» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ქართული სულის მქონე გერმანული კლუბის ისტორია - ლიოვი, ჩვენები და სანეს მამა


ქართული სულის მქონე გერმანული კლუბის ისტორია - ლიოვი, ჩვენები და სანეს მამა

ფეხბურთში ხშირად გვხვდება გუნდები, რომლებშიც ჭარბობენ ლეგიონერები ერთი ქვეყნიდან, ე.წ. დიასპორები. მაგალითად - არგენტინელები მილანის "ინტერში", ფრანგები ლონდონის "არსენალში", ჰოლანდიელები ერთ დროს "ბარსელონაში" და ა.შ. საფეხბურთო ევროპას, კერძოდ კი გერმანიას ახსოვს ქართული დიასპორაც.

21-ე საუკუნის დასაწყისის "ფრაიბურგის" მთავარ ძალას სწორედ "ჯვაროსნები" წარმოადგენდნენ. ალექსანდრე იაშვილი, ლევან კობიაშვილი, ლევან ცქიტიშვილი - ჩვენი თანამემამულეების გარეშე, ამ გუნდის ხილვა წარმოუდგენელი იყო. მათ გარდა, "არწივებში" დამკვიდრების მცდელობა ჰქონდათ გიორგი კიკნაძეს, ზაზა ზამთარაძეს, ოთარ ხიზანეიშვილსა და დავით თარგამაძეს.

ქართული სულის მქონე გერმანული კლუბის ისტორია - ლიოვი, ჩვენები და სანეს მამა

ბუნდესლიგაში ქართული ფეხბურთის ე.წ. შემომტანი იყო ლეგენდარული მწვრთნელი, ფოლკერ ფინკე, რომლის სახელზე ერთი უნიკალური რეკორდი ფიგურირებს - ის 17 წლის განმავლობაში ედგა სათავეში ბრაისგაუელებს, მასზე დიდხანს გერმანიაში ერთ კლუბში არავინ გაჩერებულა.

მართალია, "შავ-წითლებს" სერიოზულისთვის არაფრისთვის მიუღწევიათ, თუმცა გერმანელის გუნდი ყოველთვის წარმოადგენდა ბუნდესლიგაში ანგარიშგასაწევ ძალას და ეს პირველ რიგში ქართველების დამსახურება იყო. გავიხსენოთ "შვარცვალდის" ბინადრების ეპოქა "ჯვაროსნებამდე", მათ მოსვლამდე და მათ შემდეგაც.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, "ფრაიბურგი" არასდროს იბრძოდა მაღალი მიზნებისთვის, ფინკეს მოსვლამდე კი კლუბი საერთოდ ქვედა დივიზიონებში განისვენებდა. 80-იანების "არწივები" იმით არიან გამორჩეულები, რომ აქ თავისი კარიერის საუკეთესო წლები იოაჰიმ ლიოვმა გაატარა.

ქართული სულის მქონე გერმანული კლუბის ისტორია - ლიოვი, ჩვენები და სანეს მამა

გერმანიის ნაკრების ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ბრაისგაუში დაჰყო შვიდი სეზონი, ჩაატარა 252 შეხვედრა და გაიტანა 81 ბურთი, რითაც ის კლუბის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორიც გახდა. "შავ-წითლებში" აგრეთვე ბრწყინავდა "მანჩესტერ სიტის" შემტევის, ლეროი სანეს მამა, სულეიმანი.

სენეგალელი "შვარცვალდ-შტადიონზე" მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. 1991 წელს "ფრაიბურგის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ფინკე, რომელმაც მომენტალურად გაიყვანა კლუბი პირველ ბუნდესლიგაში. უმაღლეს დივიზიონში გატარებულ სადებიუტო სეზონი "არწივებისთვის" მძიმე გამოდგა, გეგმა: ადგილის შენარჩუნება იყო.

ქართული სულის მქონე გერმანული კლუბის ისტორია - ლიოვი, ჩვენები და სანეს მამა

მეორე სეზონი სრულიად განსხვავებულად წარიმართა - ბრაისგაუელები არც მეტი არც ნაკლები ჩემპიონობას უმიზნებდნენ. "შავ-წითლების" თამაში გულგრილს არავის ტოვებდა, ქომაგები საყვარელ გუნდს ხუმრობით "ბრაზილიელებსაც" კი ეძახდნენ. ფინკეს ბანდა ტრიუმფატორ დორტმუნდის "ბორუსიას" სულ რაღაც 3 ქულით ჩამორჩა.

