» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

"ერთი ქულით ან თუნდაც ერთი გოლით მეტი რომ ყოფილიყო", - კურიოზი, რომელმაც ქინქლაძე შეიწირა



"მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" გზები პერიოდულად იკვეთება, თუმცა აღნიშნული კლუბები მტრები ერთმანეთისთვის ნამდვილად არ არიან. "ქალაქელებს" მერსისაიდელები გაუმწარებიათ პრემიერ ლიგაში, მერსისაიდელებს "ქალაქელები" კი ჩემპიონთა ლიგაზე. ეს ყველაფერი სულ ცოტა ხნის წინ ხდებოდა.

ალბათ გვახსოვს, თუ როგორ გააუფასურეს "ლურჯებმა" "წითლების" 97-ქულიანი სეზონი და ისიც გვახსოვს, თუ რა კოშმარი დამართეს "სკაუზერებმა" ხოსეპ გვარდიოლას გუნდს ერთი წლით ადრე. შეგვიძლია კიდევ მიმოვიხილოთ რაჰიმ სტერლინგის რეზონანსული ტრანსფერი "ენფილდიდან" "ეტიჰადზე".

"ერთი ქულით ან თუნდაც ერთი გოლით მეტი რომ ყოფილიყო", - კურიოზი, რომელმაც ქინქლაძე შეიწირა

ამის მიუხედავად, სიძულვილი "მან სიტისა" და "ლივერპულს" შორის არ შეინიშნება. მანჩესტერელებისთვის ბევრად უფრო პრინციპული მოწინააღმდეგეა მეზობელი "მან იუნაიტედი", ვიდრე მერსისაიდული კლუბი. რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, "ეშმაკების" მსგავსად, ისტორიულად, "ქალაქელების" გამწარება "წითლებსაც" უყვართ.

გავიხსენოთ ინგლისის ჩემპიონატის 1995-1996 წლის სეზონი, დიახ, საუბარია გიორგი ქინქლაძის ეპლ-ში გატარებულ ერთადერთ სეზონზე "ლურჯების" შემადგენლობაში. ყველამ ვიცით, რომ "მეინ როუდის" ბინადრები გავარდნენ, მაგრამ არავინ უკვირდება განვითარებული მოვლენების კურიოზულობას.

"ერთი ქულით ან თუნდაც ერთი გოლით მეტი რომ ყოფილიყო", - კურიოზი, რომელმაც ქინქლაძე შეიწირა

რა შუაში არიან ამასთან "სკაუზერები"? ყველაფრის შესახებ დაწვრილებით. ფრაზა - "ალან ბოლის დაჩანაკებული გუნდის ერთადერთი ნათელი წერტილი", რომელიც ეძღვნება ქართველს, გაბუქებული ნამდვილად არ არის. "სიტის" ფლეიმეიქერი რეალურად გამოირჩეოდა ფეერიული პერფომანსებით, რასაც ვერ ვიტყვით მის თანაგუნდელებზე.

თავად განსაჯეთ - 1995-1996 წლის სეზონში, მანჩესტერელებმა პირველი გამარჯვება მოიპოვეს 4 ნოემბერს, რაც პრემიერ ლიგის მე-12 ტურით ფიქსირდებოდა. რა ხდებოდა იქამდე? 9 წაგება (8 ზედიზედ) და ორი ფრე. მოკლედ, ინგლისის ჩემპიონატს ერთი გამოკვეთილი აუტსაიდერი თავიდანვე ჰყავდა.

"ერთი ქულით ან თუნდაც ერთი გოლით მეტი რომ ყოფილიყო", - კურიოზი, რომელმაც ქინქლაძე შეიწირა

"ქალაქელები" დროთა განმავლობაში გამოცოცხლდნენ, რასაც მოჰყვა როგორც ოთხ, ისე ხუთშეხვედრიანი წაუგებელი სერია. "ლურჯებმა" დაამარცხეს მათზე მაღლა მდგომი მეტოქეები, მაგალითად, "ვესტ ჰემ იუნაიტედი" და "ევერტონი". "მეინ როუდის" ბინადრების ყველაზე დასამახსოვრებელი მოგება მაინც "საუთჰემპტონთან" მოხდა.

საუბარია მატჩის შესახებ, რომელშიც ჩვენი თანამემამულის დუბლის დამსახურებით ბოლის გუნდმა "წმინდანებთან" 2:1 იმარჯვა. "მან სიტის" შვიდიანის გარღვევებს "თეთრ-წითლების" საჯარიმოში და გოლებს დღემდე იხსენებენ. შეგვიძლია კიდევ მიმოვიხილოთ 1996 წლის 6 აპრილს შემდგარი მანჩესტერული დერბი.

