» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ნიჭიერი ფეხბურთელები და ტალანტები მხოლოდ საქართველოში არ იკარგებიან...


ნიჭიერი ფეხბურთელები და ტალანტები მხოლოდ საქართველოში არ იკარგებიან...

ფეხბურთის გარშემო მყოფ ადამიანებს ხშირად გვესმის ფრაზა - ქართველები ნიჭიერები არიან, მაგრამ ზარმაცებიო.

დამოუკიდებელი საქართველოს იტორიაში ბევრი ისეთი ფეხბურთელი ყოფილა, რომლებსაც მართლაც დიდი ნიჭი ჰქონდათ და დიდი ფეხბურთიც უნდა ეთამაშათ, თუმცა იმედები ვერ გაამართლეს.

გგონიათ, მხოლოდ საქართველოში ხდება ასე? - არა, თითქმის ყველა ქვეყანაში მსგავსი სიტუაციაა. ამის ნათელი მაგალითი კი ახალგაზრდული ნაკრებების შედეგებია.

თუნდაც, 2012 წლის 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატი გავიხსენოთ, სადაც საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრებმა ინგლისს მოუგო, ესპანეთთან და საფრანგეთთან ფრე ითამაშა და გერმანიასთან წააგო. ეს დიდი ქვეყნები იმიტომ გამოვყავით, რომ უფრო თვალსაჩინო გახდეს, რაზე გვაქვს საუბარი.

ნიჭიერი ფეხბურთელები და ტალანტები მხოლოდ საქართველოში არ იკარგებიან...

რ.ბლანკო, ე.ბელერინი, ა.გრიმალდო, ი.საესი (კაპ), ს.სამპერი, ს.კასტილიეხო (დ.იგლესიასი 50), ბ.სანჩესი (ა.ხ.კოტანი 65), ი.კალერო, ა.სერანო (ხ.ხ.არხესი 41), ა.ბუსტოსი, ხ.სანჩესი - ეს ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების გამორჩეული 11-ეულია, რომლებმაც ჩვენთან ფრე ითამაშეს. 8 წლის თავზე კი 3-4 ფეხბურთელის გარდა, წარმატებული არცერთია და თავის დროზე პერსპექტიულმა ფეხბურთელებმა ესპანელებს იმედები გაუცრუეს.

ესპანეთის U17 ნაკრები 8 წლის წინ, რომლებმაც ჩვენს წინააღმდეგ ითამაშეს და მათი ამჟამინდელი კლუბები 23-24 წლის ასაკში
რუბენ ბლანკო ("სელტა")
ივან ხიმენესი (6 წელია კარიერა დასრულებული აქვს)
ალექს გრიმალდო ("ბენფიკა")
ჰექტორ ბელერინი ("არსენალი")
ივან კალერო ("ნუმანსია", ესპანეთის რანგით მე-2 ლიგა)
სანჩეს მუნიოსი ("ვალიადოლიდის" დუბლები)
ალექს სერანო ("სალამანსა", სეგუნდა ბ დივიზიონი)
ბორხა სანჩესი ("ხეტაფეს" დუბლები)
სერხი სამპერი ("ვისელ კობი", იაპონია)
სამუ კასტილეხო ("მილანი")
ალვარო ბუსტოსი ("პონტევედრა", სეგუნდა ბ დივიზიონი)

ჯ.უილისი, ჯ.ვები, რ.ინისი (კაპ) (ლ.ჩემბერსი 74), ი.ჰეიდენი, ლ.შოუ, ჯ.გრეჰემი (მ.ბენეტი 41), ჯ.სვიფტი, კ.ჩემბერსი, კ.რობინსონი, ჯ.ჯები (უ.ჰიუზი 72) - ინგლისის ნაკრების შემადგენლობა, როცა ჩვენ მოვუგეთ. შოუს, ჩემბერსის და რამდენიმეს გარდა რომელი გეცნობათ? სად არიან ისინი?

