» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ის, რაც 27-წლის წინ უნდა მომხდარიყო - ნიუკასლი: არშემდგარი სუპერკლუბი


ის, რაც 27-წლის წინ უნდა მომხდარიყო - ნიუკასლი: არშემდგარი სუპერკლუბი

"ნიუკასლ იუნაიტედის" თანამედროვე ისტორია სათავეს იღებს 1993 წლიდან, როდესაც კლუბი პრემიერ ლიგაში აღზევდა. "კაჭკაჭების" წარმატების მთავარი შემმოქმედი იყო მათი მწვრთნელი, ლეგენდარული კევინ კიგანი, რომელიც 80-იანებში "ჯორდებში" მოთამაშის რანგშიც ირიცხებოდა.

ინგლისის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებულმა "შავ-თეთრებმა" ნამდვილი ფურორი მოახდინეს და ეპლ-ის ბრინჯაოს მედალს გამოჰკრეს ხელი. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 1993-1994 წლის სეზონში დაფიქსირებული მე-3 ადგილი, იქნებოდა არა ისტორიული მაქსიმუმი, არამედ მხოლოდ მოთელვა.

ის, რაც 27-წლის წინ უნდა მომხდარიყო - ნიუკასლი: არშემდგარი სუპერკლუბი

ინგლისელი სპეციალისტი ტაინსაიდელ გულშემატკივრებსა და პირადად სერ ალექს ფერგიუსონს საჩემპიონო რბოლას შეპირდა, ასეც მოხდა - 90-იანების შუა პერიოდში "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი კონკურენტი იყო არა ლონდონის "არსენალი" ან "ლივერპული", არამედ კიგანის გუნდი.

აღსანიშნავია ისიც, რომ "სენტ-ჯეიმს პარკის" ბინადრებს მიზნის მისაღწევად სულ ცოტა დააკლდათ. 1995-1996 წლის სეზონი მთლიანად "ნიუკასლ იუნაიტედის" დომინირებით მიმდინარეობდა. აღნიშნული გარემოება განპირობებული იყო "კაჭკაჭების" ტრიუმფალური ფორმითა და "ეშმაკების" ჩავარდნით.

ის, რაც 27-წლის წინ უნდა მომხდარიყო - ნიუკასლი: არშემდგარი სუპერკლუბი

"მანიუს" კრიზისი გამოიწვია ერიკ კანტონას რვათვიანმა დისკვალიფიკაციამ, "ჯორდების" აღმასვლა კი უბრალოდ კარგმა თამაშმა. დიახ, ფრანგის არყოფნაში "მანკუნიანელების" პოზიციები შეირყა, ჯერ იყო "ბლექბერნ როვერსის" ჩემპიონობა, შემდეგ კი "ვარდების" საქმე თითქოს "შავ-თეთრებმაც" გააგრძელეს.

"ემიუში" განგაშის მიზეზი რეალურად არსებობდა, რადგან ტაინსაიდელებმა სასტარტო 10 შეხვედრაში გამარჯვება 9-ჯერ მოიპოვეს. ამის გარდა, სეზონის შუა პერიოდში კიგანისა და ფერგიუსონის გუნდებს შორის სხვაობა 12 ქულას შეადგენდა. "სენტ-ჯეიმს პარკზე" ფიქრობდნენ: პირველად, 1927 წლის შემდეგ, ჩემპიონობა ახლოვდებოდა.

ის, რაც 27-წლის წინ უნდა მომხდარიყო - ნიუკასლი: არშემდგარი სუპერკლუბი

"ნიუკასლ იუნაიტედის" ზღაპრის დასასრულის ათვლის წერტილად მიჩნეულია 4 მარტს გამართული შეხვედრა "ოლდ ტრაფორდის" ბინადრების წინააღმდეგ, რომელშიც "კაჭკაჭები" შინ მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. "მანჩესტერთან" წაგების შემდეგ, "ჯორდები" აიჭრნენ და უახლოეს 4 მატჩში კიდევ 3 მარცხი იწვიეს.

