წარმოგიდგენთ საუკეთესო ქართველ ლეგიონერებს ევროპის თითოეულ ქვეყანასა და ლიგაში. ცხადია, საუბარი არ არის ისეთ ქვეყნებზე, სადაც "ჯვაროსნებს" არასდროს უთამაშიათ (მაგ. ირლანდია, უელსი) ან ქვეყნებზე სადაც ჩვენს თანამემამულეებს მეტ-ნაკლებად მაინც არ მიუღწევიათ წარმატებისთვის.
ინგლისი - გიორგი ქინქლაძე
წლები: 1995-1998, 1999-2003
კლუბები: მან სიტი, დერბი
შედეგი: 218 მატჩი, 30 გოლი
ტიტულები: 2-ჯერ მან სიტი წლის ფეხბურთელი, დერბის წლის ფეხბურთელი
აგრეთვე გამოსარჩევია: თემურ ქეცბაია, ზურაბ ხიზანიშვილი
იტალია - კახა კალაძე
წლები: 2001-2012
კლუბები: მილანი, ჯენოა
შედეგი: 340 მატჩი, 15 გოლი
ტიტულები: იტალიის ჩემპიონი, კოპა იტალია, იტალიის სუპერთასი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 უეფას სუპერთასი, ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი,
მილანის დიდების დარბაზის წევრი
აგრეთვე გამოსარჩევია: ლევან მჭედლიძე
გერმანია - ლევან კობიაშვილი
წლები: 1998-2014
კლუბები: ფრაიბურგი, შალკე, ჰერტა
შედეგი: 531 მატჩი, 60 გოლი
ტიტულები: გერმანიის ლიგის თასი, 2 ინტერტოსოს თასი, 3-ჯერ მეორე ბუნდესლიგა
აგრეთვე გამოსარჩევია: ალექსანდრე იაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, კახაბერ ცხადაძე, არჩილ არველაძე
ესპანეთი - გიორგი პაპუნაშვილი
წლები: 2017-დღემდე
კლუბები: სარაგოსა, რასინგი
შედეგი: 62 მატჩი, 13 გოლი
აგრეთვე გამოსარჩევია: ოთარ კაკაბაძე, გიორგი აბურჯანია
საფრანგეთი - გია გურული
წლები: 1992-1999
კლუბები: ლე ავრი, დანკირკი, კალე
შედეგი: 173 მატჩი, 28 გოლი
აგრეთვე გამოსარჩევია: ოთარ დონდუა
ჰოლანდია - შოთა არველაძე
წლები: 1997-2001, 2005-2007
კლუბები: აიაქსი, ალკმაარი
შედეგი: 213 მატჩი, 120 გოლი
ტიტულები: ჰოლანდიის ჩემპიონი, 2 ჰოლანდიის თასი
აგრეთვე გამოსარჩევია: არჩილ არველაძე, გურამ კაშია, გიორგი გახოკიძე, ვაკო ყაზაიშვილი
პორტუგალია - გიორგი მაკარიძე
წლები: 2014-დღემდე
კლუბები: ფეირენსე, მორეირენსე, რიო ავე, სეტუბალი
შედეგი: 138 მატჩი
ტიტულები: პორტუგალიის ლიგის თასი, პორტუგალიის მეორე დივიზიონის წლის მეკარე
აგრეთვე გამოსარჩევია: ავთო ებრალიძე
შოტლანდია - შოთა არველაძე
წლები: 2001-2005
კლუბები: რეინჯერსი
შედეგი: 132 მატჩი, 57 გოლი
ტიტულები: 2-ჯერ შოტლანდიის ჩემპიონი, შოტლანდიის ლიგის თასი, 2 შოტლანდიის თასი, შოტლანდიის ჩემპიონატის თვის ფეხბურთელი
აგრეთვე გამოსარჩევია: გიორგი ნემსაძე, ზურაბ ხიზანიშვილი
რუსეთი - მალხაზ ასათიანი
წლები: 2003-2008, 2009-2010
კლუბები: ლოკომოტივი
შედეგი: 157 მატჩი, 9 გოლი
ტიტულები: რუსეთის ჩემპიონი, რუსეთის თასი, 2 რუსეთის სუპერთასი, დსთ-ს თასი, 2-ჯერ რუსეთის ჩემპიონატის წლის გუნდის წევრი
