» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

სტამბულის ფინალზე, კაკაზე, შევჩენკოზე და თავის კუმირზე - საფეხბურთო საუბარი კალაძესთან


სტამბულის ფინალზე, კაკაზე, შევჩენკოზე და თავის კუმირზე - საფეხბურთო საუბარი კალაძესთან

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძე ინსტაგრამ გვერდზე იტალიელ ჟურნალისტთან კარლო პელეგატისთან ერთად პირდაპირ ეთერში იყო და სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ კალაძემ კარიერის საუკეთესო წლები "მილანში" გაატარა, სადაც 9 წელი დაჰყო და 2 ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიგო.

როგორ დაიწყო შენი მილანური კარიერა?

"მაშინ "დინამო კიევში" ვთამაშობდი, ამხანაგური მატჩი "მილანთან" ჩავატარეთ და სან სიროზე თამაშს უამრავი გულშემატკივარი ესწრებოდა. გოლი გავიტანე და გახარებული ვიყავი. გალიანი და ბრაიდა აქტიურად მაკვირდებოდნენ. იმ პერიოდში, "დინამო კიევი" ბრწყინვალე ფორმაში იყო. 1997/98 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც გავედით, თუმცა "ბაიერნთან" დავმარცხდით.

მილანთან მატჩის შემდეგ, ამ კლუბის ხელმძღვანელები მე და შევჩენკოს სულ გვაკვირდებოდნენ, 2 წლის შემდეგ კი სან სიროზე აღმოვჩნდი."

სტამბულის ფინალზე, კაკაზე, შევჩენკოზე და თავის კუმირზე - საფეხბურთო საუბარი კალაძესთან

ვარჯიში ლობანოვსკის გუნდში

"18 წლის ვიყავი, როცა ლობანოვსკის "დინამო კიევში" ჩავირიცხე. თავიდან, ვარჯიში მიჭირდა, რადგან არ შემეძლო გამეკეთებინა ის, რასაც მწვრთნელი ითხოვდა. კარგად მახსოვს, შეკრებაზე გერმანიაში ვიყავით, ზამთარი და სიცივე იყო, მათ კი დილის 7 საათზე გამაღვიძეს, რომ მევარჯიშა, შემდეგ ვისადილეთ და ისევ ვარჯიში განვაახლეთ. როგორც გითხარით, თავიდან მიჭირდა, მაგრამ როცა ამ ყველაფერს შევეჩვიე, პრობლემა აღარ მქონდა. როცა ახალგაზრდა ხარ და ასეთ რთულ გამოწვევებთან გიწევს გამკლავება, ყველაზე მთავარია მენტალურად იყო მზად."

სტამბულის ფინალზე, კაკაზე, შევჩენკოზე და თავის კუმირზე - საფეხბურთო საუბარი კალაძესთან

მილანი და ტიტულები

"მილანში დაუვიწყარი წლები გავატარე. გუნდთან ერთად აბსოლუტურად ყველაფერი მოვიგე - როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტიტულები. როცა "მილანში" ჩავირიცხე, თავიდან ნახევარმცველად ვთამაშობდი და რამდენიმე გოლიც გავიტანე, თუმცა ჩემთვის ყველაზე კომფორტული პოზიცია მაინც ცენტრალური დაცვა იყო, სადაც კარიერის ბოლო წლებში ვთამაშობდი."

როგორ გაიხსენებდით ანჩელოტის "მილანში" გატარებულ პერიოდს?

"გალიანისთან და ბერლუსკონისთან ერთად, ანჩელოტიმ შექმნა გუნდი, რომელიც მხოლოდ გამარჯვებაზე იყო ორიენტირებული. გუნდში საჭირო, მაღალი დონის ფეხბურთელები შეკრიბა და შედეგსაც მიაღწია. ჩვენ ყველას ერთი იდეა გვაერთიანებდა - მოგვეგო და ყველა მატჩიდან განვითარებისთვის საჭირო დასკვნები გამოგვეტანა. რაც არ უნდა ყოფილიყო, არასდროს ვნებდებოდით. პირადად მე კი სულ ვცდილობდი, "მილანისთვის" საუკეთესო გამეღო და გამეკეთებინა ის, რასაც მწვრთნელი მავალებდა."

