-ეულის შემცვლელთა რაზმი და საერთოდაც, რაში დაიხარჯა 150 მილიონი? პასუხი არ გვაქვს.

"მგლებში" მოვიდა საეჭვო ხარისხის რამდენიმე ფეხბურთელი და აღნიშნული თანხა სწორედ მათზე წავიდა. "წითელ-ყვითლების" იმდროინდელმა სპორტულმა დირექტორმა, რამონ მონჩიმ კურსი შეცვალა და ხარისხს არჩია რაოდენობა. საუბარია სელექციონერზე, რომელიც "გლადიატორებისგან" მერსისაიდელებს ჰქმნიდა.

იტალიური ლივერპული - რომა ჩაშლილ პროექტს ჩაკვეტაძის ტრანსფერით უბრუნდება?

ესპანელმა უაზროდ გაფლანგა ფული და ეს შეცდომა მას მარადიული ქალაქიდან აბარგებად დაუჯდა. რაც შეეხება "წითლებთან" მსგავსებას, საიდან გაჩნდა ეს პარალელი? ევროპული პრესა "სკაუზერებსა" და "ოლიმპიკოს" მკვიდრებს ორი წლის მანძილზე აკავშირებდა.

არსებობდა მოსაზრება, რომ კლოპის გუნდსა და "რომას" ერთი და იგივე ჰოლდინგი მართავდა. თეორია ეფუძნებოდა შემდეგ დებულებებს - მეგობრული ურთიერთობა სატრანსფერო ბაზარზე, რაც მოჰამედ სალაჰისა და ალისონ ბეკერის გარიგებების სიმარტივით იყო განპირობებული.

იტალიური ლივერპული - რომა ჩაშლილ პროექტს ჩაკვეტაძის ტრანსფერით უბრუნდება?

ამის გარდა, "ენფილდიდან" "ჯალოროსიში" გადავიდა სოციალური მედიის განყოფილების უფროსი, პოლ როჯერსი. რეალურად, "მგლები" "ლივერპულის" იტალიური ვერსია სულაც არ აღმოჩნდნენ. ზემოთხსენებული ვარიანტები ოფიციალურად არასდროს დამტკიცებულა.

რაც შეეხება ეგვიპტელისა და ბრაზილიელის ტრანსფერებს, მერსისაიდელებმა "წითელ-ყვითლებს" უბრალოდ ყველაზე ოპტიმალური პირობები წაუყენეს. მარკეტოლოგის ერთი კლუბიდან მეორეში გადასვლით კი თანამედროვე სამყაროში ვერავის გააკვირვებ.

იტალიური ლივერპული - რომა ჩაშლილ პროექტს ჩაკვეტაძის ტრანსფერით უბრუნდება?

"წითლები" დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდნენ, "გლადიატორები" კი ევროპა ლიგის დონემდე დაეშვნენ. იტალიური პრესა წერს, რომ მარადიულ ქალაქში დასკვნები უკვე გამოიტანეს და უახლოეს მომავალში კლუბის აღორძინების კიდევ ერთი გეგმა შემუშავდება.

"სტადიო ოლიმპიკოს" ბინადრები ჩემპიონთა ლიგის პლეო-ოფში ხმაურიანად შეჭრას, გააზრებული სატრანსფერო პოლიტიკით გეგმავენ. პაულო ფონსეკას სკაუტები ახალგაზრდა და ნიჭიერ მოთამაშეებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებენ, ერთი ასეთი უკვე ნაპოვნია.

იტალიური ლივერპული - რომა ჩაშლილ პროექტს ჩაკვეტაძის ტრანსფერით უბრუნდება?

საუბარია გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ, რომელიც "რომას" სატრანსფერო სიაში ჯერ კიდევ ერთა ლიგის ჯგფური ეტაპის მიმდინარეობისას მოხვდა. ბევრს ეს შეიძლება ისევ ჭორი ეგონოს, მაგრამ "მგლების" მხრიდან ქართველის მიმართ დაინტერესების შესახებ ავტორიტეტული იტალიური წყაროები წერენ.

"გენტის" შემტევის გადმობირებამდე, "ჯალოროსი" ჯერ წმენდას გეგმავს. "წითელ-ყვითლებს" უდიდესი ალბათობით დატოვებენ ჰენრიხ მხითარიანი, დიეგო პეროტი და ჯენგიზ უნდერი. შეიძლება ითქვას, პოზიციურად, ჩვენი თანამემამულის პოტენციური კონკურენტები.

იტალიური ლივერპული - რომა ჩაშლილ პროექტს ჩაკვეტაძის ტრანსფერით უბრუნდება?

