» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

რობერტო კარლოსი - ფეხბურთელი, რომელსაც მადრიდი მშობლიური ქალაქივით შეუყვარდა


რობერტო კარლოსი - ფეხბურთელი, რომელსაც მადრიდი მშობლიური ქალაქივით შეუყვარდა

The Players Tribune-ს მასალაში ლეგენდარული ბრაზილიელი „რეალისადმი“ ერთგულებასა და მადრიდისგან პირველ შთაბეჭდილებებზე საუბრობს.

სახლში მაქვს ისეთ დღეს გადაღებული სურათი, რომელსაც არასდროს დავივიწყებ.

ის 1996 წლის ზაფხულში გადაიღეს, როცა „რეალმა“ მილანის „ინტერიდან“ შემიძინა. იქამდე, მადრიდში ნამყოფი არ ვყოფილვარ. მაშინ, 23 წლის ვიყავი. როცა აეროპორტში დავეშვით, არ მიცდია ეგრევე იმის გარკვევა, თუ სად ვიცხოვრებდი. არც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ წავსულვარ - არადა, ეს ევროპაში ყველაზე წარმოუდგენელი სტადონია.

არა, მე, რამდენიმე ესპანელ ჟურნალისტთან ერთად, სიბელესისკენ გავეშურე (ადგილი მადრიდში, სადაც „რეალი“ მოგებულ ტიტულებს გულშემატკივრებთან ერთად ზეიმობს - ავტ.)

იქამდე, სიბელესი მხოლოდ სურათებში მქონდა ნანახი, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს გასაოცარი ადგილია. მის შუაში შადრევანია, კიბელეს ღვთაების მარმარილოს ქანდაკებით. გვერდით კი ესპანეთის და სიბელესის სასახლის უზარმაზარი შენობები დგას. წრიული გზა ზუსტად ქალაქის ცენტრში შეგიყვანთ, ბუენ-რეტიროს პარკში, შემდეგ კი მოდის პრადოს მუზეუმი და პასეო-დე-ლა-კასტელანის ქუჩა, სადაც „ბერნაბეუ“ დგას. ტურისტებისთვის, სიბელესი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ადგილია.

მაგრამ, საფეხბურთო გულშემატკივრებისთვის მას სხვა დატვირთვა აქვს. სიბელესი არის ადგილი, სადაც „რეალი“ და ესპანეთის ნაკრები ტიტულების აღსანიშნავად მიდის.

რობერტო კარლოსი - ფეხბურთელი, რომელსაც მადრიდი მშობლიური ქალაქივით შეუყვარდა

აეროპორტში დაშვებისთანავე სიბელესზე გამგზავრება იგივეა, რიო-დე-ჟანეიროში ჩახვიდე და ეგრევე ქრისტეს განდაკების სანახავად გაეშურო. უბრალოდ აღტაცებული ვიყავი. სწორედ მაშინ, გაზეთის ფოტოგრაგმა სურათი გადამიღო.

როცა ამ სურათს ვუყურებ, ის მახსენებს, როგორ იწყებოდა ჩემი შეშლილი მოგზაურობა მადრიდის „რეალთან“ ერთად. ეს ფოტოსურათი დღემდე მაქვს და ჩემი სახლი კვლავაც მადრიდში მდებარეობს, ახლა კლუბში ერთ-ერთი დირექტორული თანამდებობა მიკავია. თუმცა ახლა, როგორც ადამიანთა უმეტესობა, ვერ ვმუშაობ. ბოლო ერთ თვეში სახლი მხოლოდ ორჯერ დავტოვე, ისიც მაღაზიაში წასასვლელად. სახლში ყოფნისგან უკვე კედლებზე დავდივარ. მაგრამ, ამ მომენტში ეს უბრალოდ აუცილებელია.

