» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

დეჟავუ? ყველას მიერ დავიწყებული ისტორია 1947 წლიდან, როცა სეზონი ასევე გაუქმების პირას იყო


დეჟავუ? ყველას მიერ დავიწყებული ისტორია 1947 წლიდან, როცა სეზონი ასევე გაუქმების პირას იყო

დაახლოებით 73 წლის წინ, ფეხბურთის ლიგა შეიკრიბა, რათა სერიოზული პრობლემა განეხილა, რომელიც მთელ სეზონს აყენებდა ეჭვქვეშ.

„ლიგას სთხოვენ, შეწყვიტოს ამ სეზონის გათამაშება, რაც დივიზიონების სათავეში მყოფი გუნდებისთვის დიდი დარტყმა იქნებოდა. მეორე გამოსავალი, ტურნირის ზაფხულში ჩამთავრებაა (რაც, ალბათ, იდეალური გამოსავალია), ან მატჩები დახურულ კარს მიღმა ჩატარდეს.“ - წერდა The Guardian.

გარემოებები ძალიან განსხვავდება, მაგრამ სპორტული ხელისუფლებების წინაშე ზუსტად ის დილემა იდგა მაშინაც, როგორიც ახლა, კორონავირუსის დროს დგას.

1947 წლის 12 მარტს, ინგლისში ყველა პოპულარული სპორტის სახეობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ - ფეხბურთის, რაგბის, ჭენაობის, ძაღლების რბოლების, სპიდვეისა და ჰოკეის. სახელმწიფოს ბრიტანულ ქარხნებში პროდუქტიულობის გაზრდა სურდა, რადგან ქვეყანას, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ფეხზე წამოდგომა სჭირდებოდა. ხელისუფლებას მიაჩნდა, რომ შუა კვირაში სპორტული ღონისძიებების შეჩერება, ამ მხრივ, საუკეთესო გამოსავალი იყო (კრიკეტი დატოვეს, რადგან ის სამსახურეობრივი ასაკის მქონე ადამიანების ყურადღებას ნაკლებად ფანტავდა).

ფეხბურთისათვის, მთავარი პრობლემა ცივი ზამთარი იყო, რომელიც მარტის დასაწყისშიც კი არ შესუსტდა. მაგალითად, 10 მარტს, უშუალოდ დაწყების წინ, ჩემპიონატების ფარგლებში დაგეგმილი 44 მატჩიდან 17 გაუქმდა. 16 მარტს კი ზედიზედ მეექვსე შაბათი გათენდა, როცა მატჩების გადადება იყო საჭირო.

დეჟავუ? ყველას მიერ დავიწყებული ისტორია 1947 წლიდან, როცა სეზონი ასევე გაუქმების პირას იყო

„ბევრი საფეხბურთო მოედანი დატბორილია, ზოგი გაყინული, სხვები კი ყინულის, თოვლისა და წყლის ფენით არის დაფარული.“ - წერდა The Guardian. უმაღლეს დივიზიონში მოთამაშე „ბლექპულმა“ 34 მატჩის ჩატარება მოახერხა, „შეფილდმა“ კი - 26. ჩასამთავრებელი იყო უამრავი მატჩი, ამისთვის კი მხოლოდ რამდენიმე უიქენდი რჩებოდა.

ხელისუფლების გადაწყვეტილებსა ბევრი არ ეთანხმებოდა. „ბრიტანული პუბლიკის პროცენტი, რომელიც მატჩებს შუა კვირაში ესწრება, წარმოუდგენლად დაბალია.“ - ამტკიცებდა რაგბის ლიგის პრეზიდენტი, რომელსაც შუა კვირაში, 18:00-ს შემდეგ, მატჩების ჩატარება აეკრძალა. „ადამიანებზე ფსიქოლოგიური გავლენა შესაძლოა კატასტროფული იყოს.“ - დაამატა „ვესტ ჰემის“ პრეზიდენტმა და ძაღლების რბოლის სტადიონის დირექტორმა, უილ კირნსმა. „დარწმუნებული ვარ, რომ შუა კვირაში სპორტის აკრძალვის შედეგად გამოწვეული პროტესტი იმდენად დიდი იქნება, რომ ძალაში ვერასდროს შევა.“

