» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

WWE-ს რესტლერიდან ტაქსის მძღოლამდე - ფეხბურთელების უცნაური პროფესიები


WWE-ს რესტლერიდან ტაქსის მძღოლამდე - ფეხბურთელების უცნაური პროფესიები

ხშირად, ბავშვებს მშობლებისგან ესმით ფრაზა: „ფეხბურთი მთელი ცხოვრების საქმიანობა არაა“ და იმას გულისხმობენ, რომ ისინი სხვა მიმართულებითაც უნდა განვითარდნენ, ეს სრული სიმართლეა.

დღეს გადავწყვიტეთ, შევადგინოთ იმ ფეხბურთელებისგან შემდგარი სია, რომლებიც ზემოთხსენებულ მოსაზრებას ამტკიცებენ.

ზოგი ფეხბურთელი მხოლოდ ფეხბურთით ცხოვრებას არ დათანხმდა და, პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ, სრულიად სხვა მიმართულებით წავიდა.

ბენ ბერჯესი - მასწავლებელი

WWE-ს რესტლერიდან ტაქსის მძღოლამდე - ფეხბურთელების უცნაური პროფესიები

„ბლექპულის“ და „ჰალ სიტის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, 31 წლის ასაკში ტრანმერ როვერსი დატოვა, რათა მასწავლებელი გამხდარიყო. ბერჯერსმა გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელის პროფესია ცოტა არ იყოს გადაფასებულია, მასწავლებელთა ღვაწლი კი - შეუფასებელი.

თუმცა, პროფესიის შეცვლის მიუხედავად, ბერჯესმა აღიარა, რომ ფეხბურთის თამაშისას, ის ნამდვილ სიამოვნებას იღებდა.

„გატანილ გოლს ვერაფერი შეედრება. თუმცა, ბავშვების აღზრდა - ყველაზე მნიშვნელოვანია.“ - აღნიშნა ექს-ფეხბურთელმა.

ტიმ ვიზე - რესტლერი

WWE-ს რესტლერიდან ტაქსის მძღოლამდე - ფეხბურთელების უცნაური პროფესიები

ექს-გოლკიპერს, მონაგარში გერმანიის ნაკრებში ჩატარებული ექვსი მატჩი აქვს, საკლუბო დონეზე კი, „კაიზერსლაუტერნის“, „ვერდერის“ და „ჰოფენჰაიმის“ მაისური მოურგია. თუმცა, მას შემდეგ, რაც მან კონტრაქტი კომპანია WWE-სთან გააფორმა, პრაქტიკულად ვეღარ იცნობთ.

2014 წლის 15 ნოემბერს, ის რინგზე პირველად, ფოტოსესიისთვის გავიდა და ამ სპორტში თავისი ამბიციები მაშინვე არ დამალა. 2016-ში, რინგზე ვიზეს დებიუტი შედგა და თანაც, გამარჯვებით დასრულდა.

არიან დე ზეუვი - დეტექტივი

WWE-ს რესტლერიდან ტაქსის მძღოლამდე - ფეხბურთელების უცნაური პროფესიები

ოდესღაც, ექს-მცველი იმით იყო ცნობილი, რომ ელ-ჰაჯი დიუფს მისი მისამართით შეფურთხების გამო, შურისძიებას დაპირდა. ახლა კი, ხალხს ციხეში სვამს.

დე ზეუვი იხსენებს, რომ ერთხელ, საფეხბურთო გამოცდილება მას ახალ პროფესიაშიც წაადგა. ის ეჭვმიტანილს მისდევდა, რომელიც შორს ვერ გაექცა. ახლა არიანი სამშობლოში სამართალს იცავს და პოლიციელებს შორის, ნიდერლანდების საფეხბურთო ნაკრების წევრიცაა. თავიდან, დე ზეუვი ექიმზე აპირებდა სწავლას, მაგრამ პოლიციაში კარიერის შექმნა გაცილებით ადვილი და სწრაფი საქმეა.

პაპის სისე - სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი

WWE-ს რესტლერიდან ტაქსის მძღოლამდე - ფეხბურთელების უცნაური პროფესიები

ზემოთხსენებული ექს-ფეხბურთელებისგან განსხვავებით, პაპის სისეს სხვა პროფესია ჯერ კიდევ იქამდე ჰქონდა, სანამ თავს ფეხბურთში გამოსცდიდა. სენეგალელი 15 წლის ასაკში მიხვდა, რომ ფულის შოვნა სწავლაზე მნიშვნელოვანი იყო.

„15 წლის ასაკში, ვხედავდი, როგორ კვდებოდა ხალხი. სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი ვიყავი.“ - იხსენებდა სისე 2013 წელს.