ინგლისის U17 ნაკრები 8 წლის წინ, რომლებმაც ჩვენს წინააღმდეგ ითამაშეს და მათი ამჟამინდელი კლუბები 23-24 წლის ასაკში
ჯორჯ უილისი ("ბოსტონი", ინგლისის მე-6 ლიგა)
ლუკ შოუ ("მანჩესტერ იუნაიტედი)
ჯოშ ვები (2 წელია უკლუბოდაა)
რაიან ინისი ("ნიუ პორტი", ინგლისის რანგით მე-4 ლიგა)
კალუმ ჩემბერსი ("არსენალი")
ისააკ ჰაიდენი ("ნიუკასლი")
ჯორდან გრაჰამი ("გილინგჰემი", ინგლისის რანგით მე-4 ლიგა)
ჯონ სვიფტი ("რედინგი", ინგლისის რანგით მე-2 ლიგა)
ჯეკ ჯები ("დარტფორდი", ინგლისის რანგით მე-6 ლიგა)
კალუმ რობინსონი ("ვესტ ბრომვიჩი", ინგლისის რანგით მე-2 ლიგა)
ჩუბა აკპომი ("პაოკი", საბერძნეთი)

ნიჭიერი ფეხბურთელები და ტალანტები მხოლოდ საქართველოში არ იკარგებიან...

ესპანეთისა და ინგლისის მაგალითი იმიტომ მოვიყვანეთ, რომ დღესდღეობით მათ მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე პოპულარული ჩემპიონატები აქვთ. ზემოთ ნახსენები ფეხბურთელების უმრავლესობა კი არც პრემიერ ლიგაშია, არც ლა ლიგაში, არც ნაკრებში და ზოგი ფეხბურთს საერთოდ არ თამაშობს. იმ ასაკში, რომელშიც ისინი ახლა არიან (23-24), ინგლისსაც და ესპანეთსაც ბევრად უკეთესი მოთამაშეები ჰყავთ. არადა, 2012 წელს ვითარება სხვაგვარი იყო. ასე ხდება საშუალო დონის ნაკრებებშიც - დანიაში, სერბეთში და სხვა ქვეყნებში.

მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველოში ბევრი იმედისმომცემი ტალანტი იკარგება, რაც ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის თვალსაჩინო და მასშტაბურია. ბევრი ტალანტი იკარგება ესპანეთში, ინგლისსა და სხვა ქვეყნებშიც. სხვადასხვა მიზეზების გამო, მათ კარიერულ დაღმასვლა აქვთ, მაგრამ ეს დიდი პრობლემა არაა, რადგან დიდი ქვეყნები არიან, კიდევ უფრო დიდი საფეხბურთო ტრადიციით, უამრავი აკადემიაა, უამრავი გუნდია და ყოველთვის გამოინახება ფეხბურთელი, რომელიც იმ ტალანტს შეცვლის, ვინც ვერ გაამართლა, განსხვავებით ჩვენნაირი პატარა სახელმწიფოებისგან, სადაც თითოეული ტალანტის გამოჩენას სიხარულით ვხვდებით და ყველა მათგანზე დიდ იმედებს ვამყარებთ.

საქართველოს U17 შემადგენლობა, როცა ნახევარფინალში გავიდა და მათი ამჟამინდელი კლუბები 23-24 წლის ასაკში
ალექსანდრე ადამია (უკლუბოდ)
ნიკა ჭანტურია (თბილისის "ლოკომოტივი")
ოთარ კაკაბაძე ("ლიუცერნი", შვეიცარია)
ლაშა დვალი ("ფერენცვაროში", უნგრეთი)
გიგა სამხარაძე ("რუსთავი")
გიორგი აბურჯანია ("ტვენტე", ჰოლანდია)
ნიკოლოზ ახვლედიანი (უკლუბოდ)
ჭიაბერ ჭეჭელაშვილი (ფოთის "კოლხეთი")
გიორგი პაპუნაშვილი ("სარაგოსა", იჯარით "რასინგში")
მათე ცინცაძე ("დინამო ბათუმი")
დავით ჯიქია (ქობულეთის "შუქურა")

ნიჭიერი ფეხბურთელები და ტალანტები მხოლოდ საქართველოში არ იკარგებიან...

