» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ზუსტად 11 წლის წინ ამ დღეს - ოვრებომ ჩელსის ლიგის ფინალი მოპარა?


ზუსტად 11 წლის წინ ამ დღეს - ოვრებომ ჩელსის ლიგის ფინალი მოპარა?

2009 წლის 6 მაისს, „სტემფორდ ბრიჯზე“ „ჩელსის“ და „ბარსელონას“ საპასუხო ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.

2008/09-წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული პეპ გვარდიოლას ფენომენალური „ბარსელონა“ გახდა, რომელმაც, ექსპერტთა სათანადო დაფასება მხოლოდ წლების შემდეგ მოიპოვა. დღეს, გვარდიოლას იმ გუნდს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოს უწოდებენ. ესპანელმა სპეციალისტმა, ჩემპიონთა ლიგასთან ერთად, უამრავი შიდა და საერთაშორისო ტურნირი მოიგო, თანაც პროფესიონალური სამწვრთნელო კარიერის პირველივე წელს. თუმცა, ასეთი ფენომენალური დებიუტი, შესაძლოა, არც შემდგარიყო.

„ბარსამ“ ნახევარფინალამდე თითქმის უპრობლემოდ მიაღწია. ჯგუფურ ეტაპზე გვარდიოლას გუნდმა 12 ქულა მოიპოვა და უკან ლისაბონის „სპორტინგი“, დონეცკის „შახტარი“ და „ბაზელი“ მოიტოვა. მერვედფინალში, ორი მატჩის ჯამში დამარცხებული იყო „ლიონი“ – 6:2, მეოთხედფინალში კი, „ბარსამ“ „ბაიერნს“ ყველაფერი პირველივე მატჩში მოუმთავრა (4:0, 1:1).

„ჩელსი“ კი, ჯგუფიდან მეორე ადგილიდან გავიდა და მეტიც, შემდეგ ეტაპზე ასპარეზობა ჯგუფური ეტაპის მხოლოდ ბოლო ტურში გაინაღდა. ლონდონელთა მეტოქეები „რომა“, „ბორდო“ და „კლუჟი“ იყვნენ. მერვედფინალში, „ლურჯებმა“ „იუვენტუსს“ დაძაბულ ბრძოლაში 3:2 სძლიეს, მეოთხედფინალშო მათი მეტოქე „ლივერპული“ იყო, რომელიც გუს ჰიდინკის გუნდმა „ენფილდზე“ 3:1 დაამარცხა, „სტემფორდ ბრიჯზე“ კი ნამდვილი თრილერი ვიხილეთ - 4:4. ასე მივიდა ნახევარფინალამდე „ჩელსი“.

ნახევარფინალური დაპირისპირების პირველი მატჩი „კამპ ნოუმ“ მიიღო. მიუხედავად „ბლაუგრანას“ სათამაშო უპირატესობისა, „ჩელსიმ“ კარის მშრალად შენახვა მაინც მოახერხა - 0:0. საპასუხო მატჩში კი მოხდა ის, რაც ნორვეგიელ არბიტრს, ტომ-ჰანინგ ოვრებოს, ცხოვრების ბოლომდე ემახსოვრება.

ზუსტად 11 წლის წინ ამ დღეს - ოვრებომ ჩელსის ლიგის ფინალი მოპარა?

მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონა“, გარკვეული სტატისტიკური მონაცემებით, „სტემფორდ ბრიჯზე“ აღემატებოდა მასპინძლებს, ხოსეპ გვარდიოლას შეგირდების შეტევითი პოტენციალი „ჩელსის“ ფონზე ძალიან, ძალიან ფერმკრთალი იყო. „პენსიონერებმა“ პირველივე წუთიდან გაგვაკვირვეს თავისი თამაშით, ბრძოლაში შესვლას არ უშინდებოდნენ და ზოგჯერ, თავს მატჩის გაკონტროლების უფლებასაც აძლევდნენ. ასეთი მიდგომა გუნდს უკვე მეცხრე წუთზე დაუფასდა, როცა მაიკლ ესიენმა ულამაზესი გოლით ვიქტორ ვალდესის კარი აიღო და ლაივ-რეჟიმში, თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა.

