» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ესპანური ცხოვრება, ენა, ინგლისთან დაუვიწყარი მატჩის გახსენება - გიორგი პაპუნაშვილის ინტერვიუ


ესპანური ცხოვრება, ენა, ინგლისთან დაუვიწყარი მატჩის გახსენება - გიორგი პაპუნაშვილის ინტერვიუ

"ყოველთვის კონცენტრირებული ვარ ერთ კონკრეტულ მატჩზე. შეიძლება თამაში ერთხელ არ გამოგივიდეს, 2-ჯერ არ გამოგივიდეს, მაგრამ ყველა მატჩს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები და ვცდილობ, გუნდს წარმატების მიღწევაში მაქსიმალურად დავეხმარო."

ყველა სხვა ფეხბურთელის მსგავსად, საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი პაპუნაშვილი იზოლაციაშია და ესპანური ფეხბურთის განახლებას ელის.

GOAL.GE პაპუნაშვილს ესპანეთში დაუკავშირდა და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ესაუბრა.

პირველ რიგში, კორონავირუსის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ვისაუბროთ. იმ ქვეყანაში ხარ, სადაც ეს პანდემია ევროპაში ყველაზე მეტადაა გავრცელებული. რა მდგომარეობაა ამჟამად ესპანეთში?

"ესპანეთში რთული ვითარებაა, თუმცა ბოლო დროინდელ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ინფიცირებულთა კლება შეინიშნება. მიუხედავად ამისა, ხალხი ამ ყველაფერს პასუხისმგებლობით ეკიდება, ყველა სახლშია, მანქანები იშვიათად მოძრაობენ და ველოდებით პანდემიის გადავლას."

"რასინგში" იჯარით ხარ და კონტრაქტის ვადა ივლისში იწურება. კორონავირუსისა და თამაშების გადადების გათვალისწინებით, რა შეიცვალა კონტრაქტში?

"ამ თემაზე კლუბის ხელმძღვანელობასთან აუცილებლად უნდა ვისაუბრო, რადგან უეფა პასუხისმგებლობას არ იღებს და საკითხი ჩვენ უნდა მოვაგვაროთ. როგორც აღნიშნე, იჯარის ვადა ივლისში მეწურება და მალე ყველაფერი გაირკვევა. ისიც საგულისხმოა, რომ "რასინგში" ფეხბურთელების უმრავლესობა იჯარის წესითაა მოსული და გაურკვეველ სიტუაციაში მხოლოდ მე არ ვარ."

ესპანური ცხოვრება, ენა, ინგლისთან დაუვიწყარი მატჩის გახსენება - გიორგი პაპუნაშვილის ინტერვიუ

თავისუფალი დრო, ჩემპიონატის განახლება და ტრავმა

"ზუსტი დრო, თუ როდის დაიწყება ვარჯიშები და თამაშები, ჯერ ცნობილი არ არის. "რასინგს" აქვს პროგრამა, რომლის მიხედვითაც ინდივიდუალურად ვვარჯიშობთ. ასევე, კვირაში 3-ჯერ ონლაინ-ვარჯიშები გვაქვს. კონკრეტულად ვერც ვერაფერს იტყვიან, რადგან ყველა პანდემიის გადავლას ელოდება.  იზოლაციაში ვარ და თავისუფალი დრო ძალიან ბევრი მაქვს. ძირითადად, ფლეისთეიშენს ვთამაშობ, ფილმებსა და სერიალებს ვუყურებ და ხშირი კონტაქტი მაქვს საქართველოში ჩემს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. ტრავმას რაც შეეხება, ამჟამინდელი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კოჭის პრობლემა მქონდა და ძალიან დიდი ხანი გამიცდა, რაშიც, გარკვეულწილად, დამნაშავე მეც ვარ. მთავარია, ახლა კოჭი კარგად მაქვს, არაფერი მაწუხებს, ვემზადები და ველოდები ჩემპიონატის განახლებას."

