» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ტრიუმფალური ვალენსია: რა ბედი ეწია 2003/04-წლების საჩემპიონო გუნდს


ტრიუმფალური ვალენსია: რა ბედი ეწია 2003/04-წლების საჩემპიონო გუნდს

„ვალენსია“ დიდი ხანია აღარ აცხადებს პრეტენზიას ესპანეთის ჩემპიონობაზე და არც ევროსარბიელზე წარმოადგენს სერიოზულ ძალას. თუმცა, ნულოვანი წლების დასაწყისში, „ღამურები“ პრიმერა დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო კოლექტივი იყვნენ, რომელსაც „რეალისთვის“ და „ბარსელონასთვის“ მხოლოდ ქვეყნის ჩემპიონობაში კი არა, ევროტურნირების მოგებაშიც შეეძლო კონკურენციის გაწევა. ყველაზე დიდ წარმატებას გუნდმა 2003/04-წლებში მიაღწია, როცა რაფაელ ბენიტესის დამოძღვრილმა ბიჭებმა ესპანეთის ჩემპიონობასთან ერთად, უეფას თასის მოგება შეძლეს.

ვინ იყო ამ გუნდის ძირითადი სახე და როგორ განვითარდა მათი მომავალი?

ტრიუმფალური ვალენსია: რა ბედი ეწია 2003/04-წლების საჩემპიონო გუნდს

მეკარეები:

გუნდის უპირობო პირველი ნომერი სანტიაგო კანისარესი იყო, იშვიათი შემცვლელები კი - დავიდ რანხელი და ანდრეს პალოპი.

კანისარესი „ვალენსიას“ 1998 წელს, მადრიდის „რეალიდან“ შეუერთდა და მრავალი წლით, გუნდის ძირითადი გოლკიპერის სტატუსი შეიმარგა. ვალენსიური გუნდის რიგებში, სანტიაგო 2008 წლამდე, ანუ კარიერის დასრულებამდე თამაშობდა და 400-ზე მეტი მატჩის ჩატარებაც მოასწრო.

ტრიუმფალური ვალენსია: რა ბედი ეწია 2003/04-წლების საჩემპიონო გუნდს

კარიერის დასრულების შემდეგ, კანისარესმა ძალები კომენტატორად და ტელეექსპერტად გამოსცადა, თუმცა ამავდროულად, პროფესიონალურ დონეზე დაკავდა რალის რბოლებითაც.

დაცვა

უეფას თასის გამარჯვებული გუნდის მცველთა ძირითად ოთხეულს შეადგენდნენ: კურო ტორესი, რობერტო აიალა, კარლოს მარჩენა და ამადეო კარბონი. მათი მთავარი შემცვლელების როლი კი დავიდ ნავარომ, ხავიერ გარიდომ და „საუთჰემპტონისა“ და „ლეგანესის“ მომავალმა მწვრთნელმა, მაურისიო პელეგრინომ დაისაკუთრეს. ფაბიო აურელიომ, რომელიც მოგვიანებით, „ბენიტესს“ ლივერპულში“ გაყვა, სერიოზული ტრავმის გამო, თითქმის მთელი სეზონი გამოტოვა.

ტრიუმფალური ვალენსია: რა ბედი ეწია 2003/04-წლების საჩემპიონო გუნდს

რაც შეეხება მომავალ მსოფლიო ჩემპიონ რაულ ალბიოლს, ის პროფესიონალურ ფეხბურთში მაშინ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამდა.

რობერტო აიალა „ვალენსიას“ 2000 წელს, „მილანიდან“, 5 მილიონ ევროდ შეუერთდა და გუნდის ძირითადი მცველის სტატუსი მრავალი წლით დაიბევა. მიუხედავად „ემიუსა“ და „რეალის“ მხრიდან არსებული ინტერესისა, არგენტინელი „ღამურებში“ 2007 წლამდე დარჩა და 250-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. კარიერის ბოლო წლები კი მცველმა „სარაგოსაში“ და „რასინგში“ გაატარა.

