» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ფეხბურთის ისტორიაში 10 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი - ESPN


ფეხბურთის ისტორიაში 10 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი - ESPN

ცნობილმა გამოცემა ESPN-მ, ფეხბურთის ისტორიაში 10 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი დაასახელა.

10. ჯონ ობი მიკელი, „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ „ჩელსიში“

ფეხბურთის ისტორიაში 10 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი - ESPN

„ძალიან უცნაური იყო. თუმცა, იცით, ბავშვი ვიყავი.“ - აღნიშნა ნიგერიელმა, რომელიც იმ დროისთვის 19 წლის იყო და „ლინ ოსლოში“ თამაშობდა. „მანჩესტერმა“ 2005 წლის იანვარში დაადასტურა, რომ მისი ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია, თუმცა ანალოგიური გააკეთა „ჩელსიმაც“. საბოლოოდ, საქმეში ფიფა ჩაერთო და მიკელს მიეცა საშუალება, სასურველი კლუბი თავად აერჩია.

მიკელმა „ჩელსი“ აირჩია და ლონდონელებს მოუწიათ „მანჩესტერისთვის“ გადაეხადა 12 მილიონი ფეხბურთელში, რომელსაც ამ გუნდის მაისურით არც უთამაშია.

9. კარლოს ტევესი - „მანჩესტერ იუნაიტედიდან“, „მანჩესტერ სიტიში“

ფეხბურთის ისტორიაში 10 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი - ESPN

არგენტინელი თავდამსხმელი „წითელმა ეშმაკებმა“ ორი წლით, „ვესტ ჰემიდან“ ინათხოვრეს და ტევესმა ჩინებული სეზონები ჩაატარა. ბუნებრივია, „მანჩესტერს“ მისი გამოსყიდვა მოუნდა, თუმცა ტრანსფერი ვერ შედგა და საქმეში „სიტი“ ჩაერთო, რომელმაც გარიგება უპრობლემოდ შეათანხმა და ტევესი ამჯერად მანჩესტერის ცისფერ მხარეზე გადავიდა.

სკანდალური აქ უფრო მეტად იქ იყო, რომ 2012 წელს, ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ, ტევესმა გამოფინა პლაკატი წარწერით: RIP FERGIE - ანუ „მშვიდობით განისვენე ფერგი”. მოგვიანებით, ამ საქციელს ფერგიუსონმა ქედმაღლური დაარქვა, „სიტის“ კი პატარა კლუბი უწოდა.

8. ჯონ რობერტსონი - „ნოტინგენ ფორესტიდან“ „დერბი ქაუნტიში“

ფეხბურთის ისტორიაში 10 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი - ESPN

ეს იყო ტრანსფერი, რომელმაც ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ ურთიერთობას დაუსვა წერტილი. 1982 წელს, პიტერ ტეილორმა ბრაიან კლაფის „ნოტინგენ ფორესტი“ დატოვა და მთავარ კონკურენტ „დერბიში“ დაინიშნა მწვრთნელად. ერთი წლის შემდეგ, მან „ფორესტიდან“ რობერტსონი წამოიყვანა - „ნოტინგემის“ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, თუმცა, ტრანსფერის შესახებ არაფერი შეატყობინა კლაფს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა, როცა გარიგების შესახებ შეიტყო. ეს საქციელი კლაფმა ყოფილ მეგობარს არ აპატია და ისიც კი აღნიშნა, რომ ტეილორის მანქანა გზიდანაც რომ გადავარდეს, თავს ავარიდებ და გზას გავაგრძელებო. მას შემდეგ, მათ არც კი ულაპარაკიათ, კლაფმა კი შემდეგ აღნიშნა, რომ ამას ძალიან ნანობს, რადგან ტეილორი 1990 წელს გარდაიცვალა.

7. რობინ ვან პერსი, „არსენალიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“

ფეხბურთის ისტორიაში 10 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი - ESPN

2012 წელს, „არსენალი“ უკვე მიჩვეული იყო, რომ მისი მთავარი ვარსკვლავები ტიტულების ძიებაშ სხვაგან გადადიოდნენ. პატრიკ ვიეირადან და ტიერი ანრით დაწყებული და სამირ ნასრისა და ემანუელ ადებაიორით დამთავრებული, ქომაგები ყველას წასვლამ გაანაწყენა, მაგრამ ვან პერსის 24-მილიონიანი ტრანსფერი „მანჩესტერში“ მათთვის ნამდვილი გულის ამოგლეჯვა იყო.

