» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

შვიდი ფეხბურთელი, რომელსაც ჩინეთში გადასვლა სასიკეთოდ წაადგა


შვიდი ფეხბურთელი, რომელსაც ჩინეთში გადასვლა სასიკეთოდ წაადგა

ბრაზილიელი ნახევარმცველი ოსკარი, „შანხაი სიპგში“ სამი წლის წინ, 52 მილიონ ფუნტად გადაბარგდა, როცა სულ რაღაც 25 წლის იყო.

მიუხედავად იმისა, რომ სეზონის პირველ ნახევარში ის მოედანზე იშვიათად ჩნდებოდა, ამან „ჩელსის“ მასზე სერიოზული საფასურის დადებაში არ შეუშალა ხელი, რამაც ევროპული კლუბების შემოთავაზებები საგრძნობლად შეამცირა. ოსკარს იმდროისთვის ანტონიო კონტეს დაუნდობელ გუნდში ძირითადისთვის ბრძოლა ნამდვილად შეეძლო, მაგრამ სხვა გზა აირჩია და მრავალმილიონიანი კონტრაქტისთვის ჩინეთში წავიდა.

საფეხბურთო სამყაროში, ოსკარის მსგავს ფეხბურთლებს „კარიერის მკვლელებს“ ეძახიან, რადგან არსებობს ბევრი შემთხვევა, როცა ხარისხიანი და ნიჭიერი ფეხბურთელები, ევროპული რადარებიდან ქრებოდნენ და კარიერას ჩინეთში აგრძელებდნენ. თუმცა, შემოგთავაზებთ შვიდ ფეხბურთელს, რომლებმაც სწორი ნაბიჯი გადადგეს, როცა ჩინურ გუნდში გადასვლა გადაწყვიტეს.

რენატო აუგუსტო

„კორინტიანსიდან“ „ბეიცზინ გოანში“, 6.8 მილიონ ფუნტად

შვიდი ფეხბურთელი, რომელსაც ჩინეთში გადასვლა სასიკეთოდ წაადგა

ლევერკუზენის „ბაიერში“ არასტაბილური და წარუმატებელი 4-წლიანი პერიოდის შემდეგ, „ფლამენგოს“ ექს-ნახევარმცველი, რენატო აუგუსტო ბრაზილიაში 2012 წელს დაბრუნდა და კონტრაქტი „კორინტიანსთან“ გააფორმა. იქ მან 2016 წლის იანვრამდე ითამაშა, რის შემდეგაც ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გადაბარგდა.

რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, ბრაზილიელისთვის ეს სვლა გამართლებული აღმოჩნდა. აუგუსტომ ბრაზილიის ნაკრებში 12 მატჩი ჩაატარა, მაშინ როდესაც ჩინეთში გადაბარგებამდე მის ანგარიშზე სელესაოს რიგებში 3 მატჩი იყო. თანაც, ნახევარმცველი 2016 წლის ოლიმპიური ნაკრების წევრიც გახდა, სადაც ბრაზილიამ ოქრო მოიგო.

რენატომ 2018 წლის მუნდიალზე გოლიც შეაგდო, თუმცა ეს მისი გუნდისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა და პენტაკამპეონები ტურნირს მეოთხედფინალში, ბელგიასთან მარცხის შემდეგ გამოეთიშნენ.

პაულინიო

„ტოტენჰემიდან“ „გუანჯოუ ევერგრანდში“, 11.9 მილიონ ფუნტად

შვიდი ფეხბურთელი, რომელსაც ჩინეთში გადასვლა სასიკეთოდ წაადგა

ამ სიაში წარმოდგენილი ფეხბურთელებიდან, ყველაზე მეტად, სავარაუდოდ, პაულინიოს ისტორიაა თქვენთვის ნაცნობი. ბრაზილიელი „ტოტენჰემის“ მრავალწლიანი საკვანძო ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, როდესაც კლუბმა მის შესაძენად 2013-ში 17 მილიონი ფუნტი არ დაინანა. ამ საფასურმა დიდად ვერავინ გააკვირვა, რამეთუ ინგლისში გადასვლამდე, პაულინიომ ლიბერტადორესის თასი „კორინტიანსთან“ ერთად მოიგო და ბრაზილიის ნაკრებთან ერთად - კონფედერაციათა თასი დააყოლა.

