» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ფრანკო ბარეზი - 60! გავიხსენოთ მილანის ლეგენდარული კაპიტნის შესანიშნავი კარიერა


ფრანკო ბარეზი - 60! გავიხსენოთ მილანის ლეგენდარული კაპიტნის შესანიშნავი კარიერა

ფრანკო ბარეზი - ისეთი სუპერკლუბის ფონზეც კი უდიდესი ფიგურაა, როგორიც „მილანია“.

სახასიათოა, რომ როცა თანამედროვე გულშემატკივრები „ყველა დროის საუკეთესო სიმბოლურ“ ნაკრებს ადგენენ, თერთმეტეულში თვალს ბარეზისაც ძალიან ხშირად მოკრავთ. რა თქმა უნდა, „მილანის“ ხსენებაზე ბევრს უკვე 2000-იანი წლების დასაწყისის ანჩელოტის გუნდი და მისი წარმატებები ახსენდება, რადგან საკუთარი თვალით ნანახი და მოსწრებული, ისტორიის ფურცლებს ყოველთვის სჯობს. თუმცა, აშკარაა, რომ ბარეზი ყველა დროის ფეხბურთელია. ის ნებისმიერ გამოკითხვაში თავის ხმას მაინც მოიპოვებს და სადღაც ნესტასა და მალდინის შორის აღმოჩნდება. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მარკოს მრავალწლიან დიდებულობაზე, რომელსაც 2020 წლის 8 მაისს უკვე მთელი 60 წელი შეუსრულდა.

ბარეზი „ინტერში“

პარადოქსი: ბევრი კლუბის სიმბოლო, ბავშვობაში მისი მთავარი თანამოქალაქე მტრის ბანაკთან იყო დაკავშირებული - რაული „ატლეტიკოში“ ვარჯიშობდა, ჯერარდი „ევერტონის“ მაისურით იღებდა სურათებს, ფრანკო ბარეზი კი ლამის „ინტერში“ აღმოჩნდა, რომელსაც მაშინ გულშემატკივრობდა. 15 წლის ასაკში ის „ნერაძურიში“ სინჯებზე იყო, მაგრამ დაიწუნეს - მწვრთნელებისთვის მისი კუნთოვანი მასა არასაკმარისი აღმოჩნდა. სამაგიეროდ, ახალგაზრდა ბარეზის თამაშით სკაუტი იტალო გალბიატი მოიხიბლა, რომელიც იმ დროს „ინტერიდან“ „მილანში“ გადადიოდა. გალბიატიმ ფეხბურთელი მილანურ „პრიმავერას“ ურჩია და სამი სინჯის გავლის შემდეგ, გამხდარი ბიჭუნა სამუდამოდ აღმოჩნდა ქალაქის შავ-წითელი ნაწილის წევრი.

ბარიკადების მეორე მხარეს დარჩა მისი უფროსი ძმა, ჯუზეპე, რომელმაც „ინტერში“ ღირსეული კარიერა ჩაატარა (392 მატჩი და შემდეგ მრავალწლიანი სამსახური „ნერაძურის“ სამწვრთნელო შტაბში). ბეპე, რომლის დებიუტიც უფრო ადრე შედგა, ფაბიოსთვის დასაყრდენი კედელი იყო, მაგრამ, უკვე რამდენიმე წელში „ნამდვილი ბარეზის“ სახელწოდება უფროსისგან უმცროსს გადაეცა. მთავარი კი ის არის, რომ ორივე ბარეზი - არამხოლოდ უბრალო ფეხბურთელები, არამედ მილანური კლუბებისთვის ნამდვილი სიმბოლოები არიან, რაც განსაკუთრებით აქტუალური იყო იმდროინდელი მილანური დერბის დროს. როდესაც გადატენილ „სან-სიროზე“ ორივე გუნდი მოედანზე ძმებს გაჰყავს - ნამდვილად განსაკუთრებული სანახაობაა. თუმცა, დაპირისპირება არანაირად არ აისახა მათ ურთიერთობაზე, ძმები მხოლოდ წელიწადში ორჯერ მტრობდნენ.