სტამბულის ფინალზე, კაკაზე, შევჩენკოზე და თავის კუმირზე - საფეხბურთო საუბარი კალაძესთან

კალაძე მილანის ლეგენდებზე საუბრობს

"მალდინი ჩემი კუმირი იყო და ოთახში მისი სურათები მქონდა ჩამოკიდული. ის ჩემპიონი იყო როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა. იგივეს ვიტყოდი ნესტაზეც. ზოგადად, მაშინდელ გუნდში ყველანი ჩემპიონები ვიყავით. მალდინი არამხოლოდ მილანის, არამედ მსოფლიო ფეხბურთის სახეა რომელსაც დიდებული კარიერა ჰქონდა."

სტამბულის ფინალზე, კაკაზე, შევჩენკოზე და თავის კუმირზე - საფეხბურთო საუბარი კალაძესთან

"ინძაგი იყო ფეხბურთელი, რომელსაც გოლის გატანა ნებისმიერ დროს შეეძლო. კაკა კი მაგიური მოთამაშე იყო და რასაც ის ბურთთან ერთად აკეთებდა, წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა."

სტამბულის ფინალზე, კაკაზე, შევჩენკოზე და თავის კუმირზე - საფეხბურთო საუბარი კალაძესთან

როგორ გაიხსენებდი შენს მიერ გატანილ გოლებს მილანში?

"როგორც უკვე გითხარით, თავიდან ნახევარდაცვაში ვთამაშობდი და 4-5 გოლი გავიტანე. შემდეგი სეზონი კი ჩვენთვის წარმატებული იყო. "ინტერი" 6:0 გავანადგურეთ, სადაც დერბიში პირველად ვითამაშე, გოლი გავიტანე და შევჩენკოს საგოლე გადაცემა გავუკეთე. შემდეგ იყო კოპა იტალიაზე "კიევოსთან" მატჩი. ეს შეხვედრა რუი კოშტამ საოცრად ითამაშა. ამ მატჩში ლამაზი გოლი გავიტანე. "

ჩემპიონთა ლიგის 2-ჯერ მოგება და წაგებული ფინალი

"პენალტების შემსრულებელი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა თავდაჯერებულობას საკუთარ თავში ვერავინ პოულობდა, მე კი მივედი, დავარტყი, მაგრამ გავაფუჭე. კარგად მახსოვს, შევჩენკოს თვალები ამ მომენტში. მე და შევჩენკო ვერასდროს წარმოვიდგენდით, თუ ოდესმე ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებდით და ამ ტურნირს მოვიგებდით. საოცარი გრძნობაა, რომლის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია."

სტამბულის ფინალზე, კაკაზე, შევჩენკოზე და თავის კუმირზე - საფეხბურთო საუბარი კალაძესთან

"2005 წელს, სტამბულში ფინალი დასანანად წავაგეთ. პირველი ტაიმი "ლივერპულს" 3:0 მოვუგეთ და ყველაფერი გადაწყვეტილი გვეგონა, თუმცა ეს ფეხბურთია. ის ჭორი, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებას პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში ვზეიმობდით, ტყუილია. პირიქით, ანჩელოტიმ გვითხრა, რომ მეორე ტაიმში უკეთ უნდა გვეთამაშა. ეს ფინალი წავაგეთ, სამაგიეროდ, 2 წლის შემდეგ თასი კიდევ ერთხელ ავწიე."

სტამბულის ფინალზე, კაკაზე, შევჩენკოზე და თავის კუმირზე - საფეხბურთო საუბარი კალაძესთან

ამჟამინდელი მილანი

"მილანის გულშემატკივრების მსგავსად, იმ სიტუაციაში, რაშიც ახლა ეს კლუბია, მეც არ მომწონს, თუმცა ვიცი, რომ მფლობელს დიდი გეგმები აქვს. იმედია, "მილანი" დიდ ასპარეზზე კიდევ ერთხელ გაიბრწყინებს."

სტამბულის ფინალზე, კაკაზე, შევჩენკოზე და თავის კუმირზე - საფეხბურთო საუბარი კალაძესთან

როგორი მდგომარეობაა საქართველოში კორონავირუსის კუთხით?

"იტალიისგან განსხვავებით, საქართველოში ყველაფერი მალე ჩავკეტეთ და დროული ზომები მივიღეთ. დაახლოებით, 360 (უკვე 600-ზე მეტი) ინფიცირებულია. სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, კარგი მდგომარეობაა. სულ სახლში დარჩენა რთულია, თუმცა მოსახლეობა წესებს მაინც პატივს სცემს და ითვალისწინებს. თბილისის მერის პოსტზე ჩემი საფეხბურთო კარიერა ძალიან მეხმარება. მაგალითად იმაში, რომ ფეხბურთის მსგავსად, პოლიტიკაშიც არასდროს უნდა დანებდე, თუმცა არის ერთი განსხვავება - ფეხბურთისგან განსხვავებით, პოლიტიკაში შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს. აქ ხალხს ვუყვარვარ და ვცდილობ, ქალაქი უფრო განვავითარო. ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს."