სახლიდან ორი გასვლის დროს, ქალაქი უბრალოდ ვერ ვიცანი. ჩვეულებრივ დღეს, მადრიდში მზეზე მოგულავე უამრავი ადამიანის ნახვას მოახერხებ, დარბიან ბავშვები, ხალხი ოჯახებით და მეგობრებით სეირნობს, სავსეა კაფე-რესტორნები. მადრიდში ყველაფერს მონახავ, რაც კი შენს გულს მოუნდება: მზე, სპორტი, კულტურული ღონისძიებები, ღამის კლუბები და საჭმელი...განსაკუთრებით საჭმელი. ეს სრულიად სხვა სამყაროა და ხალხმა იცის, როგორ მიიღოს ცხოვრებისგან სიამოვნება.

მაგრამ, ახლა ეს ყველაფერი გაქრა. ქუჩები ცარიელია, აქამდე ასეთი მადრიდი არასდროს მინახავს.

პირადად მე, ვირუსი არ შემხებია, ჩემი ნათესავებიც ჯანმრთელები არიან. მაგრამ ვუთანაგრძნობ იმ ადამიანების ოჯახებს, ვინც ახლობელი დაკარგა, რამდენიმე მათგანს ვიცნობ კიდეც. როგორც შეგეძლოთ სიახლეებიდან გენახათ, წინა თვეში ვირუსმა ლორენცო სანსის სიცოცხლე იმსხვერპლა, მადრიდის „რეალის“ ექს-პრეზიდენტის. სწორედ მან მომიწვია ამ კლუბში. გარდაცვალების დროისთვის ის 76 წლის იყო. როცა გავიგე, რომ ვირუსი ჰქონდა, მისი ჯანმრთელობისთვის ვლოცულობდი. ვიცოდი, რომ ბოლო პერიოდში თავს ისედაც შეუძლოდ გრძნობდა, მაგრამ მისი გარდაცვალების მიზეზი სწორედ ეს ვირუსი გახდა.

რობერტო კარლოსი - ფეხბურთელი, რომელსაც მადრიდი მშობლიური ქალაქივით შეუყვარდა

ლორენცოსთან დაკავშირებული ერთი მოგონება ღიმილს მგვრის. პრეზიდენტობისდა მიუხედავად, ის პირველ რიგში გულშემატკივარი იყო და მადრიდის „რეალისთვის“ ცხოვრობდა. ის ყოველთვის ინტერესდებოდა რიგითი საკითხებით, მუდმივად გვსტუმრობდა გასახდელში. როცა ფრეს ვთამაშობდით ან ვმარცხდებოდით, ამას ეგუებოდა. მაგრამ, როცა ტიტულებს ვიგებდით, ჩვენი ჩახუტება და კოცნა უნდოდა. ის მისი ადამიანური თვისებების გამო გვიყვარდა, იმ ოპტიმიზმის და ყველაფრის გამო, რასაც ის კლუბისთვის აკეთებდა. ჩვენთვის ის ნამდვილი მამასავით იყო.

მასთან ყოველდღიურად ვსაუბრობდი და ლორენცო მუდამ მზად იყო, ჩემთვის რჩევა მოეცა. მას ლორენცო სანსს ვერასდროს დავუძახებდი, ძალიანაც რომ მდომოდა. ჩემთვის, ის ყოველთვის პრეზიდენტი იყო.

„ეი, პრეზიდენტო, როგორ ხარ?“, - ვეკითხებოდი ხოლმე.

ის კი პასუხად მიღიმოდა და მეხუტებოდა.

ლორენცომ გუნდის პრეზიდენტის როლის შემსრულებლის თანამდებობა ჩემ მოსვლამდე ექვსი თვით ადრე დაიკავა. ტრანსფერის შემდეგ ყველაფერი დაბზრიალდა, მაგრამ მახსოვს ჩემი დებიუტი, როცა „დეპორტივოს“ გავუტანე. ასევე, მახსოვს ჩემი პირველი მატჩი „ბერნაბეუზეც“, 80 ათასი ადამიანის წინაშე.

ვფიქრობდი, რა ჯანდაბას ვაკეთებდი აქ და რა მოხდებოდა, შეცდომა რომ დამეშვა.

ღმერთო, გაგიჟებას ვიყავი! მაგრამ, ეს ასევე ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო დღეც იყო.

