» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ქართველი, რომელიც ლეგენდების გარემოცვაში არ დაიჩრდილა - კალაძის თანაგუნდელებისგან შემდგარი გუნდი


ქართველი, რომელიც ლეგენდების გარემოცვაში არ დაიჩრდილა - კალაძის თანაგუნდელებისგან შემდგარი გუნდი

წარმოგიდგენთ კახა კალაძის თანაგუნდელებისგან შემდგარ გუნდს. საუბარია ფეხბურთელების შესახებ, რომლებიც ქართველის გვერდით თამაშობდნენ "მილანში", კიევის "დინამოში", თბილისის "დინამოსა" და "ჯენოაში". "როსონერის" ყოფილი მცველის მიმართებაში უნდა შევიტანოთ კორექტირება:

იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ პოზიციაზე ლეგენდების მხრიდან არის უბრალოდ გიჟური კონკურენცია, შემადგენლობის დაკომპლექტება ეროვნული ნაკრების მოთამაშეების გარეშე მოხდება. მოკლედ, ჩვენი თანამემამულის პარტნიორები საკლუბო ფეხბურთიდან და არა საერთაშორისოდან.

ქართველი, რომელიც ლეგენდების გარემოცვაში არ დაიჩრდილა - კალაძის თანაგუნდელებისგან შემდგარი გუნდი

მეკარე

"შავ-წითლების" ყოფილი ოთხიანის გუნდის კარს დაიცავს ნელსონ დიდა, რომელიც წლების განმავლობაში იდგა ლეგენდარული მცველების ზურგს უკან. ვინ იქნებოდა ბრაზილიელის დუბლიორი: ალექსანდრ შოვკოვსკი, კრისტიან აბიატი თუ სებასტიან ფრეი?

ვირჩევთ უკრაინელს, "თეთრ-ლურჯების" ეპოქალურ მეკარეს, რომელიც ევროპულ ფეხბურთში საკმაოდ დაუფასებელია. ერთი სიტყვით, კალაძის გუნდებში მაღალი დონის კიპერის დეფიციტი არასდროს შეინიშნებოდა. კარის ხაზი დაკომპლექტდა, გადავინაცვლოთ წინ.

ქართველი, რომელიც ლეგენდების გარემოცვაში არ დაიჩრდილა - კალაძის თანაგუნდელებისგან შემდგარი გუნდი

მცველები

აღნიშნულ გუნდში მთავარი შემმოქმედი პირი სწორედ ქართველია და აქედან გამომდინარე, ის ძირითადი შემადგენლობის წევრიც არის, თანაც საყვარელ პოზიციაზე. დიახ, კახა იდგება ცენტრში, მისი მეწყვილე კი ალესანდრო ნესტა იქნებოდა, ვაგრძელებთ!

ქართველი, რომელიც ლეგენდების გარემოცვაში არ დაიჩრდილა - კალაძის თანაგუნდელებისგან შემდგარი გუნდი

რაც შეეხება მის უდიდებულესობას, პაოლო მალდინის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლეგენდარულმა იტალიელმა ამ გუნდის მთავარ გმირს გაუცვალა პოზიცია და მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლა. მარჯვენა ფრთას კი არანაკლებ ლეგენდარული მარკოს კაფუ დაიკავებს.

ჩვენს თანამემამულესა და მის იტალიელ პარტნიორს ცენტრში ჩაანაცვლებდნენ იაპ სტამი და ტიაგო სილვა, ვინგბექების კონკურენტები კი ჯანლუკა ძამბროტა და რაფინია დე სოუზა იქნებოდნენ. სამწუხაროდ, ალესანდრო კოსტაკურტასთვის ადგილი ვერ მოიძებნა.

ქართველი, რომელიც ლეგენდების გარემოცვაში არ დაიჩრდილა - კალაძის თანაგუნდელებისგან შემდგარი გუნდი

ნახევარმცველები

აღნიშნულ პოზიციაზე საუბარია მხოლოდ ცენტრალურ ნახევარმცველებზე და არა შემტევებზე. შუახაზელთა სამეულს გაუძღვება ანდრეა პირლო, რომელსაც დაეხმარება კლარენს ზეედორფი და მადრიდის "რეალის" ლეგენდარული კაპიტანი, ფერნანდო რედონდო.

დიახ, არგენტინელის მიერ "ეშმაკების" შემადგენლობაში გატარებულმა პერიოდმა ჩაიარა შეუმჩნევლად, თუმცა ეს ფაქტი სულაც არ აუქმებს მის კავშირს ლომბარდიელთა ყოფილ 4-იანთან. ხსენებული ტრიოს კონკურენტები იქნებიან დემეტრიო ალბერტინი, დევიდ ბექჰემი და ჯენარო გატუზო.

ქართველი, რომელიც ლეგენდების გარემოცვაში არ დაიჩრდილა - კალაძის თანაგუნდელებისგან შემდგარი გუნდი

თავდამსხმელები

მომენტი, როდესაც ფლეიმეიქერიც შემტევებში გადის. რთული არჩევანია, რადგან ადგილი უნდა მოვუძებნოთ რონალდინიოს, რივალდოს, კაკასა და მანუელ რუი კოშტას. 10-იანის პოზიციაზე დავტოვებთ გაუჩოს, მისი შემცვლელი იქნება რიკი, ბორბა გადაინაცვლებს უშუალოდ ფორვარდებში, პორტუგალიელთან კი ბოდიში.

