» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ყოველდღიური 9-საათიანი მგზავრობა და თავდაუზოგავი შრომა: სალაჰის გზა ლივერპულამდე


ყოველდღიური 9-საათიანი მგზავრობა და თავდაუზოგავი შრომა: სალაჰის გზა ლივერპულამდე

სადიო მანეს შემდეგ, დღეს „ლივერპულის“ სხვა ვარსკვლავზე, მოჰამედ სალაჰზე წარმოგიდგენთ ძალზედ საინტერესო მასალას.

დიდი ბრძოლების წინ ისეთი ატმოსფეროა, თითქოს ჩემპიონთა ლიგის ან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალია მოახლოვებული! რაღად უნდა იმას ლაპარაკი, რომ ყველაფერი ახლა წყდება? მოჰამედ სალაჰის შემთხვევაში, ეს ყველაფერი არც კიევის ჩემპიონთა ლიგის ფინალში წყდებოდა და არც მადრიდის.

ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო, ჯერ კიდევ მშობლიურ სოფელ ნაგრიგში, რომელიც ეგვიპტეში მდებარეობს. 14 წლისთვის, მომ რამდენიმე ბავშვური გუნდი შეიცვალა და საბოლოოდ, დედაქალაქურ „ალ-მოკავლუნში“ ჩაირიცხა. ამის შემდეგ, სალაჰის ყოველდღიურობა ერთნაირი გახდა: დილის შვიდიდან ცხრამდე სკოლაში მეცადინეობა, შემდეგ 4.5-საათიანი მგზავრობა (თავისი გადაჯდომებით) კაირომდე, ვარჯიში 15:30-16:00-დან 18:00-მდე და უკანა გზა სახლში, სადაც ის ხან 22:00-ზე ბრუნდებოდა, ხან კიდევ უფრო გვიან. საჭმელი, დაბანა, ძილი, გამეორება.

რთული სათქმელია, რა მომავალი ელოდა ეგვიპტური სოფლის ბიჭუნას, პროფესიონალი ფეხბურთელი რომ არ გამხდარიყო, მაგრამ პერსპექტივები რომ საუკეთესო არ იყო, ეს აშკარაა.

სადიო მანე: სენეგალის სოფლიდან გაქცევის მცდელობიდან ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე

სალაჰისთვის და მსოფლიო ფეხბურთის ყველა გულშემატკივრისთვის საბედნიეროდ, ის ათამაშდა. 16 წლის ასაკში, შედგა მოჰამედის დებიუტი „ალ-მოკავლუნში“ და ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო. 19 წლის ასაკში მას ეგვიპტის ნაკრებში ჰქონდა დებიუტი და მან სრულიად სერიოზულად დააინტერესა ევროპული კლუბები.

2011/12-წლების სეზონი, ეგვიპტური ფეხბურთისთვის ნამდვილად ტრაგიკული გახდა. 2012 წლის 1 თებერვალს, პორტ-საიდური „ალ-მასრი“ საკუთარ კედლებში კაიროს „ალ-ახლის“ მასპინძლობდა. სტუმრები 1:0-ს მე-11 წუთიდან იგებდნენ, მაგრამ მატჩის მიწურულს მასპინძელთა სამმა გოლმა ყველაფერი შეცვალა. მოედანზე გამოვარდნენ გულშემატკივრები, რომლებმაც „ალ-ახლის“ ფეხბურთელებს ცემა დაუწყეს, ყველაფერი რამდენიმეათასიან ჩხუბში გადაიზარდა, რომელთა მთავარი მონაწილეები გუნდის ქომაგები იყვნენ. ამ სასაკლაოს და ჭედვის შედეგად, სტადიონიდან გასვლის მცდელობისას, როგორც მინიმუმ 74 ადამიანი გარდაიცვალა. პორტ-საიდის ტრაგედიის გამო, ჩემპიონატი შეწყდა, მარტში კი ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციამ მისი სრული გაუქმება გამოაცხადა.



