» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

დასამარებული ბარსელონა, ანუ corner taken quickly - ზუსტად ამ დღეს, 1 წლის წინ


დასამარებული ბარსელონა, ანუ corner taken quickly - ზუსტად ამ დღეს, 1 წლის წინ

თუ ცხოვრებაში ყველაფრის იმედი გაქვთ გადაწურული და ფიქრობთ, რომ რაღაც სიტუაციიდან გამოსავალი აღარ არის, გაიხსენეთ გასული წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი.

½-ფინალურ სტადიამდე გასული 4 გუნდიდან, ორი აშკარა ფავორიტი იყო, ორი კი - ანდერდოგი. ბედის ირონიით, ფავორიტები ერთმანეთს შეხვდნენ, რამაც იმის გარანტია მოგვცა, რომ ფინალში მინიმუმ ერთ მოულოდნელ გუნდს აუცილებლად ვიხილავდით, „ლივერპულსა“ და „ბარსელონას“ კი, მოსალოდნელი ფინალის ნაცვლად, საქმე ორმატჩიან დუელში უნდა გაერკვიათ.

პირველი შეხვედრა „კამპ ნოუზე“ გაიმართა და მიუხედავად იმისა, რომ მერსისაიდელები საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ და რამდენიმე საგოლე მომენტიც გაანიავეს, „ბარსელონამ“ თავისი მაინც გაიტანა და გამანადგურებელი ანგარიშით, 3:0 მოიგო. ანგარიში, შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც 3:1 (მოჰამედ სალაჰს ძალიან ხელსაყრელი მომენტიდან ბურთი ძელისთვის რომ არ გაერტყა), ან სულაც 4:0 - უკვე ყველანაირი იმედგადაწურული „ლივერპული“ წინ ერთი გოლის გასატანად მაინც გაიქცა და, შედეგად, კარი მოაშიშვლა.

კონტრშეტევაზე წასულმა „ბარსელონამ“ ხელსაყრელი სიტუაცია სათავისოდ გამოიყენა და ლეო მესიმ, უსმან დემბელე ალისონ ბეკერთან უშუალო რანდევუზე დატოვა. თითქოს, მთელი კარი შენსწინაა, პენალტზე უკეთესი სიტუაცია, ხელს არავინ გიშლის - შეაგდე და ისედაც თითქოს დასრულებულ წყვილში ყველაფერს უფრო დიდი წერტილი დაუსვი. მაგრამ, დემბელეს ბურთი ფეხებში აებლანდა, სათანადოდ ვერ დაარტყა. მომენტი, რომელიც, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ორმატჩიანი დუელისთვის საბედისწერო გამოდგა.

საპასუხო შეხვედრაში, „ლივერპულს“ შანსს მხოლოდ ღრმა ოპტიმისტები და თავგადაკლული ფანები თუ უტოვებდნენ, რამეთუ არავინ ელოდა, რომ „ბარსელონა“, სამბურთიან უპირატესობას ზედიზედ მეორედ გაანიავებდა. (იქამდე ზუსტად ერთი წლით ადრე, კატალონიელებმა რომში 4:1 უპირატესობა გაანიავეს და ¼-ფინალიდან გამოვარდნენ). მატჩის წინ, „ბლაუგრანას“ ფეხბურთელთა ინტერვიუებით გაზეთები გადატენილი იყო და ყველა მათგანი ერთხმად იმეორებდა, რომ ერთი წლის წინანდელი კოშმარი აღარ უნდა განმეორდეს.

„ლივერპულის“ ისედაც თითქმის უიმედო სიტუაცია კი კიდევ უფრო მეტად იმან დაამძიმა, რომ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ იღებდა შეტევის ერთბაშად ორი ლიდერი - რობერტო ფირმინო და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მოჰამედ სალაჰი. ამიტომ, კლოპს მატჩზე მანე - ორიჯი - შაქირის წყვილით მოუწია გასვლა.

უშუალოდ მატჩის პერიპეტიების მოყოლას აზრი არც აქვს, რამეთუ ის ყველას თავადაც კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას ის, რომ ამ შეხვედრამ, პრაქტიკულად დაუმარცხებელ „ლივერპულს“ დაუდო სათავე, რომელმაც პრემიერ ლიგა, შეჩერებამდე, პრაქტიკულად ერთი ამოსუნთქვით გაიარა, სანამ კორონავირუსი არ ჩაერთო საქმეში.