ტრანსფერის შემდეგ, ვან პერსიმ შემდეგი რამ თქვა: „მე ყოველთვის ვუსმენ ჩემში მყოფ პატარა ბიჭუნას, რომელიც ამჟამად „მანჩესტერ იუნაიტედს“ ყვიროდა.“ ნიდერლანდელმა სურვილი პირველივე სეზონში აისრულა და პრემიერ ლიგა მოიგო - 38 მატჩში 26 გოლიც შეაგდო და პირველი ორი გოლი „არსენალის“ კარში არც კი აღნიშნა, თუმცა, იმდენი ნეგატივი და შეურაცხყოფა მიიღო, რომ ვერ მოითმინა და ყოფილი გუნდის კარში გატანილი მესამე გოლი მაინც აღნიშნა.

6. ეშლი კოული - „არსენალიდან“ „ჩელსიში“

ფეხბურთის ისტორიაში 10 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი - ESPN

„თვალთვალი“ - ერთ-ერთი ისეთი რამ არის, რაც ფეხბურთში დაუშვებელია, მაგრამ არც დანაშაული არაა და მას გუნდები ხშირად იყენებენ. 2005 წლის იანვარში ეს მთავარ სიახლედ იქცა, რამეთუ ჟოზე მოურინიომ ეშლი კოულის „არსენალთან“ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების პრობლემით ისარგებლა და ფეხბურთელს სასტუმროს რესტორანში შეხვდა, სადაც მათ მომავალი თანამშრომლობა შეათანხმეს.

თუმცა, პრემიერ ლიგამ ეს ქმედება უკანონოდ აღიარა, კოული ერთი მილიონი ფუნტ სტერლინგით დააჯარიმა (მოგვიანებით ის 75 ათას ფუნტამდე შემცირდა). „ჩელსი“ – 300 ათასიც, მოურინიო კი 200-ით. თუმცა, ამან კოულს ტრანსფერში ხელი ვერ შეუშალა და ის „პენსიონერი“ მომდევნო წელს გახდა, როდესაც „ჩელსიმ“ და „არსენალმა“ კოული და ვილიამ გალასი გაცვალეს.

5. იოჰან კროიფი, „აიაქსიდან“ „ფეიენორდში“

ფეხბურთის ისტორიაში 10 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი - ESPN

ნამდვილი სიმამაცე სჭირდება იმას, რომ სიბრაზისგან ნაბიჯი გადადგა და იცოდე, რომ ეს აუცილებლად იმუშავებს. კროიფს ეს სიმამაცე ჰქონდა. 1983 წელს, კლუბის 36 წლის ლეგენდამ, „აიაქსში“ მეორედ მოსვლის მეორე წელი ჩაამთავრა, ხელმძღვანელობამ მიიჩნია, რომ მისი კარიერა უკვე დასრულებული იყო და ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა. სიბრაზისგან, კროიფი მთავარ კონკურენტ „ფეიენოორდში“ გადავიდა, სადაც ოქროს დუბლი შეასრულა და საუკეთესო ნიდერლანდელ ფეხბურთელადაც აღიარა.

„მინდოდა, ჩემი „აიაქსზე“ ბრაზი „ფეიენოორდიდან“ გადმომენთხია, რამეთუ ის, თუ როგორ მომიშორეს მათ გუნდიდან, საშინელება იყო.“ - დაწერა მოგვიანებით მფრინავმა ჰოლანდიელმა ავტობიოგრაფიაში.

4. რობერტო ბაჯო - „ფიორენტინადან“ „იუვენტუსში“

ფეხბურთის ისტორიაში 10 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი - ESPN

„იუვენტუსის“ და „ფიორენტინას“ მეტოქეობა იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და ცნობილია. თუმცა, ამან „ფიორეს“ ბოსებს ვერ შეუშალა ხელი იმაში, რომ კლუბისთვის სარეკორდო 8 მილიონ ევროდ, 1990 წელს, რობერტო ბაჯო „იუვენტუსში“ გაეყიდათ, თუმცა ეს კატასტროფაში გადაიზარდა. გულშემატკივრებმა მფლობელის, ფლავიო პონტელოს ოფისს ალყა შემოარტყეს, ის იძულებული გახდა სტადიონზე დამალულიყო, რამაც არეულობა, 50 ადამიანის დაშავება და 9-ს დაკავება გამოიწვია.