ფრანკო ბარეზი - 60! გავიხსენოთ მილანის ლეგენდარული კაპიტნის შესანიშნავი კარიერა

ავადმყოფობს ფრანკო - ავადმყოფობს კლუბი

ბარეზის დებიუტი „მილანში“ 17 წლის ასაკში შედგა, უკვე მეორე სეზონში კი მან ძირითადში დაიმკვიდრა ადგილი და გუნდმა, 11 წლის შემდეგ პირველად, სკუდეტოც მოიგო. თითქოს, ყველაფერი კარგადაა, გიხაროდეს და ითამაშე, თანაც როცა გუნდში ისეთ ხალხთან გიწევს ურთიერთობა, როგორებიც ჯანი რივერა და ფაბიო კაპელო არიან. მაგრამ, ზუსტად მაშინ, „მილანს“ პრობლემები დაეწყო. სულ რაღაც ერთ წელიწადში, „ტოტონეროს“ გამო, „მილანი“ კლასში დააქვეითეს. შემადგენლობის იძულებითი განახლება დაიწყო და ასეთ არეულობაში, ფრანკო ნამდვილად მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცა. ეს 1981/82-წლებში მოხდა. თუმცა, ელიტაში დაბრუნებული მილანელები ეგრევე უკან გავარდნენ, ოღონდ ამჯერად სპორტული მაჩვენებლების გამო. ამის მიზეზი კი ბარეზის იშვიათი და ძალიან სერიოზული ავადმყოფობა იყო, რომლის გამოც, მან ოთხი თვე გამოტოვა. ფეხზე წამოდგომის შემდეგ კი, ფრანკომ თავი ისევ სერია ბ-ში ამოჰყო, მაგრამ უკვე კაპიტნის სამკლაურით - 22 წლის ასაკში.

„მძიმე დრო ძლიერ ადამიანებს შობავს.“ - მწერალი მაიკლ ჰოპფის ციტატა, ბარეზის კარიერის დასაწყისს იდეალურად წარმოაჩენს. „მილანის“ ისტორიაში ისეთმა შავმა ლაქამ, რომლის ფონზეც ახლანდელი პრობლემები უბრალო ანეკდოტს ჰგავს, გზა მისცა შესანიშნავ ლიბეროს, რომლის სიდიადე, იმ დროს, ერთგულებაშიც გამოიხატებოდა. მას „სამპდორია“ და „იუვენტუსი“ ეპატიჟებოდნენ და რომელიმე მათგანში მაშინ გადასვლა, ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, მაგრამ ფრანკო „მილანში“ დარჩა და ბერლუსკონის მოგებათა ეპოქაც დროულად წამოეწია.

ქარიზმა და ხასიათი

ბარეზის ხასიათი უდიდესი და ურთულესი გამოცდილებებით მოდიოდა, რომელთა ფონზეც, „მილანის“ გავარდნა - არაფერი იყო. უკვე ადრეულ წლებში, ის და მისი ძმა ობლად დარჩნენ: დედა გარდაიცვალა, როცა ფრანკო 11 წლის იყო, რამდენიმე წელიწადში კი, ავტოკატასტროფას მამაც შეეწირა. ორივე ბარეზისთვის ნამდვილ ოჯახად მათი გუნდები იქცა, ამიტომაც იცინი ფეხბურთს სერიოზულად ეკიდებოდნენ. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ფრანკო, რომელსაც ცენტრალური მცველისთვის არც თუ სახარბიელო ანთრომოპეტრია ჰქონდა (176 კმ, 70 კგ), ექსტრა-კლასის ფეხბურთელი გახდა, რომელიც თავის გაბარიტებს სიხისტითა და მეტოქეების მოქმედების წაკითხვის შესაძლებლობით ანაზღაურებდა. „ბარეზის უნიკალური, მბრძანებელი და ზოგჯერ, დაუნდობელი სტილი აქვს: ის ბურთს ისე ცხოველივით ეტაკება და თუ ვერ მოიპოვა, მხოლოდ ღმერთი თუ დაიფარებს იმ ფეხბურთელს, ვისაც იმ წამს ბურთი აქვს.“ - წერდა მასზე ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ჯანი ბრერა.

