» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

სადიო მანე: სენეგალის სოფლიდან გაქცევის მცდელობიდან ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე


სადიო მანე: სენეგალის სოფლიდან გაქცევის მცდელობიდან ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე

დილის ექვსი საათი. თითქოს, არაფრით გამორჩეული დღე სენეგალის პატარა სოფელ ბამბალიში, მსოფლიო ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავისთვის საკვანძოდ იქცა.

სადიო მანეს უდიდეს, ცხრაკაციან ოჯახს, ჯერ კიდევ ეძინა, თუმცა არ სძინებია თავად ფეხბურთელს. მას, მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა წინ: გაქცევა დაკარში. ბალახში გადამალული საჭირო ნივთები უნდა აეღო და - წინ, დედაქალაქში, ოცნებისკენ. მისი გაქცევის შესახებ მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცოდა - მანეს მეგობარმა.

სადიოს მამა (ის გარდაიცვალა, როცა ბიჭუნა სულ რაღაც 11 წლის იყო) და ბიძა, ფეხბურთით მისი გატაცების წინააღმდეგნი იყვნენ: წარმატებისთვის რომ ვერ მიეღწია, ცხოვრებაში თავის გზას ვეღარც იპოვიდა. სადიოს გაუჩინარების შემდეგ, ისინი მეგობრის მშობლებთან წავიდნენ და საბოლოოდ, მთლიანი ინფორმაცია მოიპოვეს. გაქცეული ბიჭი დაკარში იპოვეს და ოჯახში დააბრუნეს.

მაგრამ, იმ მომენტში, ოჯახის შეგნებაში რაღაც შეიცვალა და შემდეგში, უკვე 15 წლის სადიო, დაკარში ბიძასთან ერთად წავიდა. მას „ჟენერასიონ ფუტის“ აკადემიაში უწევდა სინჯების გავლა. თავის წარმოჩენა რთული არ აღმოჩნდა და სადიომ დაიწყო სწავლა აკადემიაში, სახლში კი მხოლოდ ზაფხულში ბრუნდებოდა, რათა ოჯახს ბრინჯისა და არაქისის მინდვრებზე მუშაობაში დახმარებოდა.

სადიო მანე: სენეგალის სოფლიდან გაქცევის მცდელობიდან ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე

მანეს საქმეები სკოლაში კარგად მიდიოდა, ამიტომ 2009 წლის ბოლოს ის საინტერესო გზით წავიდა - სინჯებზე ფრანგულ „მეტცში“, რომელიც „ჟენერასიონ ფუტთან“ თანამშრომლობდა. მანეს გზა ევროპაში პრობლემებით დაიწყო. თუ ცივი ზამთრის გადატანა სირთულეებით, მაგრამ მაინც შეიძლებოდა, საზარდულის ტრავმასთან გამკლავება გაცილებით რთული აღმოჩნდა. თურმე, ეს დიდი ხნის დაზიანება იყო, რომელსაც სადიო, ტრანსფერის ჩაშლის შიშით, მალავდა.

ახალგაზრდების გუნდში გმირობების შემდეგ, სადიო პირველ გუნდში გადაიყვანეს. მან ნახევარსეზონში 19 მატჩი ჩაატარა (12 - ძირითადში) და ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ იმ შეხვედრაში მისი გუნდი „გენგამთან“ მაინც დამარცხდა (2:5). სეზონის შედეგად, გუნდი ისტორიაში პირველად გავარდა მესამე დივიზიონში, მაგრამ დაბრუნების იმედი ჰქონდა - მათ შორის, მანესთან გახანგრძლივებული კონტრაქტის გამოც.

ზაფხულში, სადიომ 2012 წლის ოლიმპიადაზე კარგად წარმოაჩინა თავი და კლუბს შემოთავაზებებით თავს დაესხნენ. როგორც გვახსოვს, „მეტცს“ მისი გაყიდვის დიდი სურვილი არ ჰქონდა და ამიტომ, 19 წლის ბიჭუნაში, რომელსაც ლიგა 2-ს ნახევარსეზონში ერთ გოლი ჰქონდა გატანილი, 2.5 მილიონი ევრო მოითხოვა. თუმცა, ეს თანხა პრობლემად არ იქცა, რამდენიმე კლუბმა გადახდის მზადყოფნა გამოთქვა, საბოლოოდ კი სადიო „ზალცბურგში“, მთელი 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

