» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ლტოლვილთა ბანაკში დაბადებული, ბაიერნის უნიჭიერესი ბიჭუნა, რომელმაც მამის საყვარელი გუნდი არ დაინდო


ლტოლვილთა ბანაკში დაბადებული, ბაიერნის უნიჭიერესი ბიჭუნა, რომელმაც მამის საყვარელი გუნდი არ დაინდო

ცნობილი ექს-ფეხბურთელი და ამჟამად ტელეექსპერტი, გარი ლინეკერი, ალფონსო დევისთან Zoom-ის მეშვეობით საუბრობდა, როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელს ტელეფონმა დაურეკა.

დევისმა მობილურს ხელი მოკიდა, დახედა, შემდეგ კი გათიშა და მოიბოდიშა. „ლევანდოვსკი გირეკავდა?“ - იხუმრა ლინეკერმა. დევისმა გაიღიმა და აუხსნა, რომ მისი გერმანულის მასწავლებელი რეკავს, რათა შეახსენოს, რომ მათ გაკვეთილი აქვთ დათქმული.

კანადელი მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელის წოდების მოპოვება უკვე მოახერხა. ის „ბაიერნს“ „ვანკუვერ უაიტკეპსიდან“, 2019 წელს, 10 მილიონ ევროდ შეუერთდა, რაც იმდროისთვის MLS-ისთვის სარეკორდო ტრანსფერი იყო. მარცხენა ფულბეკმა 2018/19-წლების მეორე ნახევარში მხოლოდ ექვსი მატჩი ჩაატარა, ამ სეზონში კი სულ სხვა დონეზე ავიდა და თავის შესანიშნავად წარმოჩენაც შეძლო.

თებერვალში მან „ჩელსისთან“ შეხვედრაში მსოფლიო პუბლიკას მოაწონა თავი, როდესაც „ბაიერნმა“ „სტემფორდ ბრიჯზე“ 3:0 იმარჯვა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ეგიდით გამართულ შეხვედრაში. მისი ასპარეზობით მოხიბლულმა ლინეკერმა მაშინ დაწერა: „ალფონსო დევისის მშობლები ლიბერიიდან სამოქალაქო ომის დროს გამოიქცნენ. ის ლტოლვილთა ბანაკში, განაში დაიბადა, ხუთი წლის ასაკში კი კანადაში გადავიდა საცხოვრებლად. ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და უკვე შესანიშნავად ასპარეზობს „ბაიერნის“ მაისურით. რა ლამაზი ისტორიაა.“



ახლახანს, დევისმა „ბაიერნთან“ ახალი, მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან ყველას სიყვარული მეგობრულობით და თავისი წარმატებებისადმი ირონიული მიდგომით მოიპოვა. გარდა ამისა, ალფონსო ლტოლვილთა დიდი დახმარებით გამოირჩევა და სხვადასხვა საქველმოქმედო კომპანიებთან თანამშრომლობს. დევისი PES-2020-ში ასმირ ბეგოვიჩის წინააღმდეგ აპირებს ონლაინ-მატჩის ჩატარებას, რომელიც თავადაც ლტოლვილი იყო, რათა კორონავირუსთან საბრძოლველად თანხა გამოიმუშავოს.

ალფონსო, შენთან შეხვედრა სასიამოვნოა, თუნდაც ასეთ გარემოებებში. თავიდან ის მომიყევი, თვითიზოლაციაში როგორ ცხოვრობ?

ყველაფერი კარგადაა. გუნდმა რამდენიმე კვირის წინ ვარჯიშები განაახლა, რაც ძალიან მახარებს. სიტუაცია კვლავაც მძიმეა, ამიტომ, ჩვენი უშუალო საქმის შესრულების გარდა, ყველანი სახლში დარჩენას ვცდილობთ.

დარწმუნებული ვარ, სულ მალე ჩვეულ საფეხბურთო ცხოვრებას დავუბრუნდებით. აშკარაა, რომ ცხოვრებაში სირთულეები შენთვის არახალია, რამეთუ ლტოლვილთა ბანაკში ხარ დაბადებული. გახსოვს ბავშვობის ის პერიოდი, როცა ბუდუბურამის ბანაკში იმყოფებოდი?