ნელ-ნელა მივეჩვიე წნეხს, რომელიც „რეალში“ თამაშს თან სდევს. მაგრამ, იყო მომენტებიც, როცა ჩვენ შორის ყველაზე დიდ პროფესიონალებსაც კი ფეხები უკანკალებდათ. ჩემი გადმოსვლიდან პრაქტიკულად ორი წლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ფინალი გველოდა. როგორც იცით, „რეალს“ ამ ტურნირის ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტული აქვს მოპოვებული, მაგრამ, იმ მომენტში, ჩემპიონთა ლიგა 32 წლის მანძილზე არ ჰქონდა მოგებული. პრობლემები გვქონდა შიდა ჩემპიონატშიც. პარალელურად კი „იუვენტუსი“ იყო, რომელიც ზედიზედ მესამე ფინალს თამაშობდა.

ფინალის წინა ღამეს ვერავინ ვიძინებდით. როგორც წესი, 10-ზე ვწვებოდით ხოლმე, მაგრამ მაშინ ვესტიბიულში დილის ოთხამდე ვისხედით და ერთმანეთს ისტორიებს ვუყვებოდით. შიში არ გვქონია, უბრალოდ „იუვეს“ დიდ პატივს ვცემდით და მატჩის დაწყებას მოუთმენლად ველოდით.

ფინალი ძალიან კარგად ჩავატარეთ. „იუვენტუსს“ ბევრი შანსი ჰქონდა, მაგრამ 1:0 მოვიგეთ. ეს არამარტო ოსტატობის, არამედ დიდი მოტივაციის გამოც მოვახერხეთ. მოგება მეტოქეზე მეტად გვინდოდა.

რობერტო კარლოსი - ფეხბურთელი, რომელსაც მადრიდი მშობლიური ქალაქივით შეუყვარდა

ამის შემდეგ, სიბელესისკენ გავეშურეთ. ქუჩები გადატენილი იყო თეთრ მაისურებში ჩაცმული ათასობით ადამიანით, რომლებიც სიმღერებს მღეროდნენ და ცეკვავდნენ. იმ ღამეს არასდროს დავივიწყებ. ჩემი მადრიდული კარიერიდან ერთი, ყველაზე საყვარელი მომენტის არჩევა რომ მჭირდებოდეს, აუცილებლად მას დავასახელებ.

რაც უფრო დიდხანს რჩები მადრიდის „რეალში“, მით უფრო უკეთ ხვდები, რა მნიშვნელობა აქვს ამ გუნდს ადამიანებისთვის - არამარტო ქალაქში, არამედ ზოგადად ესპანეთში და მთელ მსოფლიოშიც კი. სადაც არ უნდა ვთამაშობდეთ, ჩვენი გულშემატკივრები ნებისმიერ ქალაქში გვხვდებოდნენ. განურჩევლად იმისა, იყო ეს „ელ კლასიკო“ თუ უბრალო, სათასო მატჩი, „ბერნაბეუ“ სულ სავსე იყო. ხალხს ეს კლუბი იმავე მიზეზით უყვარს, რა მიზეზითაც მას მე შევუერთდი: პრესტიჟი, ფან-ბაზა, ჩემპიონთა ლიგაზე დიდებული მიღწევები და მის ისტორიაში საკუთარი კვალის დატოვების შესაძლებლობა.

შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ „გალაქტიკოსის“ ეპოქა ნულოვანი წლების დასაწყისში, განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი მხოლოდ გულშემატკივართათვის არყოფილა. შესანიშნავი იყო, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი. ზიხარ გასახდელში და გვერდს ოქროს ბურთის მფლობელი, ესპანეთის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გიმშვენებენ. ერთ მომენტში ვიფიქრე: „შეხედე ერთი, საიდან მოხვედი და დააკვირდი, რამდენს მიაღწიე.“ ამ ყველაფრით ძალიან ვამაყობდი, რადგან წინასწარ არასდროს იცი, სადამდე მოგიყვანს ცხოვრება.

