» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

როგორ მოინდომა სიტიმ მესის შეძენა 2008 წელს, სულელური სატელეფონო ზარის გამო


როგორ მოინდომა სიტიმ მესის შეძენა 2008 წელს, სულელური სატელეფონო ზარის გამო

თუ ფიქრობთ, რომ დიდი კლუბების მენეჯმენტი დალაგებული და უშეცდომო მანქანაა - დაივიწყეთ. წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო და სულელურ ისტორიას 2008 წლიდან.

აგვისტო, შეიხ მანსურს „მანჩესტერ სიტის“ აქციების თითქმის 90% უკვე ნაყიდი აქვს და თავის თანაშემწეებთან მუდმივ კავშირში იმყოფება. მათი ტელეფონები პრაქტიკულად დნებოდა, ისინი ღამეებს ათენებდნენ და სრულ შეთანხმებას ელოდნენ. მთავარი იყო გარი კუკი - აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც გუნდში წინა მფლობელთან, ტაკსინ ჩივანატთან ერთად მივიდა (2007 წელს მან კლუბი 80 მილიონად შეიძინა, ერთ წელიწადში კი შეიხებს 200-ად მიყიდა).

როგორ მოინდომა სიტიმ მესის შეძენა 2008 წელს, სულელური სატელეფონო ზარის გამო

ერთ-ერთ ასეთ, ნერვულ საღამოს გაისმა მორიგი ზარი, კუკის კაცმა ყურმილი აიღო და რამდენიმე წამში ექსპრესიული განცხადება მოისმინა: „Get Messi!” („მოიპოვეთ მესი“). თავიდან, მამაკაცები დაიბნენ, მაგრამ მალევე მოეგნენ გონს, რადგან ასეთი განცხადებები არაბი მფლობელების იმპერატორულ გეგმებს ძალიან შეესაბამებოდა.

მეორე დღეს, „ბარსელონამ“ 70-მილიონიანი შემოთავაზება მიიღო.

პირველად, ეს ისტორია გარი კუკმა, 2012 წელს, ჟურნალისტ გერი ჯეიმსთან ინტერვიუში გაიხსენა. თუმცა, პატარა დეტალი დაამატა, ხელმძღვანელობიდან რომელიღაცამ თქვა არა „Get Messi”, არამედ „It’s all getting messy” (რაც შეიძლება ითარგმნოს როგორც „სიტუაცია იძაბება“ ან, „ყველაფერი ბინძურდება“).

„იმის თქმა, რომ „ბარსელონამ“ ეს შემოთავაზება დაუყონებლივ უარყო, საჭიროც კი არ არის.“ - იცინოდა კუკი.

ეს ისტორიის პირველი ვერსიაა, რომელიც, შვიდი წლის შემდეგ, კუკმა The Athletic-თან ინტერვიუში, საინტერესო დეტალებით შეავსო.

როგორც აღმოჩნდა, კუკი, თანაშემწეებთან ერთად, ლონდონში კონფერენციაზე იმყოფებოდა და მას ურეკავდა არა თავად შეიხ მანსური, როგორც პრესაში იწერებოდა, არამედ „მანჩესტერ სიტის“ წინა მფლობელის, ჩინავატის დამხმარე, პაიროი პიემპოსანი. უბრალოდ, შეიხებმა იმდროინდელ მფლობელებთან მოილაპარაკეს, რომ პროექტისადმი ყურადღების მისაქცევად, სატრანსფერო ბაზარზე თავიდანვე იხმაურებდნენ.

„ტელეფონი მაგიდაზე იდო, პიემპოსანი კი ხმოვანი ზარით პოლ ოდრიჯთან საუბრობდა, რომელიც კლუბის მმართველობასთან საკმაოდ ახლოს იყო.“ - აღწერდა კუკი. „წარმოიდგინეთ სურათი: პოლი, თავისი ლონდონური აქცენტით ამბობს: „პაიროი, შენ უნდა მითხრა, რას ვაკეთებთ, რადგან კონტროლი აშკარად იკარგება.“ იმ მომენტში, პაიროი შეზლონგზე იყო წამოწოლილი და მასაჟისგან სიამოვნებას იღებდა. პასუხად კი ყურმილში ისმის: „კი-კი-კი, არეულობაა (ინგლისურად - mess), სრული არეულობა.“

ალბათ, თარგმნის დროს რაღაც აირია, მაგრამ გეფიცებით, მეორე მხარეს აშკარად მოგვესმა: „ჩვენ მესი უნდა ვიყიდოთ.“