ამ გადაწყვეტილებიდან ერთ კვირაში, შვეიცარიულმა „ბაზელმა“, მატჩებს შორის პაუზის აღმოფხვრა ამხანაგური მატჩით გადაწყვიტა, რომლის მეტოქეც ეგვიპტის ეროვნული ნაკრები გახდა. სალაჰი მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმში გამოჩნდა, მაგრამ ეს დრო მისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ ორი გოლი გაეტანა (სხვათაშორის, „ბაზელის“ ერთ-ერთი გოლი მაშინ „ვიღაც“ ჯერდან შაქირიმ შეაგდო). აფრიკელებმა 4:3 იმარჯვეს, სალაჰი კი სულ მალე „ბაზელის“ ფეხბურთელი გახდა.

ევროპაში 20 წლის მომოს ძალიან გაუჭირდა: ახალი ქვეყანა, უცხო ენა და არც ერთი მეგობარი - ეგვიპტური ტელევიზიაც კი არსად ჩანდა! თავდაპირველი სირთულეების შემდეგ, რაღაც ქმედებების თანმიმდევრობა მაინც გაჩნდა: ვარჯიში, ძილი, სეირნობა, ინგლისური ენის შესწავლა.

სალაჰის პირველ სეზონში, „ბაზელმა“ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ვერ მოახერხა, სამაგიეროდ ევროპა ლიგაზე თავი კარგად წარმოაჩინა. შვეიცარიული გუნდი ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც „ჩელსის“ გადაეყარა. ორი მატჩის ჯამში „პენსიონერებმა“ 5:2 მოიგეს, მაგრამ უშუალოდ „სტემფორდ ბრიჯზე“ გამართულ შეხვედრაში სალაჰმა თავი გოლით გამოიჩინა (ცალკეულად ის მატჩი „ჩელსიმ“ 3:1 მოიგო).

ყოველდღიური 9-საათიანი მგზავრობა და თავდაუზოგავი შრომა: სალაჰის გზა ლივერპულამდე

შემდეგი წლის კამპანიამ გუნდს კვლავ „ჩელსისთან“ შეხვედრა მოუტანა, ოღონდ ამჯერად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ლონდონში მომ „ბაზელის“ პირველი გოლი შეაგდო, გუნდმა კი 2:1 იმარჯვა. მეორე მატჩი - სალაჰი კვლავ იტანს გოლს „ლურჯების“ კარში და ამჯერად, შეხვედრა 1:0 დასრულდა. „შალკესთან“ და „სტიაუასთან“ მატჩები სულ სხვა სცენარით გაიმართა, ამიტომ „ჩელსი“ ჯგუფიდან 12 ქულით გავიდა, „ლურჯ-წითლები“ კი, 8 ქულით, ევროპა ლიგაზე გადავიდნენ (სახალისოა, რომ 8 ქულიდან 6 - გუნდმა „ჩელსისთან“ შეხვედრებში მოიპოვა).

პრესა სალაჰისადმი ინტერესს „ლივერპულს“ აწერდა, მაგრამ არავის გაკვირვებია, რომ ფეხბურთელი ზამთარშივე, 11 მილიონად „ჩელსის“ შეუერთდა. სადებიუტო კამპანიაში, უდიდესი კონკურენციის პირობებში (ედენ აზარი, ვილიანი, ოსკარი, ანდრე შურლე) ეგვიპტელმა ნახევარსეზონში საკმაოდ ნორმალური 11 მატჩის ჩატარება და ორი გოლის გატანა მოასწრო.

ყევლაფერი მისთვის შეიძლებოდა იმავე ზაფხულს დასრულებულიყო, როცა მოჰამედის კარიერის თავზე უდიდესი შავი ღრუბელი გაჩნდა. ეგვიპტის უმაღლესი განათლების მინისტრმა, სალაჰის საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაცია უკან გაიწვია. მოს ეგვიპტეში სჭირდებოდა დაბრუნება და იქ ერთიდან სამ წლამდე სამხედრო სამსახურის გავლა ევალებოდა. მაგრამ, საუბარი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელზე იყო, ამიტომ მისი მწვრთნელი, შავკი გარიბი და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ზემოთხსენებულ მინისტრს შეხვდნენ და სალაჰი სამხედრო მსახურების ვალდებულებისგან კვლავ გაათავისუფლეს.