ბუნებრივია, „ბარსა“ თამაშის მსვლელობის შეცვლას ცდილობდა, მაგრამ იმ დღეს, მოედნის ნამდვილი მასპინძელი ლონდონური კლუბი იყო, კატალონიელებს კი ქმედებებში ეფექტურობა აკლდათ და არც დაკსვნით ფაზაში ვარგოდნენ: 10 კარში დარტყმიდან, ჩარჩოში მხოლოდ ერთი მოხვდა...

თუმცა, ყველას იმ დღიდან „ბარსელონას“ სუსტი თამაში კი არა, მატჩის არბიტრი, ტომ ჰენინგ ოვრებო ახსენდება. უფრო სწორად, მისი შეცდომები. უკვე 1:0-ს დროს, დიდიე დროგბა 26-ე წუთზე ერიკ აბიდალმა წესების დარღვევით შეაჩერა, როცა ივუარიელი ერთი-ერთზე გადიოდა. ამ ეპიზოდში რეფერიმ აშკარა პენალტი ვერ დაინახა. 55-ე წუთზე, საჯარიმოში დროგბა შერბოდა და იაია ტურემ წააქცია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დროგბას მოთხოვნის მიუხედავად, იმ ეპიზოდში ჯარიმა უნდა დანიშნულიყო, რამეთუ ქმედება ზუსტად ხაზზე ხდებოდა. მაგრამ, ოვრებოს თამაშის წესების დარღვევაც კი არ დაუნახავს.

ზუსტად 11 წლის წინ ამ დღეს - ოვრებომ ჩელსის ლიგის ფინალი მოპარა?

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ოვრებო საპირისპირო მიმართულებითაც ცდებოდა, როცა 66-ე წუთზე, მოედნიდან ერიკ აბიდალი გააძევა, იმის გამო, რომ...ნიკოლა ანელკა თავისივე ფეხებში აიბლანდა. 82-ე წუთზე იგივე ანელკამ საჯარიმოში შეირბინა და ბურთი ხელში ჟერარ პიკეს მოარტყა. ბურთმა აშკარად შეიცვალა მიმართულება და არც ესპანელ მცველს ჰქონია ბურთი ბუნებრივ პოზიციაში. მაგრამ, ოვრებომ კვლავ აშკარა პენალტი ვერ დაინახა. არადა, ზემოთჩამოთვლილი გადაწყვეტილებებიდან, ერთი მაინც რომ მიეღო მსაჯს, „ჩელსი“ ფინალის საგზურს პრაქტიკულად 100%-ით გაინაღდებდა, სადაც, ბედის ირონიით, ზედიზედ მეორედ უნდა შეხვედროდა „მანჩესტერ იუნაიტედს“.

მაგრამ, 93-ე წუთზე, „ბარსელონამ“ განახორციელა შეტევა, რომელიც სწორედ იმ ერთი ზუსტი დარტყმით დასრულდა. ანდრეს ინიესტამ უზუსტესი დარტყმით ბურთი შორეულ ცხრიანში გაუშვა და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა. „ჩელსის“ იმედგაცრუებას საზღვარი არ ჰქონდა. მაგრამ, ამით ყველაფერი არ დასრულებულა. როცა გუს ჰიდინკის გუნდმა თავისთვის სამართლიანი შედეგის ორგანიზება სცადა, დარჩენილ წუთებში „ბარსას“ კარს უბრალოდ თავს დაესხა.

ზუსტად 11 წლის წინ ამ დღეს - ოვრებომ ჩელსის ლიგის ფინალი მოპარა?

96-ე წუთზე, ამოტანილი ბურთი პირდაპირ მიხაელ ბალაკს მიუვიდა, რომელმაც კარში დაარტყა და ბურთი სამუელ ეტო’ოს ხვდება, მხარზე, თუ ხელზე? ძალიან საკამათო ეპიზოდია, რომელშიც პენალტი უფრო არ იყო, ვიდრე იყო. მაგრამ, იმ გაუგებრობების და სიგიჟეების ფონზე, რაცა ოვრებო მთელი საათნახევრის მანძილზე აკეთებდა, ეს მომენტი „ჩელსის“ ფეხბურთელებისთვის და მწვრთნელებისთვის ბოლო წვეთად იქცა.