სტამბულის ფინალზე, კაკაზე, შევჩენკოზე და თავის კუმირზე - საფეხბურთო საუბარი კალაძესთან

სტამბულის ფინალზე, კაკაზე, შევჩენკოზე და თავის კუმირზე - საფეხბურთო საუბარი კალაძესთან ბაჩო ცალუღელაშვილი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ვუდგეიტი ფობერის ღიმილით - როგორ და რატომ ცდილობს ზიდანი აზარის გადარჩენას?

ედენ აზარი გადადიოდა „რეალში“, „მსოფლიოს საუკეთესო გუნდში“, რათა ოცნება აესრულებინა

დღეს, 17:41

გარსიას ტრანსფერი ბარსელონაში გარდაუვალია, მაგრამ არა ამ ზამთარს

ერიკ გარსიას ტრანსფერი „ბარსელონადან“ „მანჩესტერ სიტიში“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დრო არ მოხდება.

დღეს, 17:06

კლოპი: "სამწუხაროდ, ბრუნო მანჩესტერისთვის ძალიან კარგი ტრანსფერია"

„ლივერპულის“ მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ბრუნო ფერნანდეშზე ისაუბრა.

დღეს, 16:50

რონალდო: "ვერ შევძლებდი იმას, რასაც კრიშტიანუ და ზლატანი აკეთებენ"

ლეგენდარულმა რონალდომ საფეხბურთო კარიერა გაიხსენა.

დღეს, 16:35

"შვილებს მოვუყვები, რომ მათთან ერთად მაქვს ნათამაშები", - მორატა

„იუვენტუსის“ ფორვარდმა, ალვარო მორატამ, თანაგუნდელ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

დღეს, 16:31

"ზიდანი ასე აღარ აკეთებს", - რივალდომ კუმანი შეაქო

„ბარსელონას“ და ბრაზილიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, რივალდომ, რონალდ კუმანი შეაქო.

დღეს, 16:18

ფილიპე ლუისი: "ხალხთან ურთიერთობაში დიეგო სიმეონე ძალიან ცუდია"

მადრიდის „ატლეტიკოს“ ყოფილმა მცველმა, ფილიპე ლუისმა, გუნდის დამრიგებელ დიეგო სიმეონეზე ისაუბრა.

დღეს, 16:14

სერ ალექს ფერგიუსონი რუნის მწვრთნელად დანიშვნას გამოეხმაურა

„მან.იუნაიტედის“ ლეგენდარულმა მწვრთნელმა, ალექს ფერგიუსონმა, უეინ რუნის წარმატებები უსურვა.

დღეს, 16:09

გადაწყდა! იოზილის საგა სრულდება - გერმანელი არსენალს ტოვებს

„არსენალის“ ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა, გუნდთან კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწია.

დღეს, 16:06

"ზოგჯერ წარმოვიდგენ, რა ცეცხლს დავანთებდით ერთად მოედანზე", - რონალდომ რეალის შეცდომა დაასახელა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფორვარდმა, რონალდომ, რეალის სატრანსფერო შეცდომაზე ისაუბრა.

დღეს, 15:56

ოფიციალურად: კაბა კანკავა საფრანგეთში დაბრუნდა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჯაბა კანკავა კარიერას ფრანგულ „ვალანსიენში“ გააგრძელებს.

დღეს, 15:50

მოურინიო: "დარჩება თუ არა ბეილი ტოტენჰემში?"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ისაუბრა თავისი ერთ-ერთი შეგირდის, გარეტ ბეილის შესახებ:

დღეს, 13:40

ლივერპულის რომელი ფეხბურთელის მაისურია ყველაზე გაყიდვადი?

"ლივერპულმა" გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელების ათეული, რომელთა მაისურები 2020-2021 წლის სეზონში ყველაზე გაყიდვადია.

დღეს, 13:34

მანჩინიმ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა: "ნომერ პირველია!"

