» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

იცოდე, იქ შესვლით, უკან ვეღარ გამოხვალ - რატომ არის ნეიმარის ბარსაში დაბრუნება არარეალური?


იცოდე, იქ შესვლით, უკან ვეღარ გამოხვალ - რატომ არის ნეიმარის ბარსაში დაბრუნება არარეალური?

"პარი სენ-ჟერმენი" არის კლუბი, რომელიც ფეხბურთელებში კომერციულ ინტერესს ორმაგად აღვიძებს. როგორც არ უნდა ფარისევლობდნენ მოთამაშეები სხვა მიზნების შესახებ, "პსჟ" მაინც ფულის შოვნის წერტილად რჩება და უკვე შემდეგ, ყველაფერ დანარჩენად. პარიზელი ფანებისთვის ამის გაანალიზება რთულია, მაგრამ ეს მწარე სიმართლეა.

ნათელი მაგალითი - მარკო ვერატი, რომელიც ცოტა ხნის წინ საუბრობდა "ლურჯ-წითლების" ფასეულობების შესახებ, თუმცა ახლა ის ხელფასის შემცირებაზე უარს ამბობს. როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, იტალიელისგან განსხვავებით, ნეიმარ და სილვა სანტოს ჟუნიორს "პარკ დე პრენსზე" გადმოსვლის მომენტში სპორტული ინტერესი ამოძრავებდა.

იცოდე, იქ შესვლით, უკან ვეღარ გამოხვალ - რატომ არის ნეიმარის ბარსაში დაბრუნება არარეალური?

მამამისი ცხადია მხოლოდ ფულზე ფიქრობდა, მაგრამ უშუალოდ ბრაზილიელი თავდამსხმელი ფეხბურთის სათამაშოდ მოდიოდა. ყველამ ვიცით ტომას ტუხელის შეგირდის ისტორია, თუ როგორ უნდოდა მას ლიონელ მესის ჩრდილიდან გამოსვლა. სამხრეთ ამერიკელს სჭირდებოდა გუნდი, "პსჟ"-ს კი ზლატან იბრაჰიმოვიჩის წასვლის შემდეგ, ახალი ლიდერი.

ერთი შეხედვით, "სელესაოს" ათიანი და "პარი სენ-ჟერმენი" უნდა ყოფილიყვნენ იდეალური სიმბიოზი, თუმცა რეალობა სულ სხვანაირი გამოდგა. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეს პარიზში აქვს თითქმის უნაკლო სტატისტიკა (80 მატჩი, 69 გოლი), მაგრამ მხოლოდ ციფრები საკმარისი არ არის.

იცოდე, იქ შესვლით, უკან ვეღარ გამოხვალ - რატომ არის ნეიმარის ბარსაში დაბრუნება არარეალური?

28-წლის თავდამსხმელი "ლურჯ-წითლებს" სჭირდებათ ერთი მისიისთვის - ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად. ორი მცდელობა კრახით დასრულდა, თუმცა ეს ნეიმარის ბრალი არ არის, რადგან როდესაც "პარკ დე პრენსის" ბინადრებს ამწარებდნენ მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი", ის ტრავმას იშუშებდა.

ამის მიუხედავად, ბრაზილიელის მისამართით ისმის უამრავი პრეტენზია. ტუხელის გუნდის გულშემატკივრები და არა მხოლოდ ისინი ჯიუტად ითხოვენ და სილვა სანტოს ჟუნიორისგან 222-მილიონიანი პრაისის ე.წ. გამართლებას. ქომაგების ნერვებზე უარყოფითად მოქმედებს "პსჟ"-ს ლიდერის ბოჰემური ცხოვრების წესიც.

იცოდე, იქ შესვლით, უკან ვეღარ გამოხვალ - რატომ არის ნეიმარის ბარსაში დაბრუნება არარეალური?