ძალიან მინდა მახსოვდეს, მაგრამ ის წლები არც ისე კარგად დარჩა ჩემს მეხსიერებაში. ისიც არ მახსოვს, როგორ ვიწყებდი ფეხბურთის თამაშს, თუმცა ეს ნამდვილად იქ მოხდა. მშობლებს, შვილებთან ასეთ მოგონებებზე საუბარი ნაკლებად უყვართ, მაგრამ რაღაც მაინც აქვთ მონაყოლი, რამეთუ ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია.

განაში ან ლიბერიაში დაბრუნების სურვილი ოდესმე თუ გაგჩენია?

ამის შესახებ მშობლებს ვეკითხებოდი, რადგან ორივე ქვეყანაში ნათესავები დაგვრჩა, მაგრამ ცხოვრების ამ ეტაპზე ცოტა უნდა დავიცადოთ.

ლტოლვილთა ბანაკში დაბადებული, ბაიერნის უნიჭიერესი ბიჭუნა, რომელმაც მამის საყვარელი გუნდი არ დაინდო

კანადაში გადაცხოვრების შემდეგ, თქვენი ოჯახისთვის ყველაფერი საკმაოდ კარგად განვითარდა, მაგრამ ასეთი გადასვლა, ალბათ, ადვილი არ ყოფილა.

კი, რთული იყო. მაგრამ შესანიშნავი ის იყო, რომ გადავედით სხვა ქვეყანაში და შეგვეძლო, გვეკეთებინა ის, რაც გვინდოდა. საკუთარი თავი ვყოფილიყავით. ვფიქრობ, ჩემი ოჯახი ყველაფერს სათანადოდ გაუმკლავდა და ამით ძალიან ვამაყობ.

და რა თქმა უნდა, შენ სკოლაში შეძელი წასვლა, რაც ყველა ბავშვისთვის უმნიშვნელოვანესია.

ბუნებრივია. სკოლაში სიარული ძალიან მიყვარდა. ერთ დღესაც, ფეხბურთი აუცილებლად სრულდება, ამიტომ განათლება უკიდურესად მნიშვნელოვანია.

როდის მიხვდი, რომ ფეხბურთში საკმაოდ კარგი ხარ?

მას შემდეგ, რაც 2016 წელს, ვანკუვერში გადავედი და „უაიტკეპსის“ აკადემიაში ჩავირიცხე. როცა პირველი გუნდის მატჩებზე მიწევდა სიარული, ვფიქრობდი: „კი, სწორედ ეს არის ის, რისი კეთებაც მინდა. ეს ჩემი ოცნებაა.“ ვარჯიშებზეც და მატჩებზეც ბოლომდე ვიხარჯებოდი, ახლა კი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვთამაშობ.

14 წლის იყავი, როცა ოჯახი მიატოვე და ვანკუვერში გადახვედი. გავიგე, რომ დედაშენი განსაკუთრებით ნერვიულობდა იმაზე, რომ გზას გადაუხვევდი და ცუდი ბიჭი გახდებოდი.

კი, ეს მისი მთავარი სანერვიულო იყო. ბუნებრივია, ის გვერდით არ მყოლია და არც არავინ მარიგებდა, თუ რა გამეკეთებინა. მაგრამ, უაიტკეპსში არსებობს წესი, რომ თუ აკადემიაში დარჩენა გინდა, სათანადოდ უნდა სწავლობდე და სკოლაში ნიშნები რაღაც ზღვარს ქვემოთ არ უნდა ჩაგიცდეს. თუ სწავლას შეწყვეტ, აკადემიიდან გაგდებაც კი გემუქრება. იქ დაკვირვების ქვეშ ვიყავი.

ვის ქომაგობდი ბავშვობაში?

მამაჩემი „ჩელსის“ გულშემატკივარია.

მართლა? არადა, „ჩელსის“ რა დამართე!

