ავტორიზაცია

კოუტინიოს გამოსასყიდად განკუთვნილი დრო გავიდა - რა გადაწყვიტა ბაიერნმა?

კოუტინიოს გამოსასყიდად განკუთვნილი დრო გავიდა - რა გადაწყვიტა ბაიერნმა?
თარიღი 23 May 2020, 09:45
Der Spigel-ის თანახმად, ფელიპე კოუტინიოს გამოსასყიდად განკუთვნილი დრო გავიდა და მიუნხენის "ბაიერნმა" საბოლოო გადაწყვეტილებაც მიიღო.

"რეკორდმაისტერმა" ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი არ გამოისყიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის "ბარსელონაში" დაბრუნდება.

საქმე ისაა, რომ კატალონიელები თავიანთი ფლეიმეიქერის სანაცვლოდ "წითლებისგან" ითხოვდნენ 120 მილიონ ევროს, რაც "ბავარიასთვის" მიუღებელი აღმოჩნდა.

სამხრეთ ამერიკელი ნახევარმცველი "ალიანც არენას" სრულფასოვანი ბინადარი ვერ იქნება, თუმცა კლუბში ის სეზონის დასრულებამდე მაინც დარჩება.