რამდენიმე წუთში საფინალო სასტვენი გაისმა და გადამწყვეტ შეხვედრაში „ბარსელონა“ გავიდა, სადაც თითქმის უპრობლემოდ სძლია „მანჩესტერ იუნაიტედს“. ტომ-ჰენინგ ოვრებოს კი ლონდონში ნამდვილი გაგლეჯვა ემუქრებოდა. იმ ღამეს, მისი მისამართით „მოპარული ფინალის“ ბრალდებით უამრავი მუქარა გაისმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

აგენტი: "რეალი უნდა კოცნიდეს იმ ადგილებს, სადაც ბეილი დადიოდა"

მადრიდის "რეალის" აწ უკვე ყოფილი შემტევის გარეთ ბეილის აგენტი საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 01:26

დავიდ მოიესს და 2 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდათ

კორონავირუსის პანდემია "ვესტ ჰემშიც" გავრცელდა. დადასტურდა, რომ კორონავირუსი გუნდში 3 ადამიანს აქვს.

დღეს, 01:23

დე ბრუინმა ლივერპულთან პრემიერ ლიგის მოგების შანსები შეაფასა

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა "ლივერპულთან" პრემიერ ლიგის მოგების შანსები შეაფასა.

დღეს, 01:16

ოფიციალურად: მორატა იუვენტუსის ფეხბურთელია

რამდენიმე წუთის წინ, ტურინის "იუვენტუსმა" ალვარო მორატა მათ ფეხბურთელად ოფიციალურად გამოაცხადა.

დღეს, 01:13

გიორგი ჩაკვეტაძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა!

ევროპა ლიგის მატჩში გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.

დღეს, 01:08

ნინუას პაოკი ჩემპიონთა ლიგაზე დამარცხდა - წინ მეორე მატჩია

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს "კრასნოდარი" და "პაოკი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 01:06

რეალის, სიტის და ჩელსის ფეხბურთელები - გრანადას შემადგენლობის გაცნობა ლოკოსთან მატჩის წინ

„გრანადა“ – „ლოკომოტივის“ მატჩის წინ, გადავხედოთ ჩვენი მეტოქის შემადგენლობას.

გუშინ, 23:00

"მირჩევნია სეზონში 5 გოლი გავიტანო და 5 ასისტი გავაკეთო, მაგრამ ჩემპიონატი მოვიგო", - დე ბრუინი

"სიტის" ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა "ვულვერჰემპტონის" (3:1) დამარცხების შემდეგ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:58

TOP 20 – რომელმა კლუბმა რამდენი გამოიმუშავა 2019/20 წლების სეზონში?

2019/20 წლების სეზონის ყველაზე მაღალშემოსავლიანი კლუბი კატალონიის "ბარსელონა" გახდა, ისტორიაში პირველად.

გუშინ, 22:51

ახალი დეტალები: ლუის სუარესის ატლეტიკოში ტრანსფერი ჩაშლის პირასაა

"ბარსელონას" თავდამსხმელ ლუის სუარესის "ატლეტიკოში" შესაძლო ტრანსფერის ახალი დეტალები გაირკვა.

გუშინ, 22:38

ტიაგო სილვა: "ასაკი მხოლოდ ციფრებია, პრემიერ ლიგაში არსებულ სისწრაფეზე არ ვღელავ"

"ჩელსისა" და ბრაზილიის ნაკრების 36 წლის მცველმა, ტიაგო სილვამ აღნიშნა, რომ პრემიერ ლიგის სისწრაფისთვის მზადაა.

გუშინ, 22:28

შეთანხმება მიღწეულია, ბარსელონა მარჯვენა მცველს იმატებს

კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობა უახლოეს პერიოდში საკმაოდ საინტერესო ტრანსფერს დაადასტურებს.

გუშინ, 22:17

"ჩვენი დუეტის რობენის და რიბერის დუეტთან შედარება ნაადრევია", - სანე

"ბაიერნის" შემტევმა ნახევარმცველმა, ლეროი სანემ არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის დუეტთან შედარებაზე ისაუბრა.

გუშინ, 20:19

ყველაფერი გადაწყდა: დემბელემ ლივერპულს პასუხი შეუთვალა

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონას" ფორვარდ უსმან დემბელეთი "ლივერპული" ინტერესდება.