როცა შემდეგ სეზონში გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ, ბაჯომ პენალტის შესრულება იუარა, თითქოს იმიტომ, რომ მისი თქმით, „ფიორენტინას“ მეკარემ, ჯანმატეო მარეგინიმ, მისი სტილი კარგად იცოდა - თუმცა, ლუიჯი დე აგოსტინიმ თერთმეტმეტრიანი მაინც ააცილა, „იუვე“ კი 1:0 დამარცხდა. რეალური პრობლემა კი იმაში იყო, რომ ცვლილების შემდეგ, ბაჯომ ხალხის მიერ ნასროლი „ფიორენტინას“ შარფი აიღო და ამით ყველას დაანახა, რომ მისი გული კვლავ ამ გუნდისთვის ძგერდა. მეორე დღეს, „ბიანკონერის“ 300 ქომაგი ვარჯიშზე პროტესტის გამოსახატად მივიდა.

3. სოლ კემპბელი - „ტოტენჰემიდან“ „არსენალში“

ფეხბურთის ისტორიაში 10 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი - ESPN

ჯერ კიდევ 2000/01-წლებში, ყველამ იცოდა, რომ კემპბელს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი ეწურებოდა, თუმცა ნაკლებად თუ იფიქრებდა ვინმე, რომ ინგლისელი დატოვებდა გუნდს, რომელშიც 12 წელი გაატარა, „არსენალისადმი“ ზიზღზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ყველაფერს ის დაემატა, რომ კემპბელმა დარჩენის სურვილი გამოთქვა და ამტკიცებდა, რომ მიუხედავად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის სურვილისა, „არსენალში“ არაფრის დიდებით არ გადავა.

არცაა გასაკვირი, რომ როცა მან ჩრდილოეთ ლონდონის ერთი გუნდი მეორეზე გაცვალა, თანაც სრულიად უფასოდ, „ტოტენჰემის“ ფან-დაჯგუფებამ ეს ღალატის უკანასკნელ ფორმად შერაცხა.

2. ლუიშ ფიგუ - „ბარსელონადან“ „რეალში“

ფეხბურთის ისტორიაში 10 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი - ESPN

ამ ტრანსფერზე ცალკე ფილმის გადაღება შეიძლება. 2000 წელს, ფლორენტინო პერესი პირველად იღებდა მონაწილეობას „რეალის“ საპრეზიდენტო არჩევნებში და, წარმატებული ლორენცო სანსის დასამარცხებლად, რაიმე სენსაცია სჭირდებოდა. თუმცა, ვინ იფიქრებდა, რომ ეს სენსაცია „ბარსელონას“ ისტორიაში პირველი არაესპანელი კაპიტანი, ლუიშ ფიგუ იქნებოდა.

როდესაც პერესი წინასაარჩევნო კამპანიის დროს იძახდა, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში ფიგუს მოიყვანდა, ეს სერიოზულად არავინ მიიღო, თუმცა მას პორტუგალიელთან ასეთი შეთანხმება ჰქონდა: ფლორენტინომ ფიგუს 1.6 მილიონი ფუნტი შესთავაზა, შემდეგი პირობით: თუ ის არჩევნებს წააგებდა, ეს ფული ფიგუსთან რჩებოდა, ხოლო თუ პერესი პრეზიდენტი გახდებოდა, ლუიში „რეალში“ უნდა გადმოსულიყო, მისი დარღვევისთვის ფეხბურთელს დაახლოებით 19 მილიონი ფუნტი ექნებოდა გადასახდელი.

მიუხედავად ამ პოტენციური ჯარიმისა, იმ დროს პერესის არჩევნებში მოგება იმდენად არარეალური იყო, რომ ფიგუმ ეს ადვილ ფულად მიიჩნია და დათანხმდა. მოგვიანებით კი „ფლორომ“ არჩევნები მოიგო და ფიგუს სხვა გზა არ დარჩა და „რეალში“ გადასვლა მოუწია. მის პრეზენტაციასაც კი აშკარად ეტყობა, როგორ ძალიან „უნდოდა“ მას კატალონიური გრანდის მადრიდულზე გაცვლა.

„კამპ ნოუზე“ პირველი ვიზიტის დროს, გულშემატკივრებმა მას წყენა საკმარისად გაუხსენეს და კუთხურის მოწოდებისას, შემწვარი გოჭის თავი ესროლეს.