ამ ყველაფრის განხორციელების შემთხვევაში, ბელგიური კლუბის ათიანს "გლადიატორებში" ნომინალურად ეყოლება სამი კონკურენტი - ნიკოლო ძანიოლო, ჯასტინ კლუივერტი და კარლეს პერესი. მოკლედ, მარადიულ ქალაქში შეიქმნება იდეალური გარემო ახალგაზრდა მოთამაშეების ზრდისა და პროგრესირებისთვის.

ცხადია, 20-წლის ფლეიმეიქერის "სტადიო ოლიმპიკოზე" გადასვლა იქნებოდა ფანტასტიური მოვლენა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დიდი ხანია, რაც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები გრანდებში არ ყოფილან, ნამდვილად დროა. მოკლედ, ფონსეკა ჩაკვეტაძის ტრანსფერზე უკვე მუშაობს.

იტალიური ლივერპული - რომა ჩაშლილ პროექტს ჩაკვეტაძის ტრანსფერით უბრუნდება?

როგორ შეაფასებდით ჩაკვეტაძის შესაძლო ტრანსფერს რომაში?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სჯობს გვიან, ვიდრე რეალივით! ბარსელონამ კორნელიას ეტაპი ექსტრა-ტაიმში დაძლია [VIDEO]

„ბარსელონამ“ კოპა დელ რეის 1/16-ფინალში „კორნელია“ გაჭირვებით, დამატებით დროში, 2:0 დაამარცხა.

დღეს, 02:30

მეკარის მიერ გატანილმა პენალტმა ეიბარი მარცხისგან ვერ იხსნა - სუარესის დუბლი! [VIDEO]

ლა ლიგის მე-19 ტურში „ატლეტიკომ“ სტუმრად „ეიბარს“ 2:1 მოუგო.

დღეს, 02:21

VIDEO: ბარსელონამ სათასო შეხვედრაში ორი თერთმეტმეტრიანი გააფუჭა

სათასო მატჩში „ბარსელონამ" ორი თერთმეტმეტრიანი გააცუდა.

დღეს, 02:12

დიდებული სერიის დასასრული: როდის ჰქონდა ლივერპულს ბოლოს ენფილდზე წაგება?

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ლივერპული" "ბარნლის" დაუპირისპირდა და 0:1 წააგო.

დღეს, 01:54

მორიგი მარცხი: ლივერპულმა ზედიზედ მე-5 მატჩი ვერ მოიგო [VIDEO]

პრემიერ ლიგაში გამართული მატჩი "ლივერპულსა" და "ბარნლის" შორის, სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.

დღეს, 01:52

როდის ჰქონდა ბოლოს ლა ლიგაში მეკარეს გოლი გატანილი?

ესპანეთის ჩემპიონატში "ეიბარი" "ატლეტიკოს" მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ 1:1-ია.

დღეს, 01:30

რუნი: "მანჩესტერს ჰყავს 3 ისეთი ფეხბურთელი, რომელთაც პრემიერ ლიგის მოგება შეუძლიათ"

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი უიენ რუნი ამბობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგის მოგება შეუძლია.

დღეს, 01:25

მანჯუკიჩი: "მზად რომ არ ვიყო, დავჯდებოდი და სახლში ტელევიზორს ვუყურებდი"

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ხორვატი ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი კარიერას "მილანში" გააგრძელებს.

დღეს, 01:19

სანე: "მეგონა, ყურზე გვარდიოლა მეჯდა და მეუბნებოდა, როდის რა გამეკთებინა"

მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერ სიტიში" სანეს დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა, გერმანელი შემტევი გვარდიოლას მაინც აქებს.

დღეს, 01:16

პოგბამ კავანი შეაქო: "მისი დონის არავინ არ არის"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა ამავე გუნდის შემტევს ედინსონ კავანის აქებს.

დღეს, 01:10

უჩვეულო ფაქტი ლა ლიგაში: ატლეტიკოს გოლი მეკარემ გაუტანა [VIDEO]

ლა ლიგაში მიმდინარეობს საინტერესო მატჩი "ეიბარსა" და "ატლეტიკოს" შორის, სადაც მასპინძლები 1:0 იგებენ.

დღეს, 01:03

დავითაშვილის გოლი და არაბიძის დებიუტი ახალ გუნდში [VIDEO]

დღეს გაიმართა ამხანაგური შეხვედრა "როტორსა" და "იაგელონიას" შორის, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.

დღეს, 00:58

ვინ შეცვლის ლამპარდს? - ჩელსიმ ზაფხულისთვის მთავარი კანდიდატი შეარჩია

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა "არისტოკრატთა" ხელმძღვანელობის ნდობა დაკარგა.