სიუჟეტი, რომელიც თავის ექს-კაპიტანს „მილანის" ოფიციალურმა იუთუბ-არხმა მოუმზადა:


ფრანკო, რაც ლოგიკურია, იდეალური ხასიათის ნამდვილად არ ყოფილა. მწვრთნელებთან კონფლიქტები მის კარიერას სულ თან სდევდა. თავიდან ის ენცო ბეარზოტის წამოეკიდა, იტალიის ნაკრების დამრიგებელს. ბეარზოტი ბარეზის ნახევარდაცვაში აყენებდა, რადგან ლიბეროს როლს „იუვენტუსის“ შირეა ასრულებდა. როგორც შედეგი - ბარეზიმ, მწვრთნელთან კონფლიქტის გამო, 1986 წლის მუნდიალი გამოტოვა. მიუხედავად სპორტული წარმატებებისა, ყველაფერი იდეალურად არ ყოფილა არც არიგო საკისთან. ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ საკიმ „მილანის“ ძირითადი ფეხბურთელების უმეტესობასთან იკამათა, რომელთაც სათავეში სწორედ ბარეზი ედგა. შედეგად, 1991 წელს, ბერლუსკონის ყველაფრის მოგვარება მწვრთნელის გათავისუფლებით მოუწია. თუმცა, ისტორია ამით არ დასრულებულა, რამეთუ საკის იტალიის ნაკრები ჩააბარეს. ბარეზი „აძურადან“ წასვლასაც აპირებდა, მაგრამ მის დარჩენაზე დაყოლიებას მთელი მსოფლიო ცდილობდა, იტალიის ფეხბურთის პრეზიდენტის, მატარელას ჩათვლით.

ჰოლანდიელებს შორის

დარჩენაზე დაყოლიების მიზეზი ნამდვილად არსებობდა. ფრანკო - იმ წლების მსოფლიოს უძლიერესი დაცვის საკვანძო ფიგურა იყო. ტასოტი, კოსტაკურტა, ბარეზი, მალდინი - იტალიური დაცვის ეტალონი. სანამ ჰოლანდიური ტრიო წინ დგამდა შოუს, ეს ოთხეული დაცვაში საიმედოობის გარანტიას იძლეოდა, რამაც საბოლოოდ „მილანს“ მთავარი რანგის ტურნირები მოუტანა. ბარეზი, გარდა სათამაშო ღირებულებებისა, თავიდანვე გამარჯვებულის მენტალიტეტს ფლობდა. მან მოუსწრო „მილანს“, რომელიც 1979-ში იგებდა სკუდეტოს და თითქოს, ის ტრადიციები ახალ გუნდსაც გადასცა.

ბარეზის კარიერის პიკად შეიძლება 1989 წელი შევრაცხოთ. „როსონერიმ“, ფინალში „სტიაუას“ 4:0 განადგურებით, ჩემპიონთა თასი მოიგო და ოქროს ბურთისათვის გამოკითხვაში, მილანელები დომინირებდნენ. ფრანკომ მეორე ადგილი დაიკავა და ჰოლანდიელ თანაგუნდელებს - ვან ბასტენსა და რაიკაარდს შორის ჩაეკვეხა. კიდევ სამჯერ, 1988-ში, 1990-ში და 1993-ში, ბარეზი ოქროს ბურთის ათეულში ხვდებოდა. სამწუხაროდ, ის მცველის პოზიციის ტყვე გახდა, რომელიც ინდივიდუალურ ჯილდოებს შემტევებზე გაცილებით იშვიათად იგებს. გამონაკლისები არსებობს, მაგრამ კანავარომ მსოფლიოს საუკეთესოობა შესაბამისი თასის აწევის შემდეგ მოიპოვა, ჩვენ გმირს კი ეს არ გამოუვიდა.

ფრანკო ბარეზი - 60! გავიხსენოთ მილანის ლეგენდარული კაპიტნის შესანიშნავი კარიერა

ფინალური აცილება

უფრო სწორედ, ბარეზი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მაგრამ 1982 წლის მუნდიალზე ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო, ღრმა თადარიგში იჯდა და არც ერთი წუთი არ უთამაშია. სამაგიეროდ, ამ ოქროს მედლით მან მუნდიალის ჯილდოების სრული კომპლექტი შეკრა: ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო (საინტერესოა, რომ ანალოგიური მიღწევა კიდევ ექვს ფეხბურთელს აქვს და ყველა მათგანი - გერმანელია).