აგრეთვე გამოსარჩევია: გიორგი დემეტრაძე, მიხეილ აშვეთია, ზაზა ჯანაშია, ლაშა სალუქვაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ჯანო ანანიძე, საბა კვერკველია
უკრაინა - კახა კალაძე
წლები: 1998-2001
კლუბები: დინამო
შედეგი: 104 მატჩი, 9 გოლი
ტიტულები: 3-ჯერ უკრაინის ჩემპიონი, 3 უკრაინის თასი
აგრეთვე გამოსარჩევია: გიორგი დემეტრაძე, ჯაბა კანკავა, გოჩა ჯამარაული, ლაშა ჯაკობია, თორნიკე ოქრიაშვილი, დავით ხოჭოლავა
თურქეთი - შოთა არველაძე
წლები: 1993-1997
კლუბები: ტრაბზონსპორი
შედეგი: 123 მატჩი, 81 გოლი
ტიტულები: თურქეთის თასი, თურქეთის სუპერთასი, თურქეთის თასის საუკეთესო ბომბარდირი, თურქეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი
აგრეთვე გამოსარჩევია: არჩილ არველაძე, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული
საბერძნეთი - თემურ ქეცბაია
წლები: 1994-1997
კლუბები: აეკი
შედეგი: 99 მატჩი, 26 გოლი
ტიტულები: 2 საბერძნეთის თასი, საბერძნეთის სუპერთასი
აგრეთვე გამოსარჩევია: ლევან მაღრაძე
შვეიცარია - მიხეილ ყაველაშვილი
წლები: 1997-2004, 2005-2006
კლუბები: გრასჰოპერი, ციურიხი, ლუცერნი, სიონი, აარაუ, ბაზელი
შედეგი: 234 მატჩი, 75 გოლი
ტიტულები: შვეიცარიის ჩემპიონი, შვეიცარიის თასი
აგრეთვე გამოსარჩევია: გოჩა ჯამარაული
ბელგია - გიორგი ჩაკვეტაძე
წლები: 2017-დღემდე
კლუბები: გენტი
შედეგი: 55 მატჩი, 7 გოლი
აგრეთვე გამოსარჩევია: გელა შეყილაძე, ლაშა ჯაკობია
ავსტრია - დავით მუჯირი
წლები: 2001-2005
კლუბები: შტურმი
შედეგი: 130 მატჩი, 32 გოლი
აგრეთვე გამოსარჩევია: გიორგი შაშიაშვილი, ილია კანდელაკი, გიორგი ქვილითაია, ოთარ კიტეიშვილი
პოლონეთი - ვლადიმერ დვალიშვილი
წლები: 2012-2014, 2015-2016
კლუბები: პოლონია, ლეგია, პოგონი
შედეგი: 108 მატჩი, 38 გოლი
ტიტულები: 2-ჯერ პოლონეთის ჩემპიონი, პოლონეთის თასი
აგრეთვე გამოსარჩევია: მამია ჯიქია, გიორგი მერებაშვილი, ნიკა ძალამიძე, ლაშა დვალი, ლუკა ზარანდია, ვაკო გვილია
ჩეხეთი - ლევან ყენია
წლები: 2014-2017
კლუბები: სლავია
შედეგი: 36 მატჩი, 3 გოლი
ტიტულები: ჩეხეთის ჩემპიონი
აგრეთვე გამოსარჩევია: დიმიტრი ტატანაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი
სერბეთი - გიორგი მერებაშვილი
წლები: 2010-2012
კლუბები: ვოივოდინა
შედეგი: 62 მატჩი, 12 გოლი
დანია - დავით სხირტლაძე
წლები: 2011-2018
კლუბები: ორჰუსი, სილკებორგი
შედეგი: 173 მატჩი, 36 გოლი
აგრეთვე გამოსარჩევია: დავით დევდარიანი, საბა ლობჟანიძე, მათე ვაწაძე, ლაშა პარუნაშვილი
შვედეთი - გიორგი ხარაიშვილი
წლები: 2018-დღემდე
კლუბები: გიოტებორგი
შედეგი: 60 მატჩი, 18 გოლი
