» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

არამარტო საფეხბურთო ვარსკვლავი: დევის ბექჰემის ცხოვრების წესები


არამარტო საფეხბურთო ვარსკვლავი: დევის ბექჰემის ცხოვრების წესები

„მან არ იცის მარცხენა ფეხის ხმარება, ვერც თავით თამაშობს, არც ვადნებში მიდის და ცოტა გოლს იტანს. სხვა ყველაფერში, არაუშავს“, - სწორედ ამ სიტყვებით მოიხსენია ჯორჯ ბესტმა დევიდ ბექჰემი.

ჯერ კიდევ ათი წლის წინ, ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილი ადამიანისთვის რომ გეკითხათ, 2-3 ფეხბურთელი დაესახელებინა, დევიდ ბექჰემის სახელს აუცილებლად მოისმენდით. ინგლისელის პოპულარობა ფეხბურთის გამო წარმოიშვა, მაგრამ, დროთა განმავლობაში, სპორტის ფარგლებს ბევრად გასცდა. დევიდი არამარტო ფეხბურთელი, არამედ სტილის კერპიც იყო. ყოველთვის კარგად ჩაცმული, მუდამ კარგი ვარცხნილობით. ეს ფაქტი, ალბათ, მისი ბავშვობის ოცნებით იხსნება: „ყოველთვის მინდოდა, დალაქი ვყოფილიყავი.“ - ყვებოდა ფეხბურთელი.

სინამდვილეში, ეს არჩევანი ძალიან მარტივად იხსნება: დალაქი იყო დევიდის დედა, სანდრა ჯორჯინა უესტი. მაგრამ, ამის გარდა, როგორც თავად ბექჰემი იხსენებდა: „ჩემზე, ბავშვობიდანვე, ძალიან დიდი იმედები მყარდებოდა. ასე რომ, სხვა გზაც კი არ მქონდა, აუცილებლად პოპულარული უნდა გავხმდარიყავი.“ ბევრი ცნობილი დალაქი იცით? გავრისკავთ და ვივარაუდებთ, რომ ცნობილი ფეხბურთელი გაცილებით ბევრი გაგიგიათ. დევიდი კი, ფეხბურთისადმი სიყვარულმა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ აკადემიამდე მიიყვანა.

დალაქობის ოცნება, ბუნებრივია, ჩავარდა, მაგრამ დევიდი არ წუწუნებდა: „ვფიქრობ, არ ვარ იმ სიტუაციაში, რომ საწუწუნო მქონდეს რაიმე. მიმაჩნია, რომ გამიმართლა იმ ყველაფრის კეთება, რასაც ახლა ვაკეთებ.“

არამარტო საფეხბურთო ვარსკვლავი: დევის ბექჰემის ცხოვრების წესები

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, 23 წლის ბექჰემი, პრემიერ ლიგის ორგზის ჩემპიონის სტატუსით მიემგზავრებოდა, მაგრამ ნაკრების უცვლელი ძირითადის წევრად მაინც არ მოიაზრებოდა. პირველად, „სამი ლომის“ თერთმეტეულში დევიდმა ადგილი მესამე ტურში, კოლუმბიასთან მატჩში მოიპოვა და პირველი სანაკრებო გოლიც მიითვალა. ინგლისელებმა 2:0 მოიგეს და პლეი-ოფში შეაბიჯეს.

პირველი ტაიმის შემდეგ, ტაბლოზე 2:2 ფიქსირდებოდა, შემდეგ კი... „ატლეტიკოს“ ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, ბექჰემს ზურგში ხელი კრა, ის დაეცა და ბრაზისგან, არგენტინელს ფეხი მიარტყა. დევიდმა „ჩოლოს“ კუნთში მოარტყა, რაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ დიეგო დაცემულიყო და მოედანზე ჯოჯოხეთის ტანჯვების განსახიერებისგან ეგორავა.

რეფერიმ ბექჰემს წითელი ბარათი აჩვენა, ინგლისი პენალტების სერიაში დამარცხდა, ფეხბურთელი კი სამშობლოში განტევების ვაცად აქციეს. თავად ბექჰემი, ჩადენილს ძალიან ნანობდა: „საფრანგეთი 1998-ზე ნამდვილი კოშმარები მესიზმრებოდა. უბრალოდ დამამცირებელია, ეს ყველაფერი სულ ჩემთან ერთად იქნება.“ - აღიარებდა ინგლისელი.



