» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

"ოლიჩზე ნაწყენი არ ვარ", - 29-წლის ასათიანის დანგრეული კარიერის მიზეზი



იმედისმომცემი ფეხბურთელი, გულშემატკივრების სიყვარული და წარმატებული კარიერა, რომელიც სამწუხაროდ, ნაადრევად დასრულდა - ასეთი ბედის მქონე მოთამაშეები ქართულ სპორტშიც არიან. ნათელი მაგალითი: მალხაზ ასათიანი, რომელიც აბედნიერებდა ორი ქვეყნის ქომაგებს, მაგრამ მხოლოდ 29-წლამდე.

ქართველ უნივერსალს გაცილებით მეტის მიღწევა შეეძლო რომ არა ტრავმები, თანაც ისეთ ასაკში, როდესაც ფეხბურთელი კარიერის პიკს უახლოვდება. გავიხსენოთ ასკას მიერ განვლილი ხანმოკლე, მაგრამ სახელოვანი საფეხბურთო გზა, რომელზეც არაერთ საინტერესო და დასამახსოვრებელ მომენტს წავაწყდებით.

"ოლიჩზე ნაწყენი არ ვარ", - 29-წლის ასათიანის დანგრეული კარიერის მიზეზი

დინამოს ჰეგემონიის დამხობა ტორპედოს შემადგენლობაში

მოსკოვის "ლოკომოტივის" გამოჩენილმა ლეგიონერმა პირველი ნაბიჯები გადადგა მშობლიურ ქუთაისში, სადაც ქვეყნის ჩემპიონობა მან სამჯერ იზეიმა. სწორედ იმერლებმა შეწყვიტეს თბილისელების ტრიუმფალური სერია, რომელიც ზედიზედ 10 ჩემპიონობას ითვლის (1990-1999).

ქუთათურების შემადგენლობაში ბრწყინავდა ახალგაზრდა ასათიანი, თანაც ჯერ კიდევ შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე. ცნობისთვის, 2002 წლის ჩემპიონობა რევაზ ძოძუაშვილის გუნდმა "ლურჯ-თეთრებს" სწორედ ქართველი ფლეიმეიქერის გოლით წაართვა. რთული მისახვედრი არ იყო, რომ მალხაზს "ტორპედოში" აღარავინ გააჩერებდა.

"ოლიჩზე ნაწყენი არ ვარ", - 29-წლის ასათიანის დანგრეული კარიერის მიზეზი

გოლი, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა

ასკამ 2003 წლის 1 იანვარს ქუთაისი დატოვა და "ლოკომოტივის" რიგები შეავსო. რუსეთში სრულფასოვნად გაბრწყინებამდე, მოსკოველთა ახალწვეულმა ჯერ აღნიშნული ქვეყნის ნაკრების დამწუხრება მოასწრო. საუბარია 2003 წლის 30 აპრილს გამართულ მატჩზე, რომელშიც საქართველომ სლავები სწორედ ასათიანის გოლით დაამარცხა.

ცნობისთვის, ქართველი ცენტრალური ნახევარმცველი "ჯვაროსნების" შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრას ატარებდა. მალხაზი მომენტალურად იქცა ქომაგების ფავორიტად და ალბათ ზედმეტი ახსნა არ სჭირდება იმას, თუ რატომ. 42 მატჩი, 4 გოლი, ასეთი შედეგით დაასრულა ასკამ ჩვენს ნაკრებში ასპარეზობა.

ასათიანის გოლით დამარცხებული რუსეთი



ლოკომოტივი - ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალი, პოზიციის შეცვლა, ოლიჩთან შეჯახება

ჩვენმა თანამემამულემ საკლუბო კარიერის საუკეთესო წლები გაატარა მოსკოვში, სადაც 2004 წელს ის ქვეყნის ჩემპიონი გახდა. რუსეთის პირველობის ოქროს მედლის გარდა, "რკინიგზელთა" ლეგიონერმა რამდენიმე ინდივიდუალური ჯილდოც მიიღო. უნდა ითქვას, რომ ასათიანს არც ჩემპიონთა ლიგაზე შეურცხვენია თავი.

საუბარია 2003-2004 წლის სეზონზე, როდესაც "წითელ-მწვანეებმა" ჯგუფურ ეტაპზე მიწასთან გაასწორეს მილანის "ინტერი" (3:0; 1:1) და ლონდონის "არსენალთან" ერთად, 1/8 ფინალში შეაბიჯეს. ქართველ შუახაზელს "ნერაძურის" დარბევაში მონაწილეობა არ მიუღია, მიხეილ აშვეთიასგან განსხვავებით, რომელმაც გოლიც კი გაიტანა.