ქინქლაძის ლეგენდარული გოლი საუთჰემტონის კარში



მართალია, "ქალაქელები" 2:3 დამარცხდნენ, თუმცა აღნიშნული შეხვედრა იმით არის გამორჩეული, რომ "მანიუს" კარი აიღო "ლურჯების" კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა: მიხეილ ყაველაშვილმა. "მეინ როუდის" ბინადრები სატურნირო ცხრილის ფსკერზე აღარ განისვენებდნენ, მაგრამ გასავარდნ ზონასთან მაინც ტრიალებდნენ.

მან სიტი - მან იუნაიტედი 2:3 (ყაველაშვილის გოლი)



შედეგად, ეპლ-ის უკანასკნელი ტურისთვის ცხრილის ქვედა ნაწილში საკმაოდ დრამატული სიუჟეტი განვითარდა. "ქუინს პარკ რეინჯერსი" და "ბოლტონი" უკვე პირველ დივიზიონში იყვნენ, მე-18 ადგილიდან თავის დაღწევისთვის კი იბრძოდა ბოლის გუნდი (37 ქულა), "საუთჰემპტონი" (37 ქულა), "ქოვენთრი სიტი" (37 ქულა), "შეფილდ უენსდეი" (39 ქულა) და "უიმბლდონი" (40 ქულა).

ბევრის აზრით, "მან სიტი" იყო განწირული და ამას ჰქონდა ორი მიზეზი, პირველი - ქულების ერთნაირი რაოდენობით, მე-18 ადგილზე რჩებოდნენ მანჩესტერელები, რადგან ბურთების შეფარდების კოშმარული, -5-იანი მაჩვენებელი თავის როლს თამაშობდა. მეორე მიზეზი - "ქალაქელების" მეტოქე "ლივერპული" იყო.

"ერთი ქულით ან თუნდაც ერთი გოლით მეტი რომ ყოფილიყო", - კურიოზი, რომელმაც ქინქლაძე შეიწირა

ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ "ლურჯების" კონკურენტებს შედარებით იოლი გასეირნება ელოდათ. "წმინდანები" და ლონდონელები საერთოდ ერთმანეთში თამაშობდნენ. თრილერი "მეინ როუდზე" დაიწყო მომენტალურად და 41-ე წუთისთვის მერსისაიდელები უკვე 2:0-ს ზეიმობდნენ.

გულშემატკივრები გონებით ქვედა დივიზიონში იყვნენ, თუმცა 71-ე წუთიდან ბოლის შეგირდებმა ქამბექის გამოდნობა დაიწყეს. "წითლების" კარი პენალტით აიღო უვე როსლერმა, ზუსტად 7 წუთში კი კიტ სიმონსმა წონასწორობა აღადგინა. ცხადია, ამ ყველაფრის მონაწილე ქინქიც იყო.

"მან სიტი" მესამე გოლის გატანასთანაც ძალიან ახლოს აღმოჩნდა. ერთი სიტყვით, მანჩესტერში დაფიქსირდა საბრძოლო ფრე, მაგრამ ისმის კითხვა - რა შედეგი გამოიღო ამ ყველაფერმა "ქალაქელებისთვის"? სამწუხაროდ, არაფერი. საქმე ისაა, რომ "ლურჯების" მსგავსად, ფრე დანარჩენმა კონკურენტებმაც დააფიქსირეს.

მან სიტი - ლივერპული 2:2



თავად განსაჯეთ - "საუთჰემპტონი" - "უიმბლდონი" 0:0, "ვესტ ჰემი" - "შეფილდი" 1:1, "ქოვენთრი" - "ლიდსი" 0:0. როგორც ვხედავთ, თითოეულმა გუნდმა თავის აქტივში ჩაიწერა ერთი ქულა, მე-18 ადგილზე კი აღმოჩნდა უიღბლო კოლექტივი ბურთების შეფარდების უარესი მაჩვენებლით, ანუ "მეინ როუდის" ბინადარი.

"სკაუზერების" კიდევ ერთხელ გახსენების გარეშე, ბოლის გუნდის გავარდნა არ ჩაივლის. საქმე ისაა, რომ "მან სიტის" ბურთების შეფართების უარყოფით ბალანსი გარკვეულწილად არის "ენფილდელების" დამსახურება, რომლებმაც პირველ წრეში მანჩესტერელები 6:0 გაანადგურეს.