„ზოგჯერ, ფულს მშობლებსაც ვაძლევდი. ჩემთვის ეს ძალიან რთული იყო, რამეთუ საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი. პირველად, გარდაცვალების პირას მყოფი ადამიანი საკუთარ სამსახურში ვიხილე. ამის გამო, ბევრი ვიტირე.

ნაიჯელ დე იონგი - ავტოსალონის მფლობელი

WWE-ს რესტლერიდან ტაქსის მძღოლამდე - ფეხბურთელების უცნაური პროფესიები

ყველას კარგად მოგვეხსენება წარმატებული ფეხბურთელების მანქანებისადმი სიყვარულის შესახებ. ნაიჯელ დე იონგმა, ეს სიყვარული, კომერციულ სფეროში გადაიტანა და ფულის შოვნაც დაიწყო. სალონს Continental Car-ს ქვია, სადაც შეძლებთ შეიძინოთ Bentley Continental GT და GTCs, Wiesmann, Maserati, Ferrari F430 და სხვა მანქანები.

ამ სილამაზეებს შორის, უფრო იაფად, გარბენიანი მანქანის გამონახვაც შეიძლება. მაგალითად, ლეგენდარულ, წითელ Ferrari Testarossa 1986-ში, რომელსაც გარბენი მხოლოდ 53 ათასი კილომეტრი ექნება, 119 ათას ევროს გამოგართმევენ.

კრეიგ ნუნი - მშენებელი

„მელბურნ სიტის“ ვინგერმა ერთხელ სტივენ ჯერარდის სახლში დააგო იატაკი, „ლივერპულის“ კაპიტანთან მოედანზე შეხვედრამდე ჯერ კიდევ ხუთი წლით ადრე. მოვლენები საკმაოდ სასაცილოდ განვითარდა.

„სატრენაჟორო დარბაზში და სტივენ ჯერარდის ოთახში ვმუშაობდი. ეს მისი სახლის სერიოზული რემონტი იყო.“ - აღიარა ნუნმა, როცა „კარდიფ სიტისთან“ კონტრაქტი 2012 წელს გააფორმა.

ერიკ კანტონა და ვინი ჯონსი - მსახიობები

WWE-ს რესტლერიდან ტაქსის მძღოლამდე - ფეხბურთელების უცნაური პროფესიები

ამ ორი ადამიანის შესახებ, ალბათ, თავადაც კარგად მოგეხსენებათ. კანტონა და ჯონსი ჯერ კიდევ ფეხბურთის თამაშისას იყვნენ ცნობადი სახეები. თუმცა, სავარაუდოდ, კინომატოგრაფიულ სფეროში წარმატებაში მათ საფეხბურთო წარსულიც დაეხმარათ.

კანტონამ 18 ფილმში მიიღო მონაწილეობა და ამაში არანაირი ჯილდო არ მიუღია, ვინი ჯონსი კი, შედარებით წარმატებულია. მის პორტფოლიოში 60-ზე მეტი როლია ფილმებსა და სერიალებში. თავისი სამსახიობო თამაშის გამო, ჯონსს სხვადასხვა ინდივიდუალური ჯილდოებიც აქვს მოპოვებული.

გუნარ ნორდალი - ექსკურსიამძღოლი

WWE-ს რესტლერიდან ტაქსის მძღოლამდე - ფეხბურთელების უცნაური პროფესიები

1950-იანი წლების „მილანის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, გუნარ ნორდალმა, ვარსკვლავური კარიერის დასრულების შემდეგ, მწვრთნელობა სცადა - წარუმატებლად. ამიტომ, ცხოვრების ბოლო წლებში, ნორდალი შვედი ტურისტების ჯგუფებს უძღვოდა, რომლებიც იტალიაში დაფრინავდნენ. ექსკურსიამძღოლი პოპულარული იყო, რადგან მას კარგად იცნობდნენ და უყვარდათ. სხვათაშორის, ნორდალი ერთ-ერთი ექსკურსიის დროს, აუზში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

მეტ მიჩელ-კინგი - რიო ფერდინანდის ორეული

WWE-ს რესტლერიდან ტაქსის მძღოლამდე - ფეხბურთელების უცნაური პროფესიები

ასეთებიც ხდება. ალბათ, მიჩელ-კინგის შესახებ საერთოდ პირველად გესმით. თუმცა, ნუ იდარდებთ, თავისი საფეხბურთო კარიერით, საამაყო მას თავადაც დიდი არაფერი აქვს. მთელი კარიერა მან ქვედა ინგლისურ დივიზიონებში გაატარა, მაგრამ პოპულარობა რიო ფერდინანდთან ვიზუალური მსგავსების გამო მოიპოვა. რამდენჯერმე, მან Nike-ს რეკლამაში, რიოს ორეულის როლიც მოირგო, სანამ ნამდვილი ფერდინანდი დაკავებული იყო.