გუშინ, 20:03

"როცა გუნდი საუკეთესო ფორმაში არ არის, მესი იკარგება", - არგენტინის ნაკრების ლეგენდა

არგენტინის ნაკრების ექს-თავდამსხმელმა, კლაუდიო კანიჯამ "ბარსელონას" ფორვარდ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

გუშინ, 19:59

არანაირი ბარსელონა - ბაიერნში ტრანსფერი ახლოვდება, პირობები ცნობილია

"აიაქსის" მცველი, სერჯინო დესტი "ბაიერნს" უახლოვდება, რომელიც მზადა ფეხბურთელში მოთხოვნილი თანხა გადაიხადოს.

გუშინ, 19:52

GOAL.COM: დანი ალვეში ევროპაში დაბრუნებას გეგმავს

არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში "სან პაულუს" მცველი, დანი ალვეში ევროპაში დაბრუნდეს.

გუშინ, 19:46

ტოტენჰემში გადაწყვეტილება მიიღეს: დელე ალის მომავალი გარკვეულია

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ტოტენჰემის" ნახევარმცველ დელე ალით ევროპული გრანდები ინტერესდებიან.

გუშინ, 19:38

ისტორიული შედეგი! რომელ ადგილზე დაასრულა გრანადამ ლა ლიგა წინა სეზონში?

24 სექტემბერს, თბილისის „ლოკომოტივს“ საკმაოდ რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

გუშინ, 19:05

რეალის ფეხბურთელების სამაგალითო საქციელი

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელების სამაგალითო საქციელი.

გუშინ, 17:27

რის გაკეთებას აპირებს სუარესი, თუ მისი ტრანსფერი ატლეტიკოში ჩაიშლება?

ურუგვაელმა თავდამსხმელმა „ბარსელონას“ დატოვება მტკიცედ გადაწყვიტა.

გუშინ, 17:00

ბართომეუმ სუარესის ტრანსფერი ატლეტიკოში შეაჩერა - AS

„ბარსელონას“ ფორვარდის, ლუის სუარესის ტრანსფერი „ატლეტიკოში“, შეფერხდა.

გუშინ, 16:42

ქართულ-ესპანური დაპირისპირებები: თანაბარი ბრძოლა ბილბაოსთან, 22-წლის წინ [VIDEO]

1998 წლის აგვისტო - ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდი, რომელშიც თბილისის "დინამო" ბილბაოს "ატლეტიკს"

გუშინ, 16:40

33 წლის იტალიელი მსაჯი, თავის მეგობარ გოგონასთან ერთად, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს

სერია B-ს არბიტრი, დანიელე დე სანტისი, თავის მეგობარ გოგონასთან ერთად, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.

გუშინ, 16:31

"ტიაგოს და ბეილის ტრანსფერები, ჩემპიონსა და ლუზერებს შორის განსხვავებაა", - ლივერპულის ექს-ფეხბურთელი

„ლივერპულის“ ექს-ფეხბურთელმა, სტენ კოლიმორმა, გარეტ ბეილის „ტოტენჰემში“ და ტიაგო ალკანტარას „ლივერპულში“ ტრანსფერები შეაფასა.

გუშინ, 16:25

ცნობილია ხელფასი, რომელსაც მორატა იუვენტუსში მიიღებს

„ატლეტიკოს“ თავდამსხმელი, ალვარო მორატა, სულ მალე „იუვენტუსის“ მოთამაშე გახდება.

გუშინ, 16:13

ქართულ-ესპანური დაპირისპირებები - 4:2 რეალთან, ყიფიანის ტრავმა, შენგელიას დუბლი [VIDEO]

1981 წლის სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის თასის ოთხთა ტურნირზე იგეგმებოდა საფეხბურთო სპექტაკლი, რომელშიც მონაწილეობა

გუშინ, 16:13

ნეიმარს შესაძლოა წლის ბოლომდე დისკვალიფიკაცია მიუსაჯონ!

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს, ნეიმარს, „მარსელის“ მცველ ალვარო გონსალესთან ერთად, სერიოზული სასჯელი ემუქრებათ.

გუშინ, 16:10

ვეინალდუმმა ლივერპულის შემოთავაზება უარით გაისტუმრა - ჰოლანდიელს წასვლა სურს?

„ლივერპულის“ ნახევარმცველი, ჯორჯინიო ვეინალდუმი, გუნდს ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება.

გუშინ, 16:01
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10