ავტორიზაცია

გარდაიცვალა მწვრთნელი, რომელმაც რონალდოს ინტერში უეფას თასი მოაგებინა

გარდაიცვალა მწვრთნელი, რომელმაც რონალდოს ინტერში უეფას თასი მოაგებინა
თარიღი 22 May 2020, 23:51
მილანის "ინტერის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლუიჯი სიმონი 81-წლის ასაკში გარდაიცვალა. საფეხბურთო იტალია ჯიჯის უკვე დაემშვიდობა.

ყოფილმა აპენინელმა ტაქტიკოსმა კარიერის საუკეთესო ეტაპი განიცადა "ნერაძურიში", რომელსაც 1998 წელს უეფას თასი მოაგებინა.

ამის გარდა, სიმონი "შავ-ლურჯებში" მუშაობის პერიოდში სერია ა-ს წლის საუკეთესო მთავარ მწვრთნელადაც დასახელებულა.

სწორედ ჯიჯი იყო ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდოს პირველი დამრიგებელი "გველებში". ბრაზილიელმა თავდამსხმელმა იტალიელის ხელმძღვანელობით 47 მატჩში 34 გოლი გაიტანა.