ჩემპიონთა ლიგა კიდევ ორჯერ მოვიგეთ, 2000 და 2002 წლებში. მაგრამ, ყველა დეტალის გახსენება მიჭირს. როდესაც მადრიდის „რეალის“ დონის გუნდშ თამაშობ, ვალდებული ხარ, მუდმივად აწმყოზე იფიქრო ,რადგან ყველაფერი ძალიან გადატვირთულია: აჩქარებები, თავით თამაში, ვარდნები, ვარჯიშები, ქალაქიდან გასვლები და სასტუმრები. გამარჯვებაც ბევრია და მარცხიც.

მხოლოდ მაშინ გავიაზრე ის ყველაფერი, რასაც მივაღწიე, როცა მადრიდის „რეალი“ დავტოვე.

ამ გუნდში ჩემი უკანასკნელი მატჩი 2007 წლის 17 ივნისს შედგა, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „მალიორკას“ ვმასპინძლობდით - „ბარსელონასთან“ თანაბარი ქულები გვქონდა, რომელიც პარალელურად „ხიმნასტიკს“ ხვდებოდა. ვიცოდით, რომ ორივეს რომ მოეგო, ჩემპიონობის ბედს „ბარსასთან“ უერთიერთშეხვედრები გადაწონიდა, სადაც უპირატესობა ჩვენს მხარეზე იყო. სწრაფი გოლი გავუშვით, მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი თავდაყირა დავაყენეთ და 3:1 მოვიგეთ, არაჩვეულებრივი გამარჯვება იყო.

მაგრამ, ამაზე უკეთ ის მახსენდება, როგორ მექცეოდა ხალხი იმ დღეს. ყველამ კარგად იცოდა, რომ ეს ჩემი ბოლო, გამოსამშვიდობებელი მატჩი იყო. იმ დღეს დაემშვიდობა გუდნს დევიდ ბექჰემიც. სასტუმროდან გამოსვლის წუთიდან, სტადიონამდე მისვლამდე, ადამიანები დიდი სიყვარულით გვეპყრობოდნენ. თითქოს, დაბადების დღე მქონდა. სიხარულს და წარმატებებს გვისურვებდნენ, გვეხუტებოდნენ, გვკოცნიდნენ...

რობერტო კარლოსი - ფეხბურთელი, რომელსაც მადრიდი მშობლიური ქალაქივით შეუყვარდა

„რაც შეიძლება მალე დაბრუნდით“, - გვიყვიროდნენ. მაშინ მივხვდი, თუ რა გავაკეთე ამ კლუბისთვის. მაშინ გავიაზრე, რამდენად ვუყვარდი აქ ადამიანებს.

ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დღეა. ასევე, მგონია, რომ ეს აჩვენებს, რამდენად ერთგული და ვნებიანი ხალხი ცხოვრობს ამ ქალაქში. სწორედ ამიტომ, ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ცოტა არ იყოს და მანაღვლიანებს.

სურვილი მაქვს, მადრიდში და მსოფლიოში მცხოვრებ ადამიანებს, პირველ რიგში ჩემი ოპტიმიზმით დავეხმარო. ჩემი ფილოსოფია ყოველთვის იმაში მდგომარეობდა, რომ პრობლემები ღიმილით მომეგვარებინა. ამიტომ, თავი მხნედ დაიჭირეთ და წინ იყურეთ, საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მოთმინება. ეცადეთ, სხვებსაც დაეხმაროთ.

რაღაც დადებითი მომენტები, ამ პანდემიის დროს უკვე გამოიკვეთა. კერძოდ, ხაზი გაესვა, რომ ყველანი ადამიანები ვართ და ჩვენც შეიძლება უბედურება დაგვემართოს. ნელ-ნელა ვხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახი და მეგობრები და როგორ ვჭირდებით ერთმანეთს. ნელ-ნელა ვიაზრებთ, რომ ტელეფონით ნათქვამმა რამდენიმე სიტყვამ შესაძლოა ვინმეს სიცოცხლე გადაურჩინოს.