1. მო ჯონსტონი - „ნანტიდან“ „რეინჯერსში“

ფეხბურთის ისტორიაში 10 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი - ESPN

1989 წლის ზაფხულში, ჯონსტონის „ნანტში“ ორწლიანი იჯარა დასასრულს უახლოვდებოდა და ის „სელტიკში“ უნდა დაბრუნებულიყო, სადაც თითქმის 100 მატჩი ჰქონდა ჩატარებული და 1986 წელს ტიტულიც მოიგო. ფეხბურთელმა პრესკონფერენცია გამართა და კელტის პარკშიც გადაიღო სურათები. თითქოს, მოგვარებული ამბავია, თუმცა რამდენიმე დღეში „სელტიკს“ ყველაფერი თავზე ჩამოენგრა. რამდენიმე დღეში, ფეხბურთელი „რეინჯერსში“ გადავიდა, რომელმაც მის სანაცვლოდ 1.5 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

ეს იყო ტრანსფერი, რომელმაც ყველა გააბრაზა: „სელტიკის“ ქომაგები ფეხბურთელს ღალატს ვერ პატიობდნენ, „რეინჯერსის“ გულშემატკივრები კი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ ჯონსტონი იყო პირველი კათოლიკე ფეხბურთელი, რომელმაც მათი გუნდის მაისური მოირგო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ზამორანო: "ბარსელონას ლაუტაროს ყიდვის ფული არ აქვს"

მილანის "ინტერის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ივან ზამორანომ ლაუტარო მარტინესის შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:20

"არსენალი განადგურების პირას იყო, ფული არაფერ შუაშია",- კოული ჩელსიში ტრანსფერის შესახებ

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მარცხენა მცველმა, ეშლი კოულმა ლონდონის "არსენალიდან" მეზობელ "ჩელსიში" ტრანსფერი გაიხსენა:

დღეს, 10:07

მაინცის ტვიტერი კლოპს: "გთხოვ, მოგვაშორე ის"

"მაინცის" ოფიციალურმა ტვიტერმა ირონიული ფორმით მიმართა თავის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს:

დღეს, 09:56

ინტერი დათმობაზე მიდის, იკარდის ტრანსფერი ახლოვდება

ნიკოლა სკირას ტვიტერის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი საბოლოოდ გაირკვა.

დღეს, 09:38

იგალო მანჩესტერს ტოვებს

Daily Mail-ის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ოდიონ იგალო უახლოეს პერიოდში ჩინეთში დაბრუნდება.

დღეს, 09:26

VIDEO: ზუსტად 15 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგა

ზუსტად 15 წლის წინ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგა.

დღეს, 04:26

რომელი მატჩით განახლდება ლა ლიგა? - პრეზიდენტი კომენტარს აკეთებს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლა ლიგის განახლება 8 ივნისიდან უკვე შესაძლებელი იქნება.

დღეს, 04:21

გიგსმა ერთმანეთს ვან გაალი და ფერგიუსონი შეადარა

ლეგენდარული ფეხბურთელი რაიან გიგსი ერთმანეთს სერ ალექს ფერგიუსონს და ლუი ვან გაალს ადარებს.

დღეს, 04:18

შვაინშტაიგერი გიოტცეს მომავალზე საუბრობს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მარიო გიოტცე "დორტმუნდს" დატოვებს.

დღეს, 04:14

ინძაგი ჩემპიონატის განახლებას ეხმაურება

თითქმის გადაწყვეტილია, რომ იტალიის ჩემპიონატის განახლებას ივნისის თვეში უნდა ველოდოთ.

დღეს, 04:11

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ხოჭოლავამ შახტარში ითამაშა

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ "შახტარში" ითამაშა.

დღეს, 04:08

რამდენი მილიონი აქვს გამომუშავებული ბასილაშვილს თავის კარიერაში?

გასაკვირი არაა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის სკანდალური ინფორმაცია უცხოურმა გავლენიანმა გამოცემებმა გაავრცელეს.

დღეს, 03:51

ბასილაშვილის მამა: "მან სასამართლოში ყალბი ვიდეოები წარადგინა"

ნიკოლოზ ბასილაშვილი მამა ნოდარ ბასილაშვილი "პრაიმთაიმთან" ინტერვიუში საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 03:47

შოთა არველაძე ბასილაშვილზე: "მხარდაჭერას ვუცხადებ"

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო დატრიალებულ ამბებს ეხმაურება.