სულ მალე, ფრანგული კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა განცხადება: სადიო მანე გადავიდა „რედ ბულ ზალცბურგში“. ავსტრიელებმა გაგვიკეთეს შემოთავაზება, რომელზეც უარი ვერ ვთქვით. ეს კლუბის ისტორიაში, მესამე ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.“ „მეტციდან“, ამაზე ძვირად მხოლოდ 1998 წელს, რობერტ პირესი წავიდა („მარსელში“) და 2008 წელს მირალემ პიანიჩი („ლიონში“). სიტყვაზე, მანეს შემცვლელად გუნდმა ახლა უკვე კარგად ცნობილი, მაქსველ კორნე მიიყვანა.

სადიო მანე: სენეგალის სოფლიდან გაქცევის მცდელობიდან ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე

ავსტრიაშიც, მანე გუნდის ლიდერი მალე გახდა. მეორე წელი სადიოსთვისაც და „ხარებისთვისაც“ განსაკუთრებით კარგი აღმოჩნდა. ევროპა ლიგაზე გუნდმა „ესბერგთან“, „ელფსბორგთან“ და „სტანდარტთან“ ბრძოლაში 18 ქულა დააგროვა, შემდეგ კი 1/16-ფინალში, ორი მატჩის ჯამში, „აიაქსი“ 6:1 გაანადგურა. სამწუხაროდ, ამას „ბაზელისგან“ გავარდნა მოჰყვა. კიდევ ერთი კაშკაშა მომენტი იყო „ბაიერნთან“ ამხანაგური მატჩი: პირველ ტაიმში მანემ თავად გაიტანა, პენალტი მოიპოვა და ასისტიც გააკეთა - პეპ გვარდიოლა, თავისივე დაბადების დღეზე, 3:0-ით დაასაჩუქრეს.

მანეს თამაშმა იურგენ კლოპის ყურადღება მიიქცია, რომელიც იმდროისთვის, დორტმუნდის „ბორუსიას“ ედგა სათავეში. ზაფხულში, სენეგალელი დორტმუნდში იქაჩებოდა, რომელიც მასში 12 მილიონ ევროს იხდიდა. „ზალცბურგს“ კი, სადიოს გაყიდვა მოსკოვის „სპარტაკში“ სურდა, რომელიც უფრო მეტის გადახდისთვის იყო მზად. თუმცა, ფეხბურთელი რუსეთში წასვლას პრინციპულად უარყოფდა და მხოლოდ ტოპ-ჩემპიონატში სურდა თამაში.

სწორედ აქ, მანემ თავისი ერთ-ერთი ყველაზე არასაამაყო საქციელი ჩაიდინა: ტრანსფერის მოთხოვნით, მან გუნდთან ერთად, „მალმესთან“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე გამგზავრება იუარა. შინ 2:1 მოგების შემდეგ, „ზალცბურგი“ 0:3 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა, სადიო კი პრესამ განტევების ვაცად აქცია.

სადიო მანე: სენეგალის სოფლიდან გაქცევის მცდელობიდან ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე

როდესაც ჰორიზონტზე „საუთჰემპტონი“ გამოჩნდა, შემთავაზებული 23 მილიონით, ყველა მხარე კმაყოფილი დარჩა და სენეგალელი ინგლისში გადაბარგდა.

თავის პირველივე ინგლისურ სეზონში, მანე ზოგჯერ ამტკიცებდა, თუ რაში გადაიხადა „სოტონმა“ ამხელა თანხა, ზოგჯერ კი, პირიქით, მოედანზე იკარგებოდა. „ასტონ ვილასთან“ გაფორმებული ჰეთ-ტრიკი, ტურნირის ისტორიაში შევიდა, როგორც ისტორიაში ყველაზე სწრაფად გატანილი სამი გოლი. „ვილანების“ სამჯერ დასამწუხრებლად, სადიოს 2 წუთი და 56 წამი დასჭირდა.

მეორე სეზონში, მანე გაცილებით სტაბილური იყო მოედანზე, მაგრამ უშვებდა შეცდომებს მის ფარგლებს გარეთ. 2016 წლის იანვარში, ის „ნორვიჩთან“ მატჩზე თადარიგში დარჩა იმის გამო, რომ გუნდურ შეკრებაზე დააგვიანა. რონალდ კუმანი იმდენად გაბრაზებული იყო, რომ თავისი ბრაზი შიდა სამზარეულოდან გაიტანა და ფეხბურთელის თადარიგში დატოვების მიზეზები პრესაშიც დაასახელა.