1997 წელს გერმანელმა ტაქტიკოსმა პირველი ქართული შენაძენი განახორციელა - თბილისის "დინამოდან" 125 000 ევროდ გადმობირებული იქნა ალექსანდრე იაშვილი. ერთი წლით ადრე, ქართველი "ლიუბეკში" ასპარეზობდა იჯარით, სწორედ მანდ აღმოაჩინა ის ფოლკერმა.

ქართული სულის მქონე გერმანული კლუბის ისტორია - ლიოვი, ჩვენები და სანეს მამა

"შვარცვალდ-შტადიონის" ბინადრების სპეციალისტს "ჯვაროსნებზე" მადა გაეხსნა და 1998 წელს მან თითქმის იგივე ფასად გადმოიყვანა ლევან კობიაშვილი და ლევან ცქიტიშვილი. ჩვენი თანამემამულეების გარდა, იმ დროინდელ "ფრაიბურგში" ბრწყინავდნენ - რიჩარდ გოლცი, იორგ ჰაინრიხი, სებასტიან კელი, სუმალა კულიბალი და ადელ სელიმი.

იმის გამო, რომ "არწივების" ბიუჯეტი ძალზედ მცირე იყო, კლუბს უჭირდა მაღალი დონის ფეხბურთელების ყიდვა, რის გამოც ბრაისგაუელები ხშირ შემთხვევაში ბუნდესლიგის აუტსაიდერის როლში გვევლინებოდნენ. "შავ-წითლები" რამდენჯერმე ქვედა დივიზიონში გავარდნენ კიდეც.

ქართული სულის მქონე გერმანული კლუბის ისტორია - ლიოვი, ჩვენები და სანეს მამა

2000-2001 წლის სეზონში ფინკეს გუნდი ელიტაში ხმაურიანად დაბრუნდა და ევროთასების საგზურისთვის მებრძოლ კოლექტივად ჩამოყალიბდა. "შვარცვალდის" ბინადრებმა საწადელს მიაღწიეს: მე-6 ადგილი, რაც უეფას თასის საგზურის მოპოვებას ნიშნავდა. იაშვილი-კობიაშვილი-ცქიტიშვილის ტრიო იმ დროს უკვე "ფრაიბურგის" ძირითად ბირთვს წარმოადგენდა.

"არწივებმა" ევროსარბიელზე დაძლიეს ორი ეტაპი, შემდეგ კი ისინი დამარცხდნენ მომავალ ჩემპიონთან - როტერდამის "ფეიენოორდთან". ბრაისგაუელებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ "სამხრეთელების" უპირატესობა კლასში, აშკარა იყო. აღსანიშნავია, რომ "თეთრ-წითლებს" ერთი გოლი კობიმ გაუტანა.

ამის გარდა, გამოსარჩევია ქართველის ეფექტური ჯარიმა მიუნხენის "ბაიერნთან", ოლივერ კანის კარში. ჯამში ლევანმა "შავ-წითლების" შემადგენლობაში ჩაატარა 185 მატჩი და გაიტანა 36 გოლი. იაშვილის მონაგარი შეადგენდა 275 შეხვედრაში 63 ბურთს, ცქიტიშვილი კი 160 თამაშში 13-ჯერ გამოირჩა.

ქართველების 10 საუკეთესო გოლი ბუნდესლიგაში



იმ პერიოდში ქართულ დიასპორას გაფართოება შეეძლო - 2000-2001 წლებში ფინკეს გუნდში ადგილის დასამკვიდრებლად ჩამოვიდნენ კიკნაძე და ზამთარაძე, თუმცა მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. 2004 წლიდან კი "ჯვაროსნებმა" "შვარცვალდის" დატოვება ეტაპობრივად დაიწყეს.

პირველი, ვინც "ფრაიბურგს" დაემშვიდობა იყო კობიაშვილი, რომელიც კარიერის საუკეთესო პერიოდის გასატარებლად გელზენკირხენის "შალკე 04"-ში გადავიდა. როგორც ვიცით, ქართველმა მოგვიანებით ბერლინის "ჰერტაში" თამაშიც მოასწრო. ლევანის გზას მიჰყვა მისი სეხნია, ცქიტიშვილი, რომელიც ჯერ დონეცკის "მეტალურგში" წავიდა, შემდეგ კი ბუნდესლიგაში დაბრუნდა და "ვოლფსბურგს" შეუერთდა.

ქართული სულის მქონე გერმანული კლუბის ისტორია - ლიოვი, ჩვენები და სანეს მამა

ყველაზე გვიან "არწივების" რიგები იაშვილმა დატოვა. ქართველი 2005 წლიდან ბრაისგაუელების კაპიტანი გახდა, თუმცა ორი სეზონის შემდეგ, ის "კარლსრუეში" გადაბარგდა. იმ პერიოდში "შავ-წითლებში" მოვიდა კიდევ ერთი ქართველი, ხიზანეიშვილი, რომელმაც გუნდში დაჰყო 3 სეზონი, შემდეგ კი "აუგსბურგში" გადავიდა.

