» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

კალაძე რომ ჩელსიში გადასულიყო, მესი კარიერის ყველაზე მძიმე ტრავმას არ მიიღებდა?


კალაძე რომ ჩელსიში გადასულიყო, მესი კარიერის ყველაზე მძიმე ტრავმას არ მიიღებდა?

ცნობილი ფაქტია, რომ კახა კალაძეს თავისი კარიერის განმავლობაში არაერთი სერიოზული მსურველი ჰყავდა. ქართველის ხელში ჩაგდებას ცდილობდა მიუნხენის "ბაიერნი", "ლივერპული", ლონდონის "ჩელსი" და "ბარსელონაც" კი. დიახ, "მილანის" მცველის შესახებ პრესაში უამრავი ჭორი იწერებოდა.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, კარიერის საუკეთესო წლები ჩვენმა თანამემამულემ გაატარა სწორედ "როსონერიში" და არა პირობით მერსისაიდში. რაც შეეხება "შავ-წითლებიდან" წასვლის ყველაზე რეალურ მომენტს: 2005 წლის ზაფხული, "ეშმაკების" 4-იანი მართლაც სხვაგან გადადიოდა.

კალაძე რომ ჩელსიში გადასულიყო, მესი კარიერის ყველაზე მძიმე ტრავმას არ მიიღებდა?

შეიძლება ითქვას, კალაძე ცალი ფეხით უკვე "არისტოკრატებში" იყო და ამის შესახებ დაწვრილებით. რომან აბრამოვიჩის "ლურჯების" ყიდვის მომენტში, მას გააჩნდა გეგმა: პოსტ-საბჭოთა სივრცის საუკეთესო მოთამაშეების თავის კლუბში მოზიდვა. ტოპი როგორც ასეთი, იმ დროს იყო ორი: ქართველი მცველი და ანდრეი შევჩენკო.

როგორც ვიცით, უკრაინელი 2006 წელს "პენსიონერებში" მაინც გადავიდა, თუმცა ერთი წლით ადრე, პირველს ეს კახას უნდა გაეკეთებინა. საქმე ისაა, რომ ჟოზე მოურინიო აქტიურად ეძებდა მარცხენა მცველს და ამასთან ერთად, მის განკარგულებაში იყო ერნან კრესპო, "სტემფორდზე" ვერ დამკვიდრებული და ლომბარდიაში იჯარით მოთამაშე გოლეადორი.

კალაძე რომ ჩელსიში გადასულიყო, მესი კარიერის ყველაზე მძიმე ტრავმას არ მიიღებდა?

კარლო ანჩელოტის ძალიან უნდოდა არგენტინელის გამოსყიდვა, რომელთანაც ის ჯერ კიდევ "პარმაში" მუშაობდა. რაც შეეხება "სან-სიროზე" მოთამაშე ჩვენს თანამემამულეს, ჯანმრთელი პაოლო მალდინის, ალესანდრო ნესტასა და იაპ სტამის ყოფნის პერიოდში, ხშირ შემთხვევაში ის სკამზე რჩებოდა.

აქედან გამომდინარე, "მილანის" ოთხიანი სერიოზულად ფიქრობდა წასვლის შესახებ. "როსონერის" დაუკავშირდა "ჩელსი", რომელმაც ბარტერის იდეა წამოაყენა: სამხრეთ ამერიკელის გაცვლა კალაძეზე. ერთი შეხედვით, აღნიშნული გარიგებით ორივე მხარე კმაყოფილი რჩებოდა.

კალაძე რომ ჩელსიში გადასულიყო, მესი კარიერის ყველაზე მძიმე ტრავმას არ მიიღებდა?

"შავ-წითლები" იტოვებდნენ ვარსკვლავურ ბომბარდირს, ლონდონელები აძლიერებდნენ გუნდის ყველაზე სუსტ პოზიციას - დაცვის მარცხენა ფლანგს, "ვალდანიტო" დარჩებოდა თავის საყვარელ სერია ა-ში, ქართველი კი ახალ გარემოში სათამაშო პრაქტიკას მიიღებდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ "არისტოკრატებში" მოსალოდნელ გადასვლას თავად კახაც ადასტურებდა - "ჩელსის ხელმძღვანელობასთან შეთანხმება უკვე მაკავშირებს, დარჩენილია უშუალოდ კლუბებს შორის მოლაპარაკებების პროცესის დასრულება. ვვარაუდობ, შემდეგ კვირას უკვე ლონდონში ვიქნები".