"ოლიჩზე ნაწყენი არ ვარ", - 29-წლის ასათიანის დანგრეული კარიერის მიზეზი

"ორთქლმავლებს" პლეი-ოფში მოწინააღმდეგედ ხვდათ მომავალი ვიცე-ჩემპიონი, "მონაკო" და უნდა ითქვას, 1/4 ფინალში გასვლის შანსი რეალურად არსებობდა. იური სიომინის გუნდმა-აღმოჩენამ "თავადებთან" მხოლოდ სტუმრად გაშვებული გოლის პრინციპით წააგო (2:1; 0:1).

მალხაზმა ორივე შეხვედრაში ითამაშა შეუცვლელად, თანაც მისთვის ახალ და უცნობ პოზიციაზე - ცენტრალური მცველის ადგილზე. საქმე ისაა, რომ რუსმა მთავარმა მწვრთნელმა მოსკოვის "ცსკა"-ში გადასული სერგეი იგნაშევიჩის ჩანაცვლება სწორედ ასკათი გადაწყვიტა. ექსპერიმენტმა გაამართლა, "ლოკოს" ლეგიონერი კარიერის ბოლომდე უკანახაზში დარჩა.

"ოლიჩზე ნაწყენი არ ვარ", - 29-წლის ასათიანის დანგრეული კარიერის მიზეზი

2006 წლიდან ჩვენი თანამემამულის კარიერაში დაიწყო ტრავმების ეპიდემია. აღნიშნული პერიოდი შეგვიძლია მოვიხსენიოთ როგორც ასათიანის საფეხბურთო გზის დასასრულის დასაწყისი. ქართველმა ვარჯიშზე ჯერ ლავიწის ძვალი მოიტეხა, მოგვიანებით კი ივიცა ოლიჩთან შეჯახების შედეგად ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.

ლაზარეთიდან დაბრუნების შემდეგ, მალხაზმა ფორმაში ჩადგომა ვერ შეძლო, რაც მას მოსკოვში ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვად დაუჯდა. ასკა გაანათხოვრეს კიევის "დინამოში", შემდეგ, ისევ დააბრუნეს, მაგრამ ამით არსებითად არაფერი შეცვლილა. რუსული გუნდის უნივერსალი ხორვატთან შეჯახებას ასე იხსენებს:

"ჯვარედინი მყესების გაწყვეტა - შემთხვევითობაა და აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ ოლიჩი სასტიკად მომექცა. ნუ დავადანაშაულებთ მას, რადგან ხორვატი ფორვარდის ადგილზე შესაძლოა ყოფილიყო ნებისმიერი მოთამაშე. დიახ, მასზე გაბრაზებული და ნაწყენი არ ვარ".

"ოლიჩზე ნაწყენი არ ვარ", - 29-წლის ასათიანის დანგრეული კარიერის მიზეზი

კარიერის დასასრული

2010 წლის დეკემბერში ჩვენი თანამემამულის "რკინიგზელებთან" თანამშრომლობა შეწყდა, რადგან კლუბმა მას ხელშეკრულება აღარ გაუხანგრძლივა. "წითელ-მწვანეების" შემდეგ, ასათიანს ჰქონდა კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ მან 29-წლის ასაკში წასვლა გადაწყვიტა.

"ლოკომოტივის შემდეგ, რუსეთში დარჩენა მინდოდა, თუმცა ჩემით მხოლოდ ანჟი ინტერესდებოდა. ამ გუნდში გადასვლის პერსპექტივა ნამდვილად არ მხიბლავდა და ამიტომ, დალოდება გადავწყვიტე. ქართული კლუბებიც დამიკავშირდნენ, მაგრამ ვთვლიდი, რომ სამშობლოში დაბრუნებას ყოველთვის მოვასწრებდი.

ერთი სატრანსფერო ფანჯარა, შემდეგ, მეორე, წინადადებები არ მომდიოდა და ამასობაში უკვე ერთი წლის უთამაშებელი ვიყავი. სიმართლე გითხრათ, ფორმაში ჩადგომის სტიმული აღარ მქონდა, რადგან ერთი წელი ფეხბურთის გარეშე ყოფნა, ძალიან დიდი დროა. სწორედ ამიტომ, წასვლა გადავწყვიტე".