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა:

დღეს, 13:27

სერ ალექსი: "ჰენდერსონი თავის დროზე სირბილის უჩვეულო მანერის გამო დავიწუნეთ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა, ჯორდან ჰენდერსონის არშემდგარი

დღეს, 13:18

"კიელინიმ არ იცის, რას ნიშნავს ეთიკა", - მელო

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა საყრდენმა ნახევარმცველმა, ფელიპე მელომ, ჯორჯო კიელინის შესახებ განცხადება გააკეთა:

დღეს, 13:06

"ლივერპულთან ფინალის ტოლფასი მატჩი გველის", - ბრუნო

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერმა, ბრუნო ფერნანდეშმა "ლივერპულის" წინააღმდეგ მოახლოებული დაპირისპირების შესახებ

დღეს, 12:58

"რონალდუ არ არის იუვესთვის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც ინტერისთვის ლუკაკუ", - ტრამეცანი

"ინტერის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, პაოლო ტრამეცანიმ ერთმანეთს კრიშტიანუ რონალდუ და რომელუ ლუკაკუ შეადარა:

დღეს, 12:49

"იუვენტუსისა და ინტერის დაპირისპირებას ვერაფერი შეედრება", - დელ პიერო

ტურინის "იუვენტუსის" ცოცხალმა ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ მოახლოებული იტალიური დერბის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 12:38

ზიდანმა ოდეგორი დასაჯა - ესპანური პრესა

Diario AS-ისა და Cadena SER-ის თანახმად, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, მარტინ ოდეგორი

დღეს, 12:30

"იუვეს დამარცხების შემთხვევაშიც კი, ინტერი სერია ა-ს ფავორიტი არ იქნება", - ლიპი

ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა, მარჩელო ლიპიმ "იუვენტუსისა" და "ინტერის" მოახლოებული დაპირისპირების შესახებ

დღეს, 12:12

ზიდანი: "ჯერჯერობით არ ვიცით, თუ რა ფეხბურთელია აზარი"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ისაუბრა თავისი ერთ-ერთი შეგირდის, ედენ აზარის შესახებ:

დღეს, 12:03

ზინჩენკოს მსურველებს შორის ბარსელონაც არის

The Telegraph-ის ცნობით, "მანჩესტერ სიტის" მარცხენა მცველს, ალექსანდრ ზინჩენკოს ამ დროისთვის სამი მსურველი ჰყავს.

დღეს, 11:58

გვარდიოლა ადასტურებს - გარსია ბარსელონაში ბრუნდება

ფაბრიციო რომანოს ცნობით, "ბარსელონამ" ერიკ გარსიას ტრანსფერის თაობაზე საბოლოო შეთანხმებას უკვე მიაღწია.

დღეს, 11:46

ერიქსენმა ინტერში პირველი ინდივიდუალური "ჯილდო" მოიგო

"ინტერის" შემტევმა ნახევარმცველმა, კრისტიან ერიქსენმა სერია ა-ში პირველი ინდივიდუალური "ჯილდო" მოიგო.

დღეს, 11:38

ჯერარდი ერთ-ერთ ლივერპულელს: "შენს გვერდით დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი"

"ლივერპულის" ლეგენდარულმა კაპიტანმა, სტივენ ჯერარდმა დაასახელა ფეხბურთელი, რომლის გვერდით ის დიდი სიამოვნებით

დღეს, 11:28

ვეინალდუმის ახალი გუნდი ცნობილია - AS

AS-ის თანახმად, "ლივერპულის" ცენტრალური ნახევარმცველის, ჯორჯინიო ვეინალდუმის ახალი გუნდი ცნობილია.

დღეს, 11:22

"მანჯუკიჩის გაშვებით, იუვენტუსმა შეცდომა დაუშვა", - Sky Sports-ის ჟურნალისტი

Sky Sports-ის ჟურნალისტმა, სტეფანო დე გრანდისმა ტურინის "იუვენტუსი" მარიო მანჯუკიჩის გამო მწვავედ გააკრიტიკა.

დღეს, 11:16

რეალი რამოსს კვლავ კარგავს?!

Marca-ს თანახმად, მადრიდის "რეალის" კაპიტანმა, სერხიო რამოსმა ბილბაოს "ატლეტიკთან" შეხვედრის წინ, მარცხენა მუხლში

დღეს, 11:07

რამდენად სერიოზულია დესტის ტრავმა და ითამაშებს თუ არა ის ფინალში?

"ბარსელონას" მარჯვენა მცველმა, სერჟინიო დესტმა "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრა ტრავმის გამო

დღეს, 10:54
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10