სამწუხაროდ, ნიჭიერი ნახევარმცველის გადასვლა „უაიტ ჰარტ ლეინზე“ სრულ ჩავარდნად იქცა. ლეგიონერმა „სელესაოშიც“ დაკარგა ადგილი და პრემიერ ლიგაში „ტოტენჰემის“ მაისური მხოლოდ სამჯერ მოირგო. ასეთ ვითარებაში წასვლა ყველასთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა და მან „გუანჯოუ ევერგრანდს“ მიაშურა, სადაც ფორმა აკრიფა და ეროვნულ ნაკრებშიც დაიბრუნა ადგილი.

მეტიც, ფეხბურთელით „ბარსელონა“ დაინტერესდა, რომელთან ერთადაც მან ერთ სეზონში ლა ლიგა და ესპანეთის თასი მოიგო, შემდეგ კი ისევ ჩინეთში დაბრუნდა.

ოდიონ იგალო

„უოტფორდიდან“ „ჩიანჩუნ იამაიში“, 20 მილიონ ფუნტად

შვიდი ფეხბურთელი, რომელსაც ჩინეთში გადასვლა სასიკეთოდ წაადგა

ოდიონ იგალო 2015/16-წლების კამპანიაში პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო, როდესაც თავისთვის სადებიუტო 23 მატჩში 14 გოლის გატანა შეძლო. ნიგერიელის წარმატებულმა ასპარეზობმა პრესაში ჭორები წარმოშვა, ბევრი მას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასაც უწინასწარმეტყველებდა. თუმცა, ამას მოჰყვა კატასტროფული 2016 წელი, როდესაც იგალომ 32 მატჩში მხოლოდ ორი გოლი შეაგდო და ევროპული კლუბების ინტერესიც, თავისთავად, გაქარწყლდა.

„უოტფორდის“ სასტარტოში ადგილის დაკარგვის შემდეგ, იგალომ შანსი გამოიყენა და 2017 წლის იანვარში, ჩინეთში გადაბარგდა, სადაც კარიერის რეანიმირება სცადა. შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ აფრიკელს ეს გამოუვიდა. ჩინურ გუნდში მან 74 მატჩში 46 გოლი გაიტანა, 2020 წლის იანვარში კი, საკმაოდ მოულოდნელად, იჯარით „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადაბარგდა, სადაც სასტარტო შემადგენლობაში დაწყებულ სამივე შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა.

ერან ზაჰავი

„მაკაბი თელ-ავივიდან“ „გუანჯოუ ფულიში“, 6.14 მილიონ ფუნტად

შვიდი ფეხბურთელი, რომელსაც ჩინეთში გადასვლა სასიკეთოდ წაადგა

ერან ზაჰავი - თავისი თაობის ყველაზე წარმატებული ებრაელი ფეხბურთელია, მაგრამ „პალერმოში“ 18-თვიანმა იმედგამაცრუებელმა პერიოდმა, მისი ევროპული რეპუტაცია საგრძნობლად შეარხია.

„მაკაბი თელ-ავივში“ გოლების შესანიშნავმა რეკორდმა (148 მატჩში 113 გოლი შემტევი ნახევარმცველისგან), ევროპული კლუბები მისი შეძენის საჭიროებაში ვერ დაარწმუნა და ამიტომ, მისი გზა ჩინეთისკენ გაიკვალა.

„გუანჯოუ ფულიში“ 2016 წელს გადასვლის შემდეგ, ზაჰავიმ ჩინური სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც მოიპოვა. ებრაელმა 110 მატჩში წარმოუდგენელი 99 გოლი გაიტანა, საიდანაც 29 – 2019 წლის სეზონზე მოდის, რამაც ერან ზაჰავი იმ სეზონის საუკეთესო ბომბარდირად აქცია.