კალაძე რომ ჩელსიში გადასულიყო, მესი კარიერის ყველაზე მძიმე ტრავმას არ მიიღებდა?

კონსესუსის მიღწევა "ეშმაკებსა" და "ლურჯებს" შორის ვერ მოხერხდა, რადგან მხარეები ფინანსური დეტალების შეთანხმებისგან შორს აღმოჩნდნენ. შედეგი: ლომბარდიელთა მცველი არსად გადასულა, კრესპოს კი "პენსიონერებში" დაბრუნება და კიდევ ერთი სეზონის დაკარგვა მოუწია.

ჩვენი თანამემამულე გარიგების ჩაშლით კმაყოფილი დარჩა და ანჩელოტის გუნდთან მან კონტრაქტი 2010 წლამდე გაახანგრძლივა. ამასთან ერთად, სეზონის მსვლელობისას, "სან-სიროს" მკვიდრების 4-იანი სასტარტოში დაბრუნდა და კარიერის საუკეთესო მომენტები გაიზიარა.

კალაძე რომ ჩელსიში გადასულიყო, მესი კარიერის ყველაზე მძიმე ტრავმას არ მიიღებდა?

მალდინის მძიმე ტრავმის შემდეგ, მისი ადგილი ძირითად შემადგენლობაში სწორედ კალაძემ დაიკავა. ქართველის საუკეთესო ეპიზოდი აღნიშნულ სეზონში: ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალი, საპასუხო მატჩი "ბაიერნთან" და მრისხანე მეტოქის ანგარიშით 4:1 განადგურება.

კახა მთელი შეხვედრის განმავლობაში მოწოდების სიმაღლეზე იყო და 76-ე წუთიდან ის "მილანის" კაპიტანიც გახდა. საქმე ისაა, რომ იტალიელი ლეგენდის ლაზარეთში ყოფნის პერიოდში, "როსონერის" წინამძღოლობას შევჩენკო უწევდა. მიუნხენელებთან მატჩში, მოედნიდან გასულმა უკრაინელმა სამკლაური სწორედ თავის მეგობარს გადასცა.

მილანი - ბაიერნი 4:1 (შევჩენკო მოედნიდან გადის და კაპიტნის სამკლაურს კალაძეს უტოვებს)



"შავ-წითლების" მცველს გუნდის კაპიტნის ამპლუაში მომავალში კიდევ რამდენიმე შეხვედრაში ვიხილავთ. "ბავარიას" ბარიერის დაძლევის შემდეგ, "ეშმაკები" გაუსწორდებიან ლიონის "ოლიმპიკს", 1/2 ფინალში კი რონალდინიოს "ბარსელონასთან" წააგებენ.

ერთი წლის შემდეგ, ლომბარდიელები სტამბულური ფინალის გამო რევანშს აიღებენ "ლივერპულზე" და ჩემპიონთა ლიგას მეშვიდედ მოიგებენ. ალბათ დაგვეთანხმებით, ჩვენი თანამემამულისთვის ანჩელოტისთან დარჩენა ნამდვილად ჯობდა "ჩელსიში" გადასვლას.

კალაძე რომ ჩელსიში გადასულიყო, მესი კარიერის ყველაზე მძიმე ტრავმას არ მიიღებდა?

რაც შეეხებათ ლონდონელებს, "სან-სიროს" ბინადრების ოთხიანის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, მათ ასიერ დელ ორნო იყიდეს. ბასკი იმ მომენტში ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესპექტიულ მარცხენა მცველად ითვლებოდა და ამასთან ერთად, მისი გაფორმება სულ რაღაც 8 მილიონი ფუნტი ჯდებოდა.