ფორმალურად, პრემიერ ლიგის ჩემპიონის ვინაობა უკანასკნელ ტურამდე გარკვეული არ იყო, თუმცა "წითელი ეშმაკების" ფსიქოლოგიური უპირატესობა იმდენად თვალშისაცემი აღმოჩნდა, რომ "შავ-თეთრების" ზღაპრის აღარავის სჯეროდა. დემორალიზებულმა ტაინსაიდელებმა ქულები ინგლისის ჩემპიონატის ფინიშზეც დაკარგეს.

ის, რაც 27-წლის წინ უნდა მომხდარიყო - ნიუკასლი: არშემდგარი სუპერკლუბი

ერთი სიტყვით, ჩემპიონი "მანიუ" გახდა, თუმცა მოგვიანებით კიგანმა შურისძიების აღება ნაწილობრივ მოახერხა, თანაც ორ ფრონტზე. პირველი ვენდეტა შედგა სატრანსფერო ბაზარზე, როდესაც "სენტ-ჯეიმს პარკის" ბინადრებმა "მანკუნიანელებს" ალან შირერის ყიდვა დაასწრეს.

"ნიუკასლ იუნაიტედს" ინგლისელი დაუჯდა 15 მილიონი ფუნტი სტერლინგი, რაც იმ მომენტში რონალდოს მილანის "ინტერში" ტრანსფერამდე, მსოფლიო რეკორდი იყო. დიახ, "კაჭკაჭები" იყვნენ არა უბრალოდ გუნდი-სენსაცია, არამედ ფინანსურად ძლიერი კლუბი, რომელსაც პერსპექტივაში "ემიუს" გამწარება მოგვიანებითაც უნდა გაეგრძელებინა.

ის, რაც 27-წლის წინ უნდა მომხდარიყო - ნიუკასლი: არშემდგარი სუპერკლუბი

ასეც მოხდა, თუმცა მხოლოდ ერთ შეხვედრაში. 1996 წლის 20 ოქტომბერს "ჯორდებმა" ფერგიუსონის გუნდს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს, რითაც ყველას შეახსენეს, რომ ერთი წლით ადრე დატრიალებული მოვლენები, შემთხვევითობა სულაც არ იყო. ორი თვის შემდეგ, "შავ-თეთრები" მასშტაბურად გაუსწორდებიან "ტოტენჰემსაც" (7:1).

ტაინსაიდში უბედურების მომასწავებელი არაფერი შეინიშნებოდა იქამდე, სანამ კლუბი მოულოდნელად კიგანმა არ დატოვა. ინგლისელი 1997 წლის იანვრის დასაწყისში გადადგა და თავისი გადაწყვეტილება მან ბანალური თავის ამოწურვით ახსნა. მოგვიანებით კევინმა თქვა, რომ ის ხელიდან გაშვებულ ჩემპიონობის ფაქტს ვერ შეეგუა.

ის, რაც 27-წლის წინ უნდა მომხდარიყო - ნიუკასლი: არშემდგარი სუპერკლუბი

"მაითი მაუსი" ჩაანაცვლა კენი დალგლიშმა და მიუხედავად იმისა, რომ "სენტ-ჯეიმს პარკის" ბინადრები კვლავ ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, "ოცნებების თეატრის" წარმომადგენლებთან კონურენციაზე საუბარი აღარ იყო. "ნიუკასლმა" უბრალოდ ბურთების შეფარდებით აჯობა "არსენალსა" და "ლივერპულს", რითაც მეორე ადგილი დაიკავა.

"კაჭკაჭებს" შემდეგ სეზონში კვლავ ახრჩობდათ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჰეგემონიის დამხობის ამბიცია და საამისოდ განხორციელებული იქნა უამრავი ტრანსფერი. "ჯორდებში" მოვიდნენ შეი გივენი და გარი სპიდი; წარსულის ლეგენდები: იან რაში, სტიუარტ პირსი, ჯონ ბარნსი და ბევრი სხვა.