"ოლიჩზე ნაწყენი არ ვარ", - 29-წლის ასათიანის დანგრეული კარიერის მიზეზი

ქართველი ფეხბურთელის კარიერამ დატოვა უამრავი კითხვა, რადგან ცხადია, რომ მან თავისი პოტენციალის 30%-იც ვერ გამოავლინა. მალხაზი ვერ მოესწრო რუსეთის საზღვრებს გაცდენასა და ევროპაში თამაშს. ამის გარდა, საქართველოს ნაკრები 00-იანების ბოლოს და 10-იანების დასაწყისში დარჩა ერთ-ერთი ლიდერის გარეშე, რომელიც თემურ ქეცბაიას ფორმაციის გუნდში იდეალურად ჩაჯდებოდა.

ასკას კარიერა იწყებოდა შთამბეჭდავად. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველოს ჩემპიონატის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და რუსეთის პირველობის გამორჩეული ლეგიონერი 29-წლის ასაკში შეუმჩნეველი დარჩებოდა. "ორთქლმავლების" უნივერსალი დღემდე ახსოვთ, როგორც სამშობლოში, ისე უცხო მიწაზეც.

"ოლიჩზე ნაწყენი არ ვარ", - 29-წლის ასათიანის დანგრეული კარიერის მიზეზი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ზიდანმა კარანტინი დაარღვია, მას ჯარიმა ემუქრება

Sport.es-ის თანახმად, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა კარანტინის წესები დაარღვია.

დღეს, 12:05

სიტიმ ბარსელონა უარით გაისტუმრა

Marca-ს თანახმად, "მანჩესტერ სიტიმ" არ ისურვა ჟოაო კანსელოს ნელსონ სემედოზე გაცვლა, მიზეზი - ფინანსური პრობლემები.

დღეს, 11:48

ნიუკასლის სავარაუდო მწვრთნელისა და სატრანსფერო სამიზნეების ვინაობა ცნობილია

The Telegraph-ის თანახმად, "ნიუკასლ იუნაიტედის" მომავალი სავარაუდო მთავარი მწვრთნელისა და სატრანსფერო სამიზნეების ვინაობა ცნობილია.

დღეს, 11:34

ზამორანო: "ბარსელონას ლაუტაროს ყიდვის ფული არ აქვს"

მილანის "ინტერის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ივან ზამორანომ ლაუტარო მარტინესის შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:20

"არსენალი განადგურების პირას იყო, ფული არაფერ შუაშია",- კოული ჩელსიში ტრანსფერის შესახებ

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მარცხენა მცველმა, ეშლი კოულმა ლონდონის "არსენალიდან" მეზობელ "ჩელსიში" ტრანსფერი გაიხსენა:

დღეს, 10:07

მაინცის ტვიტერი კლოპს: "გთხოვ, მოგვაშორე ის"

"მაინცის" ოფიციალურმა ტვიტერმა ირონიული ფორმით მიმართა თავის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს:

დღეს, 09:56

ინტერი დათმობაზე მიდის, იკარდის ტრანსფერი ახლოვდება

ნიკოლა სკირას ტვიტერის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი საბოლოოდ გაირკვა.

დღეს, 09:38

იგალო მანჩესტერს ტოვებს

Daily Mail-ის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ოდიონ იგალო უახლოეს პერიოდში ჩინეთში დაბრუნდება.

დღეს, 09:26

VIDEO: ზუსტად 15 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგა

ზუსტად 15 წლის წინ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგა.

დღეს, 04:26

რომელი მატჩით განახლდება ლა ლიგა? - პრეზიდენტი კომენტარს აკეთებს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლა ლიგის განახლება 8 ივნისიდან უკვე შესაძლებელი იქნება.

დღეს, 04:21

გიგსმა ერთმანეთს ვან გაალი და ფერგიუსონი შეადარა

ლეგენდარული ფეხბურთელი რაიან გიგსი ერთმანეთს სერ ალექს ფერგიუსონს და ლუი ვან გაალს ადარებს.

დღეს, 04:18

შვაინშტაიგერი გიოტცეს მომავალზე საუბრობს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მარიო გიოტცე "დორტმუნდს" დატოვებს.

დღეს, 04:14

ინძაგი ჩემპიონატის განახლებას ეხმაურება

თითქმის გადაწყვეტილია, რომ იტალიის ჩემპიონატის განახლებას ივნისის თვეში უნდა ველოდოთ.

