» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

"როცა ამ რთულ პერიოდში ისინი შენს გვერდით არიან, ბედნიერებაა", - ჭანტურიშვილის ინტერვიუ



კორონავირუსის გამო, ჩეხეთის ჩემპიონატიც გაჩერებულია, თუმცა დადასტურებულია, რომ ის ამ თვეში განახლდება.

ამ და სხვა თემებზე GOAL.GE "ზლინისა" და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ვახტანგ ჭანტურიშვილს დაუკავშირდა.

"ჩეხეთში ზომები თავიდანვე მიიღეს, ზონები ჩაკეტეს და სხვა ქვეყნებთან შედარებით, აქ ნორმალური სიტუაციაა. მაღაზიები გაიხსნა, თუმცა პირბადით უნდა ვიაროთ და ჰიგიენა დავიცვათ. ყველაზე კარგი ისაა, რომ ვარჯიშები დავიწყეთ. ჯერ, სამ ჯგუფად ვვარჯიშობდით, ახლა ორჯგუფად, 11 მაისიდან კი მთელი გუნდით. ჩემპიონატის განახლება 25 მაისს იგეგმება." - გვითხრა ჭანტურიშვილმა.

რა გეგმები ჰქონდა გუნდს, როცა ყველანი იზოლაციაში იყავით და გარეთ ვერ გადიოდით?

"სირბილზე და სხვა ასპექტებზე ონლაინ ვვარჯიშობდით. საერთო ჯგუფში ვიყავით, სადაც აქტიური კომუნიკაცია გვქონდა სამწვრთნელო შტაბთან და ისინი გვაძლევდნენ რჩევებს, როგორ გვევარჯიშა."

"როცა ამ რთულ პერიოდში ისინი შენს გვერდით არიან, ბედნიერებაა", - ჭანტურიშვილის ინტერვიუ

"ზლინს" ამ სეზონში რთული პერიოდი აქვს და გუნდი დარჩენისთვის იბრძვის. ბოლო 4 მატჩიდან, ვერცერთი მოიგეთ...

"რთული პერიოდი გუნდს უკვე დიდი ხანია აქვს. მას შემდეგ, რაც ამ გუნდში გადმოვედი, "ზლინმა" უკვე 5 მწვრთნელი შეიცვალა. ჩვენი მთავარი მიზანი უმაღლეს დივიზიონში დარჩენაა. ახალი მწვრთნელი მოვიდა, რომელიც შეიმუშავებს გეგმას, როგორ მივაღწიოთ ამ მიზანს."

თავისუფალი დრო ოჯახთან

"ჩემი თავისუფალი დრო ოჯახის წევრებს უკავშირდება და ძირითად დროს მათთან ვატარებ. როცა ასეთ რთულ პერიოდში მეუღლე და შვილი შენს გვერდითაა, ეს დიდი ბედნიერებაა. რამდენიმე ჩემი თანაგუნდელი აქ მარტოა და ამ ყველაფრის გადატანა ძალიან უჭირთ, მე კი ოჯახი ბევრ რამეში მეხმარება."

"როცა ამ რთულ პერიოდში ისინი შენს გვერდით არიან, ბედნიერებაა", - ჭანტურიშვილის ინტერვიუ

Call of Duty

"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებთანაც აქტიური კომუნიკაცია მაქვს. ხშირად ვერთობით კომპიუტერული თამაშით "Call Of Duty." მე, პარუნაშვილი, ოქრიაშვილი, დვალი, კაკაბაძე, აბურჯანია, გიორგი ჭანტურია ერთად ვთამაშობთ. ალბათ, ყველაზე კარგად ოქრიაშვილი თამაშობს, გამოვარჩევდი ოთარ კაკაბაძის პატარა ძმას, მიშოს, რომელიც ასევე კარგი მოთამაშეა."