ყოველდღიური 9-საათიანი მგზავრობა და თავდაუზოგავი შრომა: სალაჰის გზა ლივერპულამდე

„ჩელსიში“ მეორე სეზონი საერთოდ ვერ აეწყო. სალაჰი ცოტას თამაშობდა, ხოლო როცა თამაშობდა, ამას ისე ვერ აკეთებდა, როგორც ჟოზე მოურინიო ითხოვდა. სკანდალი ინგლისის თასის მატჩის შემდეგ მოხდა, როცა „ჩელსის“ მეტოქე მეოთხე დივიზიონის „შრიუსბერი“ იყო და „ლურჯებმა“ 2:1 ძლივს მოიგეს. მაშინ, „განსაკუთრებული“ რეზერვისტებს კრიტიკით დაესხა თავს: „მე ველოდები, რომ ფეხბურთელები შემადგენლობის შერჩევის პრობლემებს შემიქმნიან, ასეთი სახის პრობლემები მიყვარს. მაგრამ უმრავლესობამ ეს ვერ გააკეთა და ჩემთვის, შაბათის მატჩზე შემადგენლობის შერჩევა ძალიან მარტივი იქნება.“ შემდეგ კი მან დაადასტურა კიდეც, რომ ყველაზე მეტად ანდრე შურლემ და სწორედ სალაჰმა გაუცრუეს იმედი.

2015 წლის ზამთარში „რომა“ ვინგერს ეძებდა. ევგენი კონოპლიანკას ვარიანტი არ გამოვიდა და „მგლებმა“ ყურადღება სალაჰზე გადაიტანეს. თუმცა, სწორედ იმ დროს, მატია დესტრო „მილანში“ გადავიდა და რომაელებს სასწრაფო წესით ცენტრალური თავდამსხმელის შეძენა მოუწიათ. მათ ივუარიელი სეიდუ დუმბია დაიმატეს და ევროპის პასპორტის არმქონე სალაჰის ადგილი გუნდში საერთოდ აღარ იყო.

ამის ნაცვლად, „ჩელსიმ“ მო, ხუან კუადრადოს შეძენისას, გაცვლის მონეტად გამოიყენა. „ფიორენტინამ“ კოლუმბიელის სანაცვლოდ არამარტო ფული, არამედ სალაჰის ნახევარსეზონიანი იჯარაც მიიღო, მისი ერთი წლით გახანგრძლივების საშუალებით.

„იების“ მთავარი მწვრთნელი, ვინჩენცო მონტელა, კუადრადოს წასვლით ძალიან განაწყენებული იყო. სხვანაირად როგორ უნდა ავხსნათ მისი სიტყვები ეგვიპტელის პრეზენტაციაზე, რომ სალაჰი ხოაკინის დუბლიორი იქნება და საერთოდ, ის წასულ კუადრადოზე გაცილებით სუსტი ფეხბურთელია.

„ვინჩენცო, არ ხარ მართალი!“, - თითქოს ყვიროდა სალაჰის თამაში მონტელას კრიტიკის საპასუხოდ. „ფიორენტინას“ 74-ნომერი (ეს ციფრი მან პორტ-საიდში გარდაცვლილთა საპატივცემლოდ აიღო) ეგრევე გუნდის ლიდერი გახდა და გოლებისა და საგოლე გადაცემების დარიგებას შეუდგა. ტორტზე ალუბლის როლი კი „იების“ „იუვენტუსთან“, ტურინში გამარჯვებამ მოირგო, რომელსაც ფლორენციული გუნდი ასე ძალიან ვერ იტანს - 2:1, სალაჰის დუბლით.

„ფიორენტინას“ და სალაჰის სიყვარული ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა. სეზონის ბოლოს „იებმა“ იჯარის გახანგრძლივება მოინდომეს და ამისთვის საჭირო მხოლოდ თავად ფეხბურთელის თანხმობა იყო, მაგრამ მოჰამედმა უარი თქვა. მაისურები, რომლებსაც გულშემატკივრები თვეების მანძილზე ყიდულობდნენ, პირდაპირ ცეცხლში გაეშურა - ასე გამოთქვამდნენ ისინი თავიანთ ზიზღს გუშინდელი კუმირის მიმართ.