სტეფან მბია

„ტრაბზონსპორიდან“ „ჰებეი ჩაინა ფორჩუნში“, 5.1 მილიონ ფუნტად

შვიდი ფეხბურთელი, რომელსაც ჩინეთში გადასვლა სასიკეთოდ წაადგა

„ქპრ-ში“ საშინელმა პერიოდმა, სტეფან მბიას პროფესიონალიზმი ეჭვქვეშ დააყენა, თუმცა მას შანსი „სევილიამ“ მისცა, სადაც მან თავი გაცილებით უკეთ წარმოაჩინა და ევროპის ლიგაც მოიგო.

ევროარენაზე ტრიუმფის შემდეგ, მბიამ თურქულ „ტრაბზონსპორში“ გადაწყვიტა გადასვლა, რაც ნახევარმცველისთვის დიდ შეცდომად იქცა და „ჰებეი ჩაინა ფორჩუნში“ ტრანსფერი გამოიწვია.

თითქოს, მბიას კარიერა საგრძნობ რეგრესს განიცდიდა და ჩინეთში გადასვლა მხოლოდ იმას უკავშირდებოდა, რომ მას ღარიბი სიბერისგან დაეცვა თავი. თუმცა, ზოგჯერ, ყველა პროგნოზი გვერდით უნდა გადადო, რადგან კამერუნელი ჩინეთის ლიგის საუკეთესო საყრდენ ნახევარმცველად იქცა და ევროპაში დაბრუნებაც დაიმსახურა.

სამწუხაროდ, „ტულუზაში“ მბიას ასევე ვერაფერი გამოუვიდა და ის ისევ ჩინეთში დაბრუნდა: ჯერ „უჰან ჩჟოერში“, მოგვიანებით კი „შანხაი შენხუაში“.

დარიო კონკა

„ფლუმინენსედან“ „გუანჯოუ ევერგრანდში“, 7 მილიონ ფუნტად

შვიდი ფეხბურთელი, რომელსაც ჩინეთში გადასვლა სასიკეთოდ წაადგა

დარიო კონკა ძალიან ნიჭიერი არგენტინელი პლეიმეიკერია, რომელმაც სახელი ბრაზილიაში, „ფლუმინენსეს“ შემადგენლობაში თამაშით გაითქვა, მაგრამ პრესაში მისი სახელი მას შემდეგ უფრო ახსენეს, რაც 2011 წელს „გუანჯოუ ევერგრანდთან“ კონტრაქტის გაფორმებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.

ხმაურიანი ტრანსფერის დროისთვის, კონკა უკვე 28 წლის იყო და მიუხედავად მისი სამხრეთამერიკულ ფეხბურთში სისტემატური წარმატებებისა, ნაკრებში არასდროს გამოძახებულა.

„სელესაოში“ დებიუტზე ხელის ჩაქნევის შემდეგ, კონკა ერთ-ერთი პირველი ბრაზილიელი იყო, რომელიც აზიაში გადაბარგდა და „ევერგრანდთან“ ერთად უამრავი ჯილდო მოიპოვა.

ჩინეთში მაღალი დონის ფეხბურთის ჩვენებამ, არგენტინელს ხელი შეუწყო იმაში, რომ კარიერის უკანასკნელ წლებში ამბიციური ამერიკული პროექტის, „ოსტინ ბოლდის“ ერთ-ერთი წევრი გამხდარიყო, რომელიც დღეს აშშ-ს მეორე დივიზიონში ასპარეზობს.

პაპის სისე

„ნიუასკლიდან“ „შანდუნ ლუნენში“ 5 მილიონ ფუნტად

შვიდი ფეხბურთელი, რომელსაც ჩინეთში გადასვლა სასიკეთოდ წაადგა

„ფრაიბურგიდან“ 2012 წელს გადასვლის შემდეგ, პაპის სისემ თავისი „ნიუკასლური“ კარიერა წარმოუდგენლად დაიწყო და პრემიერ ლიგის პირველ 14 მატჩში 13 გოლი გაიტანა. თუმცა, შემდეგ ოთხ სეზონში მან მეტოქეების კარი მხოლოდ 24-ჯერ დალაშქრა.