"როცა ამ რთულ პერიოდში ისინი შენს გვერდით არიან, ბედნიერებაა", - ჭანტურიშვილის ინტერვიუ

"კარიერის საუკეთესო წელი სლოვაკეთში გავატარე"

"თამამად ვიტყვი, რომ "ტრნავაში" კარიერის საუკეთესო სეზონი მქონდა. დიდი ხანი გუნდს ტიტული არ ჰქონდა, ჩვენ კი ეს ნავსი გავტეხეთ და ერთბაშად ორი ტიტული მოვიგეთ - ქვეყნის ჩემპიონობა და სლოვაკეთის თასი. აუცილებლად უნდა აღვნიშნო გულშემატკივრები. თამაში სადაც არ უნდა ყოფილიყო, რა ამინდშიც არ უნდა ყოფილიყო, სულ ჩვენთან იყვნენ და მათ ჩემდამი სიყვარული დღემდე აქვთ - ხშირად მწერენ და მკითხულობენ."

სლოვაკეთში მოგებული ტიტულების გარდა, "ტრნავას" მაისურით დასამახსოვრებელი მატჩიც ჩაატარე, როცა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, "მაქსიმირის" სტადიონზე "დინამო ზაგრებს" ულამაზესი გოლი გაუტანე...

"როცა ევროპა ლიგაზე თამაშობ, ემოციები უკვე განსხვავებულია. ასეთი დონის ტურნირზე ყოფნა ყველა ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია. იმ გოლის შემდეგ ძალიან გახარებული ვიყავი და წარმოუდგენელია, ასე არ ყოფილიყო. ევროპა ლიგაზე დიდ გუნდებთან, დიდ ფეხბურთელებთან თამაშობ და კარიერულად იზრდები. "მაქსიმირზე" ატმოსფეროც საოცარი იყო და ორმაგად სასიხარულოა, რომ ასეთ სტადიონზე გავიტანე."

"როცა ამ რთულ პერიოდში ისინი შენს გვერდით არიან, ბედნიერებაა", - ჭანტურიშვილის ინტერვიუ

"ერთა ლიგის მატჩს მთელი ქვეყანა ელოდა. ამ თამაშისთვის ყველა ფეხბურთელი ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მზად იყო, თუმცა გადაიდო. ჩვენს სტადიონზე ვთამაშობთ, ჩვენი გულშემატკივრის წინ და ეს უდიდესი უპირატესობაა. ზოგადად, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს აქტიურად ვადევნებ. ჩემი მშობლები, მეგობრები იქ არიან და მიხარია, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში პანდემიას კონტროლი გაუწიეს." - ჭანტურიშვილი საქართველოზე.

ჩეხეთი და სამომავლო გეგმები

"ჩემთვის ჩეხეთში ადაპტაცია ძალიან რთული გამოდგა. სლოვაკეთში ვთამაშობდი და მეგონა, რომ აქ დაახლოებით იგივე დონის ჩემპიონატი და სტილი დამხვდებოდა, თუმცა ასე არ არის.  ჩეხეთი უფრო ძლიერი ჩემპიონატია, რომელიც ფიზიკაზე და სისწრაფეებზეა აგებული, რასთან შეგუებაც თავიდან გამიჭირდა. ფეხბურთელს ყოველთვის უნდა ჰქონდეს ამბიცია. ჩემი სურვილია, უკეთეს ლიგაში და გუნდში ვითამაშო, მაგრამ "ზლინთან" კონტრაქტი 2021 წლამდე მაკავშირებს და ჯერ წასვლაზე არ ვფიქრობ. მითუმეტეს, ამ პანდემიის შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება."

ჭანტურიშვილის ქართული ტოპ 5

გიორგი ლორია - "დიდი ხანია, ის თავის პოზიციაზე საქართველოში საუკეთესოა"

ოთარ კაკაბაძე - "ბოლო წლების საუკეთესო ფეხბურთელი თავის პოზიციაზე, რომელსაც უკან თამაშიც შეუძლია და შეტევაშიც აქტიურად ერთვება."

ლაშა პარუნაშვილი - "გარდა იმისა, რომ ჩემი ახლო მეგობარია, მისი თამაში ძალიან მომწონს. მოედანზე ყველაფერს აკეთებს და ბოლომდე იბრძვის, რომ მისმა გუნდმა წარმატებას მიაღწიოს."