დღეს, 04:11

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ხოჭოლავამ შახტარში ითამაშა

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ "შახტარში" ითამაშა.

დღეს, 04:08

რამდენი მილიონი აქვს გამომუშავებული ბასილაშვილს თავის კარიერაში?

გასაკვირი არაა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის სკანდალური ინფორმაცია უცხოურმა გავლენიანმა გამოცემებმა გაავრცელეს.

დღეს, 03:51

ბასილაშვილის მამა: "მან სასამართლოში ყალბი ვიდეოები წარადგინა"

ნიკოლოზ ბასილაშვილი მამა ნოდარ ბასილაშვილი "პრაიმთაიმთან" ინტერვიუში საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 03:47

შოთა არველაძე ბასილაშვილზე: "მხარდაჭერას ვუცხადებ"

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო დატრიალებულ ამბებს ეხმაურება.

დღეს, 03:25

ვერნერმა თავისი პირადი რეკორდი გააუმჯობესა

როგორც მოგეხსენებათ, "მაინცთან" შეხვედრაში "ლაიპციგის" თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა ჰეტ-ტრიკი გაიფორმა.

დღეს, 00:50

"ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, რადგან კლატენბურგი ხელს ვეღარ შეგვიშლის", - მადრიდის მერი

მადრიდის მერმა და "ატლეტიკოს" მხურვალე გულშემატკივარმა, ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდამ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 00:37

რა თანხას მიიღებენ რეალის მოთამაშეები ჯილდოს სახით ორი ტიტულის მოგების შემთხვევაში?

Marca-ს თანახმად, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგების შემთხვევაში სასიამოვნო ბონუსი ელოდებათ.

გუშინ, 23:59

"ფირმინოს ის ვერ ამოაგდებს", - ჰარგრივზი ლივერპულის პოტენციური ახალწვეულის შესახებ

ყოფილმა ინგლისელმა საყრდენმა ნახევარმცველმა, ოუენ ჰარგრივზმა ისაუბრა "ლივერპულის" პოტენციური შენაძენის,

გუშინ, 23:46

ლივერპული-ატლეტიკოს საპასუხო მატჩმა 41 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

Sunday Times-მა გამოიკვლია, თუ რა გავლენა მოახდინა "ლივერპულისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შეხვედრამ კორონავირუსის გავრცელებაზე.

გუშინ, 23:32

ბეკენბაუერი: "ბუნდესლიგა აღარ უნდა შეწყდეს"

მიუნხენის "ბაიერნის" ცოცხალმა ლეგენდამ, ფრანც ბეკენბაუერმა ბუნდესლიგის განახლების შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:15

"ის ბოლომდე ჩემი ერთადერთი შვილის დედად დარჩება" - ბასილაშვილი პირველ განცხადებას აკეთებს

დღევანდელ სკანდალთან დაკავშირებით, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს.

გუშინ, 22:56

"ჩელსის გასახდელში მე და აზარმა რეალში თამაშზე ვისაუბრეთ", - კურტუა

მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა, ტიბო კურტუამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:45

"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბარსელონაში გადადის", - ლაუტაროს ექს-კლუბის პრეზიდენტი

არგენტინული "რასინგის" პრეზიდენტის აზრით, ლაუტარო მარტინესი "ბარსელონაში" გადავა.

გუშინ, 22:36

"ფული ყოველთვის პირველ ადგილზე არ არის", - ინტერის ექს-დირექტორი მესის არშემდგარ ტრანსფერზე

"ინტერის" ყოფილმა ტექნიკურმა დირექტორმა, მარკო ბრანკამ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

გუშინ, 21:45

ბარსელონას ფეხბურთელი, რომლის ლაუტაროს ტრანსფერში ჩართვაზეც ინტერი თანახმაა

მოგეხსენებათ, "ბარსელონას" "ინტერის" თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის დამატება უნდა.

გუშინ, 21:35

მოურინიო: "მხოლოდ მოგების შემდეგ ვტირი, პირველად ეს 2009 წელს მოხდა"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:30

ლაუტარომ ინტერი უარით გაისტუმრა, ბარსელონაში ტრანსფერი ახლოვდება

"ინტერის" თავდამსხმელი, ლაუტარო მარტინესი მილანური კლუბიდან წასვლასთან ახლოსაა.

გუშინ, 20:49
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10