უფრო მოკლედ და კურიოზულად რომ ვთქვათ, ზუსტად ამ დღეს, ერთი წლის წინ - 2019 წლის 7 მაისს, “Corner taken quickly” - მოხდა. ამას „ლივერპულის“ მეოთხე გოლის აღსანიშნავად იყენებენ, როცა „ბარსას“ საჯარიმოში არეულობით ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა ისარგებლა და სანამ კატალონიელები ირჩევდნენ ასაყვან ფეხბურთელებს, მათ კუბოში საბოლოო ლურსმანი ჩააჭედა.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სერხიო რამოსი: გული, ხასიათი, ვნება [ნაწილი 1]

დღეიდან, ჩვენს საიტზე, მადრიდის "რეალის" ლეგენდის, სერხიო რამოსის ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამონადირების წაკითხვა შეგეძლებათ.

გუშინ, 21:17

იგუაინი: "დიდებული იქნება, თუ გონსალო იგუაინი ჩვენთან მოვა და ერთად ვითამაშებთ"

გასულ კვირას, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გონსალო იგუაინი კარიერის გაგრძელებას ამერიკაში აპირებს.

დღეს, 04:23

"ტრიბუნა ჩემს სახელს სკანდირებდა, ისინი თბილად არიან განწყობილი" - ჩაკვეტაძე გულშემატკივრებზე

ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე გადაცემაში "სპორტი იმედზე" გულშემატკივრებზე საუბრობს.

დღეს, 04:19

"არტური 100%-ით ბარსელონაში რჩება"

ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება, რომ "ბარსელონას" ნახევარმცველი არტური "იუვენტუსში" გადავა.

დღეს, 04:09

დორტმუნდთან მატჩში ბაიერნს ფეხბურთელი გამოაკლდება

დღეს გაიმართება ბუნდესლიგის ცენტრალური შეხვედრა "ბაიერნსა" და "დორტმუნდს" შორის.

დღეს, 04:07

"ჩემს თამაშს აზრი არ აქვს" - დუგლას კოშტა 29 წლის ასაკში კარიერას ასრულებს?

ტურინის "იუვენტუსის" შემტევი დუგლას კოშტა თავის კარიერაზე საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 03:59

კაბალიეროს აღიარება: "ამ თამაშის შემდეგ, სიკვდილით მემუქრებოდნენ"

არგენტინელი მეკარე ვილი კაბალიერო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამართულ მატჩს იხსენებს.

დღეს, 03:55

კოუტინიო ტოტენჰემში? - ყოფილი მეკარის კომენტარი

ყოფილი ინგლისელი მეკარე პოლ რობინსონი ფელიპე კოუტინიოს მომავალზე საუბრობს.

დღეს, 03:50

"ყველაფერი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება" - იტალიის პრემიერ მინისტრი სეზონის განახლებაზე

იტალიის პრემიერ მინისტრი ვიჩენცო სპადაფორა ჩემპიონატის განახლებასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

დღეს, 03:48

ჰოლანდი ბაიერნთან შანსებს აფასებს

დღეს გაიმართება ბუნდესლიგის ცენტრალური შეხვედრა "დორტმუნდსა" და "ბაიერნს" შორის.

დღეს, 03:42

"ლივერპულის წაგება გამიხარდა", - ვენგერი

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა საკმაოდ საინტერესო განცადება გააკეთა:

დღეს, 01:04

რაზეა დამოკიდებული ოდეგორის მომავალი?

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" თავისი შემტევი ნახევარმცველისთვის, მარტინ ოდეგორისთვის შანსის მიცემას აპირებს.

დღეს, 00:38

ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვხვდებით", - ფლიკი დორტმუნდის შესახებ

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა დორტმუნდის "ბორუსიასთან" მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 23:56

"რატომ არ ვათამაშებდი ძირითადში მესის 2006 მუნდიალზე?", - პეკერმანის განცხადება

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე პეკერმანმა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსენა:

გუშინ, 23:32

იგუაინის გარეშე - არგენტინელებისგან შემდგარი ნაპოლის ყველა დროის საუკეთესო 11-ეული

"ნაპოლის" პრეს-სამსახურმა შეადგინა არგენტინელებისგან შემდგარი კლუბის ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული.