ესპანური ენა

"უკვე 3 წელია აქ ვარ და ყველას აინტერესებს, ბოლობოლო ვისწავლე თუ არა ესპანური ენა (იცინის). მთავარი ისაა, რომ ესპანურად ყველასთან ვსაუბრობ, შემიძლია გავიგო, რას ამბობენ სხვებიც და ენის ბარიერი საერთოდ აღარ მაქვს. ესპანურ ენაზე ჩვეულებრივი კომუნიკაცია მაქვს როგორც მწვრთნელებთან, ისე ფეხბურთელებთან."

"რასინგთან" ერთად დიდი ხანი ყოფნა არ მოგიწია. რამდენიმე მატჩი ჩაატარე და ჩემპიონატი შეჩერდა. თუ მოასწარი ადაპტაციის გავლა და გუნდის კონკრეტული მიზნების გაცნობა?

"ადაპტაციის გავლა საერთოდ არ გამჭირვებია, რადგან ქვეყნიდან არ წავსულვარ და აქ ძირითადი სისტემა ერთია. ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ყველა თბილად დამხვდა და მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ბოლო ადგილზეა და არის იმის საფუძველი, რომ დაძაბული სიტუაცია იყოს, პირიქით, ოჯახური გარემოა, ახალი მწვრთნელი გვყავს და ისიც ცდილობს "რასინგში" ახალი მუხტი და დინამიკა შემოიტანოს."

ესპანური ცხოვრება, ენა, ინგლისთან დაუვიწყარი მატჩის გახსენება - გიორგი პაპუნაშვილის ინტერვიუ

შენი თანაგუნდელი ზინედინ ზიდანის შვილი, ლუკა ზიდანია, რომელიც გუნდის ძირითადი მეკარეა...

"სხვათაშორის, ლუკა მამამისზე ხშირად არ გვესაუბრება ხოლმე. თანაგუნდელები ვართ, ერთი მიზნისთვის ვიბრძვით და პირადად ჩემთან, მას კარგი ურთიერთობა აქვს."

განსხვავება გერმანულ და ესპანურ ფეხბურთს შორის

"გერმანიაში ახალგაზრდულ ასაკში მოვხვდი. "ვერდერში" ვარჯიში და თამაში დიდ ფეხბურთელებთან ერთად მომიწია და მიუხედავად იმისა, რომ იქ ჩემი კარიერა ვერ აეწყო, ბევრი რამ ვისწავლე. იქაური გამოცდილება ესპანეთში ხშირად მეხმარება ხოლმე. გერმანიაში ფეხბურთი ძალისმიერია, ესპანეთში კი უფრო მეტ ყურადღებას ტაქტიკასა და ბურთის ფლობას აქცევენ. ამ ორივე ქვეყანაში მითამაშია და თვალშისაცემია, რომ გერმანიაში ძალისმიერებაზე ყველზე მეტად მუშაობენ. გულშემატკივარს რაც შეეხება, ესპანეთში ფეხბურთი ძალიან უყვართ და ხალხი თამაშებზე სულ დადის. ასეა ბრემენშიც. "ვერდერის" თამაშებზე ცარიელი ტრიბუნები არასდროს მინახავს, არადა, ჩემი იქ ყოფნის პერიოდში გუნდი არც თუ ისე კარგ სიტუაციაში იყო."

ესპანური ცხოვრება, ენა, ინგლისთან დაუვიწყარი მატჩის გახსენება - გიორგი პაპუნაშვილის ინტერვიუ

"სარაგოსა" და ლა ლიგა

"სარაგოსასთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით მაკავშირებს და ჩემი სამომავლო გეგმები ამ კლუბს ეკუთვნის. როდესაც დავბრუნდები, მსურს მათთან ერთად მაღალ მიზნებს მივაღწიო, მიზანი ლა ლიგაში თამაშია, რასთანაც "სარაგოსა" ძალიან ახლოსაა, თუმცა ამ წუთას, სხვა გუნდში ვარ, სხვა კლუბის ღირსებას ვიცავ. ბოლო ადგილზე ვართ, მინდა, "რასინგთან" ერთად ეს მძიმე პერიოდი გამოვიარო და გუნდი ლა ლიგა 2-ში დარჩეს."