ვალდებულები ვართ, მუშაობა ერთად გავაგრძელოთ. სახლში დარჩენით, ჩვენ ყველანი ვებრძვით ვირუსს და ვმუშაობთ იმაზე, რომ ყველაფერი მალე დაუბრუნდეს ნორმას. ისევე, როგორც არაერთ ადამიანს, ფეხბურთი მეც მენატრება და მოუთმენლად ველოდები მომენტს, როცა „რეალი“, ტიტულთან ერთად, სიბელესზე დაბრუნდება. მაგრამ, ახლა უბრალოდ მინდა, რომ ადამიანები ქუჩაში დაბრუნდნენ. ეს არის ის გამარჯვება, რომლისთვისაც ყველანი, ერთად ვიბრძვით.“

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სერხიო რამოსი: გული, ხასიათი, ვნება [ნაწილი 1]

დღეიდან, ჩვენს საიტზე, მადრიდის "რეალის" ლეგენდის, სერხიო რამოსის ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამონადირების წაკითხვა შეგეძლებათ.

გუშინ, 21:17

"არტური 100%-ით ბარსელონაში რჩება"

ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება, რომ "ბარსელონას" ნახევარმცველი არტური "იუვენტუსში" გადავა.

დღეს, 04:09

დორტმუნდთან მატჩში ბაიერნს ფეხბურთელი გამოაკლდება

დღეს გაიმართება ბუნდესლიგის ცენტრალური შეხვედრა "ბაიერნსა" და "დორტმუნდს" შორის.

დღეს, 04:07

"ჩემს თამაშს აზრი არ აქვს" - დუგლას კოშტა 29 წლის ასაკში კარიერას ასრულებს?

ტურინის "იუვენტუსის" შემტევი დუგლას კოშტა თავის კარიერაზე საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 03:59

კაბალიეროს აღიარება: "ამ თამაშის შემდეგ, სიკვდილით მემუქრებოდნენ"

არგენტინელი მეკარე ვილი კაბალიერო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამართულ მატჩს იხსენებს.

დღეს, 03:55

კოუტინიო ტოტენჰემში? - ყოფილი მეკარის კომენტარი

ყოფილი ინგლისელი მეკარე პოლ რობინსონი ფელიპე კოუტინიოს მომავალზე საუბრობს.

დღეს, 03:50

"ყველაფერი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება" - იტალიის პრემიერ მინისტრი სეზონის განახლებაზე

იტალიის პრემიერ მინისტრი ვიჩენცო სპადაფორა ჩემპიონატის განახლებასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

დღეს, 03:48

ჰოლანდი ბაიერნთან შანსებს აფასებს

დღეს გაიმართება ბუნდესლიგის ცენტრალური შეხვედრა "დორტმუნდსა" და "ბაიერნს" შორის.

დღეს, 03:42

"ლივერპულის წაგება გამიხარდა", - ვენგერი

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა საკმაოდ საინტერესო განცადება გააკეთა:

დღეს, 01:04

რაზეა დამოკიდებული ოდეგორის მომავალი?

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" თავისი შემტევი ნახევარმცველისთვის, მარტინ ოდეგორისთვის შანსის მიცემას აპირებს.

დღეს, 00:38

ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვხვდებით", - ფლიკი დორტმუნდის შესახებ

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა დორტმუნდის "ბორუსიასთან" მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 23:56

"რატომ არ ვათამაშებდი ძირითადში მესის 2006 მუნდიალზე?", - პეკერმანის განცხადება

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე პეკერმანმა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსენა:

გუშინ, 23:32

იგუაინის გარეშე - არგენტინელებისგან შემდგარი ნაპოლის ყველა დროის საუკეთესო 11-ეული

"ნაპოლის" პრეს-სამსახურმა შეადგინა არგენტინელებისგან შემდგარი კლუბის ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული.

გუშინ, 23:16

დოროყაშვილის ადვოკატი: "ბასილაშვილის წარმატებაში მისი ყოფილი მეუღლის წვლილი დიდია"

დღეს, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატებმა განცხადება გააკეთეს.

გუშინ, 22:41

ვერნერის შეძენის გამო, ლივერპული სამ ფეხბურთელს ყიდის

„ლივერპულმა“, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა სამი ფეხბურთელი გაასხვისოს.

გუშინ, 21:35

იუვენტუსმა პიანიჩის სანაცვლოდ მორიგი ფეხბურთელი მოითხოვა, ამჯერად იჯარით

„ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ მირალემ პიანიჩის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ.

