ავტორიზაცია

კორონავირუსს ოლმოსთვის ერთი დადებითი თვისება აქვს

კორონავირუსს ოლმოსთვის ერთი დადებითი თვისება აქვს
თარიღი 20 May 2020, 02:53
"ლაიფციგის" დანიელი ფეხბურთელი იუსუფ პოულსენი თავის თანაგუნდელზე, დანი ოლმოზე საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფეხბურთელი გერმანულ კლუბს ამ ზამთარს შეუერთდა.

"რა თქმა უნდა, ოლმოსთვის და ყველასთვის კორონავირუსი საშინელი პანდემიაა, რომელმაც ბევრი რამ დააზარალა.

მეორეს მხრივ, პირადად ოლმოსთვის ამას დადებით თვისებაც აქვს, რადგან ადაპტაციაში ძალიან დაეხმარა. კარანტინის დროს, ის გუნდში ისე ჩაჯდა და ჩვენს გეგმებს ისე გაეცნო, რომ თამაშების ჩატარება არ დასჭირდა", - განაცხადა პოულსენმა.