იმ სეზონის დასრულების შემდეგ, მანესთვის წინსვლის დრო დადგა. ფეხბურთელის თქმით, ის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა ცოტა დაცდა არჩია. სულ მალე კი, „ლივერპულის“ შემოთავაზება წამოეწია, რომელსაც სადიო იდეალურ კლუბად მიიჩნევდა. საბოლოოდ, ყველა შეკითხვა იურგენ კლოპის ზარმა გააქარწყლა, რომელიც, როგორც გახსოვთ, სადიოს ჯერ კიდევ „დორტმუნდში“ ეძახდა.

სადიო მანე: სენეგალის სოფლიდან გაქცევის მცდელობიდან ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე

თავისი 34 მილიონი ფუნტის გადახდა მანემ ეგრევე დაიწყო. „ლივერპულის“ რიგებში პირველი ამხანაგური მატჩი („ბარსელონასთან“, 4:0) - გოლი, პირველი ოფიციალური მატჩი („არსენალთან“, 4:3) - ასევე გოლი. „ევერტონთან“ 1 აპრილის მატჩის შემდეგ, მანე, 13 გოლით, „ლივერპულის“ საუკეთესო ბომბარდირი იყო პრემიერ ლიგაში. თუმცა, გამოკვლევამ დაადასტურა, რომ მისი ტრავმა ძალიან სერიოზულია და აფრიკელისთვის სეზონი დასრულდა (ჯამში, მანემ 3 თვე და 8 მატჩი გამოტოვა). იმ კამპანიის შედეგად, ბამბალის ბინადარი პრემიერ ლიგის სიმბოლურ თერთმეტეულშიც შეიყვანეს და „ლივერპულის“ წლის ფეხბურთელადაც დაასახელეს.

მეორე სეზონი მისთვის ედერსონთან შეტაკებით დაიწყო: ბურთის მოპოვების მცდელობაში, სადიომ ბრაზილიელს ფეხი ყბაში მოარტყა. წითელი ბარათი მანესთვის, ექიმები ედერსონს რვა წუთის მანძილზე „ამუშავებდნენ“, ბრაზილიელს ჟანგბადის ნიღაბიც დასჭირდა. საბედნიეროდ, მორაესი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა.

ის სეზონი მოჰამედ სალაჰის ფენომენალური პერფომანსებით არის დამახსოვრებული, მაგრამ მანეც, თავის მხრივ, უმაღლეს დონეზე თამაშობდა. 44 მატჩში მან 20 გოლი გაიტანა, თავის გამოჩენა მოახერხა „რომასთან“ ორივე ნახევარფინალურ შეხვედრაში და გარდა ამისა, კიევის ფინალში, სალაჰის ტრავმის შემდეგ, სწორედ სადიო წარმოადგენდა „რეალისთვის“ ყველაზე დიდ ხიფათს და, გოლის გარდა, ბურთი ძელსაც გაარტყა.

რაც ვერ მოახერხა „ლივერპულმა“ კიევში, მოახერხა მადრიდში. „წითლები“ კვლავ მივიდნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე, სადაც ამჯერად, მეტოქედ „ტოტენჰემი“ ჰყავდათ და, თითქმის უპრობლემოდ გაუმკლავდნენ. მანეს მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის იმაში, რომ მისი გუნდი თავიდანვე დაწინაურდა - სწორედ მან მოიპოვა პენალტი, რომელიც, მეორე წუთზე, მოჰამედ სალაჰმა გოლად აქცია. პრემიერ ლიგაშიც, სადიომ საუკეთესო სეზონი ჩაატარა და, ზემოთხსენებულ სალაჰთან და პიერ-ემერიკ ობამეიანგთან ერთად, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. თუმცა, აფრიკული ტრიოდან ის იყო ერთადერთი, რომელმაც 22-ვე გოლი თამაშიდან გაიტანა.

სადიოს წარმატებები შეუმჩნეველი არ დარჩა - მან ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მეოთხე ადგილი დაიკავა და მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს, ვირჯილ ვან დეიკს და ლიონელ მესის ჩამორჩა, სალაჰი კი უკან ჩამოიტოვა. მოგვიანებით, ის გახდა მეორე სენეგალელი, რომელიც აფრიკაში წლის საუკეთესოდ აღიარეს. მან ამით ელ ჰაჯი დიუფის 2002 წლის მიღწევა გაიმეორა.