მაგრამ, ხელისუფლებამ თავისი გაიტანა, სპორტს კი სხვა გზა აღარ დარჩა. მსოფლიოში ჭენაობის ორი უმსხვილესი მოვლენა, გრენდ ნეშნლი და ემსომ დერბი, მათთვის ტრადიციული პარასკევიდან შაბათზე იქნა გადატანილი. პირველი, მას შემდეგ, დღემდე შაბათობით ტარდება, დერბი კი დიდი ხნის მანძილზე ოთხშაბათზე გადმოიტანეს, შემდეგ კი კვლავ უიქენდს დაუბრუნდნენ.

„პრობლემა იმაშია, თუ რა უნდა მოვუხერხოთ დარჩენილ მატჩებს - დავრჩეთ ჩემპიონისა და გავარდნილი გუნდების გარეშე, ან ყველაფერი იმ რაოდენობის მატჩებით დავითვალოთ, რომელიც ყველას აქვს ჩატარებული და პრიზებიც დავარიგოთ.“ - წერდა The Observer. „სავარაუდოდ, სეზონის განულების შემოთავაზებას ყველაზე მეტი მხარდამჭერი ეყოლება.“

დეჟავუ? ყველას მიერ დავიწყებული ისტორია 1947 წლიდან, როცა სეზონი ასევე გაუქმების პირას იყო

მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სეზონი 14 ივნისამდე გაგრძელებულიყო, როცა, თავდაპირველად, ივნისის თვეში მხოლოდ ორი მატჩი იყო დაგეგმილი: „შეფილდის“ მატჩი „არსენალთან“ 7 რიცხვში და „სტოკთან“ ერთი კვირის შემდეგ. „დახურულ კარს მიღმა მატჩების ჩატარების შესაძლებლობა არც განხილულა. ამ შეხვედრებზე განიხილებოდა ალტერნატიული სქემები, რომლებსაც ყველამ მხარი ერთდროულად დაუჭირა.“ – The Guardian.

და ყველაფერმა გეგმიურად ჩაიარა. გადაწყვეტილების მიღების დროისთვის, „ვულვერჰემპტონი“ მეორე ადგილზე მყოფ „ლივერპულს“ 4 ქულით უსწრებდა, თუმცა „წითლებზე“ ერთი მატჩით ნაკლები ჰქონდა ჩატარებული და ოთხით ნაკლები, ვიდრე „ბლექპულს“, რომელიც ასევე მისი მადევარი იყო. „მიდლსბრო“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „სტოკ სიტიც“ არც ისე შორს იყვნენ განლაგებულნი.

მეორე უქმებზე, ლიდერები „შეფილდს“ ესტუმრნენ და წააგეს. აღდგომის შემდეგ, მათ სამ დღეში ორი მატჩი დათმეს და ერთი ღამით მეორე ადგილზე გადაინაცვლეს („ბლექპულზე“ ერთი ქულითა და 5 მატჩით ნაკლები ჰქონდათ). სხვა გუნდები კი ფორმაში შედიოდნენ. „სტოკმა“ სააღდგომო პერიოდში ოთხ დღეში სამი მატჩი ჩაატარა და ყველა მოიგო. „ლივერპულმა“ იმ შაბათს „ბლექპულთან“ წააგო, მაგრამ შემდეგ შვიდი მატჩიდან ექვსში იმარჯვა. მაისის შუა რიცხვებისთვის ლიდერი „ვულვზი“ იყო, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედს“ მხოლოდ ბურთების სხვაობით უგებდა. მხოლოდ ერთი ქულით უკან იყვნენ „ლივერპული“ და „სტოკი“, რომლებსაც სეზონის გახანგრძლივების გადაწყვეტილების შემდეგ, საერთოდ არ წაუგია.