ის, რაც 27-წლის წინ უნდა მომხდარიყო - ნიუკასლი: არშემდგარი სუპერკლუბი

ცალკე აღნიშნვის ღირსია თემურ ქეცბაიას ტრანსფერიც. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი "შავ-თეთრების" ძირითადი შემადგენლობის ხშირი სტუმარი არ იყო, ქომაგების ფავორიტის სტატუსი მან მალევე მოიპოვა. ტაინსაიდელების ახალწვეულის გადამწყვეტი გოლის წყალობით კლუბი ხომ პირველად თავის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა.

დინამო ზაგრები - ნიუკასლი 2:2 (ჩემპიონთა ლიგის საგზურის მომტანი ქეცბაიას გოლი 119-ე წუთზე)



სამწუხაროდ, უმსხვილესმა სატრანსფერო კამპანიამ შედეგი ვერ გამოიღო - დალგლიშის გუნდმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია, პრემიერ ლიგაში კი მე-13 ადგილი დაიკავა. "სენტ-ჯეიმს პარკის" ბინადრები თითქმის 10 წელი კოჭლობდნენ, გამონათება მოხდა მხოლოდ 2002-2003 წლის სეზონში, როდესაც კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა.

"ნიუკასლ იუნაიტედში" გადმოდიოდნენ მაიკლ ოუენისა და პატრიკ კლუივერტის დონის ტოპ-კლასის შემსრულებლები, თუმცა მათი მაქსიმუმი უეფას თასზე გასვლა იყო. ცნობისთვის, "კაჭკაკები" აღნიშნულ ტურნირზე იმ დროს თბილისის "დინამოსაც" გადაეყარნენ. მატჩი დასრულდა "ჯორდების" მოგებით, ანგარიშით 2:0.

ნიუკასლი - დინამო თბილისი 2:0 (უეფას თასის ჯგუფური ეტაპი)



კოჭლობისა და არასტაბილურობის მიუხედავად, "შავ-თეთრები" მსოფლიოს მასშტაბით პრემიერ ლიგის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კლუბად რჩებოდნენ. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მხატვრული ფილმი "გოლის" მთავარი გმირი, სანტიაგო მუნიესი სიუჟეტის მიხედვით ევროპულ კარიერას სწორედ ტაინსაიდში იწყებს.

პროდიუსერებმა "სენტ-ჯეიმს პარკი" სწორედ მსოფლიო პოპულარობის გათვალისწინებით აირჩიეს. ქართველი მაყურებლისთვის აღნიშნული ფილმის კომედიური ვერსია "შტანგა გოლის" სახელით არის ცნობილი, რომელშიც მექსიკელი ამომავალი ვარსკვლავი ჯოტია ცაავად არის გადაკეთებული.

ნაწყვეტი ფილმიდან "გოლი" (ქართული ვერსია)



დავუბრუნდეთ რეალობას. "ნიუკასლ იუნაიტედის" ტოპ-კლუბობის ამბიცია ერთხელ და საბოლოოდ დასრულდა 2009 წელს, როდესაც გუნდი პრემიერ ლიგიდან გავარდა. ცნობისთვის, ჩემპიონშიფში ყოფნის პერიოდში, "კაჭკაჭების" შემადგენლობაში თამაში ზურაბ ხიზანიშვილმაც მოასწრო.

"ჯორდები" მოგვიანებით დაბრუნდნენ, შემდეგ ისევ გავარდნენ. ერთი სიტყვით, "შავ-თეთრები" რამდენიმე ეშელონით დაქვეითდნენ. 2020 წელს ტაინსაიდელებს ელიტარულ წრეში დაბრუნების შესაძლებლობა გაუჩნდათ, ძალიან მალე "სენტ-ჯეიმს პარკი" არაბი მილიარდერების ხელში გადავა.