ცეცხლი დანთებული მარტო იქ არ ყოფილა, სადაც მაისურებს წვავდნენ, პრესაშიც იგივე ხდებოდა. როცა სალაჰისადმი ინტერესი „ინტერს“ მიაწერეს, „ფიორენტინამ“ რეაგირება მოახდინა. თავიდან - ოფიციალური განცხადება ვებ-გვერდზე, იმის თაობაზე, რომ კლუბი, არგახანგრძლივებული იჯარის გამო, სასამართლოში აპირებს სარჩელის შეტანას. შემდეგ - უფრო მეტი. საქმე იქამდე მივიდა, რომ „ფიორენტინას“ ვიცე-პრეზიდენტმა, პაოლო პანერაიმ, „ტვიტერში“ განცხადებები „მოარტყა“, რომ „ნერაძური“ ფინანსური ფეირ-პლეის წესებს არ იცავს და საერთოდ, კლასში დაქვეითება ეკუთვნის. თითქოს, მათ მილიონიანი დეფიციტი აქვთ და სალაჰი როგორღა უნდა იყიდონ? „ფიორენტინა“ კი ამტკიცებდა, რომ პანერაის პოზიცია კლუბისას არ ემთხვევა, მაგრამ ისტორიამ ცუდი გემო მაინც დატოვა.

საქმეში „რომა“ ჩაერთო და სალაჰი, ხუთმილიონიანი იჯარით რომში გადაბარგდა, კლუბს მისი გამოსყიდვა 15 მილიონ ევროდ შეეძლო.

ყოველდღიური 9-საათიანი მგზავრობა და თავდაუზოგავი შრომა: სალაჰის გზა ლივერპულამდე

რვა ტურის შემდეგ, „ფიორენტინა“ 18 ქულით ცხრილს ლიდერობდა. ერთი ქულით ნაკლები ჰქონდა „რომას“ და გუნდებს წინ ფლორენციაში შეხვედრა ელოდათ. „იების“ გულშემატკივრები მოს „არტემიო ფრანკიზე“ ჯოჯოხეთის მოწყობას დაპირდნენ და ამისათვის, ხუთი ათასი სასტვენი მოიმარაგეს. ეგვიპტელი ბურთს ეხებოდა თუ არა, ყველა მხრიდან სტვენა ისმოდა. უკვე მეექვსე წუთზე, ანგარიში 1:0 გახდა „რომას“ სასარგებლოდ, ტაბლოზე კი სალაჰის გვარი გამოჩნდა, რომელმაც გატანილი გოლი არ აღნიშნა.

ბოლომდე კმაყოფილი ფლორენციადან მომო ვერ წავიდა. 87-ე წუთზე, არბიტრმა დანიელე ორსატომ, სალაჰს ყვითელი ბარათი ფაკუნდო რონკალიაზე დაჯარიმების გამო უჩვენა, კიდევ ერთი კი უკმაყოფილო ჟესტის გამო დაუმატა. მიუხედავად ამისა, „მგლებმა“ 2:1 მოიგეს და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცნენ.

მონსტრუოზულ „იუვენტუსთან“ კონკურენციის მოგება ვერ მოხერხდა, მაგრამ „რომა“ მეორეზე გავიდა, მომო კი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მეორე სეზონში ეგვიპტელი კვლავ კარგი იყო. ორ კამპანიაში ეგვიპტელმა რომაელთა მაისურით 83 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა.

მაგრამ მოვიდა ზაფხული და მასთან ერთად, „ლივერპულის“ 42-მილიონიანი შემოთავაზება (კიდევ 8 ბონუსების სახით იყო გათვალისწინებული). „რომას“ ხელმძღვანელობას, შეიძლება, უნდოდა კიდეც მისი შენარჩუნება, მაგრამ ფინანსური ფეირ-პლეის წესების დაცვის გამო, ასეთ შემოთავაზებებზე უარს არ ამბობენ.

2017 წლის ზაფხულში სალაჰი „ენფილდზე“ გადაბარგდა და იმდროისთვის, გუნდის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა ისტორიაში. ენდი კეროლის წყეული რეკორდი (35 მლნ ფუნტი) დაეცა.