გუშინ, 23:32

"შეგეძლო ჩემთვის რამდენიმე გოლი არ გაგეტანა!", - ბუფონმა რონალდუს ხუმრობით მიულოცა

"იუვენტუსის" გოლკიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა კრიშტიანუ რონალდუს ახალი რეკორდი მიულოცა.

გუშინ, 23:25

სენსაციური მარცხის შემდეგ, რეალის ფეხბურთელები ზიდანის საქციელმა გააკვირვა

ესპანეთის თასზე სენსაციური მარცხის შემდეგ, "რეალმა" დღეს დილით პირველი ვარჯიში გამართა.

გუშინ, 23:14

სუპერლიგის ფორმატის დეტალები - ახალ ტურნირში პრემიერ ლიგის 6 კლუბს ვიხილავთ

ევროპის სუპერლიგაში პრემიერ ლიგის 6 კლუბის ჩართვას გეგმავენ, იტყობინება ბრიტანული გამოცემა The Times.

გუშინ, 23:02

"რეალი ზიდანს სეზონის ბოლომდე არ გაუშვებს", - MARCA-ს ჟურნალისტმა მიზეზები განმარტა

"რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი კლუბში რჩება, მიუხედავად სენსაციური მარცხისა.

გუშინ, 22:51

"ვფიქრობ, მისთვის ეს კარგი ვარიანტია", - რივალდომ მესის კლუბი ურჩია?

"ბარსელონას" ექს-თავდამსხმელმა, რივალდომ ფორვარდ ლიონელ მესის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

გუშინ, 22:41

ედეგორი პრემიერ ლიგის გრანდს უფრო და უფრო უახლოვდება - Sky Sports

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი, მარტინ ოდეგორი პრემიერ ლიგაში გადასვლას უახლოვდება.

გუშინ, 22:27

მოულოდნელი არჩევანი - ვისი ხილვა სურს პერესს ზიდანის შემცვლელად?

არ არის გამორიცხული, "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი დაკავებული პოსტიდან დაითხოვონ.

გუშინ, 22:22

რუნი: "მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერ ლიგას ამ სეზონშივე მოიგებს"

"მანჩესტერის" ექს-თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ გუნდის ჩემპიონობის შანსებზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

გუშინ, 22:15

"ტიტულისგან ჯერ კიდევ შორს ვართ", - პოგბამ ჩემპიონობის შანსები შეაფასა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ გამარჯვების შემდეგ ჩემპიონობის შანსები შეაფასა.

გუშინ, 22:08

"ოფიციალურ მატჩებში ბიცანმა 821 გოლი გაიტანა", - რონალდუს ისტორიულ რეკორდს აპროტესტებენ

ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციამ "იუვენტუსის" ფორვარდის, კრიშტიანუ რონალდუს ახალი მიღწევა გააპროტესტა.

გუშინ, 21:37

როტორში მე-6 ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს

დღეს დადასტურებული ინფორმაციით, რუსულმა "როტორმა" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი დაიმატა.

გუშინ, 21:15

რონალდუ ხავის გაუთანაბრდა - 10 ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი ისტორიაში

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ გუნდს იტალიის სუპერთასის მოგებაში დაეხმარა.

გუშინ, 21:08

ვინ შეცვლის ლამპარდს? - ჩელსიში მუშაობით ორი ტოპ-მწვრთნელია დაინტერესებული

არ არის გამორიცხული, "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ფრენკ ლამპარდი დაკავებული პოსტიდან დაითხოვონ.

გუშინ, 21:02

"შემიძლია გითხრათ, მე რა დამემართა მადრიდში", - სებალოსმა რეალის ფეხბურთელს წასვლა ურჩია

"რეალის" საკუთრებაში მყოფმა "არსენალის" ნახევარმცველმა, დანი სებალოსმა მარტინ ედეგორს რჩევა მისცა.

გუშინ, 20:53

"ამჟამად რთული სიტუაციაა", - რუნი შესაძლო გათავისუფლებას ეხმაურება

"დერბი ქაუნთის" მთავარმა მწვრთნელმა, უეინ რუნიმ კლუბიდან შესაძლო წასვლაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:42

მანჯუკიჩი: "მე და ზლატანი ექსპერტები ვართ, ძალიან ბედნიერი ვარ მილანში ყოფნით"

"მილანის" ფორვარდმა, მარიო მანჯუკიჩმა პრესკონფერენციაზე იტალიურ გრანდში გადასვლაზე ისაუბრა.

გუშინ, 20:34

სერია ა-მ პრემიერ ლიგას ლიდერობა წაართვა - 2020 წლის TOP 10 ლიგა IFHHS-ს ვერსიით

IFFHS-მ 2020 წლის საუკეთესო ჩემპიონატების სია შეადგინა - პირველი ადგილი სერია ა-მ დაიკავა.

გუშინ, 20:22
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10