ქართველი, რომელიც ლეგენდების გარემოცვაში არ დაიჩრდილა - კალაძის თანაგუნდელებისგან შემდგარი გუნდი

"სან-სიროზე" ძალიან უყვართ ორსტრაიკერიანი ტაქტიკა, ამიტომ ინებეთ - რონალდო და ანდრეი შევჩენკო. როგორც უკვე ვთქვით, კიდევ ერთი თავდამსხმელი იქნება "ბარსელონას" ლეგენდა, ოთხეულს კი შეკრავს ინძაგი, კრესპო, ვიერი, ბირჰოფი, ტონიდან ერთ-ერთი.

იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ფორვარდები საერთო ჯამში ერთი დონის უმაღლესი კლასის პროფესიონალები არიან და საუბარია "მილანის" შესახებ, ხმა პიპოს. ოფსაიდის ზღვარზე მოთამაშე სტრაიკერი ზედმეტი არსად იქნება, მითუმეტეს ვარსკვლავურ "როსონერიში".

ქართველი, რომელიც ლეგენდების გარემოცვაში არ დაიჩრდილა - კალაძის თანაგუნდელებისგან შემდგარი გუნდი

მწვრთნელი

კალაძეს თავისი კარიერის განმავლობაში უმუშავია არაერთი გამორჩეული ტაქტიკოსის ხელმძღვანელობის ქვეშ, თუმცა რეალურად, როგორც ასეთი დიდებული, იყო ორი: კარლო ანჩელოტი და ვალერი ლობანოვსკი. იმის გათვალისწინებით, რომ "დინამო" იყო ტრამპლინი, "შავ-წითელი" ლეგიონი კი საფეხბურთო გზის საუკეთესო პერიოდი, ხმა იტალიელს.

ამასთან ერთად, ქართველმა "ეშმაკების" ყოფილ სპეციალისტთან ერთად ჩემპიონთა ლიგა ხომ ორჯერ მოიგო. ბევრის აზრით, კიეველი კახა თავის ლომბარდიელ ანალოგზე სახიფათო იყო, მაგრამ აპენინელის ხელში ის სერია ა-სა და ევროპის ელიტარულ მცველად იქცა.

ქართველი, რომელიც ლეგენდების გარემოცვაში არ დაიჩრდილა - კალაძის თანაგუნდელებისგან შემდგარი გუნდი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ზამორანო: "ბარსელონას ლაუტაროს ყიდვის ფული არ აქვს"

მილანის "ინტერის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ივან ზამორანომ ლაუტარო მარტინესის შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:20

"არსენალი განადგურების პირას იყო, ფული არაფერ შუაშია",- კოული ჩელსიში ტრანსფერის შესახებ

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მარცხენა მცველმა, ეშლი კოულმა ლონდონის "არსენალიდან" მეზობელ "ჩელსიში" ტრანსფერი გაიხსენა:

დღეს, 10:07

მაინცის ტვიტერი კლოპს: "გთხოვ, მოგვაშორე ის"

"მაინცის" ოფიციალურმა ტვიტერმა ირონიული ფორმით მიმართა თავის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს:

დღეს, 09:56

ინტერი დათმობაზე მიდის, იკარდის ტრანსფერი ახლოვდება

ნიკოლა სკირას ტვიტერის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი საბოლოოდ გაირკვა.

დღეს, 09:38

იგალო მანჩესტერს ტოვებს

Daily Mail-ის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ოდიონ იგალო უახლოეს პერიოდში ჩინეთში დაბრუნდება.

დღეს, 09:26

VIDEO: ზუსტად 15 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგა

ზუსტად 15 წლის წინ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგა.

დღეს, 04:26

რომელი მატჩით განახლდება ლა ლიგა? - პრეზიდენტი კომენტარს აკეთებს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლა ლიგის განახლება 8 ივნისიდან უკვე შესაძლებელი იქნება.

დღეს, 04:21

გიგსმა ერთმანეთს ვან გაალი და ფერგიუსონი შეადარა

ლეგენდარული ფეხბურთელი რაიან გიგსი ერთმანეთს სერ ალექს ფერგიუსონს და ლუი ვან გაალს ადარებს.

დღეს, 04:18

შვაინშტაიგერი გიოტცეს მომავალზე საუბრობს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მარიო გიოტცე "დორტმუნდს" დატოვებს.

დღეს, 04:14

ინძაგი ჩემპიონატის განახლებას ეხმაურება

თითქმის გადაწყვეტილია, რომ იტალიის ჩემპიონატის განახლებას ივნისის თვეში უნდა ველოდოთ.

დღეს, 04:11

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ხოჭოლავამ შახტარში ითამაშა

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ "შახტარში" ითამაშა.

დღეს, 04:08

რამდენი მილიონი აქვს გამომუშავებული ბასილაშვილს თავის კარიერაში?