ნამდვილად! მამას დიდიე დროგბა ძალიან მოსწონდა. ბავშვობაში, ჩვენს ტელევიზორში სულ „ჩელსის“ მატჩები გადიოდა. უამრავი კარგი გუნდი მახსოვს, მაგრამ ერთი, რომელიმე საყვარელი არ მყოლია. ამიტომ, „ჩელსის“ ქომაგობა მიწევდა.

MLS-ში შენი დებიუტი 15 წლის ასაკში შედგა, ხოლო 2017 წელს, როცა კანადის მოქალაქეობა მიიღე, ეროვნული ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრად ფეხბურთელი გახდი. 2018 წელს, სულ რაღაც 18 წლის ასაკში, კანადაში წლის საუკეთესოდ დაგასახელეს. ალბათ, ამ მიღწევებით ძალიან ამაყობ.

ვგრძნობ, რომ ჩემი მძიმე მრავალწლიანი შრომა უშედეგოდ არ გადის. მწვრთნელმა ჩემში რაღაც დაინახა და, როცა მოქალაქეობა მივიღე, ეგრევე ნაკრებში მიხმო. ხოლო წლის საუკეთესოს ჯილდო ჩემთვის ნამდვილ შოკად იქცა.

და რა თქმა უნდა, 2019 წლის იანვარში, „ბაიერნში“ გადახვედი. როგორ მოხდა ეს? ვფიქრობ, ბევრი ევროპული კლუბი გაკვირდებოდა, მათ შორის „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“ და „ლივერპულიც“.

ჩემდამი ინტერესის შესახებ ჭორები ვრცელდებოდა, მაგრამ არ ვიცი, კონკრეტულად რომელ კლუბებზე იყო საუბარი. პირადად ჩემთვის, არავის არაფერი უთქვამს. როდესაც შეტყობინება მომივიდა: „შენთან შეხვედრა „ბაიერნს“ სურს“ - უბრალოდ ვერ ვიჯერებდი. ერთდროულად აღელვებული და შეშინებული ვიყავი. უბრალოდ უნდა დამემტკიცებინა, რომ ასეთ დონეზე თამაშს შევძლებდი.

როგორ ჩაიარა კლუბში პირველმა დღემ? ლევანდოვსკის და ნოიერის დონის ვარსკვლავებთან შეხვედრა არ გაშინებდა?

როგორ არა! ბავშვობაში მათ ტელევიზორში ვუყურებდი, კლუბში კი პირადად შევხვდი, ვივარჯიშე და მათთან ერთად ვითამაშე. ძალიან მეშინოდა. როცა არიენ რობენი მოვიდა და გამეცნო, ვერ ვიჯერებდი!

როგორ ფიქრობ, წინა ცხოვრების გამოცდილება, მათ შორის ბავშვობა ბანაკში და გადაბარგება ედმონტონიდან ვანკუვერში, გერმანიაში გადასვლის დროს, დაგეხმარა?

ვფიქრობ, კი. იმ გადასვლებმა, ოკეანს იქით გადაბარგებას მომამზადა. რომ არა ეს ყველაფერი, სახლი ძალიან მომენატრებოდა. ახლაც მენატრება, მაგრამ გამკლავებას ვახერხებ.

რთულ დროს ვცხოვრობთ. შენ UNHCR-ს ეხმარები (ლტოლვილთა დახმარების ფონდი - ავტ). მათთვის ამით რაღაც მხრივ მადლობის გადახდა გინდოდა?

მინდა, ჩემი სასაუბრო პლატფორმა გამოვიყენო და ვისაუბრო ლტოლვილთა პრობლემებსა და პირად ისტორიაზე, რათა ადამიანებს სხვების დახმარებისკენ ვუბიძგო. ლტოლვილთა ბანაკში მცხოვრები ადამიანებისთვის, სოციალური დისტანცირება წარმოუდგენელ სირთულეს უკავშირდება. მათ სუფთა წყალი და საპონი სჭირდებათ, რათა ხელები დაიბანონ და საკვები გარეცხონ.

TikTok-ში შენი ვიდეოები ვნახე, ნამდვილ არტისტს ჰგავხარ. ცეკვავ, მღერი...