რაც შეეხება თავად ფინკეს, მისი 17-წლიანი მოღვაწეობა 2007-ში დასრულდა. გერმანელის ბოლო გაჩერება კამერუნის ნაკრები იყო, რომელიც მან 2014 წელს გამართულ ბრაზილიის მუნდიალზე გაიყვანა. შედარებით გვიან "შვარცვალდამდე" მიაღწია თარგამაძემ. ქართველი 17-წლის ასაკში ჩაირიცხა "ფრაიბურგის" აკადემიაში და მთავარ გუნდში მან 8 მატჩის ჩატარებაც მოასწრო.

ქართული სულის მქონე გერმანული კლუბის ისტორია - ლიოვი, ჩვენები და სანეს მამა

საინტერესო ფაქტი - 2018 წლის მარტში ბუნდესლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა "არწივების" ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული, რომელშიც ლიოვთან ერთად არიან კობიაშვილი და იაშვილი. გუნდის მთავარი მწვრთნელი კი რა თქმა უნდა ბრაისგაუსთვის ლეგენდარული ფოლკერია.

ქართული სულის მქონე გერმანული კლუბის ისტორია - ლიოვი, ჩვენები და სანეს მამა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სერხიო რამოსი: გული, ხასიათი, ვნება [ნაწილი 1]

დღეიდან, ჩვენს საიტზე, მადრიდის "რეალის" ლეგენდის, სერხიო რამოსის ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამონადირების წაკითხვა შეგეძლებათ.

გუშინ, 21:17

"ლივერპულის წაგება გამიხარდა", - ვენგერი

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა საკმაოდ საინტერესო განცადება გააკეთა:

დღეს, 01:04

რაზეა დამოკიდებული ოდეგორის მომავალი?

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" თავისი შემტევი ნახევარმცველისთვის, მარტინ ოდეგორისთვის შანსის მიცემას აპირებს.

დღეს, 00:38

ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვხვდებით", - ფლიკი დორტმუნდის შესახებ

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა დორტმუნდის "ბორუსიასთან" მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 23:56

"რატომ არ ვათამაშებდი ძირითადში მესის 2006 მუნდიალზე?", - პეკერმანის განცხადება

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე პეკერმანმა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსენა:

გუშინ, 23:32

იგუაინის გარეშე - არგენტინელებისგან შემდგარი ნაპოლის ყველა დროის საუკეთესო 11-ეული

"ნაპოლის" პრეს-სამსახურმა შეადგინა არგენტინელებისგან შემდგარი კლუბის ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული.

გუშინ, 23:16

დოროყაშვილის ადვოკატი: "ბასილაშვილის წარმატებაში მისი ყოფილი მეუღლის წვლილი დიდია"

დღეს, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატებმა განცხადება გააკეთეს.

გუშინ, 22:41

ვერნერის შეძენის გამო, ლივერპული სამ ფეხბურთელს ყიდის

„ლივერპულმა“, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა სამი ფეხბურთელი გაასხვისოს.

გუშინ, 21:35

იუვენტუსმა პიანიჩის სანაცვლოდ მორიგი ფეხბურთელი მოითხოვა, ამჯერად იჯარით

„ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ მირალემ პიანიჩის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ.

გუშინ, 21:25

ლაციოს პრეზიდენტი ცნობილ იტალიურ გაზეთს უჩივის

„ლაციომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის პრეზიდენტი, კლაუდიო ლოტიტო, იტალიურ გამოცემა La Gazzetta dello Sport-ს უჩივის.

გუშინ, 21:15

ბაიერნს დერ კლასიკერში საკვანძო ნახევარმცველი გამოაკლდება

მიუნხენის „ბაიერნი“ მოახლოვებულ დერ კლასიკერს დანაკლისით ხვდება.

გუშინ, 21:07

ვალვერდე: "გვინდა, დავბრუნდეთ და ისე ვითამაშოთ, რომ სიტის ბარიერის დაძლევა შევძლოთ"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ფედე ვალვერდემ, „მანჩესტერ სიტისთან“ საპასუხო შეხვედრაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:01

მესი ჩემპიონთა ლიგის ფინალების ყველა დროის საუკეთესოდ დასახელდა, რონალდუ მხოლოდ მეთერთმეტეა

გამოცემა Squawka-მ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ფინალების ბოლო 20 წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.