ყოველდღიური 9-საათიანი მგზავრობა და თავდაუზოგავი შრომა: სალაჰის გზა ლივერპულამდე

გადახდილი ფულის ამოღება სალაჰმა ეგრევე დაიწყო. უკვე აგვისტოში, ის „ლივერპულის“ თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. კი, ეჭვგარეშეა, რომ თავისი როლი ეგვიპტურმა ინტერნეტ-არმიამაც შეასრულა (პრემიერ ლიგის საუკეთესოდ იმ თვეში მოს პარტნიორი, სადიო მანე დასახელდა), მაგრამ სალაჰი იურგენ კლოპის გუნდს აშკარად იდეალურად მოერგო.

2017/18-წლების სეზონში სალაჰი მსოფლიო მასშტაბის სუპერვარსკვლავი გახდა და „ლივერპულის“ მაისურით წარმოუდგენელი 44 გოლი გაიტანა. ამაზე მეტი „წითლების“ სადებიუტო სეზონში მხოლოდ იან რაშმა (47) გაიტანა. აქედან 32 გოლი პრემიერ ლიგაზე მოდიოდა, რითაც მოჰამედმა ერთ სეზონში გატანილი გოლების რეკორდი (31) დაამხო, რომლის მფლობელებიც აქამდე კრიშტიანუ რონალდუ და ლუის სუარესი იყვნენ.

ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპული“ ფინალამდე მივიდა, სადაც ბოლო ორი წლის გამარჯვებულს, მადრიდის „რეალს“ შეხვდა. შეგვიძლია დიდხანს ვიმსჯელოთ, სპეციალურად დააზიანა თუ არა სერხიო რამოსმა სალაჰი, მაგრამ მშრალი ფაქტი ის არის, რომ ეგვიპტელმა მოედანი 32-ე წუთზე დატოვა. შეტევაში სუსტმა თამაშმა და ლორის კარიუსის კოშმარებმა, სამართლიანი მარცხი გამოიწვია - 1:3.

მსოფლიო ჩემპიონატი სალაჰს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიღებულმა ტრავმამ ჩაუშხამა, სანამ მას მოედანზე გამოჩენა რამზან კადიროვმა არ სთხოვა. ფოტოგრაფების წინაშე ჩეჩენ პოლიტიკოსთან ერთად პოზირების შემდეგ, მან მოედანი დატოვა და მოგვიანებით, ჩეჩნეთის საპატიო მოქალაქის წოდებაც მოიპოვა. CNN და Associated Press წერდნენ, რომ სალაჰს ნაკრების განკარგულების დატოვება შუა მსოფლიო ჩემპიონატის დროს სურს, რადგან არ მოსწონს, რომ მის სახელს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.

ნაკრები მოჰამედმა არ დატოვა, მაგრამ მისი ორი გოლი „ფარაონებს“ ერთი ქულის მოსაპოვებლადაც არ ეყოთ. სახლში ისინი 0-ით დაბრუნდნენ.

„ლივერპულის“ მეორე სეზონში სალაჰს თავზე კრიტიკა წააწყდა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ამის მიზეზი ღრუბლებამდე აყვანილი პირველი სეზონი იყო. ეგვიპტელმა ის ნაკლებად შედეგიანად ჩაატარა, მაგრამ სადიო მანესთან და პიერ-ემერიკ ობამეიანგთან ერთად, პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

„ლივერპულმა“ პრემიერ ლიგაში სარეკორდო 97 ქულა მოაგროვა, მაგრამ იყო ერთი ტრაგიკული „მაგრამ“: „მანჩესტერ სიტიმ“ 98 დააგროვა.

მადრიდულ ფინალში სალაჰმა მეორე წუთზე პენალტი შეასრულა, რომელიც მანემ მოიპოვა, მოგვიანებით კი დივოკ ორიჯიმ მატჩში წერტილი დასვა და „ლივერპულმა“ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მეექვსედ მოიგო.