რამდენიმე დღის წინ, "სარაგოსას" მთავარმა მწვრთნელმა შეგაქო და თქვა, რომ განსაკუთრებული მოთამაშე ხარ...

"ყოველთვის სასიხარულოა, როცა მწვრთნელი შენდამი დადებითად არის განწყობილი."

8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 17-წლამდე ნაკრებში მატჩის გმირი გახდი და ინგლისს გაუტანე. ის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ძალიან წარმატებულად გამოვიდა და ნახევარფინალშიც გავიდა, დღეს კი იმ ფორმაციის ნაკრების წევრების უმრავლესობას შანსი გაქვთ კიდევ უფრო დიდი ისტორია დაწეროთ და საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანოთ.

"დაუვიწყარი საღამო იყო. ინგლისთან გამარჯვება ჩემმა გოლმა გადაწყვიტა, თუმცა ეს მთელმა ნაკრებმა დაიმსახურა. ვასილ მაისურაძის მაშინდელმა ნაკრებმა უდიდეს წარმატებას მიაღწია. არაერთ გრანდს მოვუგეთ, ჯგუფში ჩავტოვეთ და მთელი ევროპა ავალაპარაკეთ. ჰოლანდიასთანაც შეგვეძლო გამარჯვება, თუმცა ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც გვინდოდა, მსაჯის შეცდომებიც იყო. საბოლოო ჯამში, ტურნირით და შედეგებით მაინც კმაყოფილები უნდა ვიყოთ, რადგან ბევრმა ჩვენთაგანმა კარიერული გზა სწორედ ამ თამაშების შემდეგ გაიკვლია.

ახლა შანსი გვაქვს, ევროპის ჩემპიონატზე ეროვნულ ნაკრებთან ერთად მოვხვდეთ, თან ძალიან კარგი შანსი. უნდა მოვიგოთ, გავახაროთ ჩვენი თავები და ის გულშემატკივრები, რომლებიც ამ მატჩებს მოუთმენლად ელიან. ნაკრებში თამაშს ყველა დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და იმედი მაქვს, ბელარუსის ბარიერსაც გავივლით და ფინალსაც."

ესპანური ცხოვრება, ენა, ინგლისთან დაუვიწყარი მატჩის გახსენება - გიორგი პაპუნაშვილის ინტერვიუ

ყაზაიშვილის გუნდი სულ გვამწარებდა...

"ბავშვობაში, როცა საქართველოში ვიყავი, მინი-ფეხბურთს ხშირად ვთამაშობდი. ჩემს გუნდში დათო ჯიქია(პელე), გიორგი აბურჯანია, ოთარ კაკაბაძე და კიდევ რამდენიმე ვიყავით. ერთ გუნდში ვთამაშობდით, მაგრამ ვაკოს გუნდი სულ გვამწარებდა. მაშინ ყაზაიშვილთან ერთად ლაშა დვალი და ლაშა პარუნაშვილი იყვნენ, ხანდახან კაშიაც. პატარები ვიყავით და როცა ვაკო თავის გუნდთან ერთად მოდიოდა, სულ გვიგებდნენ ხოლმე."

ესპანური ცხოვრება, ენა, ინგლისთან დაუვიწყარი მატჩის გახსენება - გიორგი პაპუნაშვილის ინტერვიუ

კონტაქტი საქართველოსთან

"როგორც უკვე გითხარით, საქართველოში ჩემს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს. ასევე, სანამ კორონავირუსის გამო ჩემპიონატი შეჩერდებოდა, ეროვნული ლიგის თამაშებსაც ვუყურებდი. წინა სეზონში თამაშებს თვალ-ყურს ხშირად ვადევნებდი, ამ სეზონში კი მხოლოდ 2 ტურის ჩატარება მოესწრო და სულ რამდენიმე შეხვედრის ხილვა მოვასწარი."