სადიო მანე: სენეგალის სოფლიდან გაქცევის მცდელობიდან ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე

უკვე ახლა, მანე პრაქტიკულად საფეხბურთო ოლიმპის მწვერვალზე იმყოფება, მაგრამ წარმატებამ თავბრუ სულაც არ დაახვია. ის არ ივიწყებს, სად იწყებდა ამ ყველაფერს. წადით ბამბალიში და ნებისმიერი ბიჭუნა იმ 300-დან, ვისაც სადიომ „ლივერპულის“ მაისური აჩუქა, ამას დაადასტურებს.

მაისურები - ყველაზე მცირე რამ არის, რასაც სადიო თავისი სოფლისთვის აკეთებს. მან იქ საავადმყოფო და სკოლა უკვე ააშენა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი 500 ათასი ფუნტი დაუჯდა, ყველაფერი ამად ნამდვილად ღირდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სერხიო რამოსი: გული, ხასიათი, ვნება [ნაწილი 1]

დღეიდან, ჩვენს საიტზე, მადრიდის "რეალის" ლეგენდის, სერხიო რამოსის ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამონადირების წაკითხვა შეგეძლებათ.

გუშინ, 21:17

"ყველაფერი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება" - იტალიის პრემიერ მინისტრი სეზონის განახლებაზე

იტალიის პრემიერ მინისტრი ვიჩენცო სპადაფორა ჩემპიონატის განახლებასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

დღეს, 03:48

ჰოლანდი ბაიერნთან შანსებს აფასებს

დღეს გაიმართება ბუნდესლიგის ცენტრალური შეხვედრა "დორტმუნდსა" და "ბაიერნს" შორის.

დღეს, 03:42

"ლივერპულის წაგება გამიხარდა", - ვენგერი

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა საკმაოდ საინტერესო განცადება გააკეთა:

დღეს, 01:04

რაზეა დამოკიდებული ოდეგორის მომავალი?

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" თავისი შემტევი ნახევარმცველისთვის, მარტინ ოდეგორისთვის შანსის მიცემას აპირებს.

დღეს, 00:38

ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვხვდებით", - ფლიკი დორტმუნდის შესახებ

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა დორტმუნდის "ბორუსიასთან" მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 23:56

"რატომ არ ვათამაშებდი ძირითადში მესის 2006 მუნდიალზე?", - პეკერმანის განცხადება

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე პეკერმანმა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსენა:

გუშინ, 23:32

იგუაინის გარეშე - არგენტინელებისგან შემდგარი ნაპოლის ყველა დროის საუკეთესო 11-ეული

"ნაპოლის" პრეს-სამსახურმა შეადგინა არგენტინელებისგან შემდგარი კლუბის ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული.

გუშინ, 23:16

დოროყაშვილის ადვოკატი: "ბასილაშვილის წარმატებაში მისი ყოფილი მეუღლის წვლილი დიდია"

დღეს, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატებმა განცხადება გააკეთეს.

გუშინ, 22:41

ვერნერის შეძენის გამო, ლივერპული სამ ფეხბურთელს ყიდის

„ლივერპულმა“, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა სამი ფეხბურთელი გაასხვისოს.

გუშინ, 21:35

იუვენტუსმა პიანიჩის სანაცვლოდ მორიგი ფეხბურთელი მოითხოვა, ამჯერად იჯარით

„ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ მირალემ პიანიჩის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ.

გუშინ, 21:25

ლაციოს პრეზიდენტი ცნობილ იტალიურ გაზეთს უჩივის

„ლაციომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის პრეზიდენტი, კლაუდიო ლოტიტო, იტალიურ გამოცემა La Gazzetta dello Sport-ს უჩივის.

გუშინ, 21:15

ბაიერნს დერ კლასიკერში საკვანძო ნახევარმცველი გამოაკლდება

მიუნხენის „ბაიერნი“ მოახლოვებულ დერ კლასიკერს დანაკლისით ხვდება.