ყოველდღიური 9-საათიანი მგზავრობა და თავდაუზოგავი შრომა: სალაჰის გზა ლივერპულამდე

ამ სეზონში „ლივერპული“ ყველაფერს აკეთებდა, რომ 30 წლის შემდეგ, პირველად მოეგო პრემიერ ლიგა. 29 მატჩი, 27 მოგება, ერთი ფრე და ერთი მარცხი - ეს ფენომენალური შედეგები საკმარისი იყო იმისთვის, რომ „ლივერპულს“ ტიტული სარეკორდო სისწრაფით მოეგო, მაგრამ კორონავირუსი უფრო მძლავრი აღმოჩნდა. მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, იმედი ვიქონიოთ, რომ სეზონი განახლდეს და თუ ეს მოხდა - ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ სალაჰი და კომპანია ჩემპიონის ტიტულს საკლუბო მუზეუმში მიიტანენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სიტიმ ბარსელონა უარით გაისტუმრა

Marca-ს თანახმად, "მანჩესტერ სიტიმ" არ ისურვა ჟოაო კანსელოს ნელსონ სემედოზე გაცვლა, მიზეზი - ფინანსური პრობლემები.

დღეს, 11:48

ნიუკასლის სავარაუდო მწვრთნელისა და სატრანსფერო სამიზნეების ვინაობა ცნობილია

The Telegraph-ის თანახმად, "ნიუკასლ იუნაიტედის" მომავალი სავარაუდო მთავარი მწვრთნელისა და სატრანსფერო სამიზნეების ვინაობა ცნობილია.

დღეს, 11:34

ზამორანო: "ბარსელონას ლაუტაროს ყიდვის ფული არ აქვს"

მილანის "ინტერის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ივან ზამორანომ ლაუტარო მარტინესის შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:20

"არსენალი განადგურების პირას იყო, ფული არაფერ შუაშია",- კოული ჩელსიში ტრანსფერის შესახებ

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მარცხენა მცველმა, ეშლი კოულმა ლონდონის "არსენალიდან" მეზობელ "ჩელსიში" ტრანსფერი გაიხსენა:

დღეს, 10:07

მაინცის ტვიტერი კლოპს: "გთხოვ, მოგვაშორე ის"

"მაინცის" ოფიციალურმა ტვიტერმა ირონიული ფორმით მიმართა თავის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს:

დღეს, 09:56

ინტერი დათმობაზე მიდის, იკარდის ტრანსფერი ახლოვდება

ნიკოლა სკირას ტვიტერის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი საბოლოოდ გაირკვა.

დღეს, 09:38

იგალო მანჩესტერს ტოვებს

Daily Mail-ის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ოდიონ იგალო უახლოეს პერიოდში ჩინეთში დაბრუნდება.

დღეს, 09:26

VIDEO: ზუსტად 15 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგა

ზუსტად 15 წლის წინ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგა.

დღეს, 04:26

რომელი მატჩით განახლდება ლა ლიგა? - პრეზიდენტი კომენტარს აკეთებს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლა ლიგის განახლება 8 ივნისიდან უკვე შესაძლებელი იქნება.

დღეს, 04:21

გიგსმა ერთმანეთს ვან გაალი და ფერგიუსონი შეადარა

ლეგენდარული ფეხბურთელი რაიან გიგსი ერთმანეთს სერ ალექს ფერგიუსონს და ლუი ვან გაალს ადარებს.

დღეს, 04:18

შვაინშტაიგერი გიოტცეს მომავალზე საუბრობს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მარიო გიოტცე "დორტმუნდს" დატოვებს.

დღეს, 04:14

ინძაგი ჩემპიონატის განახლებას ეხმაურება

თითქმის გადაწყვეტილია, რომ იტალიის ჩემპიონატის განახლებას ივნისის თვეში უნდა ველოდოთ.

დღეს, 04:11

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ხოჭოლავამ შახტარში ითამაშა

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ "შახტარში" ითამაშა.

დღეს, 04:08

რამდენი მილიონი აქვს გამომუშავებული ბასილაშვილს თავის კარიერაში?

გასაკვირი არაა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის სკანდალური ინფორმაცია უცხოურმა გავლენიანმა გამოცემებმა გაავრცელეს.