"ნიუკასლ იუნაიტედის" გულშემატკივრები უკვე ოცნებობენ, თუ როგორ გახდება Saudi Aramco-ს ხელში მათი კლუბი პრემიერ ლიგის ახალი ლონდონის "ჩელსი" ან "მანჩესტერ სიტი". მოკლედ, "კაჭკაჭებში" ხმაურიან შენაძენებს ელიან, მაგალითად, ედინსონ კავანის, რომლის სახელს კლუბს უკვე უკავშირებენ.

ის, რაც 27-წლის წინ უნდა მომხდარიყო - ნიუკასლი: არშემდგარი სუპერკლუბი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"ლივერპულმა ჩემპიონობა ჩელსისთან მატჩში დაკარგა", - როჯერსმა 2014 წელი გაიხსენა

"ლივერპულის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა პრემიერ ლიგის 2013-2014 წლების სეზონი გაიხსენა:

დღეს, 12:41

რეალი თუ იუვენტუსი? - რაიოლა პოგბას ტრანსფერზე მუშაობს

Rai Sport-ის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურ ნახევარმცველს, პოლ პოგბას ამ ეტაპზე ჰყავს ორი მსურველი.

დღეს, 12:20

ზიდანმა კარანტინი დაარღვია, მას ჯარიმა ემუქრება

Sport.es-ის თანახმად, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა კარანტინის წესები დაარღვია.

დღეს, 12:05

სიტიმ ბარსელონა უარით გაისტუმრა

Marca-ს თანახმად, "მანჩესტერ სიტიმ" არ ისურვა ჟოაო კანსელოს ნელსონ სემედოზე გაცვლა, მიზეზი - ფინანსური პრობლემები.

დღეს, 11:48

ნიუკასლის სავარაუდო მწვრთნელისა და სატრანსფერო სამიზნეების ვინაობა ცნობილია

The Telegraph-ის თანახმად, "ნიუკასლ იუნაიტედის" მომავალი სავარაუდო მთავარი მწვრთნელისა და სატრანსფერო სამიზნეების ვინაობა ცნობილია.

დღეს, 11:34

ზამორანო: "ბარსელონას ლაუტაროს ყიდვის ფული არ აქვს"

მილანის "ინტერის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ივან ზამორანომ ლაუტარო მარტინესის შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:20

"არსენალი განადგურების პირას იყო, ფული არაფერ შუაშია",- კოული ჩელსიში ტრანსფერის შესახებ

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მარცხენა მცველმა, ეშლი კოულმა ლონდონის "არსენალიდან" მეზობელ "ჩელსიში" ტრანსფერი გაიხსენა:

დღეს, 10:07

მაინცის ტვიტერი კლოპს: "გთხოვ, მოგვაშორე ის"

"მაინცის" ოფიციალურმა ტვიტერმა ირონიული ფორმით მიმართა თავის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს:

დღეს, 09:56

ინტერი დათმობაზე მიდის, იკარდის ტრანსფერი ახლოვდება

ნიკოლა სკირას ტვიტერის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი საბოლოოდ გაირკვა.

დღეს, 09:38

იგალო მანჩესტერს ტოვებს

Daily Mail-ის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ოდიონ იგალო უახლოეს პერიოდში ჩინეთში დაბრუნდება.

დღეს, 09:26

VIDEO: ზუსტად 15 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგა

ზუსტად 15 წლის წინ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგა.

დღეს, 04:26

რომელი მატჩით განახლდება ლა ლიგა? - პრეზიდენტი კომენტარს აკეთებს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლა ლიგის განახლება 8 ივნისიდან უკვე შესაძლებელი იქნება.

დღეს, 04:21

გიგსმა ერთმანეთს ვან გაალი და ფერგიუსონი შეადარა

ლეგენდარული ფეხბურთელი რაიან გიგსი ერთმანეთს სერ ალექს ფერგიუსონს და ლუი ვან გაალს ადარებს.

დღეს, 04:18

შვაინშტაიგერი გიოტცეს მომავალზე საუბრობს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მარიო გიოტცე "დორტმუნდს" დატოვებს.

დღეს, 04:14

ინძაგი ჩემპიონატის განახლებას ეხმაურება

თითქმის გადაწყვეტილია, რომ იტალიის ჩემპიონატის განახლებას ივნისის თვეში უნდა ველოდოთ.