სულ მალე კი, მოხდა ის, რასაც დევიდი მადლობას უნდა ეუბნებოდეს, რომ ნამდვილ სუპერვარსკვლავად აქცია. სიტყვას ალექს ფერგიუსონს გადავცემთ: „დევიდი პრობლემა არასდროს ყოფილა, სანამ არ იქორწინა. ის აკადემიის მწვრთნელებთან ერთად, ღამემდე მუშაობას იყო შეჩვეული, შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო. მაგრამ, როგორც კი იქორწინა და ამ გართობის ინდუსტრიაში მოხვდა, ყველაფერი აირია. იმ მომენტიდან, ბექჰემის ცხოვრება ჩვეული აღარ ყოფილა. ის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა, ფეხბურთი კი - მისი მცირე ნაწილი იყო.“

მედიის პოპულარობა ნამდვილად გახდა დევიდისთვის სერ ალექს ფერგიუსონთან კონფლიქტების მიზეზი. მაგალითად, შოტლანდიელი ბექჰემის ქუდის ისტორიასაც იხსენებდა. „ლესტერის“ წინააღმდეგ, რიგითი მატჩის წინ, მანკუნიანელთა სავარჯიშო ბაზას ათობით ფოტოგრაფმა შემოარტყა ალყა. მიზეზი კი ბექჰემში იყო - მაშინ, მას თმა ახალი შეჭრილი ჰქონდა და ყველა ელოდა, რომ მეორე დღეს, თავის ახალ ვარცხნილობას წარმოაჩენდა. თუმცა, დევიდი ქუდით მივიდა და ის გუნდურ ვახშამზეც კი არ მოიხსნა - ფერგიუსონის ბრძანებამაც კი არ გაჭრა, ბექჰემმა ის მაინც არ მოიხსნა. ისტორია განმეორდა მატჩის წინა ვარჯიშზეც. მხოლოდ როდესაც განრისხებულმა მწვრთნელმა დევიდს დაუყვირა და მატჩზე არ დაყენებით დაემუქრა, მან მოიხსნა ქუდი, რათა წარმოედგინა თავისი...სრულიად უბრალო, მოკლე ვარცხნილობა.

2003 წელს კი, მოხდა ბექჰემის და ალექს ფერგიუსონის კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და ცნობილი ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთად ტიტულებიც მრავლად მოიგეს. ინგლისის თასზე, „არსენალთან“ მარცხის შემდეგ, მწვრთნელი ფეხბურთელს მეორე გაშვებული გოლის დროს, დაცვაში ცუდი თამაშის გამო ეჩხუბებოდა, ბექჰემმა შეპასუხება გაბედა და ფერგიუსონმა ესროლა მას ის, რაც პირველი მოხვდა ხელში - ბუცი. დევიდს ის პირდაპირ თავში მოხვდა და, წარბთან კვალიც დაუტოვა. ისტორია საზოგადოებაში სწრაფადვე გავრცელდა, ბექჰემის „ემიუდან“ წასვლა კი, ამის შემდეგ, პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავი იყო.

„კარიერის მანძილზე, „მან.იუნაიტედში“ დაბრუნებას ვისურვებდი, მაგრამ, ბედს ვერსად გაექცევი. მთელი კარიერის ერთ კლუბში გატარება მხოლოდ იშვიათ ფეხბურთელებს შეუძლიათ.“ - ყვებოდა ბექჰემი მრავალი წლის შემდეგ.

ზაფხულში, „იუნაიტედი“ მზად იყო, ბექჰემი „ბარსელონაში“ გაეყიდა, მაგრამ...ალბათ, უმაღლესი დონის ფეხბურთელისთვის, რომელიც ამავდროულად სუპერვარსკვლავიცაა, ვერ იარსებებდა იმაზე კარგი ადგილი, ვიდრე „რეალი“ და მისი „გალაქტიკო“ იყო. მადრიდული გრანდი ბოლო მომენტში ჩაერთო ბრძოლაში და 37 მილიონი ევრო არ დაინანა, რათა თავის კოლექციაში მორიგი „გალაქტიკო“ ყოლოდა.

არამარტო საფეხბურთო ვარსკვლავი: დევის ბექჰემის ცხოვრების წესები

„ვიცოდით, რომ დევიდი - კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არ ველოდით, რომ ამდენად ღირებული იქნებოდა და, გუნდური სულისკვეთებით ასეთ დონეზე იცხოვრებდა. ის ყოველთვის მაქსიმუმზე იხარჯება. მას ყველანი დიდ პატივს ვცემთ.“ - იხსენებდა ბექსით აღტაცებული, ბრაზილიელი რონალდო.