არსებობს კიდევ ერთი გარემოება, რის გამოც "პარი სენ-ჟერმენის" გულშემატკივრებს სამხრეთ ამერიკელის სახელის გაგონებაზე თმა უთეთრდებათ - "ბარსელონაში" გადასვლის სურვილი. უკვე ორი წელია, რაც პარიზელთა 10-იანი კატალონიას მისტირის და ძველი დროის დაბრუნებას ცდილობს.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთან კავშირის აღდგენაზე თანახმა აღმოჩნდა მესიც, რაც გახდა იმის მაუწყებელი, რომ "ბლაუგრანა" 28-წლის ფორვარდის ტრანსფერზე რეალურად ამუშავდებოდა. სენსაცია: პირველი შემთხვევა, როდესაც "ლურჯ-ბროწეულისფრების" ხელმძღვანელობა ლეოს მოთხოვნას ვერ ასრულებს.

იცოდე, იქ შესვლით, უკან ვეღარ გამოხვალ - რატომ არის ნეიმარის ბარსაში დაბრუნება არარეალური?

საქმე ისაა, რომ "კამპ ნოუს" ბინადრებს ნეიმარის დაბრუნების ფული ფიზიკურად არ აქვთ. ბრაზილიელის სატრანსფერო ღირებულება ყველაზე მოკრძალებულ შემთხვევაში 160 მილიონს უტოლდება, რაც ხოსეპ ბართომეუსთვის წარმოუდგენელი თანხაა. ფინანსური კრიზისი შეეხო "ლურჯ-წითლებსაც", ეს კი ნიშნავს იმას, რომ და სილვა სანტოს ჟუნიორს ფასი არ დააკლდება.

არსებობს გამოსავალი - ფეხბურთელების გაცვლა, ანუ ბარტერი. კიკე სეტიენის განკარგულებაში იპოვით მინიმუმ 10 მოთამაშეს, რომელსაც სხვა გუნდში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. "ახალი მინდვრის" მითიურ შავ სიაში პერიოდულად ფიგურირებს ანტუან გრიზმანიც, რომლის ხელში ჩაგდებას "პარკ დე პრენსის" ბინადრები ადრე ცდილობდნენ.

იცოდე, იქ შესვლით, უკან ვეღარ გამოხვალ - რატომ არის ნეიმარის ბარსაში დაბრუნება არარეალური?

არაა გამორიცხული, რომ სწორედ ფრანგი გახდეს ის შემაკავშირებელი ხიდი "ბარსელონასა" და ტუხელის შეგირდს შორის. ერთი შეხედვით, მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილი ფორვარდის დათმობა სამხრეთ ამერიკელის სანაცვლოდ, გააზრებულ გადაწყვეტილებად არ ჩანს, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.

დავიწყოთ იქიდან, რომ "მამლების" შვიდიანს კატალონიაში ჯერ ერთი სრულფასოვანი სეზონიც კი არ ჩაუტარებია, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი უსარგებლობის შესახებ საუბარი, ჯერჯერობით ნაადრევია. 29-წლის ფორვარდის ყველაზე სუბიექტური ჰეიტერიც კი აღიარებს იმას, რომ შანსს "ბლაუგრანაში" ის ნამდვილად იმსახურებს.

იცოდე, იქ შესვლით, უკან ვეღარ გამოხვალ - რატომ არის ნეიმარის ბარსაში დაბრუნება არარეალური?

ამის გარდა, "ლურჯ-ბროწეულისფრებში" ბედნიერია თავად გრიზმანიც, რომელიც "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლას არც კი განიხილავს. ბოლოს კი ყველაზე მთავარი: ფრანგი, "პსჟ"-ს 10-იანისგან განსხვავებით, არ არის პრობლემური და ეპატაჟური, რაც ნიშნავს იმას, რომ დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები არ იქნება.

ერთი სიტვით, ანტუანის შეწირვა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სანაცვლოდ - საკმაოდ ცუდი იდეა არის. 28-წლის თავდამსხმელის ტრანსფერის ნაწილი შესაძლოა გახდეს ფელიპე კოუტინიო, ოსმან დემბელე და "კამპ ნოუს" რამდენიმე ჩამქრალი ბინადარი, მაგრამ ისმის კითხვა: რაში სჭირდებიან ისინი პარიზს?