აიალას ანგარიშზე არგენტინის ნაკრებში ჩატარებული 115 მატჩია და ის მის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მოიაზრება. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, რობერტო ხუთი შვილის აღზრდით დაკავდა.

კურო ტორესმა „ვალენსიას“ შემადგენლობაში შვიდი სეზონი ჩაატარა, მაგრამ მხოლოდ ორ მათგანში იყო ძირითადის ფეხბურთელი. 2002 წელს ესპანელმა სერიოზული ტრავმა მიიღო, რომელიც თან კარიერის ბოლომდე სდევდა. ბოლო წლებში, მცველი კატალონიურ „ნასტიკს“ შეუერთდა, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ვერც ერთი მატჩი ვერ ჩაატარა.

ამჟამად, კურო „ლუგოში“ მუშაობს, რომელთან ერთადაც, სეგუნდა დივიზიონის გასავარდნ ზონაში იმყოფება.

კარლოს მარჩენა „ვალენსიაში“ მთელი ნულოვანი წლების მანძილზე თამაშობდა და 300-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. ესპანელი დაცვაში თავის საქმეს იდეალურად ასრულებდა, მაგრამ ზოგჯერ ზედმეტი სიუხეშით გამოირჩეოდა. 2010 წელს, „მესტალიას“ დატოვების შემდეგ, მან „ვილიარეალში“, „დეპორტივოში“ და ინდურ „კერალა ბლასტერსშიც“ ითამაშა.

ტრიუმფალური ვალენსია: რა ბედი ეწია 2003/04-წლების საჩემპიონო გუნდს

მარჩენას ანგარიშზე ესპანეთის ნაკრებში ჩატარებული 69 მატჩია. მცველი „ფურია როხას“ მიერ მოგებულ ევრო 2008-ზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.

ამედეო კარბონი „ვალენსიას“ 32 წლის ასაკში, „რომადან“ შეუერთდა, მაგრამ იქ კარიერის უბრალო ჩამთავრებას სულაც არ აპირებდა. იტალიელი ლატერალი 41 წლამდე ასპარეზობდა და 300-ზე მეტი მატჩის ჩატარებაც მოასწრო, გზად კი ლა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ასაკოვან ფეხბურთელადაც იქცა.

ტრიუმფალური ვალენსია: რა ბედი ეწია 2003/04-წლების საჩემპიონო გუნდს

ფეხბურთის თამაშის შეწყვეტის შემდეგ, კარბონიმ სპორტულ დირექტორად „ვალენსიასა“ და „მუსკრონაში“ იმუშავა, ასევე იკავებდა ერთ-ერთ თანამდებობას „ინტერშიც“. მოგვიანებით, მან იტალიურ და ესპანურ ტელევიზიაზე, საფეხბურთო კომენტატორად წამოიწყო მუშაობა.

ნახევარდაცვა

ბენიტესის „ვალენსია“ იმ დროისთვის ჩვეული 4-4-2 ტაქტიკით თამაშობდა, ორი საყრდენი ნახევარმცველითა და ორი ფლანგის ნახევარმცველით. მოედნის ცენტრში რუბენ ბარახას და დავიდ ალბელდას დუეტი იდგა, რომელიც იმ დროისთვის ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველურ წყვილადაც მოიაზრებოდა. ფლანგებზე კი, ყველაზე ხშირად, ხორხე ლოპესი და ვისენტე როდრიგესი თამაშობდნენ. მათი ხშირი შემცვლელები იყვნენ - ტექნიკური და ნიჭიერი არგენტინელი ვინგერი, პაბლო აიმარი (რომელიც დიეგო მარადონას დონემდე ვერ ავიდა, მიუხედავად იმისა, რომ კარიერის საწყის წლებში სწორედ მას უტოლებდნენ) და ესპანელი ფრანსისკო რუფეტე. რეგულარულად, მოედანზე გადიოდა ახალგაზრდა აფრიკელი მოჰამედ სისოკოც, რომელიც მოგვიანებით „ლივერპულში“, „იუვენტუსში“ და „პსჟ-შიც“ ირიცხებოდა.