ფეხბურთი ჩემთვის პირველ ადგილზეა, მაგრამ მომავალში, მინდა მსახიობი გავხდე. ადამიანების გართობა მიზიდავს, TikTok-ი კი ამის საშუალებას გვაძლევს. გულშემატკივრები ჩემზე დაკვირვებას არამარტო მოედანზე ახერხებენ, არამედ ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ უფრო მეტის გაგების საშუალებაც ეძლევათ. ეს დროის მოკვლაშიც მეხმარება, სანამ იძულებულები ვართ, სახლში ვიჯდეთ.“


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"ლივერპულმა ჩემპიონობა ჩელსისთან მატჩში დაკარგა", - როჯერსმა 2014 წელი გაიხსენა

"ლივერპულის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა პრემიერ ლიგის 2013-2014 წლების სეზონი გაიხსენა:

დღეს, 12:41

რეალი თუ იუვენტუსი? - რაიოლა პოგბას ტრანსფერზე მუშაობს

Rai Sport-ის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურ ნახევარმცველს, პოლ პოგბას ამ ეტაპზე ჰყავს ორი მსურველი.

დღეს, 12:20

ზიდანმა კარანტინი დაარღვია, მას ჯარიმა ემუქრება

Sport.es-ის თანახმად, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა კარანტინის წესები დაარღვია.

დღეს, 12:05

სიტიმ ბარსელონა უარით გაისტუმრა

Marca-ს თანახმად, "მანჩესტერ სიტიმ" არ ისურვა ჟოაო კანსელოს ნელსონ სემედოზე გაცვლა, მიზეზი - ფინანსური პრობლემები.

დღეს, 11:48

ნიუკასლის სავარაუდო მწვრთნელისა და სატრანსფერო სამიზნეების ვინაობა ცნობილია

The Telegraph-ის თანახმად, "ნიუკასლ იუნაიტედის" მომავალი სავარაუდო მთავარი მწვრთნელისა და სატრანსფერო სამიზნეების ვინაობა ცნობილია.

დღეს, 11:34

ზამორანო: "ბარსელონას ლაუტაროს ყიდვის ფული არ აქვს"

მილანის "ინტერის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ივან ზამორანომ ლაუტარო მარტინესის შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:20

"არსენალი განადგურების პირას იყო, ფული არაფერ შუაშია",- კოული ჩელსიში ტრანსფერის შესახებ

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მარცხენა მცველმა, ეშლი კოულმა ლონდონის "არსენალიდან" მეზობელ "ჩელსიში" ტრანსფერი გაიხსენა:

დღეს, 10:07

მაინცის ტვიტერი კლოპს: "გთხოვ, მოგვაშორე ის"

"მაინცის" ოფიციალურმა ტვიტერმა ირონიული ფორმით მიმართა თავის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს:

დღეს, 09:56

ინტერი დათმობაზე მიდის, იკარდის ტრანსფერი ახლოვდება

ნიკოლა სკირას ტვიტერის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი საბოლოოდ გაირკვა.

დღეს, 09:38

იგალო მანჩესტერს ტოვებს

Daily Mail-ის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ოდიონ იგალო უახლოეს პერიოდში ჩინეთში დაბრუნდება.

დღეს, 09:26

VIDEO: ზუსტად 15 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგა

ზუსტად 15 წლის წინ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგა.

დღეს, 04:26

რომელი მატჩით განახლდება ლა ლიგა? - პრეზიდენტი კომენტარს აკეთებს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლა ლიგის განახლება 8 ივნისიდან უკვე შესაძლებელი იქნება.

დღეს, 04:21

გიგსმა ერთმანეთს ვან გაალი და ფერგიუსონი შეადარა

ლეგენდარული ფეხბურთელი რაიან გიგსი ერთმანეთს სერ ალექს ფერგიუსონს და ლუი ვან გაალს ადარებს.

დღეს, 04:18

შვაინშტაიგერი გიოტცეს მომავალზე საუბრობს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მარიო გიოტცე "დორტმუნდს" დატოვებს.