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ზამორანო: "ბარსელონას ლაუტაროს ყიდვის ფული არ აქვს"

მილანის "ინტერის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ივან ზამორანომ ლაუტარო მარტინესის შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:20

"არსენალი განადგურების პირას იყო, ფული არაფერ შუაშია",- კოული ჩელსიში ტრანსფერის შესახებ

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მარცხენა მცველმა, ეშლი კოულმა ლონდონის "არსენალიდან" მეზობელ "ჩელსიში" ტრანსფერი გაიხსენა:

დღეს, 10:07

მაინცის ტვიტერი კლოპს: "გთხოვ, მოგვაშორე ის"

"მაინცის" ოფიციალურმა ტვიტერმა ირონიული ფორმით მიმართა თავის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს:

დღეს, 09:56

ინტერი დათმობაზე მიდის, იკარდის ტრანსფერი ახლოვდება

ნიკოლა სკირას ტვიტერის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი საბოლოოდ გაირკვა.

დღეს, 09:38

იგალო მანჩესტერს ტოვებს

Daily Mail-ის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ოდიონ იგალო უახლოეს პერიოდში ჩინეთში დაბრუნდება.

დღეს, 09:26

VIDEO: ზუსტად 15 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგა

ზუსტად 15 წლის წინ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგა.

დღეს, 04:26

რომელი მატჩით განახლდება ლა ლიგა? - პრეზიდენტი კომენტარს აკეთებს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლა ლიგის განახლება 8 ივნისიდან უკვე შესაძლებელი იქნება.

დღეს, 04:21

გიგსმა ერთმანეთს ვან გაალი და ფერგიუსონი შეადარა

ლეგენდარული ფეხბურთელი რაიან გიგსი ერთმანეთს სერ ალექს ფერგიუსონს და ლუი ვან გაალს ადარებს.

დღეს, 04:18

შვაინშტაიგერი გიოტცეს მომავალზე საუბრობს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მარიო გიოტცე "დორტმუნდს" დატოვებს.

დღეს, 04:14

ინძაგი ჩემპიონატის განახლებას ეხმაურება

თითქმის გადაწყვეტილია, რომ იტალიის ჩემპიონატის განახლებას ივნისის თვეში უნდა ველოდოთ.

დღეს, 04:11

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ხოჭოლავამ შახტარში ითამაშა

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ "შახტარში" ითამაშა.

დღეს, 04:08

რამდენი მილიონი აქვს გამომუშავებული ბასილაშვილს თავის კარიერაში?

გასაკვირი არაა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის სკანდალური ინფორმაცია უცხოურმა გავლენიანმა გამოცემებმა გაავრცელეს.

დღეს, 03:51

ბასილაშვილის მამა: "მან სასამართლოში ყალბი ვიდეოები წარადგინა"

ნიკოლოზ ბასილაშვილი მამა ნოდარ ბასილაშვილი "პრაიმთაიმთან" ინტერვიუში საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 03:47

შოთა არველაძე ბასილაშვილზე: "მხარდაჭერას ვუცხადებ"

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო დატრიალებულ ამბებს ეხმაურება.

დღეს, 03:25

ვერნერმა თავისი პირადი რეკორდი გააუმჯობესა

როგორც მოგეხსენებათ, "მაინცთან" შეხვედრაში "ლაიპციგის" თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა ჰეტ-ტრიკი გაიფორმა.

დღეს, 00:50

"ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, რადგან კლატენბურგი ხელს ვეღარ შეგვიშლის", - მადრიდის მერი

მადრიდის მერმა და "ატლეტიკოს" მხურვალე გულშემატკივარმა, ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდამ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 00:37

რა თანხას მიიღებენ რეალის მოთამაშეები ჯილდოს სახით ორი ტიტულის მოგების შემთხვევაში?