რუბენ ბარახა „მესტალიაზე“ 2000 წელს „ატლეტიკოდან“ გადაბარგდა და მომდევნო 10 წლით, „ღამურების“ ტაქტიკურ მონახაზში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლსაც ასრულებდა. ნახევარმცველს არამხოლოდ საყრდენი ზონის ჩაკეტვა შეეძლო, არამედ შეტევაშიც კარგად ასპარეზობდა და 2003/04-წლებში მთელი 12 გოლი შეაგდო.

ტრიუმფალური ვალენსია: რა ბედი ეწია 2003/04-წლების საჩემპიონო გუნდს

სამწვრთნელო კარიერა ბარახამ „ატლეტიკოს“ და „ვალენსიას“ ასაკოვან გუნდებში დაიწყო, შემდეგ კი თითო-თითო სეზონი იმუშავა „ელჩეში“, „რაიო ვალეკანოში“ და ხიხონის „სპორტინგში“. გასული წლის დეკემბრის შემდეგ, 44 წლის სპეციალისტი „ტენერიფეს“ უდგას სათავეში.

ტრიუმფალური ვალენსია: რა ბედი ეწია 2003/04-წლების საჩემპიონო გუნდს

დავიდ ალბელდა - „ვალენსიას“ აკადემიის აღზრდილი, რომელმაც მთელი კარიერა მშობლიურ კლუბში გაატარა და მხოლოდ მის საწყის წლებში, რამდენიმე სეზონით, იჯარით „ვილიარეალში“ ირიცხებოდა. კანისარესთან, ბარახასთან და ვისენტესთან ერთად, ის გასახდელის ერთ-ერთი ლიდერი იყო და კაპიტნის სამკლაურიც დაიმსახურა. 2013 წელს მან კარიერა დაასრულა, როცა გუნდის შემადგენლობაში 480 მატჩი ჰქონდა ჩატარებული.

ხორხე ლოპესი - ბენიტესის დროს მნიშვნელოვანი როლი მოირგო და ძირითადიდან „რუფეტე“ ამოგდო, თუმცა, კლაუდიო რანიერის მოსვლის შემდეგ, თერთმეტეულში ადგილი დაკარგა. თავიდან, მარჯვენა ვინგერი იჯარით „მალიორკაში“ გადავიდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი „ნარინჯისფერებმა“ ის „რასინგში“ გაუშვეს. ესპანელი სანტანდერულ გუნდს უეფას თასზე ისტორიაში პირველად გასვლაში დაეხმარა, შემდეგ კი, „სარაგოსასთან“ ერთად, უმაღლეს დივიზიონში გადმოვიდა. კარიერას ის ბერძნულ „ოფიში“, „ჰენტეში“ და ბოლოს, „კადისში“ ასრულებდა.

ვისენტე როდრიგესი - კარიერის საწყის წლებში ძალიან იმედისმომცემ ფეხბურთელად მოიაზრებოდა და ბენიტესის წყობაში მნიშვნელოვანი როლიც ეკისრებოდა, თუმცა, რაფას წასვლის შემდეგ, სტაგნაცია დაეწყო. ვინგერი კონფლიქტობდა რანიერისთან, რონალდ კუმანთან და უნაი ემერისთანაც, რითაც რეპუტაცია გაიფუჭა. გარდა ამისა, მას ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა.

ტრიუმფალური ვალენსია: რა ბედი ეწია 2003/04-წლების საჩემპიონო გუნდს

მიუხედავად ამისა, ვისენტე „ვალენსიაში“ 2011 წლამდე დარჩა და ჯამურად, 340 მატჩზე მეტი ჩაატარა, რომლებშიც 52 გოლი შეაგდო. ინგლისურ „ბრაიტონში“ კიდევ ორი სეზონის ჩატარების შემდეგ, ესპანელმა საფეხბურთო კარიერა საკმაოდ ადრეულ ასაკში დაასრულა.