2006/07-წლების სეზონის სტარტზე, მადრიდული გრანდი ფაბიო კაპელომ ჩაიბარა. იტალიელს შეტევის მარჯვენა ფრთაზე, სწრაფი ხოსე ანტონიო რეიესის გამოყენება ერჩივნა, რის გამოც, ბექჰემი ხშირად თადარიგში რჩბოდა. მედიური ნაღმი იანვარში აფეთქდა, როცა „რეალის“ სპორტულ დირექტორს, პრედრაგ მიატოვიჩს წამოსცდა, რომ დევიდი, რომელსაც კოტნრაქტის ბოლო წელი ჰქონდა, გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებდა. სერბმა გამოსწორება მალევე სცადა და აღნიშნა, რომ მას არასწორად გაუგეს, მაგრამ...

უკვე მეორე დღეს, 2007 წლის 11 იანვარს, ბექჰემმა დაადასტურა, რომ „ლოს-ანჯელეს გალაქსისთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. რამდენიმე დღეში, გუნდის პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა აღნიშნა, რომ ინგლისელი „მიდის ჰოლივუდში, რათა ნახევრად მსახიობი გახდეს“ და ისიც დაამატა, რომ კლუბის მხრიდან, ბექჰემთან კონტრაქტის არ გახანგრძლივება - სწორი გადაწყვეტილება იყო, რამეთუ ის „გალაქსის“ გარდა არც არავის სჭირდებოდა.

კაპელომ ბექჰემი მალევე დუბლში გაუშვა, მაგრამ ერთ თვეში თავისი გადაწყვეტილება შეცვალა და ინგლისელი „თეთრებისთვის“ კვლავ მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცა. ლა ლიგის ბოლო ტურში ბექჰემმა ტრავმა მიიღო, შეცვლაზე შემოსულმა რეიესმა კი, დუბლი გაიფორმა და გუნდს „მალიორკასთან“ გამარჯვებით (3:1) ჩემპიონობა მოუტანა. საინტერესოა, რომ აღნიშნული ჩემპიონობა, ბექჰემისთვის ესპანეთში პირველი იყო.

ამერიკა ელოდა.

„აქ იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ სუპერვარსკვლავი ვიყო. მინდა, გუნდის ნაწილი გავხდე, თავდაუზოგავად ვიშრომო და იმედია, რაღაც ტიტულებსაც მოვიგებ. ვერ ვიტყვი, რომ ამერიკაში ფეხბურთს მთავარ სპორტად ვაქცევ, ეს რთული იქნებოდა. ხელბურთი, კალათბურთი, ამერიკული ფეხბურთი - აქ ყველაფერი პოპულარულია. თუმცა, სხვაობის შექმნის რომ არ მჯეროდეს, აქ გადმოსვლას არ დავთანხმდებოდი.“ - აღნიშნა ტრანსფერზე დევიდმა.

არამარტო საფეხბურთო ვარსკვლავი: დევის ბექჰემის ცხოვრების წესები

პრესა წერდა, რომ ბექჰემი ამერიკაში ხუთ წელიწადში 250 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა, მაგრამ ეს მარკეტინგული სვლა აღმოჩნდა. ასეთი ციფრი ნამდვილად იწერებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ მისი ხელფასი კი არა, სრული შემოქმედების ანაზღაურება იყო. „გალაქსი“ კი მას გაცილებით ნაკლებს უხდიდა - „სულ რაღაც“ 6.5 მილიონ დოლარს წელიწადში (32.5 მილიონი დოლარი მთელ კონტრაქტში).

თუმცა, ბექჰემი ამტკიცებდა, რომ ეს საკითხი მეორეხარისხოვანი იყო: „ფული ჩემი კარიერის მამოძრავებელი ნაწილი არასდროს ყოფილა. სადაც არ უნდა ვიყო, პირველ ადგილზე ფეხბურთის თამაში იყო, სპორტის, რომელიც ძალიან მიყვარს. ფული კი, მთავარი არ ყოფილა და არც არასდროს იქნება.“

ამერიკაში, დევიდმა ფეხბურთი N1 სპორტად ნამდვილად ვერ აქცია, მაგრამ მის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაზარდა, როგორც ტრიბუნებზე, ისე მედიაში. ტიტულების წყურვილიც დაკმაყოფილებული იყო: ლოს-ანჯელესის კლუბმა, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, MLS-ი 2011 წელს მოიგო და შემდეგ სეზონში, ტიტულიც დაიცვა.