დღეს, 03:51

ბასილაშვილის მამა: "მან სასამართლოში ყალბი ვიდეოები წარადგინა"

ნიკოლოზ ბასილაშვილი მამა ნოდარ ბასილაშვილი "პრაიმთაიმთან" ინტერვიუში საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 03:47

შოთა არველაძე ბასილაშვილზე: "მხარდაჭერას ვუცხადებ"

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო დატრიალებულ ამბებს ეხმაურება.

დღეს, 03:25

ვერნერმა თავისი პირადი რეკორდი გააუმჯობესა

როგორც მოგეხსენებათ, "მაინცთან" შეხვედრაში "ლაიპციგის" თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა ჰეტ-ტრიკი გაიფორმა.

დღეს, 00:50

"ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, რადგან კლატენბურგი ხელს ვეღარ შეგვიშლის", - მადრიდის მერი

მადრიდის მერმა და "ატლეტიკოს" მხურვალე გულშემატკივარმა, ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდამ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 00:37

რა თანხას მიიღებენ რეალის მოთამაშეები ჯილდოს სახით ორი ტიტულის მოგების შემთხვევაში?

Marca-ს თანახმად, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგების შემთხვევაში სასიამოვნო ბონუსი ელოდებათ.

გუშინ, 23:59

"ფირმინოს ის ვერ ამოაგდებს", - ჰარგრივზი ლივერპულის პოტენციური ახალწვეულის შესახებ

ყოფილმა ინგლისელმა საყრდენმა ნახევარმცველმა, ოუენ ჰარგრივზმა ისაუბრა "ლივერპულის" პოტენციური შენაძენის,

გუშინ, 23:46

ლივერპული-ატლეტიკოს საპასუხო მატჩმა 41 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

Sunday Times-მა გამოიკვლია, თუ რა გავლენა მოახდინა "ლივერპულისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შეხვედრამ კორონავირუსის გავრცელებაზე.

გუშინ, 23:32

ბეკენბაუერი: "ბუნდესლიგა აღარ უნდა შეწყდეს"

მიუნხენის "ბაიერნის" ცოცხალმა ლეგენდამ, ფრანც ბეკენბაუერმა ბუნდესლიგის განახლების შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:15

"ის ბოლომდე ჩემი ერთადერთი შვილის დედად დარჩება" - ბასილაშვილი პირველ განცხადებას აკეთებს

დღევანდელ სკანდალთან დაკავშირებით, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს.

გუშინ, 22:56

"ჩელსის გასახდელში მე და აზარმა რეალში თამაშზე ვისაუბრეთ", - კურტუა

მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა, ტიბო კურტუამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:45

"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბარსელონაში გადადის", - ლაუტაროს ექს-კლუბის პრეზიდენტი

არგენტინული "რასინგის" პრეზიდენტის აზრით, ლაუტარო მარტინესი "ბარსელონაში" გადავა.

გუშინ, 22:36

"ფული ყოველთვის პირველ ადგილზე არ არის", - ინტერის ექს-დირექტორი მესის არშემდგარ ტრანსფერზე

"ინტერის" ყოფილმა ტექნიკურმა დირექტორმა, მარკო ბრანკამ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

გუშინ, 21:45

ბარსელონას ფეხბურთელი, რომლის ლაუტაროს ტრანსფერში ჩართვაზეც ინტერი თანახმაა

მოგეხსენებათ, "ბარსელონას" "ინტერის" თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის დამატება უნდა.

გუშინ, 21:35

მოურინიო: "მხოლოდ მოგების შემდეგ ვტირი, პირველად ეს 2009 წელს მოხდა"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:30

ლაუტარომ ინტერი უარით გაისტუმრა, ბარსელონაში ტრანსფერი ახლოვდება

"ინტერის" თავდამსხმელი, ლაუტარო მარტინესი მილანური კლუბიდან წასვლასთან ახლოსაა.

გუშინ, 20:49

იუვენტუსი მზადაა იგუაინი გაყიდოს და ფასიც დაადო

"იუვენტუსი" მზადაა ზაფხულში თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი გაყიდოს, წერენ იტალიურ პრესაში.

გუშინ, 20:42
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10