არასტაბილური ფორმისა და 32 წლის ასაკის გამო, სისეს „ნიუკასლიდან“ წასვლის შემდეგ პრემიერ ლიგაში დაბრუნების ბევრი შემოთავაზება ვერც ექნებოდა, ამიტომ მან ჩინურ „შანდუნ ლუნენთან“ გადაწყვიტა კონტრაქტის გაფორმება.

სენეგალელმა თავდამსხმელმა ჩინურ გუნდთან ერთად 34 მატჩში 18 გოლი გაიტანა, რის დამსახურებითაც ევროპაში დაბრუნდა და „ალანიასპორის“ ფეხბურთელი გახდა. არ უნდა დავმალოთ ის ფაქტიც, რომ სისემ თურქეთშიც დაამტკიცა, რომ მისი ჩამოწერა ჯერ ნაადრევია, 55 მატჩში 33 გოლი ამის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სიტიმ ბარსელონა უარით გაისტუმრა

Marca-ს თანახმად, "მანჩესტერ სიტიმ" არ ისურვა ჟოაო კანსელოს ნელსონ სემედოზე გაცვლა, მიზეზი - ფინანსური პრობლემები.

დღეს, 11:48

ნიუკასლის სავარაუდო მწვრთნელისა და სატრანსფერო სამიზნეების ვინაობა ცნობილია

The Telegraph-ის თანახმად, "ნიუკასლ იუნაიტედის" მომავალი სავარაუდო მთავარი მწვრთნელისა და სატრანსფერო სამიზნეების ვინაობა ცნობილია.

დღეს, 11:34

ზამორანო: "ბარსელონას ლაუტაროს ყიდვის ფული არ აქვს"

მილანის "ინტერის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ივან ზამორანომ ლაუტარო მარტინესის შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:20

"არსენალი განადგურების პირას იყო, ფული არაფერ შუაშია",- კოული ჩელსიში ტრანსფერის შესახებ

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მარცხენა მცველმა, ეშლი კოულმა ლონდონის "არსენალიდან" მეზობელ "ჩელსიში" ტრანსფერი გაიხსენა:

დღეს, 10:07

მაინცის ტვიტერი კლოპს: "გთხოვ, მოგვაშორე ის"

"მაინცის" ოფიციალურმა ტვიტერმა ირონიული ფორმით მიმართა თავის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს:

დღეს, 09:56

ინტერი დათმობაზე მიდის, იკარდის ტრანსფერი ახლოვდება

ნიკოლა სკირას ტვიტერის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი საბოლოოდ გაირკვა.

დღეს, 09:38

იგალო მანჩესტერს ტოვებს

Daily Mail-ის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ოდიონ იგალო უახლოეს პერიოდში ჩინეთში დაბრუნდება.

დღეს, 09:26

VIDEO: ზუსტად 15 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგა

ზუსტად 15 წლის წინ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგა.

დღეს, 04:26

რომელი მატჩით განახლდება ლა ლიგა? - პრეზიდენტი კომენტარს აკეთებს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლა ლიგის განახლება 8 ივნისიდან უკვე შესაძლებელი იქნება.

დღეს, 04:21

გიგსმა ერთმანეთს ვან გაალი და ფერგიუსონი შეადარა

ლეგენდარული ფეხბურთელი რაიან გიგსი ერთმანეთს სერ ალექს ფერგიუსონს და ლუი ვან გაალს ადარებს.

დღეს, 04:18

შვაინშტაიგერი გიოტცეს მომავალზე საუბრობს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მარიო გიოტცე "დორტმუნდს" დატოვებს.

დღეს, 04:14

ინძაგი ჩემპიონატის განახლებას ეხმაურება

თითქმის გადაწყვეტილია, რომ იტალიის ჩემპიონატის განახლებას ივნისის თვეში უნდა ველოდოთ.

დღეს, 04:11

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ხოჭოლავამ შახტარში ითამაშა

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ "შახტარში" ითამაშა.

დღეს, 04:08

რამდენი მილიონი აქვს გამომუშავებული ბასილაშვილს თავის კარიერაში?

გასაკვირი არაა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის სკანდალური ინფორმაცია უცხოურმა გავლენიანმა გამოცემებმა გაავრცელეს.