საუბრის დასრულების შემდეგ, ოლდრიჯი კუკთან მივიდა:

- „გარი, სიმართლე რო გითხრა, ბოლომდე ვერ ვხვდები, რას ვაკეთებთ.“

- „მოამზადე შემოთავაზება, იქ კი ვნახოთ.“

მეორე დღეს, კუკს პრემიერ ლიგის გაგიჟებულმა თავმჯდომარემ, დეივ რიჩარდსმა დაურეკა: „გარი, მესის შეძენა სცადე? 70-მილიონად? სულ გადაირიე?“

სულ მალე, თავად რიჩარდსაც დაურეკეს. „ბარსელონადან“. კატალონიელებმა არ დაიჯერეს, რომ „სიტი“ ამ იმდროისთვის ასტრონომიული თანხის გადახდას მართლაც აპირებდა და ნახევრად ხუმრობით ისიც თქვეს, ცოტა ადრე რომ შემოგეთავაზებინა, დავთანხმდებოდითო.

მას შემდეგ, მესის „სიტიში“ შესაძლო გადასვლაზე თითქმის ყოველი სატრანსფერო ფანჯრის დროს იწერება. 2008 წელს, მანჩესტერში, მესის ნაცვლად რობინიო გადავიდა, თუმცა მისი კარიერა იქ ვერ აეწყო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ზამორანო: "ბარსელონას ლაუტაროს ყიდვის ფული არ აქვს"

მილანის "ინტერის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ივან ზამორანომ ლაუტარო მარტინესის შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:20

"არსენალი განადგურების პირას იყო, ფული არაფერ შუაშია",- კოული ჩელსიში ტრანსფერის შესახებ

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მარცხენა მცველმა, ეშლი კოულმა ლონდონის "არსენალიდან" მეზობელ "ჩელსიში" ტრანსფერი გაიხსენა:

დღეს, 10:07

მაინცის ტვიტერი კლოპს: "გთხოვ, მოგვაშორე ის"

"მაინცის" ოფიციალურმა ტვიტერმა ირონიული ფორმით მიმართა თავის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს:

დღეს, 09:56

ინტერი დათმობაზე მიდის, იკარდის ტრანსფერი ახლოვდება

ნიკოლა სკირას ტვიტერის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი საბოლოოდ გაირკვა.

დღეს, 09:38

იგალო მანჩესტერს ტოვებს

Daily Mail-ის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ოდიონ იგალო უახლოეს პერიოდში ჩინეთში დაბრუნდება.

დღეს, 09:26

VIDEO: ზუსტად 15 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგა

ზუსტად 15 წლის წინ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგა.

დღეს, 04:26

რომელი მატჩით განახლდება ლა ლიგა? - პრეზიდენტი კომენტარს აკეთებს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლა ლიგის განახლება 8 ივნისიდან უკვე შესაძლებელი იქნება.

დღეს, 04:21

გიგსმა ერთმანეთს ვან გაალი და ფერგიუსონი შეადარა

ლეგენდარული ფეხბურთელი რაიან გიგსი ერთმანეთს სერ ალექს ფერგიუსონს და ლუი ვან გაალს ადარებს.

დღეს, 04:18

შვაინშტაიგერი გიოტცეს მომავალზე საუბრობს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მარიო გიოტცე "დორტმუნდს" დატოვებს.

დღეს, 04:14

ინძაგი ჩემპიონატის განახლებას ეხმაურება

თითქმის გადაწყვეტილია, რომ იტალიის ჩემპიონატის განახლებას ივნისის თვეში უნდა ველოდოთ.

დღეს, 04:11

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ხოჭოლავამ შახტარში ითამაშა

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ "შახტარში" ითამაშა.

დღეს, 04:08

რამდენი მილიონი აქვს გამომუშავებული ბასილაშვილს თავის კარიერაში?

გასაკვირი არაა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის სკანდალური ინფორმაცია უცხოურმა გავლენიანმა გამოცემებმა გაავრცელეს.

დღეს, 03:51

ბასილაშვილის მამა: "მან სასამართლოში ყალბი ვიდეოები წარადგინა"

ნიკოლოზ ბასილაშვილი მამა ნოდარ ბასილაშვილი "პრაიმთაიმთან" ინტერვიუში საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 03:47

შოთა არველაძე ბასილაშვილზე: "მხარდაჭერას ვუცხადებ"

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო დატრიალებულ ამბებს ეხმაურება.