„კი ბატონო, რიოს არც ისე ძაან ვგავარ, მაგრამ შორიდან მიღებდნენ. ხანგრძლივი გადაღებები იყო, ამიტომ ფერდინანდს მასზე ზედიზედ 12 საათით გაჩერება არ შეეძლო.“ - იხსენებდა მეტი.

ჰაკან შუქური - ტაქსის მძღოლი

WWE-ს რესტლერიდან ტაქსის მძღოლამდე - ფეხბურთელების უცნაური პროფესიები

უეფას თასის გამარჯვებული, მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი და თურქეთის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, ვაშინგტონში Uber-ის მძღოლია და წიგნებს ყიდის. ადრე, მან ფულის შოვნის სხვა გზა სცადა - ყავის სახლი და საცხობი გახსნა, მაგრამ სან-ფრანცისკოში არსებული ბიზნესის შესახებ, სტამბოლშიც გაიგეს და მუქარებით სხვადასხვა ადამიანები მიუგზავნეს.

ჰაკანის ბედი ასე იმიტომ განვითარდა, რომ თურქეთში, მან ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას დაუჭირა მხარი და რეჯეპ ერღოდანის წინააღმდეგ წავიდა. ჰაკანს სახელმწიფო გადატრიალებაშიც კი დაედო ბრალი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ფაულერი: "ბენიტესმა კარიერის დასასრული ჩამიშხამა"

"ლივერპულის" ყოფილმა თავდამსხმელმა, რობი ფაულერმა თავისი კარიერის უკანასკნელი პერიოდის შესახებ განცხადება გააკეთა:

დღეს, 13:14

რეალმა ოდეგორის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

AS-ის თანახმად, მადრიდის "რეალმა" თავისი შემტევი ნახევარმცველის, მარტინ ოდეგორის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 12:55

"ლივერპულმა ჩემპიონობა ჩელსისთან მატჩში დაკარგა", - როჯერსმა 2014 წელი გაიხსენა

"ლივერპულის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა პრემიერ ლიგის 2013-2014 წლების სეზონი გაიხსენა:

დღეს, 12:41

რეალი თუ იუვენტუსი? - რაიოლა პოგბას ტრანსფერზე მუშაობს

Rai Sport-ის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურ ნახევარმცველს, პოლ პოგბას ამ ეტაპზე ჰყავს ორი მსურველი.

დღეს, 12:20

ზიდანმა კარანტინი დაარღვია, მას ჯარიმა ემუქრება

Sport.es-ის თანახმად, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა კარანტინის წესები დაარღვია.

დღეს, 12:05

სიტიმ ბარსელონა უარით გაისტუმრა

Marca-ს თანახმად, "მანჩესტერ სიტიმ" არ ისურვა ჟოაო კანსელოს ნელსონ სემედოზე გაცვლა, მიზეზი - ფინანსური პრობლემები.

დღეს, 11:48

ნიუკასლის სავარაუდო მწვრთნელისა და სატრანსფერო სამიზნეების ვინაობა ცნობილია

The Telegraph-ის თანახმად, "ნიუკასლ იუნაიტედის" მომავალი სავარაუდო მთავარი მწვრთნელისა და სატრანსფერო სამიზნეების ვინაობა ცნობილია.

დღეს, 11:34

ზამორანო: "ბარსელონას ლაუტაროს ყიდვის ფული არ აქვს"

მილანის "ინტერის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ივან ზამორანომ ლაუტარო მარტინესის შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:20

"არსენალი განადგურების პირას იყო, ფული არაფერ შუაშია",- კოული ჩელსიში ტრანსფერის შესახებ

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მარცხენა მცველმა, ეშლი კოულმა ლონდონის "არსენალიდან" მეზობელ "ჩელსიში" ტრანსფერი გაიხსენა:

დღეს, 10:07

მაინცის ტვიტერი კლოპს: "გთხოვ, მოგვაშორე ის"

"მაინცის" ოფიციალურმა ტვიტერმა ირონიული ფორმით მიმართა თავის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს:

დღეს, 09:56

ინტერი დათმობაზე მიდის, იკარდის ტრანსფერი ახლოვდება

ნიკოლა სკირას ტვიტერის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი საბოლოოდ გაირკვა.