დეჟავუ? ყველას მიერ დავიწყებული ისტორია 1947 წლიდან, როცა სეზონი ასევე გაუქმების პირას იყო

მაგრამ, „სტოკმა“ უდიდესი დანაკარგი განიცადა. 10 მაისს, დიდი ბრიტანეთი „ჰემპდენ პარკზე“ დანარჩენი ევროპის წინააღმდეგ მართავდა შეხვედრას. მატჩის წინ, დილით, „სტოკმა“ „ბლექპულში“ სტენლი მეტიუზის გაყიდვაზე თანხმობა განაცხადა - საბუთები იმ საღამოსვე, სასტუმროში გაფორმდა და „სტოკ სიტი“ უმნიშვნელოვანეს პერიოდს თავისი ლიდერის გარეშე შეხვდა.

მეტიუზსა და ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა დაიძაბა. 32 წლის ფეხბურთელი მიიჩნევდა, რომ მწვრთნელს, ბობი მაკგრორის არ სჭირდებოდა, რომელიც მის გარეშე ახალგაზრდა გუნდს აშენებდა. თუმცა, თავდაპირველი გეგმა მდგომარეობდა იმაში, რომ მეტიუზი გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩებოდა. „თავდაპირველად იმედი ჰქონდათ, რომ „სტოკი“ ჩემპიონატს მოიგებდა და ტრანსფერზე მოლაპარაკებები შემდეგ დაიწყებოდა, მაგრამ პრესამ ყველაფერი გაარკვია.“

თვის ბოლოსწინა დღეს, „ვულვზს“, „სტოკს“ და „ლივერპულს“ თითო-თითო მატჩი ჰქონდათ ჩასატარებელი. მათ შორის სხვაობა კი ერთი ქულა იყო. მეორე ადგილზე „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყო ბურთების უარესი სხვაობის გამო, მაგრამ მას ყველა თავისი მატჩი უკვე ჩატარებული ჰქონდა და ჩემპიონობაზე პრეტენზიას ვეღარ აცხადებდა. „მგლებმა“ იცოდნენ, რომ „ლივერპულთან“ გამარჯვება მათ ტიტულს მოუტანდა, მაგრამ ნებისმიერი სხვა შედეგი, საჩემპიონო საკითხს გახსნილს ტოვებდა. „სტოკს“ კი ლოდინი უწევდა, რამეთუ მისი ბოლო მატჩი ორ კვირაში უნდა ჩატარებულიყო. შესვენებისთვის, „ლივერპული“ 2:0-ს იგებდა და გამარჯვება შეიმაგრა (2:1). „ვულვერჰემპტონი“, რომელიც შობას 4 ქულით ლიდერობდა და პირველი ადგილი მხოლოდ მცირე დროით დაკარგა, ბრძოლას ბოლო ტურში გამოეთიშა. „სტოკს“ კი, ისტორიაში თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის მოსამზადებლად, ორი კვირა ჰქონდა.

დეჟავუ? ყველას მიერ დავიწყებული ისტორია 1947 წლიდან, როცა სეზონი ასევე გაუქმების პირას იყო

თამაშამდე ორი დღით ადრე, „სტოკის“ ფეხბურთელები ბაქსტონში, ჭის გალამაზების ყოველწლიურ ფესტივალზე დასასწრებად გაემგზავრნენ. მათ დრო შესანიშნავად გაატარეს, ბოულინგი, ჩოგბურთი და სხვა რაღაცები ითამაშეს.“ - იტყობინებოდა Staffordshire Sentinel. „გულშემატკივრებს შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ბიჭები ამ უმნიშვნელოვანესი მატჩის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ.“ - ამტკიცებდა „სტოკის“ კაპიტანი ჯოკ კირტონი, გართობებს შორის მცირე შესვენების დროს.

„სტოკ სიტი“ მატჩს სრული მზადყოფნით ხვდებოდა, „შეფილდ იუნაიტედს“ კი სამი ლიდერი არ ჰყავდა - მეტიც, გუნდს, სეზონში პირველად მოედანზე თავისი 38 წლის კაპიტნის, ჯეკ პიკერინგის გაყვანა მოუწია, რომელმაც გადამწყვეტ გოლში მიიღო მონაწილეობა, „შეფილდმა“ 2:1 მოიგო, „სტოკმა“ კი, ჩემპიონობის მაგივრად, სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა, რაც ამ გუნდის ისტორიაში დღემდე საუკეთესო შედეგად მოიაზრება.