გასაკვირი არაა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის სკანდალური ინფორმაცია უცხოურმა გავლენიანმა გამოცემებმა გაავრცელეს.

დღეს, 03:51

ბასილაშვილის მამა: "მან სასამართლოში ყალბი ვიდეოები წარადგინა"

ნიკოლოზ ბასილაშვილი მამა ნოდარ ბასილაშვილი "პრაიმთაიმთან" ინტერვიუში საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 03:47

შოთა არველაძე ბასილაშვილზე: "მხარდაჭერას ვუცხადებ"

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო დატრიალებულ ამბებს ეხმაურება.

დღეს, 03:25

ვერნერმა თავისი პირადი რეკორდი გააუმჯობესა

როგორც მოგეხსენებათ, "მაინცთან" შეხვედრაში "ლაიპციგის" თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა ჰეტ-ტრიკი გაიფორმა.

დღეს, 00:50

"ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, რადგან კლატენბურგი ხელს ვეღარ შეგვიშლის", - მადრიდის მერი

მადრიდის მერმა და "ატლეტიკოს" მხურვალე გულშემატკივარმა, ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდამ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 00:37

რა თანხას მიიღებენ რეალის მოთამაშეები ჯილდოს სახით ორი ტიტულის მოგების შემთხვევაში?

Marca-ს თანახმად, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგების შემთხვევაში სასიამოვნო ბონუსი ელოდებათ.

გუშინ, 23:59

"ფირმინოს ის ვერ ამოაგდებს", - ჰარგრივზი ლივერპულის პოტენციური ახალწვეულის შესახებ

ყოფილმა ინგლისელმა საყრდენმა ნახევარმცველმა, ოუენ ჰარგრივზმა ისაუბრა "ლივერპულის" პოტენციური შენაძენის,

გუშინ, 23:46

ლივერპული-ატლეტიკოს საპასუხო მატჩმა 41 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

Sunday Times-მა გამოიკვლია, თუ რა გავლენა მოახდინა "ლივერპულისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შეხვედრამ კორონავირუსის გავრცელებაზე.

გუშინ, 23:32

ბეკენბაუერი: "ბუნდესლიგა აღარ უნდა შეწყდეს"

მიუნხენის "ბაიერნის" ცოცხალმა ლეგენდამ, ფრანც ბეკენბაუერმა ბუნდესლიგის განახლების შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:15

"ის ბოლომდე ჩემი ერთადერთი შვილის დედად დარჩება" - ბასილაშვილი პირველ განცხადებას აკეთებს

დღევანდელ სკანდალთან დაკავშირებით, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს.

გუშინ, 22:56

"ჩელსის გასახდელში მე და აზარმა რეალში თამაშზე ვისაუბრეთ", - კურტუა

მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა, ტიბო კურტუამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:45

"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბარსელონაში გადადის", - ლაუტაროს ექს-კლუბის პრეზიდენტი

არგენტინული "რასინგის" პრეზიდენტის აზრით, ლაუტარო მარტინესი "ბარსელონაში" გადავა.

გუშინ, 22:36

"ფული ყოველთვის პირველ ადგილზე არ არის", - ინტერის ექს-დირექტორი მესის არშემდგარ ტრანსფერზე

"ინტერის" ყოფილმა ტექნიკურმა დირექტორმა, მარკო ბრანკამ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

გუშინ, 21:45

ბარსელონას ფეხბურთელი, რომლის ლაუტაროს ტრანსფერში ჩართვაზეც ინტერი თანახმაა

მოგეხსენებათ, "ბარსელონას" "ინტერის" თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის დამატება უნდა.

გუშინ, 21:35

მოურინიო: "მხოლოდ მოგების შემდეგ ვტირი, პირველად ეს 2009 წელს მოხდა"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:30

ლაუტარომ ინტერი უარით გაისტუმრა, ბარსელონაში ტრანსფერი ახლოვდება

"ინტერის" თავდამსხმელი, ლაუტარო მარტინესი მილანური კლუბიდან წასვლასთან ახლოსაა.

გუშინ, 20:49

იუვენტუსი მზადაა იგუაინი გაყიდოს და ფასიც დაადო

"იუვენტუსი" მზადაა ზაფხულში თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი გაყიდოს, წერენ იტალიურ პრესაში.

გუშინ, 20:42

ბოატენგი: "რონალდუ კერძო თვითმფრინავებს გვაჩვენებს და ქველმოქმედებაზე მილიონებს ხარჯავს"

"ბაიერნის" მცველმა, ჯერომ ბოატენგმა ბევრი პროფესიონალი ფეხბურთელის მდიდრულ ცხოვრებაზე ისაუბრა.

გუშინ, 20:29

ბალაკი: "ვან დეიკს გაუმართლა, რომ პრემიერ ლიგაში ეს ფორვარდები აღარ თამაშობენ"

"ჩელსის" ექს-ნახევარმცველმა, მიხაელ ბალაკმა "ლივერპულის" მცველ ვირჯილ ვან დეიკზე ისაუბრა.

გუშინ, 20:12
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10