თავდასხმა

იმ გუნდის მთავარი ბომბარდირი „რეალის“ აღზრდილი, მისტა იყო, მის პარტნიორად კი ყველაზე ხშირად, ბრაზილიელი რიკარდო ოლივეირა გვევლინებოდა. შეტევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ანგულო (რომელმაც კლუბს 10 წელზე მეტი დაუთმო) და ხისკო. ასევე, ბენიტესის განკარგულებაში იყვნენ ურუგვაელი ნესტორ კანობიო და გამოცდილი ხუან სანჩესიც.

ტრიუმფალური ვალენსია: რა ბედი ეწია 2003/04-წლების საჩემპიონო გუნდს

რიკარდო ოლივეირა „ვალენსიას“ ტრიუმფალური სეზონის სტარტზე შეუერთდა და ძირითადიდან ანგულო ამოაგდო. ბენიტესი ფორვარდს ხშირად სხვადასხვა პოზიციებზე აყენებდა, რამაც მისი დაბალი შედეგიანობა განაპირობა. სეზონის დასრულების შემდეგ, ვალენსიელთა ხელმძღვანელობამ მისი „ბეტისში“ გაყიდვა გადაწყვიტა. მოგვიანებით, ფორვარდმა ძალები „მილანში“, „სარაგოსაში“, „სან-პაულუში“ და „ალ-ვასლში“ მოსინჯა, მაგრამ ყველაზე დიდი დრო „ალ-ჯაზირასა“ და „სანტოსში“ გაატარა. ახლა თავდამსხმელი 39 წლისაა და ის დღემდე „ატლეტიკო მინეიროს“ ღირსებას იცავს.

მისტა - ბენიტესის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი, რომელთან ერთადაც ის „კასტილიაში“ და „ტენერიფეშიც“ მუშაობდა. „ღამურების“ სათავეში მოსვლისთანავე, მან გუნდში ფორვარდის დაპატიჟება გადაწყვიტა. 2003/04-წლების სეზონში, მისტამ, მწვრთნელს ნდობისთვის მადლობა 19 გოლით გადაუხადა, რაც არც მანამდე და არც მის შემდეგ აღარ გაუკეთებია.

ტრიუმფალური ვალენსია: რა ბედი ეწია 2003/04-წლების საჩემპიონო გუნდს

ბენიტესის წასვლის შემდეგ, მისტამ ძირითადში ადგილი დაკარგა და მალევე „ატლეტიკოში“ წავიდა. „მელეიბეებთან“ ორ სეზონში მან მხოლოდ ორი გოლის გატანა მოახერხა. არც თუ შედეგიანი გამოდგა მისი ვოიაჟები „დეპორტივოში“ და „ტორონტოშიც“, სადაც ის მთლიანად ჩაფლავდა. ამის შემდეგ, ესპანელმა ფეხბურთს თავი დაანება და ბიზნესით დაკავდა.

მწვრთნელი

ტრიუმფალური ვალენსია: რა ბედი ეწია 2003/04-წლების საჩემპიონო გუნდს

„ვალენსიაში“ ტრიუმფალური სეზონის შემდეგ, რაფაელ ბენიტესი „ლივერპულს“ ჩაუდგა სათავეში და პირველივე სეზონში, გუნდს, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, როდესაც სტამბოლის ლეგენდარულ ფინალში „მილანს“ სძლია. ამის შემდეგ, ესპანელმა გუნდის ყულაბას უეფას სუპერთასი, ინგლისის თასი და სუპერთასიც მიამატა, მაგრამ პრემიერ ლიგის მოგებისთვის, მისი ხელმძღვანელობით „ლივერპული“ მხოლოდ ერთხელ იბრძოდა. ამის შემდეგ, მის კარიერაში იყო არაერთგვაროვანი პერიოდები „ინტერსა“ და „ჩელსიში“, თუმცა, ლონდონელებთან ერთად მან ევროპა ლიგა მოიგო.