გუშინ, 23:16

დოროყაშვილის ადვოკატი: "ბასილაშვილის წარმატებაში მისი ყოფილი მეუღლის წვლილი დიდია"

დღეს, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატებმა განცხადება გააკეთეს.

გუშინ, 22:41

ვერნერის შეძენის გამო, ლივერპული სამ ფეხბურთელს ყიდის

„ლივერპულმა“, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა სამი ფეხბურთელი გაასხვისოს.

გუშინ, 21:35

იუვენტუსმა პიანიჩის სანაცვლოდ მორიგი ფეხბურთელი მოითხოვა, ამჯერად იჯარით

„ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ მირალემ პიანიჩის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ.

გუშინ, 21:25

ლაციოს პრეზიდენტი ცნობილ იტალიურ გაზეთს უჩივის

„ლაციომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის პრეზიდენტი, კლაუდიო ლოტიტო, იტალიურ გამოცემა La Gazzetta dello Sport-ს უჩივის.

გუშინ, 21:15

ბაიერნს დერ კლასიკერში საკვანძო ნახევარმცველი გამოაკლდება

მიუნხენის „ბაიერნი“ მოახლოვებულ დერ კლასიკერს დანაკლისით ხვდება.

გუშინ, 21:07

ვალვერდე: "გვინდა, დავბრუნდეთ და ისე ვითამაშოთ, რომ სიტის ბარიერის დაძლევა შევძლოთ"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ფედე ვალვერდემ, „მანჩესტერ სიტისთან“ საპასუხო შეხვედრაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:01

მესი ჩემპიონთა ლიგის ფინალების ყველა დროის საუკეთესოდ დასახელდა, რონალდუ მხოლოდ მეთერთმეტეა

გამოცემა Squawka-მ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ფინალების ბოლო 20 წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.

გუშინ, 20:49

ვინ არის ბასილაშვილის ახალი მეგობარი გოგონა, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება?

უკვე 2 დღეა, საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელზე ნიკოლოზ ბასილაშვილზე მთელი საქართველო საუბრობს.

გუშინ, 20:01

"ჩემი წასვლის მიზეზი მხოლოდ ფეხით ცუდად თამაში არ ყოფილა", - ჯო ჰარტმა გვარდიოლაზე ისაუბრა

„მანჩესტერ სიტის“ ექს-მეკარემ, ჯო ჰარტმა, რომელიც ამჟამად „ბარნლიში“ ასპარეზობს, „ქალაქელთა“ რიგებიდან წასვლა გაიხსენა.

გუშინ, 19:58

მანჩესტერი იგალოს იჯარას ვერ ახანგრძლივებს - ფეხბურთელს ჩინეთში უწევს დაბრუნება

ნიგერიელი თავდამსხმელის საიჯარო ხელშეკრულება „წითელ ეშმაკებთან“ დასასრულს უახლოვდება.

გუშინ, 19:54

ფეხბურთელი, რომლის დამატებითაც არტეტა ფიქრობს, რომ სიტის და ლივერპულის დონეზე ავა

ბრიტანული გამოცემა Daily Mail იტყობინება, რომ ფილიპე კოუტინიოსთვის ბრძოლაში ლონდონის „არსენალიც“ ჩაერთო.

გუშინ, 19:49

ზლატანს მოედანზე ვეღარ ვიხილავთ? შვედ თავდამსხმელს შესაძლოა მძიმე ტრავმა აღმოაჩნდეს

თავდამსხმელს შესაძლოა ხანგრძლივი პერიოდი გაუცდეს.

გუშინ, 19:45

73 წლის ჰარი რედნაპი შესაძლოა სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს

ცნობილი ინგლისელი მწვრთნელი, ჰარი რედნაპი, შესაძლოა საქმიანობას დაუბრუნდეს.

გუშინ, 19:40

"ის ბურთისკენ უბრალოდ კი არ ახტა, არამედ მიფრინდა", - ბრუნომ რონალდუს ლეგენდარული გოლი გაიხსენა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა, კრიშტიანუ რონალდუს მიერ, 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლი გაიხსენა.

გუშინ, 19:35

ჟოაო ფელიქსმა მორიგი ტრავმა მიიღო

მადრიდის „ატლეტიკოს“ შემტევმა, ჟოაო ფელიქსმა, მორიგი ტრავმა მიიღო.

გუშინ, 19:27
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10