იცოდე, იქ შესვლით, უკან ვეღარ გამოხვალ - რატომ არის ნეიმარის ბარსაში დაბრუნება არარეალური?

პირობით ნელსონ სემედოსა და ხუნიორ ფირპოზე მილანის "ინტერიც" კი უარს ამბობს, "ლურჯ-წითლებზე" ხომ საუბარი ზედმეტია, სეტიენმა უბრალოდ არ იცის, სად წაიღოს ე.წ. გადასამუშავებელი მასალა. ვახსენეთ "ნერაძური" და არ შეიძლება ლაუტარო მარტინესის უყურადღებოდ დატოვებაც.

საქმე ისაა, რომ არგენტინელი ნეიმარს "ახალ მინდორზე" მოხვედრაში ეცილება და უნდა ითქვას, რომ მას რამდენიმე უპირატესობა გააჩნია. პირველ რიგში გამოსარჩევია ბრაზილიელზე 6-წლით უმცროსობის ფაქტორი. და სილვა სანტოს ჟუნიორი დაღმასვლისკენ მიმავალ ასაკს უახლოვდება, მაშინ, როდესაც "შავ-ლურჯების" ფორვარდი გზას ახლა იწყებს.

იცოდე, იქ შესვლით, უკან ვეღარ გამოხვალ - რატომ არის ნეიმარის ბარსაში დაბრუნება არარეალური?

ამის გარდა, "გველების" სამხრეთ ამერიკელი თავდამსხმელის სპორტული ხასიათი, რომელიც "პარკ დე პრენსის" ბინადარმა დაკარგა. სხვა - ტუხელის სამხრეთ ამერიკელ შეგირდზე დაბალი სატრანსფერო ფასი და ზოგადად, ლომბარდიელებთან საქმის წარმოება გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე "პსჟ"-სთან.

ერთი სიტყვით, "ჯუზეპე მეაცას" ბინადრების ათიანის ტრანსფერი უფრო რეალურია და რაც მთავარია, აქტუალური, "პარი სენ-ჟერმენის" ათიანის დაბრუნებასთან შედარებით. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე ურთულეს მდგომარეობაში იმყოფება, რადგან მას "ბარსაში" გადმოსვლის ყველანაირი გზა გადაეკეტა.

იცოდე, იქ შესვლით, უკან ვეღარ გამოხვალ - რატომ არის ნეიმარის ბარსაში დაბრუნება არარეალური?

შევაჯამოთ კიდევ ერთხელ - 28-წლის თავდამსხმელს კატალონიაში დაბრუნება უნდა, პარიზელები მას არ თმობენ, "ბლაუგრანას" კი გადარწმუნების ძალა და რესურსი არ აქვს. მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც სადღაც შედიხარ და უკან ვეღარ გამოდიხარ. ნეიმარი "ლურჯ-წითლებში" გაიჭედა, როგორც ჩანს, დიდი ხნით.

გავიხსენოთ ბარსელონას ისტორიული ქამბექი პსჟ-სთან

ნეიმარის ბარსელონაში დაბრუნების გჯერათ?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ევროპა ლიგის მატჩები, რომლებზეც დღეს ფსონი აუცილებლად უნდა გააკეთო

ევროპა ლიგის დაბრუნებასთან ერთად, ვაბრუნებთ ჩვენ ტრადიციულ რუბრიკას „დღის ფსონი“, რომელშიც ვეცდებით, გამარჯვებაში დაგეხმაროთ.

დღეს, 12:26

"ისტორიული გუნდი ვართ", - ფაბინიო

"ლივერპულის" საყრდენმა ნახევარმცველმა, ფაბინიო ტავარესმა თავისი გუნდის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 14:00

ალაბას უარი სიტის, პსჟ-სა და ჩელსის - ავსტრიელმა სასურველი კლუბი შეარჩია

Sport Bild-ის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნის" მცველს, დავიდ ალაბას ამ დროისთვის ჰყავს სამი საკმაოდ სერიოზული მსურველი:

დღეს, 13:50

რამდენს ითხოვს ტერ შტეგენი ბარსელონასგან?