გუშინ, 21:07

ვალვერდე: "გვინდა, დავბრუნდეთ და ისე ვითამაშოთ, რომ სიტის ბარიერის დაძლევა შევძლოთ"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ფედე ვალვერდემ, „მანჩესტერ სიტისთან“ საპასუხო შეხვედრაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:01

მესი ჩემპიონთა ლიგის ფინალების ყველა დროის საუკეთესოდ დასახელდა, რონალდუ მხოლოდ მეთერთმეტეა

გამოცემა Squawka-მ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ფინალების ბოლო 20 წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.

გუშინ, 20:49

ვინ არის ბასილაშვილის ახალი მეგობარი გოგონა, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება?

უკვე 2 დღეა, საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელზე ნიკოლოზ ბასილაშვილზე მთელი საქართველო საუბრობს.

გუშინ, 20:01

"ჩემი წასვლის მიზეზი მხოლოდ ფეხით ცუდად თამაში არ ყოფილა", - ჯო ჰარტმა გვარდიოლაზე ისაუბრა

„მანჩესტერ სიტის“ ექს-მეკარემ, ჯო ჰარტმა, რომელიც ამჟამად „ბარნლიში“ ასპარეზობს, „ქალაქელთა“ რიგებიდან წასვლა გაიხსენა.

გუშინ, 19:58

მანჩესტერი იგალოს იჯარას ვერ ახანგრძლივებს - ფეხბურთელს ჩინეთში უწევს დაბრუნება

ნიგერიელი თავდამსხმელის საიჯარო ხელშეკრულება „წითელ ეშმაკებთან“ დასასრულს უახლოვდება.

გუშინ, 19:54

ფეხბურთელი, რომლის დამატებითაც არტეტა ფიქრობს, რომ სიტის და ლივერპულის დონეზე ავა

ბრიტანული გამოცემა Daily Mail იტყობინება, რომ ფილიპე კოუტინიოსთვის ბრძოლაში ლონდონის „არსენალიც“ ჩაერთო.

გუშინ, 19:49

ზლატანს მოედანზე ვეღარ ვიხილავთ? შვედ თავდამსხმელს შესაძლოა მძიმე ტრავმა აღმოაჩნდეს

თავდამსხმელს შესაძლოა ხანგრძლივი პერიოდი გაუცდეს.

გუშინ, 19:45

73 წლის ჰარი რედნაპი შესაძლოა სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს

ცნობილი ინგლისელი მწვრთნელი, ჰარი რედნაპი, შესაძლოა საქმიანობას დაუბრუნდეს.

გუშინ, 19:40

"ის ბურთისკენ უბრალოდ კი არ ახტა, არამედ მიფრინდა", - ბრუნომ რონალდუს ლეგენდარული გოლი გაიხსენა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა, კრიშტიანუ რონალდუს მიერ, 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლი გაიხსენა.

გუშინ, 19:35

ჟოაო ფელიქსმა მორიგი ტრავმა მიიღო

მადრიდის „ატლეტიკოს“ შემტევმა, ჟოაო ფელიქსმა, მორიგი ტრავმა მიიღო.

გუშინ, 19:27

"პაპუს ფაქტორი" - AS ქართველ ფეხბურთელს აქებს

"პაპუს ფაქტორი" - ასეთი სათაური გამოიტანა გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა AS-მა ქართველ ფეხბურთელზე.

გუშინ, 19:24

"მან ცხვირი გამიტეხა", - გიგსმა კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ნახევარმცველმა, რაიან გიგსმა კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა.

გუშინ, 17:37

კონტაქტი შედგა - კლოპი ვერნერს ვიდეოზარით ესაუბრა

"ლაიფციგის" თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს ესაუბრა.

გუშინ, 17:29

ალეგრი ბრუნდება, მისთვის ორი ევროპული გრანდი იბრძოლებს

"იუვენტუსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი დაბრუნებას მალე აპირებს.

გუშინ, 17:20

დემბელეს პსჟ-ს შემდეგ მორიგი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, უსმან დემბელემ ზაფხულში შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

გუშინ, 17:15

ბარსელონამ და იუვენტუსმა შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

"ბარსელონამ" და "იუვენტუსმა" უახლოეს პერიოდში შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ.

გუშინ, 17:09

"იქ შეუძლია უკეთესი გახდეს", - ლოთარ მათეუსმა გიოტცეს კლუბი ურჩია

გერმანიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა "დორტმუნდის" ნახევარმცველ მარიო გიოტცეზე ისაუბრა.

გუშინ, 17:03
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10