დღეს, 04:14

ინძაგი ჩემპიონატის განახლებას ეხმაურება

თითქმის გადაწყვეტილია, რომ იტალიის ჩემპიონატის განახლებას ივნისის თვეში უნდა ველოდოთ.

დღეს, 04:11

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ხოჭოლავამ შახტარში ითამაშა

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ "შახტარში" ითამაშა.

დღეს, 04:08

რამდენი მილიონი აქვს გამომუშავებული ბასილაშვილს თავის კარიერაში?

გასაკვირი არაა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის სკანდალური ინფორმაცია უცხოურმა გავლენიანმა გამოცემებმა გაავრცელეს.

დღეს, 03:51

ბასილაშვილის მამა: "მან სასამართლოში ყალბი ვიდეოები წარადგინა"

ნიკოლოზ ბასილაშვილი მამა ნოდარ ბასილაშვილი "პრაიმთაიმთან" ინტერვიუში საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 03:47

შოთა არველაძე ბასილაშვილზე: "მხარდაჭერას ვუცხადებ"

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო დატრიალებულ ამბებს ეხმაურება.

დღეს, 03:25

ვერნერმა თავისი პირადი რეკორდი გააუმჯობესა

როგორც მოგეხსენებათ, "მაინცთან" შეხვედრაში "ლაიპციგის" თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა ჰეტ-ტრიკი გაიფორმა.

დღეს, 00:50

"ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, რადგან კლატენბურგი ხელს ვეღარ შეგვიშლის", - მადრიდის მერი

მადრიდის მერმა და "ატლეტიკოს" მხურვალე გულშემატკივარმა, ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდამ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 00:37

რა თანხას მიიღებენ რეალის მოთამაშეები ჯილდოს სახით ორი ტიტულის მოგების შემთხვევაში?

Marca-ს თანახმად, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგების შემთხვევაში სასიამოვნო ბონუსი ელოდებათ.

გუშინ, 23:59

"ფირმინოს ის ვერ ამოაგდებს", - ჰარგრივზი ლივერპულის პოტენციური ახალწვეულის შესახებ

ყოფილმა ინგლისელმა საყრდენმა ნახევარმცველმა, ოუენ ჰარგრივზმა ისაუბრა "ლივერპულის" პოტენციური შენაძენის,

გუშინ, 23:46

ლივერპული-ატლეტიკოს საპასუხო მატჩმა 41 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

Sunday Times-მა გამოიკვლია, თუ რა გავლენა მოახდინა "ლივერპულისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შეხვედრამ კორონავირუსის გავრცელებაზე.

გუშინ, 23:32

ბეკენბაუერი: "ბუნდესლიგა აღარ უნდა შეწყდეს"

მიუნხენის "ბაიერნის" ცოცხალმა ლეგენდამ, ფრანც ბეკენბაუერმა ბუნდესლიგის განახლების შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:15

"ის ბოლომდე ჩემი ერთადერთი შვილის დედად დარჩება" - ბასილაშვილი პირველ განცხადებას აკეთებს

დღევანდელ სკანდალთან დაკავშირებით, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს.

გუშინ, 22:56

"ჩელსის გასახდელში მე და აზარმა რეალში თამაშზე ვისაუბრეთ", - კურტუა

მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა, ტიბო კურტუამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:45

"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბარსელონაში გადადის", - ლაუტაროს ექს-კლუბის პრეზიდენტი

არგენტინული "რასინგის" პრეზიდენტის აზრით, ლაუტარო მარტინესი "ბარსელონაში" გადავა.

გუშინ, 22:36

"ფული ყოველთვის პირველ ადგილზე არ არის", - ინტერის ექს-დირექტორი მესის არშემდგარ ტრანსფერზე

"ინტერის" ყოფილმა ტექნიკურმა დირექტორმა, მარკო ბრანკამ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

გუშინ, 21:45

ბარსელონას ფეხბურთელი, რომლის ლაუტაროს ტრანსფერში ჩართვაზეც ინტერი თანახმაა

მოგეხსენებათ, "ბარსელონას" "ინტერის" თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის დამატება უნდა.

გუშინ, 21:35
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10