Marca-ს თანახმად, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგების შემთხვევაში სასიამოვნო ბონუსი ელოდებათ.

გუშინ, 23:59

"ფირმინოს ის ვერ ამოაგდებს", - ჰარგრივზი ლივერპულის პოტენციური ახალწვეულის შესახებ

ყოფილმა ინგლისელმა საყრდენმა ნახევარმცველმა, ოუენ ჰარგრივზმა ისაუბრა "ლივერპულის" პოტენციური შენაძენის,

გუშინ, 23:46

ლივერპული-ატლეტიკოს საპასუხო მატჩმა 41 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

Sunday Times-მა გამოიკვლია, თუ რა გავლენა მოახდინა "ლივერპულისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შეხვედრამ კორონავირუსის გავრცელებაზე.

გუშინ, 23:32

ბეკენბაუერი: "ბუნდესლიგა აღარ უნდა შეწყდეს"

მიუნხენის "ბაიერნის" ცოცხალმა ლეგენდამ, ფრანც ბეკენბაუერმა ბუნდესლიგის განახლების შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:15

"ის ბოლომდე ჩემი ერთადერთი შვილის დედად დარჩება" - ბასილაშვილი პირველ განცხადებას აკეთებს

დღევანდელ სკანდალთან დაკავშირებით, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს.

გუშინ, 22:56

"ჩელსის გასახდელში მე და აზარმა რეალში თამაშზე ვისაუბრეთ", - კურტუა

მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა, ტიბო კურტუამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:45

"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბარსელონაში გადადის", - ლაუტაროს ექს-კლუბის პრეზიდენტი

არგენტინული "რასინგის" პრეზიდენტის აზრით, ლაუტარო მარტინესი "ბარსელონაში" გადავა.

გუშინ, 22:36

"ფული ყოველთვის პირველ ადგილზე არ არის", - ინტერის ექს-დირექტორი მესის არშემდგარ ტრანსფერზე

"ინტერის" ყოფილმა ტექნიკურმა დირექტორმა, მარკო ბრანკამ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

გუშინ, 21:45

ბარსელონას ფეხბურთელი, რომლის ლაუტაროს ტრანსფერში ჩართვაზეც ინტერი თანახმაა

მოგეხსენებათ, "ბარსელონას" "ინტერის" თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის დამატება უნდა.

გუშინ, 21:35

მოურინიო: "მხოლოდ მოგების შემდეგ ვტირი, პირველად ეს 2009 წელს მოხდა"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:30

ლაუტარომ ინტერი უარით გაისტუმრა, ბარსელონაში ტრანსფერი ახლოვდება

"ინტერის" თავდამსხმელი, ლაუტარო მარტინესი მილანური კლუბიდან წასვლასთან ახლოსაა.

გუშინ, 20:49

იუვენტუსი მზადაა იგუაინი გაყიდოს და ფასიც დაადო

"იუვენტუსი" მზადაა ზაფხულში თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი გაყიდოს, წერენ იტალიურ პრესაში.

გუშინ, 20:42

ბოატენგი: "რონალდუ კერძო თვითმფრინავებს გვაჩვენებს და ქველმოქმედებაზე მილიონებს ხარჯავს"

"ბაიერნის" მცველმა, ჯერომ ბოატენგმა ბევრი პროფესიონალი ფეხბურთელის მდიდრულ ცხოვრებაზე ისაუბრა.

გუშინ, 20:29

ბალაკი: "ვან დეიკს გაუმართლა, რომ პრემიერ ლიგაში ეს ფორვარდები აღარ თამაშობენ"

"ჩელსის" ექს-ნახევარმცველმა, მიხაელ ბალაკმა "ლივერპულის" მცველ ვირჯილ ვან დეიკზე ისაუბრა.

გუშინ, 20:12
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10