დღეს, 03:51

ბასილაშვილის მამა: "მან სასამართლოში ყალბი ვიდეოები წარადგინა"

ნიკოლოზ ბასილაშვილი მამა ნოდარ ბასილაშვილი "პრაიმთაიმთან" ინტერვიუში საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 03:47

შოთა არველაძე ბასილაშვილზე: "მხარდაჭერას ვუცხადებ"

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო დატრიალებულ ამბებს ეხმაურება.

დღეს, 03:25

ვერნერმა თავისი პირადი რეკორდი გააუმჯობესა

როგორც მოგეხსენებათ, "მაინცთან" შეხვედრაში "ლაიპციგის" თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა ჰეტ-ტრიკი გაიფორმა.

დღეს, 00:50

"ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, რადგან კლატენბურგი ხელს ვეღარ შეგვიშლის", - მადრიდის მერი

მადრიდის მერმა და "ატლეტიკოს" მხურვალე გულშემატკივარმა, ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდამ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 00:37

რა თანხას მიიღებენ რეალის მოთამაშეები ჯილდოს სახით ორი ტიტულის მოგების შემთხვევაში?

Marca-ს თანახმად, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგების შემთხვევაში სასიამოვნო ბონუსი ელოდებათ.

გუშინ, 23:59

"ფირმინოს ის ვერ ამოაგდებს", - ჰარგრივზი ლივერპულის პოტენციური ახალწვეულის შესახებ

ყოფილმა ინგლისელმა საყრდენმა ნახევარმცველმა, ოუენ ჰარგრივზმა ისაუბრა "ლივერპულის" პოტენციური შენაძენის,

გუშინ, 23:46

ლივერპული-ატლეტიკოს საპასუხო მატჩმა 41 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

Sunday Times-მა გამოიკვლია, თუ რა გავლენა მოახდინა "ლივერპულისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შეხვედრამ კორონავირუსის გავრცელებაზე.

გუშინ, 23:32

ბეკენბაუერი: "ბუნდესლიგა აღარ უნდა შეწყდეს"

მიუნხენის "ბაიერნის" ცოცხალმა ლეგენდამ, ფრანც ბეკენბაუერმა ბუნდესლიგის განახლების შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:15

"ის ბოლომდე ჩემი ერთადერთი შვილის დედად დარჩება" - ბასილაშვილი პირველ განცხადებას აკეთებს

დღევანდელ სკანდალთან დაკავშირებით, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს.

გუშინ, 22:56

"ჩელსის გასახდელში მე და აზარმა რეალში თამაშზე ვისაუბრეთ", - კურტუა

მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა, ტიბო კურტუამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:45

"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბარსელონაში გადადის", - ლაუტაროს ექს-კლუბის პრეზიდენტი

არგენტინული "რასინგის" პრეზიდენტის აზრით, ლაუტარო მარტინესი "ბარსელონაში" გადავა.

გუშინ, 22:36

"ფული ყოველთვის პირველ ადგილზე არ არის", - ინტერის ექს-დირექტორი მესის არშემდგარ ტრანსფერზე

"ინტერის" ყოფილმა ტექნიკურმა დირექტორმა, მარკო ბრანკამ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

გუშინ, 21:45

ბარსელონას ფეხბურთელი, რომლის ლაუტაროს ტრანსფერში ჩართვაზეც ინტერი თანახმაა

მოგეხსენებათ, "ბარსელონას" "ინტერის" თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის დამატება უნდა.

გუშინ, 21:35

მოურინიო: "მხოლოდ მოგების შემდეგ ვტირი, პირველად ეს 2009 წელს მოხდა"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:30

ლაუტარომ ინტერი უარით გაისტუმრა, ბარსელონაში ტრანსფერი ახლოვდება

"ინტერის" თავდამსხმელი, ლაუტარო მარტინესი მილანური კლუბიდან წასვლასთან ახლოსაა.

გუშინ, 20:49

იუვენტუსი მზადაა იგუაინი გაყიდოს და ფასიც დაადო

"იუვენტუსი" მზადაა ზაფხულში თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი გაყიდოს, წერენ იტალიურ პრესაში.

გუშინ, 20:42
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10