წარმატებული სტარტის შემდეგ, ბილბაოს "ატლეტიკის" ყოფილმა ვინგბექმა სეზონის მიმდინარეობისას საგრძნობლად მოუკლო და საბოლოოდ "არისტოკრატების" ე.წ. ფლოპად იქცა. "ლურჯებისა" და ესპანელის თანამშრომლობამ სულ რაღაც ერთ წელიწადს გასტანა.

კალაძე რომ ჩელსიში გადასულიყო, მესი კარიერის ყველაზე მძიმე ტრავმას არ მიიღებდა?

პირენეელის ჰაილაითი "პენსიონერებში" და ზოგადად კარიერაში - უხეში თამაში ლიონელ მესის წინააღმდეგ. ვუბრუნდებით ჩემპიონთა ლიგის 2005-2006 წლის სეზონის 1/8 ფინალს, ამჯერად პირველი მატჩი: მოურინიოს გუნდი მასპინძლობდა ტურნირის მომავალ ტრიუმფატორს: "ბარსას".

"სტემფორდ ბრიჯის" ბინადრებსა და კატალონიელებს შორის მტრობა ჩამოყალიბდა ერთი წლით ადრე, როდესაც "ჩელსიმ" "ბლაუგრანა" პლეი-ოფს არც ისე სამართლიან ბრძოლაში გამოთიშა. ცხადია, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" რევანში წყუროდათ, ლონდონელებს კი სახელის განმტკიცება.

კალაძე რომ ჩელსიში გადასულიყო, მესი კარიერის ყველაზე მძიმე ტრავმას არ მიიღებდა?

შეხვედრის 37-ე წუთზე მოხდა დაპირისპირების გარდამტეხი ეპიზოდი - ზემოთხსენებულმა დელ ორნომ შერეული ორთაბრძოლების ილეთით მოჩეხა მესი და ტერიე ჰაუგესგან წითელი ბარათი მიიღო. კაცნაკლულმა "არისტოკრატებმა" "კამპ ნოუს" მკვიდრებს ვერაფერი მოუხერხეს და 1:2 წააგეს.

ჩელსი - ბარსელონა 1:2 (დელ ორნოს კიკბოქსის ილეთი მესის წინააღმდეგ)



განმეორებით შეხვედრაში დაფიქსირდა 1:1, რაც "ლურჯების" შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის საკმარისი არ იყო. ასე დააღალატა ბასკმა "პენსიონერები". რაც შეეხება ლეოს, მიუხედავად იმისა, რომ მან ითამაშა 90 წუთი, მუხლქვეშა მყესში ტკივილი მას ასიერთან შეჯახების შემდეგ, მომენტალურად გაუჩნდა.

არგენტინელი ტკივილს ორი კვირის განმავლობაში ებრძოდა, მაგრამ მოურინიოს გუნდის წინააღმდეგ განმეორებით შეხვედრაში მოედანზე მაინც გამოვიდა. როგორც აღმოჩნდა, ფუჭად, რადგან უკვე მატჩის 23-ე წუთზე, ლიონელი შესაცვლელი შეიქმნა. ფრანკ რაიკაარდის გუნდის თინეიჯერი ჰენრიკ ლარსონმა შეცვალა.

ბარსელონა - ჩელსი 1:1 (მესი მოედანზე სულ რაღაც 23 წუთს ძლებს)



სამხრეთ ამერიკელმა ლაზარეთში გაატარა 70 დღე, რაც "ბარსელონას" 16 შეხვედრის ტოლფასი გამოდგა. კატალონიელთა მომავალი ათიანი გამოაკლდა ჩემპიონთა ლიგის დანარჩენ მატჩებს, მათ შორის ფინალსაც, ელ კლასიკოსა და ლა ლიგაში ტრიუმფსაც. მოკლედ, "ბლაუგრანას" წარმატებულმა სვლამ "უცხოპლანეტელის" გარეშე ჩაიარა.