ესპანური ცხოვრება, ენა, ინგლისთან დაუვიწყარი მატჩის გახსენება - გიორგი პაპუნაშვილის ინტერვიუ

ესპანური ცხოვრება, ენა, ინგლისთან დაუვიწყარი მატჩის გახსენება - გიორგი პაპუნაშვილის ინტერვიუ ბაჩო ცალუღელაშვილი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პლატინი: "ახლა იუვენტუსის გულშემატკივრების კუმირი რონალდუა, 80-იანებში მე ვიყავი"

ლეგენდარულმა მიშელ პლატინიმ "იუვენტუსის" თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

გუშინ, 23:53

რონალდო: "რონალდუ აღარ არის ის, ვინც რეალში იყო"

ლეგენდარულმა რონალდომ "იუვენტუსის" თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

გუშინ, 23:47

პლატინი: "დიბალა მარადონასა და ნეიმარის კატეგორიიდანაა, არც რონალდუა, არც მესი"

ლეგენდარულმა მიშელ პლატინიმ გუნდის თავდამსხმელ პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა.

გუშინ, 23:35

ჩელსიმ ლონდონური დერბი მოიგო და 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-19 ტურში „ჩელსიმ“ ლონდონურ დერბიში „ფულჰემს“ სტუმრად 1:0 მოუგო.

გუშინ, 23:35

რივალდო: "ვალდესიც კარგი იყო, მაგრამ ტერ შტეგენზე უკეთესი არავინ მინახავს"

"ბარსელონას" ექს-თავდამსხმელმა, რივალდომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შესახებ ისაუბრა.

გუშინ, 23:24

ნეიმარი: "ფეხბურთიდან წასვლაზე არაერთხელ მიფიქრია"

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ნეიმარმა განაცხადა, რომ ფეხბურთიდან წასვლაზე არაერთხელ უფიქრია.

გუშინ, 23:16

ლაუტარო მარტინესი: "მესის ინტერში გადმოსვლაზე ვოცნებობდი"

"ინტერის" ფორვარდმა, ლაუტარო მარტინესმა ზაფხულში გავრცელებული ჭორები გაიხსენა.

გუშინ, 23:08

კუმანი ესპანეთის სუპერთასის 1/2 ფინალში რეალის მარცხს ეხმაურება

"ბარსელონას" მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა "რეალის" "ბილბაოსთან" მარცხზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:54

ვეინალდუმმა არჩევანი უკვე გააკეთა და ზაფხულში ახალ გუნდში გადავა

"ლივერპულის" ნახევარმცველმა საკუთარ მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

გუშინ, 22:40

ჩელსის ექს-მწვრთნელი კლუბში შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა

"ჩელსის" ექს-მწვრთნელმა, ავრაამ გრანტმა ლონდონურ კლუბში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:25

"სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაკარგეთ", - მათეუსმა ბაიერნი გააკრიტიკა

ლეგენდარულმა ლოთარ მათეუსმა მიუნხენის "ბაიერნის" სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა.

გუშინ, 22:15

"ამას არასოდეს დავივიწყებ", - დეშამმა ბენზემას კარი მიუჯახუნა

დიდიე დეშამმა განაცხადა, რომ ფორვარდ კარიმ ბენზემას ბრალდებების დავიწყებას არ აპირებს.

გუშინ, 22:06

კუმანი: "იმედი გვაქვს, მესი ფინალში ითამაშებს, მაგრამ მისი გადასაწყვეტია"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ლიონელ მესის მდგომარეობაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:39

გიორგი ქვილითაიამ ანორთოსისში სეზონის მე-12 გოლი გაიტანა [VIDEO]

კვიპროსის ჩემპიონატში "ანორთოსისი" "სალამისს" უპირისპირდება და მინიმალური ანგარიშით ამარცხებს.

გუშინ, 21:38

ჟოან ლაპორტა: "ვიცი, მესის ბარსელონაში დარჩენა უნდა"

ჟოან ლაპორტა დარწმუნებულია, რომ "ბარსელონას" კაპიტანი, ლიონელ მესი კლუბში რჩება.