"ერთი ქულით ან თუნდაც ერთი გოლით მეტი რომ ყოფილიყო", - კურიოზი, რომელმაც ქინქლაძე შეიწირა

როგორც ვხედავთ, "ქალაქელებს" რომ ჰქონოდათ უკეთესი ბალანსი ან თუნდაც ერთი ქულით მეტი, ქართველი მათ შემადგენლობაში პრემიერ ლიგის კიდევ ერთ სეზონს ჩაატარებდა. კითხვა: "ლურჯები" რომ არ გავარდნილიყვნენ, გიოს კარიერა უკეთესი სცენარით წარიმართებოდა?

ცხადია, "მეინ როუდის" ბინადრები კვლავ აუტსაიდერები იქნებოდნენ, თუმცა ალბათ დაგვეთანხმებით, ინგლისის უმაღლეს დივიზიონში თამაშით, ბოლის გუნდის ლიდერი კიდევ უფრო დიდ ყურადღებას მიიქცევდა. როგორც ვიცით, ჩვენმა თანამემამულემ "სიტი" გასაჭირში არ მიატოვა და ერთგულება ფსკერზეც კი შეინარჩუნა.

"ერთი ქულით ან თუნდაც ერთი გოლით მეტი რომ ყოფილიყო", - კურიოზი, რომელმაც ქინქლაძე შეიწირა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ნიუკასლის სავარაუდო მწვრთნელისა და სატრანსფერო სამიზნეების ვინაობა ცნობილია

The Telegraph-ის თანახმად, "ნიუკასლ იუნაიტედის" მომავალი სავარაუდო მთავარი მწვრთნელისა და სატრანსფერო სამიზნეების ვინაობა ცნობილია.

დღეს, 11:34

ზამორანო: "ბარსელონას ლაუტაროს ყიდვის ფული არ აქვს"

მილანის "ინტერის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ივან ზამორანომ ლაუტარო მარტინესის შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:20

"არსენალი განადგურების პირას იყო, ფული არაფერ შუაშია",- კოული ჩელსიში ტრანსფერის შესახებ

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მარცხენა მცველმა, ეშლი კოულმა ლონდონის "არსენალიდან" მეზობელ "ჩელსიში" ტრანსფერი გაიხსენა:

დღეს, 10:07

მაინცის ტვიტერი კლოპს: "გთხოვ, მოგვაშორე ის"

"მაინცის" ოფიციალურმა ტვიტერმა ირონიული ფორმით მიმართა თავის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს:

დღეს, 09:56

ინტერი დათმობაზე მიდის, იკარდის ტრანსფერი ახლოვდება

ნიკოლა სკირას ტვიტერის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი საბოლოოდ გაირკვა.

დღეს, 09:38

იგალო მანჩესტერს ტოვებს

Daily Mail-ის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ოდიონ იგალო უახლოეს პერიოდში ჩინეთში დაბრუნდება.

დღეს, 09:26

VIDEO: ზუსტად 15 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგა

ზუსტად 15 წლის წინ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგა.

დღეს, 04:26

რომელი მატჩით განახლდება ლა ლიგა? - პრეზიდენტი კომენტარს აკეთებს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლა ლიგის განახლება 8 ივნისიდან უკვე შესაძლებელი იქნება.

დღეს, 04:21

გიგსმა ერთმანეთს ვან გაალი და ფერგიუსონი შეადარა

ლეგენდარული ფეხბურთელი რაიან გიგსი ერთმანეთს სერ ალექს ფერგიუსონს და ლუი ვან გაალს ადარებს.

დღეს, 04:18

შვაინშტაიგერი გიოტცეს მომავალზე საუბრობს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მარიო გიოტცე "დორტმუნდს" დატოვებს.

დღეს, 04:14

ინძაგი ჩემპიონატის განახლებას ეხმაურება

თითქმის გადაწყვეტილია, რომ იტალიის ჩემპიონატის განახლებას ივნისის თვეში უნდა ველოდოთ.

დღეს, 04:11

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ხოჭოლავამ შახტარში ითამაშა

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ "შახტარში" ითამაშა.

დღეს, 04:08

რამდენი მილიონი აქვს გამომუშავებული ბასილაშვილს თავის კარიერაში?

გასაკვირი არაა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის სკანდალური ინფორმაცია უცხოურმა გავლენიანმა გამოცემებმა გაავრცელეს.