Mundo Deportivo-ს თანახმად, "ბარსელონა" კვლავინდებურად ვერ ახერხებს შეთანხმების მიღწევას თავის მეკარესთან, მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან.

დღეს, 13:42

ფერან ტორესმა საყვარელი ფეხბურთელი დაასახელა: "სამაგალითო სპორტსმენია"

"მანჩესტერ სიტის" ახალწვეულმა, ფერან ტორესმა თავისი საყვარელი ფეხბურთელი დაასახელა. ესპანელი შემტევი

დღეს, 13:33

მესი კასილასს: "შენს წინააღმდეგ თამაში ყოველთვის მიჭირდა"

"ბარსელონას" კაპიტანი, ლიონელ მესი იკერ კასილასის ფეხბურთიდან წასვლას გამოეხმაურა. არგენტინელმა შემტევმა ესპანელი შემდეგი სიტყვებით გააცილა:

დღეს, 13:25

კუადრადო: "მე-3 მეკარეც ვიქნები, თუ იუვენტუსს დასჭირდება"

ტურინის "იუვენტუსის" შემტევმა, ხუან კუადრადომ თავის ამჟამინდელ გუნდს სრული მხარდაჭერა და ერთგულება გამოუცხადა:

დღეს, 12:45

"ალექსანდრ-არნოლდი მწარედ ცდება", - მილნერი

"ლივერპულის" უნივერსალმა ვეტერანმა, ჯეიმს მილნერმა ტიტულის დაცვასთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:36

ბარსელონას სატრანსფერო ოცნებები - 9 ფეხბურთელის გაყიდვა და 4-ის ყიდვა

Mundo Deportivo-ს თანახმად, "ბარსელონას" სატრანსფერო შავ სიაში არც მეტი არც ნაკლები ცხრა ფეხბურთელია. ესენი არიან:

დღეს, 12:25

ვერატიმ ლიონის ყველაზე სახიფათო მოთამაშე დაასახელა: "იუვეს ადგილზე ფრთხილად ვიქნებოდი"

"პარი სენ-ჟერმენის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ ტურინის "იუვენტუსის" გასაგონად ლიონის "ოლიმპიკის" ყველაზე სახიფათო მოთამაშე

დღეს, 12:13

როგორია კორონავირუსით დაინფიცირებული მარიანოს მდგომარეობა ახლა?

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტისთან" განმეორებით შეხვედრას გამოტოვებს მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი, მარიანო დიასი.

დღეს, 12:04

შეთანხმება შედგა - ვილიანი ცალი ფეხით ახალ გუნდშია

The Sun-ის თანახმად, ლონდონის "ჩელსის" შემტევი, ვილიან და სილვა ძალიან მალე თავის ახალ გუნდში აღმოჩნდება.

დღეს, 11:55

ლონდონური დერბი ბოატენგის ხელში ჩასაგდებად

Sport Bild-ის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნმა" ტრანსფერზე დააყენე თავისი ცენტრალური მცველი, ჟერომ ბოატენგი.

დღეს, 11:33

რონალდუმ კასილასი გააცილა: "ვამაყობ, რომ ეს მომენტები ერთად გავიზიარეთ"

საფეხბურთო სამყარო იკერ კასილასს ემშვიდობება. ლეგენდარული ესპანელი მეკარის კარიერის დასრულება უყურადღებოდ არც კრიშტიანუ რონალდუმ

დღეს, 11:26

"მანჩესტერისთვის ტიტულის მოგების დრო დგება", - სოლსკიაერი

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა თავისი გუნდის შესახებ განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:15

სარის სავარაუდო შემცვლელთა სია უკვე შედგენილია - იუვე ახალ მწვრთნელზე ფიქრობს

TuttoMercato-ს თანახმად, ტურინის "იუვენტუსი" ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ სრული სერიოზულობით ფიქრობს.

