ავტორიზაცია

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი - ერთმატჩიანი დუელები, ყველა შეხვედრა ერთ ქალაქში

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი - ერთმატჩიანი დუელები, ყველა შეხვედრა ერთ ქალაქში
თარიღი 02 Jun 2020, 18:28
უეფა ამ სეზონში ევროპა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან ახლოსაა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ყველაზე სავარაუდოა ვარიანტი, რომლის თანახმადაც, ორივე ევროთასი „რვათა ფინალის“ ფორმატში გაიმართება, ყველა შეხვედრა კი ლისაბონში ჩატარდება.

ანუ, ¼-ფინალებიდან დაწყებული, ორმატჩიანი დაპირისპირება გაუქმდება და შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა ერთი მატჩით გადაწყდება.

ლისაბონის გარდა, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მატჩების ჩატარება მიუნხენსა და მადრიდშიც განიხილება.

საბოლოო გადაწყვეტილებას უეფა 17 ივნისს მიიღებს.

აღნიშნული ფორმატი შეეხება მხოლოდ 2019/20-წლების გათამაშებას და სავარაუდოდ, მომდევნო სეზონის დაწყებასთან ერთად, ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში დაბრუნდება და ჩემპიონთა ლიგას თავისი ტრადიციული სახე მიეცემა.