ავტორიზაცია

"ჩემპიონთა ლიგის მოგება თუ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაცვა?", - მენდი

"ჩემპიონთა ლიგის მოგება თუ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაცვა?", - მენდი
თარიღი 24 May 2020, 18:37
"მანჩესტერ სიტის" მცველს, ბენჟამენ მენდის ჩემპიონთა ლიგის მოგება უფრო უნდა, ვიდრე საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაცვა.

"ჩემპიონთა ლიგის მოგება თუ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაცვა? "სიტისთან" ერთად, ჩემპიონთა ლიგის მოგება მირჩევნია", - ციტირებს მენდის სიტყვებს beIN Sports.

"ეს იმას არ ნიშნავს, რომ კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონატის მოგება არ მინდა, მაგრამ მუნდიალი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად უკვე მოვიგე".

"რაც შეეხება "სიტის", ჩემპიონთა ლიგა ჯერ კიდევ არ მოგვიგია. ეს ოცნებაა", - დასძინა ფრანგმა უკანახაზელმა.