დღეს, 04:11

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ხოჭოლავამ შახტარში ითამაშა

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ "შახტარში" ითამაშა.

დღეს, 04:08

რამდენი მილიონი აქვს გამომუშავებული ბასილაშვილს თავის კარიერაში?

გასაკვირი არაა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის სკანდალური ინფორმაცია უცხოურმა გავლენიანმა გამოცემებმა გაავრცელეს.

დღეს, 03:51

ბასილაშვილის მამა: "მან სასამართლოში ყალბი ვიდეოები წარადგინა"

ნიკოლოზ ბასილაშვილი მამა ნოდარ ბასილაშვილი "პრაიმთაიმთან" ინტერვიუში საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 03:47

შოთა არველაძე ბასილაშვილზე: "მხარდაჭერას ვუცხადებ"

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო დატრიალებულ ამბებს ეხმაურება.

დღეს, 03:25

ვერნერმა თავისი პირადი რეკორდი გააუმჯობესა

როგორც მოგეხსენებათ, "მაინცთან" შეხვედრაში "ლაიპციგის" თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა ჰეტ-ტრიკი გაიფორმა.

დღეს, 00:50

"ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, რადგან კლატენბურგი ხელს ვეღარ შეგვიშლის", - მადრიდის მერი

მადრიდის მერმა და "ატლეტიკოს" მხურვალე გულშემატკივარმა, ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდამ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 00:37

რა თანხას მიიღებენ რეალის მოთამაშეები ჯილდოს სახით ორი ტიტულის მოგების შემთხვევაში?

Marca-ს თანახმად, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგების შემთხვევაში სასიამოვნო ბონუსი ელოდებათ.

გუშინ, 23:59

"ფირმინოს ის ვერ ამოაგდებს", - ჰარგრივზი ლივერპულის პოტენციური ახალწვეულის შესახებ

ყოფილმა ინგლისელმა საყრდენმა ნახევარმცველმა, ოუენ ჰარგრივზმა ისაუბრა "ლივერპულის" პოტენციური შენაძენის,

გუშინ, 23:46

ლივერპული-ატლეტიკოს საპასუხო მატჩმა 41 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

Sunday Times-მა გამოიკვლია, თუ რა გავლენა მოახდინა "ლივერპულისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შეხვედრამ კორონავირუსის გავრცელებაზე.

გუშინ, 23:32

ბეკენბაუერი: "ბუნდესლიგა აღარ უნდა შეწყდეს"

მიუნხენის "ბაიერნის" ცოცხალმა ლეგენდამ, ფრანც ბეკენბაუერმა ბუნდესლიგის განახლების შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:15

"ის ბოლომდე ჩემი ერთადერთი შვილის დედად დარჩება" - ბასილაშვილი პირველ განცხადებას აკეთებს

დღევანდელ სკანდალთან დაკავშირებით, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს.

გუშინ, 22:56

"ჩელსის გასახდელში მე და აზარმა რეალში თამაშზე ვისაუბრეთ", - კურტუა

მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა, ტიბო კურტუამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:45

"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბარსელონაში გადადის", - ლაუტაროს ექს-კლუბის პრეზიდენტი

არგენტინული "რასინგის" პრეზიდენტის აზრით, ლაუტარო მარტინესი "ბარსელონაში" გადავა.

გუშინ, 22:36

"ფული ყოველთვის პირველ ადგილზე არ არის", - ინტერის ექს-დირექტორი მესის არშემდგარ ტრანსფერზე

"ინტერის" ყოფილმა ტექნიკურმა დირექტორმა, მარკო ბრანკამ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

გუშინ, 21:45

ბარსელონას ფეხბურთელი, რომლის ლაუტაროს ტრანსფერში ჩართვაზეც ინტერი თანახმაა

მოგეხსენებათ, "ბარსელონას" "ინტერის" თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის დამატება უნდა.

გუშინ, 21:35
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10