დღეს, 10:44

ტრანსფერი, რომლითაც იუვენტუსი ზიდანს თაფლავს

TuttoMercato-ს თუ დავუჯერებთ, ტურინის "იუვენტუსი" ფიქრობს მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის გადმობირების შესახებ.

დღეს, 10:36

"ფორმის პიკში მყოფი ბეილი მსოფლიოს ტოპ 3-შია, მაგრამ ახლა ის ფორმაში არ არის", - კაზემირო

მადრიდის "რეალის" საყრდენმა ნახევარმცველმა, კარლოს კაზემირომ ისაუბრა თავისი თანაგუნდელის, გარეტ ბეილის შესახებ:

დღეს, 10:29

ინგლისური პრესა: სანჩოს მანჩესტერში ტრანსფერი არარეალურია

The Telegraph-ი დარწმუნებულია, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევის, ჯეიდონ სანჩოს "მანჩესტერ იუნაიტედში" ტრანსფერი არ შედგება.

დღეს, 10:19

ვინ არის ევროპა ლიგის მთავარი ფავორიტი ბუკმეიკერების ვერსიით?

როგორც მოგეხსენებათ, დღეს, ევროპა ლიგა განახლდება. ბუკმეიკერთა პროგნოზებით ტურნირის მთავარი ფავორიტი "მანჩესტერ იუნაიტედია".

დღეს, 10:11

ევროთასების განახლების მოლოდინში - პირველი, ევროპა ლიგა ბრუნდება

დღეს, თბილისის დროით 20:55 საათზე ტელე-ეკრანებზე ევროთასების დაპირისპირებებიც დაგვიბრუნდება. მაყურებელი იხილავს ევროპა ლიგის 1/8 ფინალებს,

დღეს, 10:00

ინიესტა კასილასს დაემშვიდობა

მოგეხსენებათ, ლეგენდარულმა მეკარემ იკერ კასილასმა კარიერის დასრულებაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

დღეს, 03:06

არანაირი ლუდი და სოციალური დისტანცია: ბუნდესლიგაში ფანები ტრიბუნაზე ბრუნდებიან

როგორც გავლენიანი გამოცემები იტყობინებიან, ბუნდესლიგის ახალი სეზონიდან გულშემატკივრები სტადიონზე დაიშვებიან.

დღეს, 02:55

"რთული შეკითხვაა" - კაზემირომ თავის მომავალზე ისაუბრა

მადრიდის 'რეალის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა კაზემირომ თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 02:49

პრემიერ ლიგაში დაბრუნებული სამივე გუნდის ვინაობა ცნობილია

ცოტა ხნის წინ, პრემიერ ლიგასი გადასული სამივე გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი.

დღეს, 02:46

გენტის მწვრთნელმა ჩაკვეტაძის ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ვარჯიშის დროს, გიორგი ჩაკვეტაძემ მიკრო ტრავმა მიიღო და რეაბილიტაციას გადის.

დღეს, 02:38

კურიოზი: ამერიკელმა თანაგუნდელმა გურამ კაშიას უცენზუროდ, ქართულად მიმართა

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა.

დღეს, 02:34

დღეს ევროპა ლიგა განახლდება, სადაც ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, დღეს ევროპა ლიგის 1/8 ფინალების მატჩები გაიმართება.

დღეს, 02:26

მაკრატელები და ჯარიმები - კვარაცხელია ვარჯიშზეც დაფრინავს [VIDEO]

მოგეხსენებათ, მომდევნო კვირაში რუსეთის ჩემპიონატის ახალი სეზონი იწყება.

დღეს, 02:21

ივანოვიჩის ახალი გუნდი ცნობილია

სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" აწი უკვე ყოფილი მცველის, ბრანისლავ ივანოვიჩის ახალი კლუბი ცნობილი გახდა.

დღეს, 00:46
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10