გუშინ, 20:49

ვინ არის ბასილაშვილის ახალი მეგობარი გოგონა, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება?

უკვე 2 დღეა, საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელზე ნიკოლოზ ბასილაშვილზე მთელი საქართველო საუბრობს.

გუშინ, 20:01

"ჩემი წასვლის მიზეზი მხოლოდ ფეხით ცუდად თამაში არ ყოფილა", - ჯო ჰარტმა გვარდიოლაზე ისაუბრა

„მანჩესტერ სიტის“ ექს-მეკარემ, ჯო ჰარტმა, რომელიც ამჟამად „ბარნლიში“ ასპარეზობს, „ქალაქელთა“ რიგებიდან წასვლა გაიხსენა.

გუშინ, 19:58

მანჩესტერი იგალოს იჯარას ვერ ახანგრძლივებს - ფეხბურთელს ჩინეთში უწევს დაბრუნება

ნიგერიელი თავდამსხმელის საიჯარო ხელშეკრულება „წითელ ეშმაკებთან“ დასასრულს უახლოვდება.

გუშინ, 19:54

ფეხბურთელი, რომლის დამატებითაც არტეტა ფიქრობს, რომ სიტის და ლივერპულის დონეზე ავა

ბრიტანული გამოცემა Daily Mail იტყობინება, რომ ფილიპე კოუტინიოსთვის ბრძოლაში ლონდონის „არსენალიც“ ჩაერთო.

გუშინ, 19:49

ზლატანს მოედანზე ვეღარ ვიხილავთ? შვედ თავდამსხმელს შესაძლოა მძიმე ტრავმა აღმოაჩნდეს

თავდამსხმელს შესაძლოა ხანგრძლივი პერიოდი გაუცდეს.

გუშინ, 19:45

73 წლის ჰარი რედნაპი შესაძლოა სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს

ცნობილი ინგლისელი მწვრთნელი, ჰარი რედნაპი, შესაძლოა საქმიანობას დაუბრუნდეს.

გუშინ, 19:40

"ის ბურთისკენ უბრალოდ კი არ ახტა, არამედ მიფრინდა", - ბრუნომ რონალდუს ლეგენდარული გოლი გაიხსენა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა, კრიშტიანუ რონალდუს მიერ, 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლი გაიხსენა.

გუშინ, 19:35

ჟოაო ფელიქსმა მორიგი ტრავმა მიიღო

მადრიდის „ატლეტიკოს“ შემტევმა, ჟოაო ფელიქსმა, მორიგი ტრავმა მიიღო.

გუშინ, 19:27

"პაპუს ფაქტორი" - AS ქართველ ფეხბურთელს აქებს

"პაპუს ფაქტორი" - ასეთი სათაური გამოიტანა გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა AS-მა ქართველ ფეხბურთელზე.

გუშინ, 19:24

"მან ცხვირი გამიტეხა", - გიგსმა კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ნახევარმცველმა, რაიან გიგსმა კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა.

გუშინ, 17:37

კონტაქტი შედგა - კლოპი ვერნერს ვიდეოზარით ესაუბრა

"ლაიფციგის" თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს ესაუბრა.

გუშინ, 17:29

ალეგრი ბრუნდება, მისთვის ორი ევროპული გრანდი იბრძოლებს

"იუვენტუსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი დაბრუნებას მალე აპირებს.

გუშინ, 17:20

დემბელეს პსჟ-ს შემდეგ მორიგი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, უსმან დემბელემ ზაფხულში შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

გუშინ, 17:15

ბარსელონამ და იუვენტუსმა შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

"ბარსელონამ" და "იუვენტუსმა" უახლოეს პერიოდში შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ.

გუშინ, 17:09

"იქ შეუძლია უკეთესი გახდეს", - ლოთარ მათეუსმა გიოტცეს კლუბი ურჩია

გერმანიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა "დორტმუნდის" ნახევარმცველ მარიო გიოტცეზე ისაუბრა.

გუშინ, 17:03

კიელინიმ 2017 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში რეალთან მარცხის მიზეზი განმარტა

"იუვენტუსის" მცველმა, ჯორჯო კიელინიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალთან" (1:4) მარცხი გაიხსენა.

გუშინ, 16:54

MARCA: მანჩესტერ სიტიმ ბარსელონას ფეხბურთელების გაცვლაზე უარი უთხრა

"მანჩესტერ სიტი" "ბარსელონას" მცველ ნელსონ სემედუს დამატებით დაინტერესებული არ არის.

გუშინ, 16:40
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10