ამ თამაშის ბურთი გაიგზავნა მერსისაიდში და გადაეცა „ლივერპულის“ ჰოსპიტალიზირებულ პრეზიდენტს, უილიამ მაკონელს. ინგლისის ყველაზე ხანგრძლივი სეზონი დასრულდა იმ გუნდის გამარჯვებით, რომელმაც სატურნირო ცხრილს სათავეში პირველად, ბოლო ტურში საფინალო სასტვენის შემდეგ ჩაუდგა. 70 დღის შემდეგ კი, დაიწყო ახალი სეზონი, რომლებშიც შუა კვირას გასამართი მატჩები დააბრუნეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ზამორანო: "ბარსელონას ლაუტაროს ყიდვის ფული არ აქვს"

მილანის "ინტერის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ივან ზამორანომ ლაუტარო მარტინესის შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:20

"არსენალი განადგურების პირას იყო, ფული არაფერ შუაშია",- კოული ჩელსიში ტრანსფერის შესახებ

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მარცხენა მცველმა, ეშლი კოულმა ლონდონის "არსენალიდან" მეზობელ "ჩელსიში" ტრანსფერი გაიხსენა:

დღეს, 10:07

მაინცის ტვიტერი კლოპს: "გთხოვ, მოგვაშორე ის"

"მაინცის" ოფიციალურმა ტვიტერმა ირონიული ფორმით მიმართა თავის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს:

დღეს, 09:56

ინტერი დათმობაზე მიდის, იკარდის ტრანსფერი ახლოვდება

ნიკოლა სკირას ტვიტერის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი საბოლოოდ გაირკვა.

დღეს, 09:38

იგალო მანჩესტერს ტოვებს

Daily Mail-ის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ოდიონ იგალო უახლოეს პერიოდში ჩინეთში დაბრუნდება.

დღეს, 09:26

VIDEO: ზუსტად 15 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგა

ზუსტად 15 წლის წინ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგა.

დღეს, 04:26

რომელი მატჩით განახლდება ლა ლიგა? - პრეზიდენტი კომენტარს აკეთებს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლა ლიგის განახლება 8 ივნისიდან უკვე შესაძლებელი იქნება.

დღეს, 04:21

გიგსმა ერთმანეთს ვან გაალი და ფერგიუსონი შეადარა

ლეგენდარული ფეხბურთელი რაიან გიგსი ერთმანეთს სერ ალექს ფერგიუსონს და ლუი ვან გაალს ადარებს.

დღეს, 04:18

შვაინშტაიგერი გიოტცეს მომავალზე საუბრობს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მარიო გიოტცე "დორტმუნდს" დატოვებს.

დღეს, 04:14

ინძაგი ჩემპიონატის განახლებას ეხმაურება

თითქმის გადაწყვეტილია, რომ იტალიის ჩემპიონატის განახლებას ივნისის თვეში უნდა ველოდოთ.

დღეს, 04:11

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ხოჭოლავამ შახტარში ითამაშა

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ "შახტარში" ითამაშა.

დღეს, 04:08

რამდენი მილიონი აქვს გამომუშავებული ბასილაშვილს თავის კარიერაში?

გასაკვირი არაა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის სკანდალური ინფორმაცია უცხოურმა გავლენიანმა გამოცემებმა გაავრცელეს.

დღეს, 03:51

ბასილაშვილის მამა: "მან სასამართლოში ყალბი ვიდეოები წარადგინა"

ნიკოლოზ ბასილაშვილი მამა ნოდარ ბასილაშვილი "პრაიმთაიმთან" ინტერვიუში საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 03:47

შოთა არველაძე ბასილაშვილზე: "მხარდაჭერას ვუცხადებ"

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო დატრიალებულ ამბებს ეხმაურება.

დღეს, 03:25

ვერნერმა თავისი პირადი რეკორდი გააუმჯობესა

როგორც მოგეხსენებათ, "მაინცთან" შეხვედრაში "ლაიპციგის" თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა ჰეტ-ტრიკი გაიფორმა.