მესამე, ანუ ბრინჯაოს მედლები, ბარეზიმ საშინაო მუნდიალზე მოიპოვა, როცა იტალიის ნაკრებმა, ბარეზისთან ერთად, ტურნირზე გოლი პირველად ნახევარფინალში გაუშვა - არგენტინასთან შეხვედრაში. რომელთანაც, პენალტების სერიაში დამარცხდა.

ცუდი დასასრულის მქონე დრამა კი 1994 წლის მუნდიალზე მოხდა. არადა, ბარეზი ჩემპიონატის ერთ-ერთ გმირად მოგვევლინა. ჯგუფურ ეტაპზე, ნორვეგიასთან მატჩში, მან მენისკი დაიზიანა და ოპერაციის ჩატარება მოუწია. თითქოს, 34 წლის ფეხბურთელისთვის, ტურნირის გაგრძელებაზე საუბარიც კი ზედმეტი იქნებოდა, მაგრამ სულ რაღაც 20 დღეში, ფრანკო ფეხზე დადგა და ეგრევე მთავარ მატჩში - ბრაზილიის წინააღმდეგ გამართულ ფინალში ითამაშა. ეს მატჩი ბარეზის კარიერაში საუკეთესოდ სახელდება. ის დაცვაში უშეცდომოდ მოქმედებდა და La Gazzetta dello Sport-ისგან 9 ქულა მიიღო, რომელსაც გაზეთი უიშვიათეს შემთხვევებში წერს. სამწუხაროდ, იტალიას ეს ვერ დაეხმარა. 11-მეტრიანთა სერიაში, სწორედ ფრანკომ გააცუდა პირველი დარტყმა, როდესაც ბურთი ზედა ძელს გადააცილა. შემდეგ, აცილების გამო, ბაჯოს ბევრად უფრო მეტად მოხვდა, მაგრამ ეს ბარეზის დიდად ვერ დაეხმარებოდა.

ფრანკო ბარეზი - 60! გავიხსენოთ მილანის ლეგენდარული კაპიტნის შესანიშნავი კარიერა

სადღაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუნდიალის ფინალი - ბარეზის ბოლო მატჩი იყო ეროვნულ ნაკრებში. მაგრამ, ეს ასე არ არის - ის „სკუადრა აძურას“ 1996 წლის ევროს შესარჩევზე, სლოვენიასთან მატჩის შემდეგ დაემშვიდობა. ჯამში, მას ნაკრებში 81 მატჩი დაუგროვდა, მაგრამ რომ არა 1980-იანი წლების დასაწყისში, შესანიშნავი შირეას არსებობა, 100-საც აუცილებლად გადააცილებდა.

პიონერი

„მილანის“ გვარდიელების სიაში, ბარეზი 719 მატჩით მეორე ადგილს იკავებს (პირველი, ბუნებრივია, პაოლო მალდინია). გუნდში თამაშის 20 წელიწადში მან ექვსი სკუდეტო მოიგო, სამი ჩემპიონთა თასი, ორი კონტინენტთაშორისი თასი, სამი ევროპის სუპერთასი და ოთხი - იტალიის სუპერთასი. ბარეზის უნიკალურმა მიღწევებმა კი, ახალ ტრადიციას დაუდო სათავე: იტალიური კლუბების ისტორიაში პირველად, „მილანმა“ ბარეზის საპატივცემლოდ მისი სათამაშო ნომერი სამუდამოდ გააუქმა. 1987 წლის შემდეგ, „როსონერის“ 6-ნომრიანი მაისური აღარავის მოურგია. ასეთი რამ გაიმეორა შემდეგ „ნაპოლიმაც“, როცა 2000-იან წელს მარადონას საპატივცემლოდ „ათიანი“ გააუქმა.