აგრეთვე გამოსარჩევია: ზაურ სვანაძე, ზურაბ ცისკარიძე
ფინეთი - ირაკლი სირბილაძე
წლები: 2009-2019
კლუბები: კაიანი, კოკოლანი, იარო, ინტერი, კუპსი, იპო
შედეგი: 275 მატჩი, 111 გოლი
ტიტულები: ფინეთის მეორე დივიზიონის წლის ფეხბურთელი, ფინეთის მეორე დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი, ფინეთის ჩემპიონატის წლის ფორვარდი
ყაზახეთი - ჯაბა კანკავა
წლები: 2018-დღემდე
კლუბები: ტობოლი
შედეგი: 69 მატჩი, 3 გოლი
აგრეთვე გამოსარჩევია: ნიკა კვეკვესკირი, გოგიტა გოგუა
ბულგარეთი - ამირან მუჯირი
წლები: 2001-2005
კლუბები: მარეკი, ცსკა
შედეგი: 96 მატჩი, 21 გოლი
ტიტულები: ბულგარეთის ჩემპიონი
ისრაელი - ვლადიმერ დვალიშვილი
წლები: 2009-2012, 2018
კლუბები: მაკაბი, ჰაპოელი
შედეგი: 122 მატჩი, 58 გოლი
ტიტულები: ისრაელის ჩემპიონი
აგრეთვე გამოსარჩევია: აკაკი დევაძე, გიორგი გაბიდაური
კვიპროსი - თემურ ქეცბაია
წლები: 1992-1994, 2002-2006
კლუბები: ანორთოსისი
შედეგი: 192 მატჩი, 79 გოლი
ტიტულები: კვიპროსის ჩემპიონი, 2 კვიპროსის თასი, კვიპროსის სუპერთასი
აგრეთვე გამოსარჩევია: კახაბერ კაჭარავა, ლევან მაღრაძე, ირაკლი მაისურაძე
უნგრეთი - რატი ალექსიძე
წლები: 2009-2012
კლუბები: დიორი
შედეგი: 110 მატჩი, 30 გოლი
ტიტულები: უნგრეთის ჩემპიონი
აგრეთვე გამოსარჩევია: ბაჩანა არაბული, მურთაზ დაუშვილი
ბელარუსი - ვაკო გვილია
წლები: 2016-2018
კლუბები: მინსკი, ბატე
შედეგი: 52 მატჩი, 10 გოლი
ტიტულები: 2-ჯერ ბელარუსის ჩემპიონი, ბელარუსის სუპერთასი, ბელარუსის ჩემპიონატის წლის გუნდის წევრი
აგრეთვე გამოსარჩევია: სულიკო კაკაბაძე, გიორგი ქანთარია
სლოვაკეთი - ვახტანგ ჭანტურიშვილი
წლები: 2017-2018
კლუბები: სპარტაკი
შედეგი: 54 მატჩი, 9 გოლი
ტიტულები: სლოვაკეთის ჩემპიონი, სლოვაკეთის თასი
აგრეთვე გამოსარჩევია: გიორგი ბერიძე
ლატვია - დავით ჩალაძე
წლები: 1997, 1999-2001, 2005-2006
კლუბები: სკონტო
შედეგი: 105 მატჩი, 76 გოლი
ტიტულები: 4-ჯერ ლატვიის ჩემპიონი, 3 ლატვიის თასი, ლატვიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი
აგრეთვე გამოსარჩევია: ვლადიმერ დვალიშვილი, ზურაბ მენთეშაშვილი, გიორგი დიაკვნიშვილი, მამუკა ღონღაძე, ლევან კორღალიძე
მოლდოვა - ვაჟა თარხნიშვილი
წლები: 1999-2012
კლუბები: შერიფი
შედეგი: 449 მატჩი, 25 გოლი
ტიტულები: 11-ჯერ მოლდოვის ჩემპიონი, 7 მოლდოვის თასი, 4 მოლდოვის სუპერთასი, 2 დსთ-ს თასი
აგრეთვე გამოსარჩევია: დავით მუჯირი, ლადო ახალაია, ლევან გვაზავა
ესტონეთი - ზაქარია ბეგლარიშვილი
წლები: 2010-2012, 2014-2019
კლუბები: ფლორა
შედეგი: 259 მატჩი, 106 გოლი
ტიტულები: 4-ჯერ ესტონეთის ჩემპიონი, 3 ესტონეთის თასი, 3 ესტონეთის სუპერთასი