ავტორიზაცია

"ინტერთან მატჩი რომ არა, ვან დეიკს სიტი წაიყვანდა", - სელტიკის ექს-მწვრთნელი

"ინტერთან მატჩი რომ არა, ვან დეიკს სიტი წაიყვანდა", - სელტიკის ექს-მწვრთნელი
თარიღი 23 May 2020, 00:16
გლაზგოს "სელტიკის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რონი დეილამ ვირჯილ ვან დეიკის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"სელტიკში თამაშის პერიოდში, ვან დეიკი ყველაზე ახლოს მან სიტიში გადასვლასთან იყო. შეიძლება ითქვას, ის ცალი ფეხით ამ კლუბში ირიცხებოდა.

მანჩესტერულმა კლუბმა მოგვიანებით იკითხა, თუ როგორ თამაშობდა ნიდერლანდელი ცენტრალური მცველი ევროთასებზე.

მის გარშემო დასამახსოვრებელი არაფერი ხდებოდა, ინტერის წინააღმდეგ მიღებული წითელი ბარათის გარდა. ის გაძევება რომ არა, ქალაქელები ვირჯილზე უარს არ იტყოდნენ".

ნორვეგიელი თავკაცი გულისხმობს 2015 წელს გამართულ ევროპა ლიგის 1/16 ფინალს, რომელშიც მილანელებმა შოტლანდიელები ორი მატჩის ჯამში 4:3 დაამარცხეს.