დღეს, 03:51

ბასილაშვილის მამა: "მან სასამართლოში ყალბი ვიდეოები წარადგინა"

ნიკოლოზ ბასილაშვილი მამა ნოდარ ბასილაშვილი "პრაიმთაიმთან" ინტერვიუში საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 03:47

შოთა არველაძე ბასილაშვილზე: "მხარდაჭერას ვუცხადებ"

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო დატრიალებულ ამბებს ეხმაურება.

დღეს, 03:25

ვერნერმა თავისი პირადი რეკორდი გააუმჯობესა

როგორც მოგეხსენებათ, "მაინცთან" შეხვედრაში "ლაიპციგის" თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა ჰეტ-ტრიკი გაიფორმა.

დღეს, 00:50

"ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, რადგან კლატენბურგი ხელს ვეღარ შეგვიშლის", - მადრიდის მერი

მადრიდის მერმა და "ატლეტიკოს" მხურვალე გულშემატკივარმა, ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდამ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 00:37

რა თანხას მიიღებენ რეალის მოთამაშეები ჯილდოს სახით ორი ტიტულის მოგების შემთხვევაში?

Marca-ს თანახმად, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგების შემთხვევაში სასიამოვნო ბონუსი ელოდებათ.

გუშინ, 23:59

"ფირმინოს ის ვერ ამოაგდებს", - ჰარგრივზი ლივერპულის პოტენციური ახალწვეულის შესახებ

ყოფილმა ინგლისელმა საყრდენმა ნახევარმცველმა, ოუენ ჰარგრივზმა ისაუბრა "ლივერპულის" პოტენციური შენაძენის,

გუშინ, 23:46

ლივერპული-ატლეტიკოს საპასუხო მატჩმა 41 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

Sunday Times-მა გამოიკვლია, თუ რა გავლენა მოახდინა "ლივერპულისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შეხვედრამ კორონავირუსის გავრცელებაზე.

გუშინ, 23:32

ბეკენბაუერი: "ბუნდესლიგა აღარ უნდა შეწყდეს"

მიუნხენის "ბაიერნის" ცოცხალმა ლეგენდამ, ფრანც ბეკენბაუერმა ბუნდესლიგის განახლების შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:15

"ის ბოლომდე ჩემი ერთადერთი შვილის დედად დარჩება" - ბასილაშვილი პირველ განცხადებას აკეთებს

დღევანდელ სკანდალთან დაკავშირებით, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს.

გუშინ, 22:56

"ჩელსის გასახდელში მე და აზარმა რეალში თამაშზე ვისაუბრეთ", - კურტუა

მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა, ტიბო კურტუამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:45

"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბარსელონაში გადადის", - ლაუტაროს ექს-კლუბის პრეზიდენტი

არგენტინული "რასინგის" პრეზიდენტის აზრით, ლაუტარო მარტინესი "ბარსელონაში" გადავა.

გუშინ, 22:36

"ფული ყოველთვის პირველ ადგილზე არ არის", - ინტერის ექს-დირექტორი მესის არშემდგარ ტრანსფერზე

"ინტერის" ყოფილმა ტექნიკურმა დირექტორმა, მარკო ბრანკამ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

გუშინ, 21:45

ბარსელონას ფეხბურთელი, რომლის ლაუტაროს ტრანსფერში ჩართვაზეც ინტერი თანახმაა

მოგეხსენებათ, "ბარსელონას" "ინტერის" თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის დამატება უნდა.

გუშინ, 21:35

მოურინიო: "მხოლოდ მოგების შემდეგ ვტირი, პირველად ეს 2009 წელს მოხდა"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:30

ლაუტარომ ინტერი უარით გაისტუმრა, ბარსელონაში ტრანსფერი ახლოვდება

"ინტერის" თავდამსხმელი, ლაუტარო მარტინესი მილანური კლუბიდან წასვლასთან ახლოსაა.

გუშინ, 20:49

იუვენტუსი მზადაა იგუაინი გაყიდოს და ფასიც დაადო

"იუვენტუსი" მზადაა ზაფხულში თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი გაყიდოს, წერენ იტალიურ პრესაში.

გუშინ, 20:42

ბოატენგი: "რონალდუ კერძო თვითმფრინავებს გვაჩვენებს და ქველმოქმედებაზე მილიონებს ხარჯავს"

"ბაიერნის" მცველმა, ჯერომ ბოატენგმა ბევრი პროფესიონალი ფეხბურთელის მდიდრულ ცხოვრებაზე ისაუბრა.

გუშინ, 20:29
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10