„ნაპოლიში“ ორი სეზონის გატარების შემდეგ, ბენიტესმა მადრიდის „რეალში“ ოცნების სამუშაო მოიპოვა, მაგრამ „ბერნაბეუზე“ დიდხანს ვერ დარჩა. მშობლიურ კლუბში ჩავარდნის შემდეგ, ესპანელი „ნიუკასლში“ მუშაობას დათანხმდა, რომელთან ერთადაც პრემიერ ლიგა დატოვა და შემდეგ დაბრუნდა, 2019 წელს კი, ჩინური „დალიან იფანის“ შემოთავაზება მიიღო და დღემდე იქ მუშაობს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ზიდანმა კარანტინი დაარღვია, მას ჯარიმა ემუქრება

Sport.es-ის თანახმად, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა კარანტინის წესები დაარღვია.

დღეს, 12:05

სიტიმ ბარსელონა უარით გაისტუმრა

Marca-ს თანახმად, "მანჩესტერ სიტიმ" არ ისურვა ჟოაო კანსელოს ნელსონ სემედოზე გაცვლა, მიზეზი - ფინანსური პრობლემები.

დღეს, 11:48

ნიუკასლის სავარაუდო მწვრთნელისა და სატრანსფერო სამიზნეების ვინაობა ცნობილია

The Telegraph-ის თანახმად, "ნიუკასლ იუნაიტედის" მომავალი სავარაუდო მთავარი მწვრთნელისა და სატრანსფერო სამიზნეების ვინაობა ცნობილია.

დღეს, 11:34

ზამორანო: "ბარსელონას ლაუტაროს ყიდვის ფული არ აქვს"

მილანის "ინტერის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ივან ზამორანომ ლაუტარო მარტინესის შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:20

"არსენალი განადგურების პირას იყო, ფული არაფერ შუაშია",- კოული ჩელსიში ტრანსფერის შესახებ

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მარცხენა მცველმა, ეშლი კოულმა ლონდონის "არსენალიდან" მეზობელ "ჩელსიში" ტრანსფერი გაიხსენა:

დღეს, 10:07

მაინცის ტვიტერი კლოპს: "გთხოვ, მოგვაშორე ის"

"მაინცის" ოფიციალურმა ტვიტერმა ირონიული ფორმით მიმართა თავის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს:

დღეს, 09:56

ინტერი დათმობაზე მიდის, იკარდის ტრანსფერი ახლოვდება

ნიკოლა სკირას ტვიტერის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი საბოლოოდ გაირკვა.

დღეს, 09:38

იგალო მანჩესტერს ტოვებს

Daily Mail-ის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ოდიონ იგალო უახლოეს პერიოდში ჩინეთში დაბრუნდება.

დღეს, 09:26

VIDEO: ზუსტად 15 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგა

ზუსტად 15 წლის წინ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგა.

დღეს, 04:26

რომელი მატჩით განახლდება ლა ლიგა? - პრეზიდენტი კომენტარს აკეთებს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლა ლიგის განახლება 8 ივნისიდან უკვე შესაძლებელი იქნება.

დღეს, 04:21

გიგსმა ერთმანეთს ვან გაალი და ფერგიუსონი შეადარა

ლეგენდარული ფეხბურთელი რაიან გიგსი ერთმანეთს სერ ალექს ფერგიუსონს და ლუი ვან გაალს ადარებს.

დღეს, 04:18

შვაინშტაიგერი გიოტცეს მომავალზე საუბრობს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მარიო გიოტცე "დორტმუნდს" დატოვებს.

დღეს, 04:14

ინძაგი ჩემპიონატის განახლებას ეხმაურება

თითქმის გადაწყვეტილია, რომ იტალიის ჩემპიონატის განახლებას ივნისის თვეში უნდა ველოდოთ.

დღეს, 04:11

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ხოჭოლავამ შახტარში ითამაშა

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ "შახტარში" ითამაშა.

დღეს, 04:08

რამდენი მილიონი აქვს გამომუშავებული ბასილაშვილს თავის კარიერაში?

გასაკვირი არაა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის სკანდალური ინფორმაცია უცხოურმა გავლენიანმა გამოცემებმა გაავრცელეს.