ბარეზი - სამაგალითო მილანისტაა. ერთ-ერთი ისეთი, რომელსაც ყველაზე წუნია ტიფოზიც კი ვერ უყენებს პრეტენზიებს. როცა 2009 წელს მალდინი კარიერას ასრულებდა, „კურვა სუდი“ მას არასამაგალითოდ აცილებდა. ზოგმა, ტრიბუნებზე ბარეზის სურათიც კი გამოფინა, წარწერით: „არსებობს მხოლოდ ერთი კაპიტანი.“ რა თქმა უნდა, ეს პაოლოს მისამართით იყო „კბენა“, რომელსაც ულტრასებთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა თავად ფრანკომ ექს-თანაგუნდელი დაიცვა. მაგრამ, სამაგალითოა, როგორი იმიჯი აქვს ბარეზის დღესაც კი. ფეხბურთელს, რომელსაც „ინტერში“ შეეძლო კარიერის აწყობა, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, „მილანში“ აღმოჩნდა და წარმოუდგენელი კარიერაც შექმნა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ზიდანმა კარანტინი დაარღვია, მას ჯარიმა ემუქრება

Sport.es-ის თანახმად, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა კარანტინის წესები დაარღვია.

დღეს, 12:05

სიტიმ ბარსელონა უარით გაისტუმრა

Marca-ს თანახმად, "მანჩესტერ სიტიმ" არ ისურვა ჟოაო კანსელოს ნელსონ სემედოზე გაცვლა, მიზეზი - ფინანსური პრობლემები.

დღეს, 11:48

ნიუკასლის სავარაუდო მწვრთნელისა და სატრანსფერო სამიზნეების ვინაობა ცნობილია

The Telegraph-ის თანახმად, "ნიუკასლ იუნაიტედის" მომავალი სავარაუდო მთავარი მწვრთნელისა და სატრანსფერო სამიზნეების ვინაობა ცნობილია.

დღეს, 11:34

ზამორანო: "ბარსელონას ლაუტაროს ყიდვის ფული არ აქვს"

მილანის "ინტერის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ივან ზამორანომ ლაუტარო მარტინესის შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:20

"არსენალი განადგურების პირას იყო, ფული არაფერ შუაშია",- კოული ჩელსიში ტრანსფერის შესახებ

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მარცხენა მცველმა, ეშლი კოულმა ლონდონის "არსენალიდან" მეზობელ "ჩელსიში" ტრანსფერი გაიხსენა:

დღეს, 10:07

მაინცის ტვიტერი კლოპს: "გთხოვ, მოგვაშორე ის"

"მაინცის" ოფიციალურმა ტვიტერმა ირონიული ფორმით მიმართა თავის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს:

დღეს, 09:56

ინტერი დათმობაზე მიდის, იკარდის ტრანსფერი ახლოვდება

ნიკოლა სკირას ტვიტერის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი საბოლოოდ გაირკვა.

დღეს, 09:38

იგალო მანჩესტერს ტოვებს

Daily Mail-ის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ოდიონ იგალო უახლოეს პერიოდში ჩინეთში დაბრუნდება.

დღეს, 09:26

VIDEO: ზუსტად 15 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგა

ზუსტად 15 წლის წინ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგა.

დღეს, 04:26

რომელი მატჩით განახლდება ლა ლიგა? - პრეზიდენტი კომენტარს აკეთებს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლა ლიგის განახლება 8 ივნისიდან უკვე შესაძლებელი იქნება.

დღეს, 04:21

გიგსმა ერთმანეთს ვან გაალი და ფერგიუსონი შეადარა

ლეგენდარული ფეხბურთელი რაიან გიგსი ერთმანეთს სერ ალექს ფერგიუსონს და ლუი ვან გაალს ადარებს.

დღეს, 04:18

შვაინშტაიგერი გიოტცეს მომავალზე საუბრობს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მარიო გიოტცე "დორტმუნდს" დატოვებს.

დღეს, 04:14

ინძაგი ჩემპიონატის განახლებას ეხმაურება

თითქმის გადაწყვეტილია, რომ იტალიის ჩემპიონატის განახლებას ივნისის თვეში უნდა ველოდოთ.

დღეს, 04:11

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ხოჭოლავამ შახტარში ითამაშა

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ "შახტარში" ითამაშა.