"ჩელსის" მარცხენა მცველთან შეჯახების შემდეგ, მუხლქვეშა მყესი მესის ერთგვარ აქილევსის ქუსლად იქცა. ლეომ დროთა განმავლობაში აღნიშნული ტრავმა კიდევ 4-ჯერ მიიღო (160 დღე, 31 მატჩი). ისმის კითხვა: კალაძის ლონდონური ტრანსფერი რომ შემდგარიყო და აქედან გამომდინარე, პირენეელი "ატლეტიკში" დარჩენილიყო, "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" მატჩი და არგენტინელის სეზონი, კარდინალურად სხვა სცენარით წარიმართებოდა?

კალაძე რომ ჩელსიში გადასულიყო, მესი კარიერის ყველაზე მძიმე ტრავმას არ მიიღებდა?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სერხიო რამოსი: გული, ხასიათი, ვნება [ნაწილი 1]

დღეიდან, ჩვენს საიტზე, მადრიდის "რეალის" ლეგენდის, სერხიო რამოსის ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამონადირების წაკითხვა შეგეძლებათ.

გუშინ, 21:17

კოუტინიო ტოტენჰემში? - ყოფილი მეკარის კომენტარი

ყოფილი ინგლისელი მეკარე პოლ რობინსონი ფელიპე კოუტინიოს მომავალზე საუბრობს.

დღეს, 03:50

"ყველაფერი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება" - იტალიის პრემიერ მინისტრი სეზონის განახლებაზე

იტალიის პრემიერ მინისტრი ვიჩენცო სპადაფორა ჩემპიონატის განახლებასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

დღეს, 03:48

ჰოლანდი ბაიერნთან შანსებს აფასებს

დღეს გაიმართება ბუნდესლიგის ცენტრალური შეხვედრა "დორტმუნდსა" და "ბაიერნს" შორის.

დღეს, 03:42

"ლივერპულის წაგება გამიხარდა", - ვენგერი

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა საკმაოდ საინტერესო განცადება გააკეთა:

დღეს, 01:04

რაზეა დამოკიდებული ოდეგორის მომავალი?

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" თავისი შემტევი ნახევარმცველისთვის, მარტინ ოდეგორისთვის შანსის მიცემას აპირებს.

დღეს, 00:38

ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვხვდებით", - ფლიკი დორტმუნდის შესახებ

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა დორტმუნდის "ბორუსიასთან" მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 23:56

"რატომ არ ვათამაშებდი ძირითადში მესის 2006 მუნდიალზე?", - პეკერმანის განცხადება

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე პეკერმანმა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსენა:

გუშინ, 23:32

იგუაინის გარეშე - არგენტინელებისგან შემდგარი ნაპოლის ყველა დროის საუკეთესო 11-ეული

"ნაპოლის" პრეს-სამსახურმა შეადგინა არგენტინელებისგან შემდგარი კლუბის ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული.

გუშინ, 23:16

დოროყაშვილის ადვოკატი: "ბასილაშვილის წარმატებაში მისი ყოფილი მეუღლის წვლილი დიდია"

დღეს, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატებმა განცხადება გააკეთეს.

გუშინ, 22:41

ვერნერის შეძენის გამო, ლივერპული სამ ფეხბურთელს ყიდის

„ლივერპულმა“, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა სამი ფეხბურთელი გაასხვისოს.

გუშინ, 21:35

იუვენტუსმა პიანიჩის სანაცვლოდ მორიგი ფეხბურთელი მოითხოვა, ამჯერად იჯარით

„ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ მირალემ პიანიჩის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ.

გუშინ, 21:25

ლაციოს პრეზიდენტი ცნობილ იტალიურ გაზეთს უჩივის

„ლაციომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის პრეზიდენტი, კლაუდიო ლოტიტო, იტალიურ გამოცემა La Gazzetta dello Sport-ს უჩივის.

გუშინ, 21:15

ბაიერნს დერ კლასიკერში საკვანძო ნახევარმცველი გამოაკლდება

მიუნხენის „ბაიერნი“ მოახლოვებულ დერ კლასიკერს დანაკლისით ხვდება.