დღეს, 03:51

ბასილაშვილის მამა: "მან სასამართლოში ყალბი ვიდეოები წარადგინა"

ნიკოლოზ ბასილაშვილი მამა ნოდარ ბასილაშვილი "პრაიმთაიმთან" ინტერვიუში საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 03:47

შოთა არველაძე ბასილაშვილზე: "მხარდაჭერას ვუცხადებ"

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო დატრიალებულ ამბებს ეხმაურება.

დღეს, 03:25

ვერნერმა თავისი პირადი რეკორდი გააუმჯობესა

როგორც მოგეხსენებათ, "მაინცთან" შეხვედრაში "ლაიპციგის" თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა ჰეტ-ტრიკი გაიფორმა.

დღეს, 00:50

"ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, რადგან კლატენბურგი ხელს ვეღარ შეგვიშლის", - მადრიდის მერი

მადრიდის მერმა და "ატლეტიკოს" მხურვალე გულშემატკივარმა, ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდამ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 00:37

რა თანხას მიიღებენ რეალის მოთამაშეები ჯილდოს სახით ორი ტიტულის მოგების შემთხვევაში?

Marca-ს თანახმად, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგების შემთხვევაში სასიამოვნო ბონუსი ელოდებათ.

გუშინ, 23:59

"ფირმინოს ის ვერ ამოაგდებს", - ჰარგრივზი ლივერპულის პოტენციური ახალწვეულის შესახებ

ყოფილმა ინგლისელმა საყრდენმა ნახევარმცველმა, ოუენ ჰარგრივზმა ისაუბრა "ლივერპულის" პოტენციური შენაძენის,

გუშინ, 23:46

ლივერპული-ატლეტიკოს საპასუხო მატჩმა 41 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

Sunday Times-მა გამოიკვლია, თუ რა გავლენა მოახდინა "ლივერპულისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შეხვედრამ კორონავირუსის გავრცელებაზე.

გუშინ, 23:32

ბეკენბაუერი: "ბუნდესლიგა აღარ უნდა შეწყდეს"

მიუნხენის "ბაიერნის" ცოცხალმა ლეგენდამ, ფრანც ბეკენბაუერმა ბუნდესლიგის განახლების შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:15

"ის ბოლომდე ჩემი ერთადერთი შვილის დედად დარჩება" - ბასილაშვილი პირველ განცხადებას აკეთებს

დღევანდელ სკანდალთან დაკავშირებით, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს.

გუშინ, 22:56

"ჩელსის გასახდელში მე და აზარმა რეალში თამაშზე ვისაუბრეთ", - კურტუა

მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა, ტიბო კურტუამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:45

"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბარსელონაში გადადის", - ლაუტაროს ექს-კლუბის პრეზიდენტი

არგენტინული "რასინგის" პრეზიდენტის აზრით, ლაუტარო მარტინესი "ბარსელონაში" გადავა.

გუშინ, 22:36

"ფული ყოველთვის პირველ ადგილზე არ არის", - ინტერის ექს-დირექტორი მესის არშემდგარ ტრანსფერზე

"ინტერის" ყოფილმა ტექნიკურმა დირექტორმა, მარკო ბრანკამ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

გუშინ, 21:45

ბარსელონას ფეხბურთელი, რომლის ლაუტაროს ტრანსფერში ჩართვაზეც ინტერი თანახმაა

მოგეხსენებათ, "ბარსელონას" "ინტერის" თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის დამატება უნდა.

გუშინ, 21:35

მოურინიო: "მხოლოდ მოგების შემდეგ ვტირი, პირველად ეს 2009 წელს მოხდა"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:30

ლაუტარომ ინტერი უარით გაისტუმრა, ბარსელონაში ტრანსფერი ახლოვდება

"ინტერის" თავდამსხმელი, ლაუტარო მარტინესი მილანური კლუბიდან წასვლასთან ახლოსაა.

გუშინ, 20:49
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10