დღეს, 04:08

რამდენი მილიონი აქვს გამომუშავებული ბასილაშვილს თავის კარიერაში?

გასაკვირი არაა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის სკანდალური ინფორმაცია უცხოურმა გავლენიანმა გამოცემებმა გაავრცელეს.

დღეს, 03:51

ბასილაშვილის მამა: "მან სასამართლოში ყალბი ვიდეოები წარადგინა"

ნიკოლოზ ბასილაშვილი მამა ნოდარ ბასილაშვილი "პრაიმთაიმთან" ინტერვიუში საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 03:47

შოთა არველაძე ბასილაშვილზე: "მხარდაჭერას ვუცხადებ"

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო დატრიალებულ ამბებს ეხმაურება.

დღეს, 03:25

ვერნერმა თავისი პირადი რეკორდი გააუმჯობესა

როგორც მოგეხსენებათ, "მაინცთან" შეხვედრაში "ლაიპციგის" თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა ჰეტ-ტრიკი გაიფორმა.

დღეს, 00:50

"ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, რადგან კლატენბურგი ხელს ვეღარ შეგვიშლის", - მადრიდის მერი

მადრიდის მერმა და "ატლეტიკოს" მხურვალე გულშემატკივარმა, ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდამ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 00:37

რა თანხას მიიღებენ რეალის მოთამაშეები ჯილდოს სახით ორი ტიტულის მოგების შემთხვევაში?

Marca-ს თანახმად, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგების შემთხვევაში სასიამოვნო ბონუსი ელოდებათ.

გუშინ, 23:59

"ფირმინოს ის ვერ ამოაგდებს", - ჰარგრივზი ლივერპულის პოტენციური ახალწვეულის შესახებ

ყოფილმა ინგლისელმა საყრდენმა ნახევარმცველმა, ოუენ ჰარგრივზმა ისაუბრა "ლივერპულის" პოტენციური შენაძენის,

გუშინ, 23:46

ლივერპული-ატლეტიკოს საპასუხო მატჩმა 41 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

Sunday Times-მა გამოიკვლია, თუ რა გავლენა მოახდინა "ლივერპულისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შეხვედრამ კორონავირუსის გავრცელებაზე.

გუშინ, 23:32

ბეკენბაუერი: "ბუნდესლიგა აღარ უნდა შეწყდეს"

მიუნხენის "ბაიერნის" ცოცხალმა ლეგენდამ, ფრანც ბეკენბაუერმა ბუნდესლიგის განახლების შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:15

"ის ბოლომდე ჩემი ერთადერთი შვილის დედად დარჩება" - ბასილაშვილი პირველ განცხადებას აკეთებს

დღევანდელ სკანდალთან დაკავშირებით, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს.

გუშინ, 22:56

"ჩელსის გასახდელში მე და აზარმა რეალში თამაშზე ვისაუბრეთ", - კურტუა

მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა, ტიბო კურტუამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:45

"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბარსელონაში გადადის", - ლაუტაროს ექს-კლუბის პრეზიდენტი

არგენტინული "რასინგის" პრეზიდენტის აზრით, ლაუტარო მარტინესი "ბარსელონაში" გადავა.

გუშინ, 22:36

"ფული ყოველთვის პირველ ადგილზე არ არის", - ინტერის ექს-დირექტორი მესის არშემდგარ ტრანსფერზე

"ინტერის" ყოფილმა ტექნიკურმა დირექტორმა, მარკო ბრანკამ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

გუშინ, 21:45

ბარსელონას ფეხბურთელი, რომლის ლაუტაროს ტრანსფერში ჩართვაზეც ინტერი თანახმაა

მოგეხსენებათ, "ბარსელონას" "ინტერის" თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის დამატება უნდა.

გუშინ, 21:35

მოურინიო: "მხოლოდ მოგების შემდეგ ვტირი, პირველად ეს 2009 წელს მოხდა"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:30

ლაუტარომ ინტერი უარით გაისტუმრა, ბარსელონაში ტრანსფერი ახლოვდება

"ინტერის" თავდამსხმელი, ლაუტარო მარტინესი მილანური კლუბიდან წასვლასთან ახლოსაა.

გუშინ, 20:49
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10