გუშინ, 21:07

ვალვერდე: "გვინდა, დავბრუნდეთ და ისე ვითამაშოთ, რომ სიტის ბარიერის დაძლევა შევძლოთ"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ფედე ვალვერდემ, „მანჩესტერ სიტისთან“ საპასუხო შეხვედრაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:01

მესი ჩემპიონთა ლიგის ფინალების ყველა დროის საუკეთესოდ დასახელდა, რონალდუ მხოლოდ მეთერთმეტეა

გამოცემა Squawka-მ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ფინალების ბოლო 20 წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.

გუშინ, 20:49

ვინ არის ბასილაშვილის ახალი მეგობარი გოგონა, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება?

უკვე 2 დღეა, საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელზე ნიკოლოზ ბასილაშვილზე მთელი საქართველო საუბრობს.

გუშინ, 20:01

"ჩემი წასვლის მიზეზი მხოლოდ ფეხით ცუდად თამაში არ ყოფილა", - ჯო ჰარტმა გვარდიოლაზე ისაუბრა

„მანჩესტერ სიტის“ ექს-მეკარემ, ჯო ჰარტმა, რომელიც ამჟამად „ბარნლიში“ ასპარეზობს, „ქალაქელთა“ რიგებიდან წასვლა გაიხსენა.

გუშინ, 19:58

მანჩესტერი იგალოს იჯარას ვერ ახანგრძლივებს - ფეხბურთელს ჩინეთში უწევს დაბრუნება

ნიგერიელი თავდამსხმელის საიჯარო ხელშეკრულება „წითელ ეშმაკებთან“ დასასრულს უახლოვდება.

გუშინ, 19:54

ფეხბურთელი, რომლის დამატებითაც არტეტა ფიქრობს, რომ სიტის და ლივერპულის დონეზე ავა

ბრიტანული გამოცემა Daily Mail იტყობინება, რომ ფილიპე კოუტინიოსთვის ბრძოლაში ლონდონის „არსენალიც“ ჩაერთო.

გუშინ, 19:49

ზლატანს მოედანზე ვეღარ ვიხილავთ? შვედ თავდამსხმელს შესაძლოა მძიმე ტრავმა აღმოაჩნდეს

თავდამსხმელს შესაძლოა ხანგრძლივი პერიოდი გაუცდეს.

გუშინ, 19:45

73 წლის ჰარი რედნაპი შესაძლოა სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს

ცნობილი ინგლისელი მწვრთნელი, ჰარი რედნაპი, შესაძლოა საქმიანობას დაუბრუნდეს.

გუშინ, 19:40

"ის ბურთისკენ უბრალოდ კი არ ახტა, არამედ მიფრინდა", - ბრუნომ რონალდუს ლეგენდარული გოლი გაიხსენა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა, კრიშტიანუ რონალდუს მიერ, 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლი გაიხსენა.

გუშინ, 19:35

ჟოაო ფელიქსმა მორიგი ტრავმა მიიღო

მადრიდის „ატლეტიკოს“ შემტევმა, ჟოაო ფელიქსმა, მორიგი ტრავმა მიიღო.

გუშინ, 19:27

"პაპუს ფაქტორი" - AS ქართველ ფეხბურთელს აქებს

"პაპუს ფაქტორი" - ასეთი სათაური გამოიტანა გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა AS-მა ქართველ ფეხბურთელზე.

გუშინ, 19:24

"მან ცხვირი გამიტეხა", - გიგსმა კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ნახევარმცველმა, რაიან გიგსმა კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა.

გუშინ, 17:37

კონტაქტი შედგა - კლოპი ვერნერს ვიდეოზარით ესაუბრა

"ლაიფციგის" თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს ესაუბრა.

გუშინ, 17:29

ალეგრი ბრუნდება, მისთვის ორი ევროპული გრანდი იბრძოლებს

"იუვენტუსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი დაბრუნებას მალე აპირებს.

გუშინ, 17:20

დემბელეს პსჟ-ს შემდეგ მორიგი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, უსმან დემბელემ ზაფხულში შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

გუშინ, 17:15

ბარსელონამ და იუვენტუსმა შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

"ბარსელონამ" და "იუვენტუსმა" უახლოეს პერიოდში შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ.

გუშინ, 17:09
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10