დღეს, 09:38

იგალო მანჩესტერს ტოვებს

Daily Mail-ის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ოდიონ იგალო უახლოეს პერიოდში ჩინეთში დაბრუნდება.

დღეს, 09:26

VIDEO: ზუსტად 15 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგა

ზუსტად 15 წლის წინ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგა.

დღეს, 04:26

რომელი მატჩით განახლდება ლა ლიგა? - პრეზიდენტი კომენტარს აკეთებს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლა ლიგის განახლება 8 ივნისიდან უკვე შესაძლებელი იქნება.

დღეს, 04:21

გიგსმა ერთმანეთს ვან გაალი და ფერგიუსონი შეადარა

ლეგენდარული ფეხბურთელი რაიან გიგსი ერთმანეთს სერ ალექს ფერგიუსონს და ლუი ვან გაალს ადარებს.

დღეს, 04:18

შვაინშტაიგერი გიოტცეს მომავალზე საუბრობს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მარიო გიოტცე "დორტმუნდს" დატოვებს.

დღეს, 04:14

ინძაგი ჩემპიონატის განახლებას ეხმაურება

თითქმის გადაწყვეტილია, რომ იტალიის ჩემპიონატის განახლებას ივნისის თვეში უნდა ველოდოთ.

დღეს, 04:11

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ხოჭოლავამ შახტარში ითამაშა

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ "შახტარში" ითამაშა.

დღეს, 04:08

რამდენი მილიონი აქვს გამომუშავებული ბასილაშვილს თავის კარიერაში?

გასაკვირი არაა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის სკანდალური ინფორმაცია უცხოურმა გავლენიანმა გამოცემებმა გაავრცელეს.

დღეს, 03:51

ბასილაშვილის მამა: "მან სასამართლოში ყალბი ვიდეოები წარადგინა"

ნიკოლოზ ბასილაშვილი მამა ნოდარ ბასილაშვილი "პრაიმთაიმთან" ინტერვიუში საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 03:47

შოთა არველაძე ბასილაშვილზე: "მხარდაჭერას ვუცხადებ"

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო დატრიალებულ ამბებს ეხმაურება.

დღეს, 03:25

ვერნერმა თავისი პირადი რეკორდი გააუმჯობესა

როგორც მოგეხსენებათ, "მაინცთან" შეხვედრაში "ლაიპციგის" თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა ჰეტ-ტრიკი გაიფორმა.

დღეს, 00:50

"ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, რადგან კლატენბურგი ხელს ვეღარ შეგვიშლის", - მადრიდის მერი

მადრიდის მერმა და "ატლეტიკოს" მხურვალე გულშემატკივარმა, ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდამ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 00:37

რა თანხას მიიღებენ რეალის მოთამაშეები ჯილდოს სახით ორი ტიტულის მოგების შემთხვევაში?

Marca-ს თანახმად, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგების შემთხვევაში სასიამოვნო ბონუსი ელოდებათ.

გუშინ, 23:59

"ფირმინოს ის ვერ ამოაგდებს", - ჰარგრივზი ლივერპულის პოტენციური ახალწვეულის შესახებ

ყოფილმა ინგლისელმა საყრდენმა ნახევარმცველმა, ოუენ ჰარგრივზმა ისაუბრა "ლივერპულის" პოტენციური შენაძენის,

გუშინ, 23:46

ლივერპული-ატლეტიკოს საპასუხო მატჩმა 41 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

Sunday Times-მა გამოიკვლია, თუ რა გავლენა მოახდინა "ლივერპულისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შეხვედრამ კორონავირუსის გავრცელებაზე.

გუშინ, 23:32

ბეკენბაუერი: "ბუნდესლიგა აღარ უნდა შეწყდეს"

მიუნხენის "ბაიერნის" ცოცხალმა ლეგენდამ, ფრანც ბეკენბაუერმა ბუნდესლიგის განახლების შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:15

"ის ბოლომდე ჩემი ერთადერთი შვილის დედად დარჩება" - ბასილაშვილი პირველ განცხადებას აკეთებს

დღევანდელ სკანდალთან დაკავშირებით, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს.

გუშინ, 22:56

"ჩელსის გასახდელში მე და აზარმა რეალში თამაშზე ვისაუბრეთ", - კურტუა

მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა, ტიბო კურტუამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:45

"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბარსელონაში გადადის", - ლაუტაროს ექს-კლუბის პრეზიდენტი

არგენტინული "რასინგის" პრეზიდენტის აზრით, ლაუტარო მარტინესი "ბარსელონაში" გადავა.

გუშინ, 22:36
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10