ვაკო ყაზაიშვილი - " საოცარი ტექნიკის და ნიჭის ფეხბურთელი, რომელსაც მოედანზე ყველაფერი შეუძლია"

"როცა ამ რთულ პერიოდში ისინი შენს გვერდით არიან, ბედნიერებაა", - ჭანტურიშვილის ინტერვიუ

"როცა ამ რთულ პერიოდში ისინი შენს გვერდით არიან, ბედნიერებაა", - ჭანტურიშვილის ინტერვიუ ბაჩო ცალუღელაშვილი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პირველი ტიტული სამწვრთნელო კარიერაში - როგორია პირლოს სტატისტიკა ამ დროისთვის?

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსმა" დაამარცხა "ნაპოლი", ანგარიშით 2:0 და იტალიის სუპერთასს დაეუფლა.

დღეს, 12:11

რონალდუ: "სერია ა-ში ორი კონკურენტი გვყავს"

ტურინის "იუვენტუსის" ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ სერია ა-ს მიმდინარე სეზონის საჩემპიონო რბოლა შეაფასა:

დღეს, 11:58

სოლსკიაერი: "საუკეთესო პოგბა გვიბრუნდება"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა შეაქო თავისი შეგირდი, პოლ პოგბა, რომელმაც

დღეს, 11:47

5 შემთხვევა, როცა რეალი კოპა დელ რეიდან მე-3 დივიზიონის ბინადარმა გამოაგდო

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" კოპა დელ რეის გათამაშების 1/32 ფინალის ფარგლებში "დეპორტივო ალკოიანოსთან"

დღეს, 11:35

ზიდანი კოპა დელ რეიდან გამოვარდნის შემდეგ: "სასირცხვილო არაფერი მომხდარა"

ადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა თავისი გუნდის კოპა დელ რეიდან გამოვარდნის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 11:11

პირლო: "გული მწყდება, რომ გატუზო ტიტულის გარეშე დარჩა"

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ "ნაპოლისთან" მოგების შემდეგ, საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 10:40

კლოპი: "ტიაგოს თამაშის შესაფასებლად საკმარისი დრო ჯერ არ გასულა"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ისაუბრა თავისი ერთ-ერთი შეგირდის, ტიაგო ალკანტარას შესახებ:

დღეს, 10:35

კლოპი: "ვეღარც ვიხსენებ, უკვე მერამდენე მატჩში გადაგვარჩინა ალისონმა"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა შეაქო თავისი გუნდის მეკარე, ალისონ ბეკერი, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედთან"

დღეს, 10:26

[VIDEO] გუნდი, რომელმაც გამოაგდო რეალი, საბურთალოსთან და ლოკომოტივთან დამარცხებულა

როგორც მოგეხსენებათ, კოპა დელ რეის 1/32 ფინალში მადრიდის "რეალი" სენსაციურად დამარცხდა მესამე დივიზიონის ბინადართან,

დღეს, 10:17

დიდი სენსაცია: რეალი თასიდან მესამე ლიგის გუნდმა გამოაგდო

ესპანეთის თასის 1/16 ფინალში ერთმანეთს მადრიდის 'რეალი" და "ალკოიანო" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 02:30

მორიგი გამარჯვება: იუნაიტედმა სიტის ლიდერობა არ შეარგო [VIDEO]

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ფულჰემს" დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა.

დღეს, 02:02

რონალდუს და მორატას გოლებით იუვენტუსმა იტალიის სუპერთასი მოიგო [VIDEO]

იტალიის სუპერთასზე ერთმანეთს ტურინის "იუვენტუსი" და "ნაპოლი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 01:56

VIDEO: პოგბუუუუუუუუმ! ფრანგის ულამაზესი გასროლა ფულჰემის კარში

ფრანგმა „ფულჰემს" ულამაზესი შორეული დარტყმით გაუტანა.