ამერიკულ გუნდთან კონტრაქტის დროს, არდადეგების პერიოდში, იყო არაფრით გამორჩეული იჯარები „მილანსა“ და „პსჟ-ში“, 2013 წელს კი, დევიდმა, გულშემატკივართა სამწუხაროდ, კარიერა დაასრულა. „კარიერის დასრულება არასდროს მინდოდა, მაგრამ ჩემი სხეული უკვე ისეთივე აღარ არის და ადრე თუ გვიან, უნდა წავსულიყავი.“

დღეს, დევიდი 45 წლისაა და მისი საფეხბურთო კარიერა დიდი ხნის წინ დასრულდა. მაგრამ, ის სპორტში რჩება და „ინტერ მაიამის“ დამფუძნებლადაც მოგვევლინა - ვინ თქვა, რომ წინ მას დიდი გამარჯვებები არ ელოდება?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ევროპა ლიგის მატჩები, რომლებზეც დღეს ფსონი აუცილებლად უნდა გააკეთო

ევროპა ლიგის დაბრუნებასთან ერთად, ვაბრუნებთ ჩვენ ტრადიციულ რუბრიკას „დღის ფსონი“, რომელშიც ვეცდებით, გამარჯვებაში დაგეხმაროთ.

დღეს, 12:26

"ისტორიული გუნდი ვართ", - ფაბინიო

"ლივერპულის" საყრდენმა ნახევარმცველმა, ფაბინიო ტავარესმა თავისი გუნდის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 14:00

ალაბას უარი სიტის, პსჟ-სა და ჩელსის - ავსტრიელმა სასურველი კლუბი შეარჩია

Sport Bild-ის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნის" მცველს, დავიდ ალაბას ამ დროისთვის ჰყავს სამი საკმაოდ სერიოზული მსურველი:

დღეს, 13:50

რამდენს ითხოვს ტერ შტეგენი ბარსელონასგან?

Mundo Deportivo-ს თანახმად, "ბარსელონა" კვლავინდებურად ვერ ახერხებს შეთანხმების მიღწევას თავის მეკარესთან, მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან.

დღეს, 13:42

ფერან ტორესმა საყვარელი ფეხბურთელი დაასახელა: "სამაგალითო სპორტსმენია"

"მანჩესტერ სიტის" ახალწვეულმა, ფერან ტორესმა თავისი საყვარელი ფეხბურთელი დაასახელა. ესპანელი შემტევი

დღეს, 13:33

მესი კასილასს: "შენს წინააღმდეგ თამაში ყოველთვის მიჭირდა"

"ბარსელონას" კაპიტანი, ლიონელ მესი იკერ კასილასის ფეხბურთიდან წასვლას გამოეხმაურა. არგენტინელმა შემტევმა ესპანელი შემდეგი სიტყვებით გააცილა:

დღეს, 13:25

კუადრადო: "მე-3 მეკარეც ვიქნები, თუ იუვენტუსს დასჭირდება"

ტურინის "იუვენტუსის" შემტევმა, ხუან კუადრადომ თავის ამჟამინდელ გუნდს სრული მხარდაჭერა და ერთგულება გამოუცხადა:

დღეს, 12:45

"ალექსანდრ-არნოლდი მწარედ ცდება", - მილნერი

"ლივერპულის" უნივერსალმა ვეტერანმა, ჯეიმს მილნერმა ტიტულის დაცვასთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:36

ბარსელონას სატრანსფერო ოცნებები - 9 ფეხბურთელის გაყიდვა და 4-ის ყიდვა

Mundo Deportivo-ს თანახმად, "ბარსელონას" სატრანსფერო შავ სიაში არც მეტი არც ნაკლები ცხრა ფეხბურთელია. ესენი არიან:

დღეს, 12:25

ვერატიმ ლიონის ყველაზე სახიფათო მოთამაშე დაასახელა: "იუვეს ადგილზე ფრთხილად ვიქნებოდი"

"პარი სენ-ჟერმენის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ ტურინის "იუვენტუსის" გასაგონად ლიონის "ოლიმპიკის" ყველაზე სახიფათო მოთამაშე

დღეს, 12:13

როგორია კორონავირუსით დაინფიცირებული მარიანოს მდგომარეობა ახლა?

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტისთან" განმეორებით შეხვედრას გამოტოვებს მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი, მარიანო დიასი.

დღეს, 12:04

შეთანხმება შედგა - ვილიანი ცალი ფეხით ახალ გუნდშია

The Sun-ის თანახმად, ლონდონის "ჩელსის" შემტევი, ვილიან და სილვა ძალიან მალე თავის ახალ გუნდში აღმოჩნდება.

დღეს, 11:55

ლონდონური დერბი ბოატენგის ხელში ჩასაგდებად

Sport Bild-ის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნმა" ტრანსფერზე დააყენე თავისი ცენტრალური მცველი, ჟერომ ბოატენგი.