დღეს, 00:50

"ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, რადგან კლატენბურგი ხელს ვეღარ შეგვიშლის", - მადრიდის მერი

მადრიდის მერმა და "ატლეტიკოს" მხურვალე გულშემატკივარმა, ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდამ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 00:37

რა თანხას მიიღებენ რეალის მოთამაშეები ჯილდოს სახით ორი ტიტულის მოგების შემთხვევაში?

Marca-ს თანახმად, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგების შემთხვევაში სასიამოვნო ბონუსი ელოდებათ.

გუშინ, 23:59

"ფირმინოს ის ვერ ამოაგდებს", - ჰარგრივზი ლივერპულის პოტენციური ახალწვეულის შესახებ

ყოფილმა ინგლისელმა საყრდენმა ნახევარმცველმა, ოუენ ჰარგრივზმა ისაუბრა "ლივერპულის" პოტენციური შენაძენის,

გუშინ, 23:46

ლივერპული-ატლეტიკოს საპასუხო მატჩმა 41 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

Sunday Times-მა გამოიკვლია, თუ რა გავლენა მოახდინა "ლივერპულისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შეხვედრამ კორონავირუსის გავრცელებაზე.

გუშინ, 23:32

ბეკენბაუერი: "ბუნდესლიგა აღარ უნდა შეწყდეს"

მიუნხენის "ბაიერნის" ცოცხალმა ლეგენდამ, ფრანც ბეკენბაუერმა ბუნდესლიგის განახლების შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:15

"ის ბოლომდე ჩემი ერთადერთი შვილის დედად დარჩება" - ბასილაშვილი პირველ განცხადებას აკეთებს

დღევანდელ სკანდალთან დაკავშირებით, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს.

გუშინ, 22:56

"ჩელსის გასახდელში მე და აზარმა რეალში თამაშზე ვისაუბრეთ", - კურტუა

მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა, ტიბო კურტუამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:45

"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბარსელონაში გადადის", - ლაუტაროს ექს-კლუბის პრეზიდენტი

არგენტინული "რასინგის" პრეზიდენტის აზრით, ლაუტარო მარტინესი "ბარსელონაში" გადავა.

გუშინ, 22:36

"ფული ყოველთვის პირველ ადგილზე არ არის", - ინტერის ექს-დირექტორი მესის არშემდგარ ტრანსფერზე

"ინტერის" ყოფილმა ტექნიკურმა დირექტორმა, მარკო ბრანკამ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

გუშინ, 21:45

ბარსელონას ფეხბურთელი, რომლის ლაუტაროს ტრანსფერში ჩართვაზეც ინტერი თანახმაა

მოგეხსენებათ, "ბარსელონას" "ინტერის" თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის დამატება უნდა.

გუშინ, 21:35

მოურინიო: "მხოლოდ მოგების შემდეგ ვტირი, პირველად ეს 2009 წელს მოხდა"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:30

ლაუტარომ ინტერი უარით გაისტუმრა, ბარსელონაში ტრანსფერი ახლოვდება

"ინტერის" თავდამსხმელი, ლაუტარო მარტინესი მილანური კლუბიდან წასვლასთან ახლოსაა.

გუშინ, 20:49

იუვენტუსი მზადაა იგუაინი გაყიდოს და ფასიც დაადო

"იუვენტუსი" მზადაა ზაფხულში თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი გაყიდოს, წერენ იტალიურ პრესაში.

გუშინ, 20:42

ბოატენგი: "რონალდუ კერძო თვითმფრინავებს გვაჩვენებს და ქველმოქმედებაზე მილიონებს ხარჯავს"

"ბაიერნის" მცველმა, ჯერომ ბოატენგმა ბევრი პროფესიონალი ფეხბურთელის მდიდრულ ცხოვრებაზე ისაუბრა.

გუშინ, 20:29

ბალაკი: "ვან დეიკს გაუმართლა, რომ პრემიერ ლიგაში ეს ფორვარდები აღარ თამაშობენ"

"ჩელსის" ექს-ნახევარმცველმა, მიხაელ ბალაკმა "ლივერპულის" მცველ ვირჯილ ვან დეიკზე ისაუბრა.

გუშინ, 20:12
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10