დღეს, 01:50

ყველაზე მეტი გოლი ფეხბურთის ისტორიაში! - რონალდუს ახალი რეკორდი

იტალიის სუპერთასზე ტურინის "იუვენტუსი" "ნაპოლის" უპირისპირდება და 1:0 ამარცხებს.

დღეს, 01:31

ბაიერნმა კვლავ ლევანდოვსკის გოლით მოიგო [VIDEO]

გერმანიის ბუნდესლიგის მე-17 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" "აუგსბურგს" დაუპირისპირდა და 0:1 დაამარცხა.

დღეს, 01:29

კავანიმ მანჩესტერში ისტორიული რეკორდი დაამყარა

პრემიერ ლიგის მე-19 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ფულჰემს" უპირისპირდება. ანგარიში 1:1-ია.

დღეს, 01:03

"მოვიგებთ თუ არა პრემიერ ლიგას?" - კლოპის კომენტარი

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი პრემიერ ლიგის მოგების შანსებს აფასებს.

დღეს, 00:59

გადაწყვეტილია: ატლეტიკომ ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის "ატლეტიკომ" ზამთრის ტრანსფერი განახორციელა.

დღეს, 00:54

კუმანი: "რომ მკითხოთ, გეტყვით, რომ მბაპეს და ნეიმარის შეძენა მსურს"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი "პსჟ"-ს სპორტული დირექტორის კომენტარს ეხმაურება.

დღეს, 00:50

გაგრამ გაძლიერება დაიწყო და 2 ფეხბურთელი დაიმატა

საქართველოს თასის მოქმედმა გამარჯვებულმა "გაგრამ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.

დღეს, 00:46

ამჟამად, ჯაბა კანკავას საფრანგეთში თამაშის უფლება არ აქვს

მოგეხსენებათ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა კარიერას "ვალენსიენსში" გააგრძელებს.

დღეს, 00:42

მანჩესტერ სიტიმ ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგო და ცხრილში გალიდერდა [VIDEO]

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ სიტი" "ასტონ ვილას" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 00:39

რეალის ფეხბურთელმა წასვლა მოითხოვა, პირველი მსურველიც გამოჩნდა

როგორც ცნობილი გახდა, "რეალის" ფეხბურთელმა მადრიდული კლუბიდან წასვლა მოითხოვა.

გუშინ, 23:15

"ვინ იტყვის უარს ნეიმარზე და მბაპეზე?", - კუმანი მესისადმი პსჟ-ს ინტერესს ეხმაურება

"ბარსელონას" მწვრთნელი, რონალდ კუმანი ლიონელ მესისადმი "პსჟ"-ს ინტერესს გამოეხმაურა.

გუშინ, 23:06

რეალის ექს-ფორვარდი გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც კრიპტოვალუტით იყიდეს

"რეალის" ყოფილი ფეხბურთელი, დავიდ ბარალი სეგუნდა დივიზიონი B-ს ბინადარ კლუბში გადავიდა.

გუშინ, 22:53

პსჟ-ს გამო, ბარსელონას შესაძლოა დიდი ხნის ნანატრი ტრანსფერი ჩაეშალოს

"მანჩესტერ სიტის" მცველმა, ერიკ გარსიამ კარიერა შეიძლება საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

გუშინ, 22:44

ოფიციალურად: ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ახალი თარიღი ცნობილია

კატალონიის "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ახალი თარიღი ცნობილი გახდა.

გუშინ, 22:35

რიბერი: "არ არის გამორიცხული, ბუნდესლიგაში დავბრუნდე"

"ფიორენტინას" ნახევარმცველმა, ფრანკ რიბერიმ აღნიშნა, რომ შეიძლება გერმანიაში დაბრუნდეს.

გუშინ, 22:29

კუმანი: "იმედი მაქვს, მესის დისკვალიფიკაციის ვადა შემცირდება"

"ბარსელონას" თავკაცმა, რონალდ კუმანმა ლიონელ მესის დისკვალიფიკაციაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:23

"სამწუხაროა", - არტეტა არსენალიდან ოზილის წასვლას გამოეხმაურა

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა მესუთ ოზილის "ფენერბაჰჩეში" გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:11
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10