დღეს, 03:25

ვერნერმა თავისი პირადი რეკორდი გააუმჯობესა

როგორც მოგეხსენებათ, "მაინცთან" შეხვედრაში "ლაიპციგის" თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა ჰეტ-ტრიკი გაიფორმა.

დღეს, 00:50

"ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, რადგან კლატენბურგი ხელს ვეღარ შეგვიშლის", - მადრიდის მერი

მადრიდის მერმა და "ატლეტიკოს" მხურვალე გულშემატკივარმა, ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდამ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 00:37

რა თანხას მიიღებენ რეალის მოთამაშეები ჯილდოს სახით ორი ტიტულის მოგების შემთხვევაში?

Marca-ს თანახმად, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგების შემთხვევაში სასიამოვნო ბონუსი ელოდებათ.

გუშინ, 23:59

"ფირმინოს ის ვერ ამოაგდებს", - ჰარგრივზი ლივერპულის პოტენციური ახალწვეულის შესახებ

ყოფილმა ინგლისელმა საყრდენმა ნახევარმცველმა, ოუენ ჰარგრივზმა ისაუბრა "ლივერპულის" პოტენციური შენაძენის,

გუშინ, 23:46

ლივერპული-ატლეტიკოს საპასუხო მატჩმა 41 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

Sunday Times-მა გამოიკვლია, თუ რა გავლენა მოახდინა "ლივერპულისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შეხვედრამ კორონავირუსის გავრცელებაზე.

გუშინ, 23:32

ბეკენბაუერი: "ბუნდესლიგა აღარ უნდა შეწყდეს"

მიუნხენის "ბაიერნის" ცოცხალმა ლეგენდამ, ფრანც ბეკენბაუერმა ბუნდესლიგის განახლების შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:15

"ის ბოლომდე ჩემი ერთადერთი შვილის დედად დარჩება" - ბასილაშვილი პირველ განცხადებას აკეთებს

დღევანდელ სკანდალთან დაკავშირებით, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს.

გუშინ, 22:56

"ჩელსის გასახდელში მე და აზარმა რეალში თამაშზე ვისაუბრეთ", - კურტუა

მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა, ტიბო კურტუამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:45

"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბარსელონაში გადადის", - ლაუტაროს ექს-კლუბის პრეზიდენტი

არგენტინული "რასინგის" პრეზიდენტის აზრით, ლაუტარო მარტინესი "ბარსელონაში" გადავა.

გუშინ, 22:36

"ფული ყოველთვის პირველ ადგილზე არ არის", - ინტერის ექს-დირექტორი მესის არშემდგარ ტრანსფერზე

"ინტერის" ყოფილმა ტექნიკურმა დირექტორმა, მარკო ბრანკამ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

გუშინ, 21:45

ბარსელონას ფეხბურთელი, რომლის ლაუტაროს ტრანსფერში ჩართვაზეც ინტერი თანახმაა

მოგეხსენებათ, "ბარსელონას" "ინტერის" თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის დამატება უნდა.

გუშინ, 21:35

მოურინიო: "მხოლოდ მოგების შემდეგ ვტირი, პირველად ეს 2009 წელს მოხდა"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:30

ლაუტარომ ინტერი უარით გაისტუმრა, ბარსელონაში ტრანსფერი ახლოვდება

"ინტერის" თავდამსხმელი, ლაუტარო მარტინესი მილანური კლუბიდან წასვლასთან ახლოსაა.

გუშინ, 20:49

იუვენტუსი მზადაა იგუაინი გაყიდოს და ფასიც დაადო

"იუვენტუსი" მზადაა ზაფხულში თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი გაყიდოს, წერენ იტალიურ პრესაში.

გუშინ, 20:42

ბოატენგი: "რონალდუ კერძო თვითმფრინავებს გვაჩვენებს და ქველმოქმედებაზე მილიონებს ხარჯავს"

"ბაიერნის" მცველმა, ჯერომ ბოატენგმა ბევრი პროფესიონალი ფეხბურთელის მდიდრულ ცხოვრებაზე ისაუბრა.

გუშინ, 20:29

ბალაკი: "ვან დეიკს გაუმართლა, რომ პრემიერ ლიგაში ეს ფორვარდები აღარ თამაშობენ"

"ჩელსის" ექს-ნახევარმცველმა, მიხაელ ბალაკმა "ლივერპულის" მცველ ვირჯილ ვან დეიკზე ისაუბრა.

გუშინ, 20:12
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10