დღეს, 03:25

ვერნერმა თავისი პირადი რეკორდი გააუმჯობესა

როგორც მოგეხსენებათ, "მაინცთან" შეხვედრაში "ლაიპციგის" თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა ჰეტ-ტრიკი გაიფორმა.

დღეს, 00:50

"ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, რადგან კლატენბურგი ხელს ვეღარ შეგვიშლის", - მადრიდის მერი

მადრიდის მერმა და "ატლეტიკოს" მხურვალე გულშემატკივარმა, ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდამ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 00:37

რა თანხას მიიღებენ რეალის მოთამაშეები ჯილდოს სახით ორი ტიტულის მოგების შემთხვევაში?

Marca-ს თანახმად, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგების შემთხვევაში სასიამოვნო ბონუსი ელოდებათ.

გუშინ, 23:59

"ფირმინოს ის ვერ ამოაგდებს", - ჰარგრივზი ლივერპულის პოტენციური ახალწვეულის შესახებ

ყოფილმა ინგლისელმა საყრდენმა ნახევარმცველმა, ოუენ ჰარგრივზმა ისაუბრა "ლივერპულის" პოტენციური შენაძენის,

გუშინ, 23:46

ლივერპული-ატლეტიკოს საპასუხო მატჩმა 41 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

Sunday Times-მა გამოიკვლია, თუ რა გავლენა მოახდინა "ლივერპულისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შეხვედრამ კორონავირუსის გავრცელებაზე.

გუშინ, 23:32

ბეკენბაუერი: "ბუნდესლიგა აღარ უნდა შეწყდეს"

მიუნხენის "ბაიერნის" ცოცხალმა ლეგენდამ, ფრანც ბეკენბაუერმა ბუნდესლიგის განახლების შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:15

"ის ბოლომდე ჩემი ერთადერთი შვილის დედად დარჩება" - ბასილაშვილი პირველ განცხადებას აკეთებს

დღევანდელ სკანდალთან დაკავშირებით, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს.

გუშინ, 22:56

"ჩელსის გასახდელში მე და აზარმა რეალში თამაშზე ვისაუბრეთ", - კურტუა

მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა, ტიბო კურტუამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:45

"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბარსელონაში გადადის", - ლაუტაროს ექს-კლუბის პრეზიდენტი

არგენტინული "რასინგის" პრეზიდენტის აზრით, ლაუტარო მარტინესი "ბარსელონაში" გადავა.

გუშინ, 22:36

"ფული ყოველთვის პირველ ადგილზე არ არის", - ინტერის ექს-დირექტორი მესის არშემდგარ ტრანსფერზე

"ინტერის" ყოფილმა ტექნიკურმა დირექტორმა, მარკო ბრანკამ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

გუშინ, 21:45

ბარსელონას ფეხბურთელი, რომლის ლაუტაროს ტრანსფერში ჩართვაზეც ინტერი თანახმაა

მოგეხსენებათ, "ბარსელონას" "ინტერის" თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის დამატება უნდა.

გუშინ, 21:35

მოურინიო: "მხოლოდ მოგების შემდეგ ვტირი, პირველად ეს 2009 წელს მოხდა"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:30

ლაუტარომ ინტერი უარით გაისტუმრა, ბარსელონაში ტრანსფერი ახლოვდება

"ინტერის" თავდამსხმელი, ლაუტარო მარტინესი მილანური კლუბიდან წასვლასთან ახლოსაა.

გუშინ, 20:49

იუვენტუსი მზადაა იგუაინი გაყიდოს და ფასიც დაადო

"იუვენტუსი" მზადაა ზაფხულში თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი გაყიდოს, წერენ იტალიურ პრესაში.

გუშინ, 20:42

ბოატენგი: "რონალდუ კერძო თვითმფრინავებს გვაჩვენებს და ქველმოქმედებაზე მილიონებს ხარჯავს"

"ბაიერნის" მცველმა, ჯერომ ბოატენგმა ბევრი პროფესიონალი ფეხბურთელის მდიდრულ ცხოვრებაზე ისაუბრა.

გუშინ, 20:29

ბალაკი: "ვან დეიკს გაუმართლა, რომ პრემიერ ლიგაში ეს ფორვარდები აღარ თამაშობენ"

"ჩელსის" ექს-ნახევარმცველმა, მიხაელ ბალაკმა "ლივერპულის" მცველ ვირჯილ ვან დეიკზე ისაუბრა.

გუშინ, 20:12
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10