გუშინ, 21:25

ლაციოს პრეზიდენტი ცნობილ იტალიურ გაზეთს უჩივის

„ლაციომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის პრეზიდენტი, კლაუდიო ლოტიტო, იტალიურ გამოცემა La Gazzetta dello Sport-ს უჩივის.

გუშინ, 21:15

ბაიერნს დერ კლასიკერში საკვანძო ნახევარმცველი გამოაკლდება

მიუნხენის „ბაიერნი“ მოახლოვებულ დერ კლასიკერს დანაკლისით ხვდება.

გუშინ, 21:07

ვალვერდე: "გვინდა, დავბრუნდეთ და ისე ვითამაშოთ, რომ სიტის ბარიერის დაძლევა შევძლოთ"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ფედე ვალვერდემ, „მანჩესტერ სიტისთან“ საპასუხო შეხვედრაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:01

მესი ჩემპიონთა ლიგის ფინალების ყველა დროის საუკეთესოდ დასახელდა, რონალდუ მხოლოდ მეთერთმეტეა

გამოცემა Squawka-მ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ფინალების ბოლო 20 წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.

გუშინ, 20:49

ვინ არის ბასილაშვილის ახალი მეგობარი გოგონა, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება?

უკვე 2 დღეა, საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელზე ნიკოლოზ ბასილაშვილზე მთელი საქართველო საუბრობს.

გუშინ, 20:01

"ჩემი წასვლის მიზეზი მხოლოდ ფეხით ცუდად თამაში არ ყოფილა", - ჯო ჰარტმა გვარდიოლაზე ისაუბრა

„მანჩესტერ სიტის“ ექს-მეკარემ, ჯო ჰარტმა, რომელიც ამჟამად „ბარნლიში“ ასპარეზობს, „ქალაქელთა“ რიგებიდან წასვლა გაიხსენა.

გუშინ, 19:58

მანჩესტერი იგალოს იჯარას ვერ ახანგრძლივებს - ფეხბურთელს ჩინეთში უწევს დაბრუნება

ნიგერიელი თავდამსხმელის საიჯარო ხელშეკრულება „წითელ ეშმაკებთან“ დასასრულს უახლოვდება.

გუშინ, 19:54

ფეხბურთელი, რომლის დამატებითაც არტეტა ფიქრობს, რომ სიტის და ლივერპულის დონეზე ავა

ბრიტანული გამოცემა Daily Mail იტყობინება, რომ ფილიპე კოუტინიოსთვის ბრძოლაში ლონდონის „არსენალიც“ ჩაერთო.

გუშინ, 19:49

ზლატანს მოედანზე ვეღარ ვიხილავთ? შვედ თავდამსხმელს შესაძლოა მძიმე ტრავმა აღმოაჩნდეს

თავდამსხმელს შესაძლოა ხანგრძლივი პერიოდი გაუცდეს.

გუშინ, 19:45

73 წლის ჰარი რედნაპი შესაძლოა სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს

ცნობილი ინგლისელი მწვრთნელი, ჰარი რედნაპი, შესაძლოა საქმიანობას დაუბრუნდეს.

გუშინ, 19:40

"ის ბურთისკენ უბრალოდ კი არ ახტა, არამედ მიფრინდა", - ბრუნომ რონალდუს ლეგენდარული გოლი გაიხსენა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა, კრიშტიანუ რონალდუს მიერ, 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლი გაიხსენა.

გუშინ, 19:35

ჟოაო ფელიქსმა მორიგი ტრავმა მიიღო

მადრიდის „ატლეტიკოს“ შემტევმა, ჟოაო ფელიქსმა, მორიგი ტრავმა მიიღო.

გუშინ, 19:27

"პაპუს ფაქტორი" - AS ქართველ ფეხბურთელს აქებს

"პაპუს ფაქტორი" - ასეთი სათაური გამოიტანა გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა AS-მა ქართველ ფეხბურთელზე.

გუშინ, 19:24

"მან ცხვირი გამიტეხა", - გიგსმა კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ნახევარმცველმა, რაიან გიგსმა კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა.

გუშინ, 17:37
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10