დღეს, 11:33

რონალდუმ კასილასი გააცილა: "ვამაყობ, რომ ეს მომენტები ერთად გავიზიარეთ"

საფეხბურთო სამყარო იკერ კასილასს ემშვიდობება. ლეგენდარული ესპანელი მეკარის კარიერის დასრულება უყურადღებოდ არც კრიშტიანუ რონალდუმ

დღეს, 11:26

"მანჩესტერისთვის ტიტულის მოგების დრო დგება", - სოლსკიაერი

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა თავისი გუნდის შესახებ განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:15

სარის სავარაუდო შემცვლელთა სია უკვე შედგენილია - იუვე ახალ მწვრთნელზე ფიქრობს

TuttoMercato-ს თანახმად, ტურინის "იუვენტუსი" ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ სრული სერიოზულობით ფიქრობს.

დღეს, 10:44

ტრანსფერი, რომლითაც იუვენტუსი ზიდანს თაფლავს

TuttoMercato-ს თუ დავუჯერებთ, ტურინის "იუვენტუსი" ფიქრობს მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის გადმობირების შესახებ.

დღეს, 10:36

"ფორმის პიკში მყოფი ბეილი მსოფლიოს ტოპ 3-შია, მაგრამ ახლა ის ფორმაში არ არის", - კაზემირო

მადრიდის "რეალის" საყრდენმა ნახევარმცველმა, კარლოს კაზემირომ ისაუბრა თავისი თანაგუნდელის, გარეტ ბეილის შესახებ:

დღეს, 10:29

ინგლისური პრესა: სანჩოს მანჩესტერში ტრანსფერი არარეალურია

The Telegraph-ი დარწმუნებულია, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევის, ჯეიდონ სანჩოს "მანჩესტერ იუნაიტედში" ტრანსფერი არ შედგება.

დღეს, 10:19

ვინ არის ევროპა ლიგის მთავარი ფავორიტი ბუკმეიკერების ვერსიით?

როგორც მოგეხსენებათ, დღეს, ევროპა ლიგა განახლდება. ბუკმეიკერთა პროგნოზებით ტურნირის მთავარი ფავორიტი "მანჩესტერ იუნაიტედია".

დღეს, 10:11

ევროთასების განახლების მოლოდინში - პირველი, ევროპა ლიგა ბრუნდება

დღეს, თბილისის დროით 20:55 საათზე ტელე-ეკრანებზე ევროთასების დაპირისპირებებიც დაგვიბრუნდება. მაყურებელი იხილავს ევროპა ლიგის 1/8 ფინალებს,

დღეს, 10:00

ინიესტა კასილასს დაემშვიდობა

მოგეხსენებათ, ლეგენდარულმა მეკარემ იკერ კასილასმა კარიერის დასრულებაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

დღეს, 03:06

არანაირი ლუდი და სოციალური დისტანცია: ბუნდესლიგაში ფანები ტრიბუნაზე ბრუნდებიან

როგორც გავლენიანი გამოცემები იტყობინებიან, ბუნდესლიგის ახალი სეზონიდან გულშემატკივრები სტადიონზე დაიშვებიან.

დღეს, 02:55

"რთული შეკითხვაა" - კაზემირომ თავის მომავალზე ისაუბრა

მადრიდის 'რეალის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა კაზემირომ თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 02:49

პრემიერ ლიგაში დაბრუნებული სამივე გუნდის ვინაობა ცნობილია

ცოტა ხნის წინ, პრემიერ ლიგასი გადასული სამივე გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი.

დღეს, 02:46

გენტის მწვრთნელმა ჩაკვეტაძის ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ვარჯიშის დროს, გიორგი ჩაკვეტაძემ მიკრო ტრავმა მიიღო და რეაბილიტაციას გადის.

დღეს, 02:38

კურიოზი: ამერიკელმა თანაგუნდელმა გურამ კაშიას უცენზუროდ, ქართულად მიმართა

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა.

დღეს, 02:34

დღეს ევროპა ლიგა განახლდება, სადაც ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, დღეს ევროპა ლიგის 1/8 ფინალების მატჩები გაიმართება.

დღეს, 02:26

მაკრატელები და ჯარიმები - კვარაცხელია ვარჯიშზეც დაფრინავს [VIDEO]

მოგეხსენებათ, მომდევნო კვირაში რუსეთის ჩემპიონატის ახალი სეზონი იწყება.

დღეს, 02:21

ივანოვიჩის ახალი გუნდი ცნობილია

სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" აწი უკვე ყოფილი მცველის, ბრანისლავ ივანოვიჩის ახალი კლუბი ცნობილი გახდა.

დღეს, 00:46
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10