გუშინ, 21:29

ვუდგეიტი ფობერის ღიმილით - როგორ და რატომ ცდილობს ზიდანი აზარის გადარჩენას?

ედენ აზარი გადადიოდა „რეალში“, „მსოფლიოს საუკეთესო გუნდში“, რათა ოცნება აესრულებინა

გუშინ, 21:14

ჯეიმი ვარდის ღამის კლუბში მუშაობას სთავაზობდნენ

"ლესტერის" თავდამსხმელის, ჯეიმის ვარდის ექს-თანაგუნდელმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:13

მიქაუტაძემ ბელგიაში მორიგი გოლი გაიტანა [VIDEO]

ბელგიაში გამართული ამხანაგური მატჩი "სერაინგსა" და "ლოკერენს" შორის, "სერაინგის" გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

გუშინ, 20:53

პირლო: "კონტესგან ბევრი რამ ვისწავლე და მისი მადლიერი ვარ"

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ კოლეგა ანტონიო კონტეს შესახებ ისაუბრა.

გუშინ, 20:51

ლაუტარო მარტინესმა საკუთარ მომავალს ფარდა საბოლოოდ ახადა

"ინტერის" თავდამსხმელი, ლაუტარო მარტინესი საკუთარ მომავალზე განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 20:41

მოურინიო ბეილს: "ტოტენჰემში თამაში გინდა თუ მადრიდში სკამზე ჯდომა?"

"ტოტენჰემის" ვარჯიშზე ჟოზე მოურინიოსა და ფორვარდ გარეტ ბეილის საუბარი გაიშიფრა.

გუშინ, 20:35

ჩელსი ფეხბურთელის მოსაშორებლად ფულს აქეთ იხდის

გავრცელებული ინფორმაცით, ლონდონელებს შემადგენლობაში ადგილის გათავისუფლება სურთ.

გუშინ, 20:17

მოურინიო ტოტენჰემიდან დელე ალის შესაძლო წასვლას გამოეხმაურა

"ტოტენჰემის" მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ დელე ალის შესაძლო წასვლაზე განცხადება გაკეთა.

გუშინ, 19:19

ერიქსენმა სასურველი სათამაშო ადგილი შეარჩია - ფაბრიციო რომანო

"ინტერის" ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის აგენტი კლიენტისთვის ახალ გუნდს ეძებს.

გუშინ, 19:14

გარსიას ტრანსფერი ბარსელონაში გარდაუვალია, მაგრამ არა ამ ზამთარს

ერიკ გარსიას ტრანსფერი „ბარსელონადან“ „მანჩესტერ სიტიში“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დრო არ მოხდება.

გუშინ, 17:06

კლოპი: "სამწუხაროდ, ბრუნო მანჩესტერისთვის ძალიან კარგი ტრანსფერია"

„ლივერპულის“ მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ბრუნო ფერნანდეშზე ისაუბრა.

გუშინ, 16:50

რონალდო: "ვერ შევძლებდი იმას, რასაც კრიშტიანუ და ზლატანი აკეთებენ"

ლეგენდარულმა რონალდომ საფეხბურთო კარიერა გაიხსენა.

გუშინ, 16:35

"შვილებს მოვუყვები, რომ მათთან ერთად მაქვს ნათამაშები", - მორატა

„იუვენტუსის“ ფორვარდმა, ალვარო მორატამ, თანაგუნდელ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

გუშინ, 16:31

"ზიდანი ასე აღარ აკეთებს", - რივალდომ კუმანი შეაქო

„ბარსელონას“ და ბრაზილიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, რივალდომ, რონალდ კუმანი შეაქო.

გუშინ, 16:18

ფილიპე ლუისი: "ხალხთან ურთიერთობაში დიეგო სიმეონე ძალიან ცუდია"

მადრიდის „ატლეტიკოს“ ყოფილმა მცველმა, ფილიპე ლუისმა, გუნდის დამრიგებელ დიეგო სიმეონეზე ისაუბრა.

გუშინ, 16:14
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10